ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_15 მკურნალი #_15
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_15 მკურნალი

ბავშვებმა კარგად იციან, რომ დედა ყოველდღე დადის სამსახურში, თავად კი მის მოსვლამდე არ უნდა მოიწყინონ და კარგად  მოიქცნენ, მაგრამ საინტერესოა, რამდენი ჩვენგანი უხსნის ბავშვს, რას აკეთებს სამსახურში მთელი დღე. რა არის მშობლების სამსახური ბავშვის თვალთახედვით? ეს არის რაღაც, რის გამოც მშობლები ყოველ დილით ლამაზად იცვამენ, სუნამოსაც იპკურებენ და შინიდან გადიან, შვილს კი ცხოვრების ერთფეროვან დღეებს უტოვებენ, რომლებიც მან ბებიასთან, ძიძასთან ან საბავშვო ბაღში უნდა გაატაროს...

რუბრიკის სტუმარია ფსიქიატრი ლაშა მაისურაძე.

Smile ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ახალი პრეპარატის გამოცდა ტარდება. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ავადმყოფი მთავარ ექიმთან შედის: ექიმო, წამალი რატომ შემიცვალეთ?""ეს რამ გაფიქრებინათ?" - ფრთხილად ეკითხება ექიმი. "იცით, რაშია საქმე?! ადრე, როცა ტაბლეტებს უნიტაზში ვყრიდი, ისინი წყალში დაცურავდნენ, ახლა კი ჩაძირვა დაიწყეს", - პასუხობს პაციენტი.

დაავადება, რომელიც ყველაზე სწრაფად ჭამს სხეულს
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 1994 წელს ამ დაავადებას "ორგანიზმის მშთანთქმელი ცეცხლი" უწოდეს. მანეკროზირებელი ფასცილიტი - ასე ჰქვია მედიცინის ენაზე ამ იშვიათ და სასიკვდილო საფრთხის შემცველ სენს. დაავადება პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. მას იწვევს განსაზღვრული სახის ბაქტერია, რომელიც თავდაპირველად ცოცხალი ქსოვილის კანქვეშა მიდამოს უტევს და მის განგრენას აჩენს. ამ უკანასკნელისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სხეულის დასნებოვნებული და დაზიანებული ადგილის ქირურგიული წესით მოცილება. უშუალოდ მანეკროზირებელი ფასცილიტით გამოწვეული სიკვდილიანობა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომისა და შოკის (ძლიერი ტკივილით და ციებ-ცხელებით) დართვისას (სამწუხაროდ, დაავადება უმეტესად სწორედ ასე მიმდინარეობს) ლეტალური შედეგი 70%-ს აღწევს.

ტროფობლასტი (ქორიონი) ძუძუმწოვრის ჩანასახის გარეთა, ბუსუსოვანი გარსია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მისი საშუალებით ჩაიზრდება და მიემაგრება საშვილოსნოს შიგნითა გარსს - ენდომეტრიუმს. ტროფობლასტური დაავადებების დროს ქორიონული ბუსუსები პათოლოგიურად იზრდება და ავსებს საშვილოსნოს ღრუს. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება ბუშტნამქერი და ქორიონეპითელიომა.

თმის ძირების გასამაგრებლად
მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვს ძუძუს ვაწოვებდი, ძალიან გამითხელდა თმა. ვცადე ათასნაირი შამპუნი, სხვადასხვა შინაური საშუალება, მაგრამ ყველაზე მეტად ის წამალი მომიხდა, რომლის მომზადებაც მეზობელმა მასწავლა: აიღეთ 10 გრამი კონიაკი, 40 გრამი ხახვის გამონაწური და 50 გრამი ოროვანდის ფესვების ნახარში, აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ თავის კანში, შემოიხვიეთ პირსახოცი და 2 საათს გაიჩერეთ, შემდეგ თავი დაიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეგამოშვებით.

ყველაფერი პირველი პაემნით იწყება. ის შეიძლება ხანგრძლივ რომანშიც გადაიზარდოს და უბრალო ფლირტადაც დარჩეს. მთავარია, უკანასკნელი არ აღმოჩნდეს... სერიოზული ურთიერთობა რომც არ დავგეგმოთ, თავმოყვარეობა მოითხოვს, პირველ პაემანს გაგრძელება ჰქონდეს. დაინტერესებულმა მამაკაცმა, როცა ქალს სახლამდე მიაცილებს, უნდა წარმოთქვას სანუკვარი სიტყვები: "კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს?" რასაკვირველია, მათემატიკური სიზუსტით ვერ გამოვთვლით, რამ შეიძლება დააახლოოს პრაქტიკულად უცნობი ადამიანები. მამაკაცები პაემანზე ეპატიჟებიან იმ ქალებს, რომლებმაც რამით მოხიბლეს - თმის ფერით, თვალის ჭრილით, მოხდენილი ფეხებით, სიგამხდრით... მოკლედ, გემოვნებას გააჩნია.

D ჰიპერვიტამინოზს უმთავრესად მზა ვიტამინის ჭარბი მიღება იწვევს, თუმცა ისიც შესაძლოა, ვიტამინი ასაკის შესაბამისი დოზით იყოს დანიშნული, მაგრამ ბავშვს ჰქონდეს მის მიმართ მგრძნობელობა მომატებული. შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც დოზის გადაჭარბებისას. D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა იზრდება:

ზაფხულის სიცხეში ბავშვი გამუდმებით ითხოვს წყალს. ხომ არ ჯობია, ხილის წვენი ვასვათ? ან რომელი წვენი ჯობს?
ზაფხულში სითხის გაძლიერებული მოთხოვნა ბუნებრივი მოვლენაა. დაკარგულის საკომპენსაციოდ პატარამ დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. ეს შეიძლება იყოს ონკანის წყალი, მინერალური წყალი, ოღონდ უგაზო, რათა ბავშვს მუცელი არ შეებეროს, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად დამტკბარი, რადგან ზედმეტი სიტკბოც მუცლის შებერვას იწვევს, თანაც წყურვილს არ კლავს. დღეს მაღაზიები და სუპერმარკეტები სავსეა მუყაოს ფერად კოლოფებსა თუ ჭრელეტიკეტიან ბოთლებში ჩამოსხმული ხილის წვენებით. როგორ ავარჩიოთ მათ შორის ისეთი, გემრიელიც რომ იყოს, ხარისხიანიც და სასარგებლოც?

ლეპტოსპიროზი მწვავე გენერალიზებული ინფექციაა, რომელსაც ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია იწვევს. ხშირდება ზაფ­ხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპ­იროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება.

გვესაუბრება #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ნანა ჟღენტი:


- ზაფხულობით ბავშვები ქალაქის სიცხეს, მტვერს, უჰაერობას რომ უნდა გავარიდოთ, ვიცით, მაგრამ სად ჯობს ჩვილის წაყვანა? იქნებ საერთოდ არ არის საჭირო მისთვის კლიმატის შეცვლა?
- ზაფხულში ჰაერის გამოცვლა უწინარესად სწორედ ჩვილისთვის არის საჭირო. მშობლებს აშინებთ ქალაქიდან მოშორებულ კურორტზე პატარას წაყვანა და უპირატესობას თბილისის შემოგარენს ანიჭებენ. არც ეს არის ურიგო, რადგან თბილისის გარშემო მდებარეობს მთის კლიმატური კურორტები. მათი ღირსებაა ტერიტორიის გაშლილობა, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და მუდმივი მოძრაობა.

ვიტამინები ამცირებს ფიზიკური ვარჯიშის ეფექტს
თუ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და დიაბეტისგან თავის დასაცავად ვარჯიშობთ, ანტიოქსიდანტების, კერძოდ, C და E ვიტამინების მიღებას უნდა ერიდოთო, აცხადებს ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაზეთი The New York Times. როგორც ცნობილია, ვარჯიშს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს, კერძოდ, მისი წყალობით ორგანიზმი უკეთ ითვისებს ინსულინს (სწორედ ინსულინისადმი რეზისტენტობაა დიაბეტი ტიპი 2-ის მიზეზი),

ქალაქგარეთ გასვლა, ჰაერისა და გარემოს გამოცვლა წელიწადის ყოველ დროს სასარგებლოა, ზაფხულობით კი უბრალოდ აუცილებელია. ზაფხულში ქალაქგარეთ ცხოვრება აკაჟებს ჯანმრთელობას და აფართოებს თვალსაწიერს. აგარაკზე ყოფნისას მშობლების წინაშე ყოველთვის დგება საკითხი, რით გაართონ ბავშვი. ბუნებრივია, გვსურს, ზაფხულში მაინც მოვაცილოთ ის კომპიუტერისა თუ ტელევიზორის ეკრანს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ტელევიზორიცა და კომპიუტერიც გამოსადეგია - ხომ არის ზაფხულობით წვიმიანი დღეები, როცა გარეთ ვერ გახვალ...

ბავშვმა უნდა იცოდეს, რას გვეუბნება შუქნიშნის ფერი. ეს ინფორმაცია მან ჯერ კიდევ სკოლაში წასვლამდე უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ყველა მშობელი როდი უთმობს სათანადო ყურადღებას ბავშვისთვის საგზაო მოძრაობის წესების სწავლებას, არადა ეს ერთ-ერთი აუცილებელი ცოდნაა, რომელიც პატარას ხიფათისგან იცავს. ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასკოლო ასაკამდე პატარა უფროსების მეთვალყურეობის ობიექტია, ხოლო სკოლაში მაინც ასწავლიან წესებს, თავად არც კი უნდა დაკარგოს დრო მსგავს "სისულელეებზე", მაგრამ შემთხვევითობისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ მისთვის მუდამ მზად უნდა ვიყოთ. როდის უნდა ავუხსნათ პატარებს საგზაო მოძრაობის წესები? როცა ფეხს აიდგამს, - ასეთია სწორი პასუხი. წინდახედული მშობლები იმავე წუთიდან იწყებენ შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, როცა პატარა მათი დახმარებით პირველ ნაბიჯებს დგამს. რა საჭიროა ასე ადრე ამაზე ზრუნვა? ჯერ ერთი, იმისთვის, რომ ბავშვმა წესები ავტომატურად აითვისოს და არასოდეს შეიტანოს ეჭვი მათ ჭეშმარიტებაში. მეორეც, პატარამ ნებისმიერ წუთს შეიძლება გაუშვას ხელი მშობლებს და დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯი ნებისმერი მიმართულებით, მათ შორის ავტომობილისკენაც. წესების სწავლის პროცესი შეიძლება რამდენიმე პრაქტიკულ გაკვეთილად დავყოთ.

სტენოკარდია და ინფარქტი გულის იშემიური დაავადების კლინიკური ფორმებია, რომელთა დროსაც ვითარდება შეუსაბამობა გულის კუნთის მოთხოვნილებასა და კორონარების შესაძლებლობას შორის. ამ შეუსაბამობის გამო წარმოიშობა ტკივილი - სტენოკარდია, რომელიც ჟანგბადოვან შიმშილზე გულის კუნთის საპასუხო რეაქციაა. სტენოკარდია სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. როდესაც კორონარული სისხლმომარაგების შეწყვეტა გარდამავალია, ტკივილის შეტევა ხანმოკლეა (რამდენიმე წუთს გრძელდება), ხოლო თუ განვითარდა კორონაროთრომბოზი სისხლმომარაგების მყარი შეწყვეტით, გულის კუნთში იწყება უჯრედების შეუქცევადი კვდომა - მიოკარდიუმის ინფარქტი, რასაც თან სდევს ძლიერი და ხანგრძლივი სტენოკარდიული ტკივილი. იმაზე, როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას, გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი კარდიოლოგიაში, შპს "კარდიოლოგიური კლინიკის" დირექტორი ირაკლი მეგრელაძე.

კარდიოქირურგიული ოპერაციები საქართველოში მრავლად ტარდება. ყველა ოპერაცია რომ თავისებურად რთული და გამორჩეულია, ეს ყველაზე უკეთ ქირურგებმა იციან. თუმცა არის საგანგებო შემთხვევებიც, რომლებიც განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ ექიმებს. სწორედ ამ საინტერესო და გამორჩეული შემთხვევების შესახებ გვიამბობს აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული სექციის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაზა კაციტაძე.


მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი საყურადღებო ფაზაა ქვემწვავე პერიოდი. მის შესახებ სასაუბროდ მივმართეთ თერაპიის ეროვნული ცენტის ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ბატონ კონსტანტინე ლილუაშვილს.

- ბატონო კოკა, რას გულისხმობს ტერმინი "მიოკარდიუმის ინფარქტის ქვემწვავე პერიოდი"? როდის იწყება და როგორ მიმდინარეობს იგი?

დაავადების  მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიზეზთა ცოდნას. ამჯერად გვსურს მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზები გაგაცნოთ. გვესაუბრება აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე.

გული საოცარი ორგანოა. ის ჩანასახოვან პერიოდში იწყებს ძგერას და აქედან მოყოლებული ათეულობით წლის განმავლობაში შეუჩერებლივ მუშაობს. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, დადებითი თუ უარყოფითი ფსიქოემოციური განცდები, გარესამყაროსთან მისი უწყვეტი კავშირი გულის მუშაობაზე აისახება. ერთი სიტყვით, გული პასუხობს ადამიანის ცხოვრების ავ-კარგს. გულის ურთულესი მუშაობა განპირობებულია ელექტროფიზიოლოგიური, ბიოფიზიკური, მექანიკური და აკუსტიკური პროცესების მთელი ჯაჭვით. მას საფუძვლად უდევს გულის სტრუქტურული აგებულების სრულყოფილება და თავისებურებანი. გულის დაავადებები მოსახლეობის შრომის უნარის დაქვეითების, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ადამიანის გული მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუჩერებლად მუშაობს, ამიტომ მუდმივად სჭრიდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება. ამისთვის მას სისხლძარღვთა საკუთარი სისტემა გააჩნია, რომელიც გარეგნულად ძლიერ წააგავს გვირგვინს, ამიტომ გულის მკვებავ სისხლძარღვებს კორონარულ ანუ გვირგვინოვან სისხლძარღვებს უწოდებენ. ისინი გულის შეუჩერებელ მუშაობას და სისხლის მიმოქცევის მუდმივობას უზრუნველყოფენ. გვირგვინოვანი სისხლძარღვები აორტიდან გამოდიან, გულს სალტისებურად, გვირგვინივით უვლიან გარს და პერიფერიული ნაწილებით კვლავ ისე ერთდებიან, რომ მთლიან წრეს ქმნიან, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერი გულის სისხლძარღვთა სისტემას სისხლის მიმოქცევის დამოუკიდებელ მესამე წრედ მიიჩნევს და გულის სისხლის მიმოქცევის წრეს უწოდებს.

კურორტი ადგილია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები (მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰავა) და აუცილებელი პირობები სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათ გამოსაყენებლად. კურორტის ტერიტორიაზე სამკურნალო დაწესებულების ძირითადი ტიპია სანატორიუმი. არსებობს სხვა ტიპის  დაწესებულებებიც- პანსიონატი, დასასვენებელი სახლი... კურორტის პროფილს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი განსაზღვრავს. განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფს- კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს.

რატომ ვგრძნობთ პირში უცნაურ გემოს, რატომ ქვეითდება გემოვნების შეგრძნება, შეიძლება თუ არა ეს ცვლილებები რომელიმე დაავადებაზე მეტყველებდნენ? ჩვენი მკითხველების ამ კითხვებს უპასუხებს ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი მარინა ბაღნაშვილი.

- რის საშუალებით შეიგრძნობს ადამიანი გემოს? რა იწვევს გემოვნების შეცვლას?
- ადამიანი გემოს შეიგრძნობს სპეციალური ნერვული დაბოლოებების – გემოვნების რეცეპტორების მეშვეობით. რეცეპტორების უმრავლესობა ენის დვრილებში არსებულ გემოვნების ბოლქვებშია განლაგებული.

დისკის დაავადებათა მიზეზებზე, მათ თავისებურებებსა და მკურნალობის ოპერაციულ მეთოდზე გვესაუბრება

მართალია თუ არა, რომ...

ინფარქტის შემდეგ ერექციული დისფუნქცია ვითარდება
ერექციული დისფუნქცია რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უკავშირდება, უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, მაგრამ ინფარქტგადატანილ პაციენტებს შორის ეს პრობლემა სათანადოდ შესწავლილი და დამტკიცებული არ გახლავთ. 2007 წელს ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რამდენად ხშირად უვითარდებათ მამაკაცებს ინფარქტის შემდეგ ერექციული დისფუნქცია.

mkurnali.geჩემი შეყვარებულის სამსახურში ახალი თანამშრომელი ქალი მიიღეს, ნამდვილი სექს-ბომბა. ჩემი მეგობარი გამუდმებით ატრიალებს ამ თემას: "რაო, გიო, ახალ თანამშრომელს საქმეების გაცნობაში ეხმარებოდი? ამიტომ იყო, მობილური მთელი დღე გამორთული რომ გქონდა?" ჩემი შეყვარებულიც ხალისით უბამს მხარს, ჩემთვის კი ეს არასასიამოვნო და გამაღიზიანებელია.

ალბათ თქვენს შეყვარებულს არ ესმის, რომ ასეთი ხუმრობა არ გსიამოვნებთ. ეცადეთ, აუხსნათ ასეთი მაგალითით:

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად