ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_14 მკურნალი #_14
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_14 მკურნალი

***
"უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმინდა გული. "მშვიდობა თქვენდა!" - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა, ქრისტეს ეს ნათელი და გიხაროდენ, რადგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ინება მან შენთან შეხვედრა და საუბარი. ისმინე და დაიმახსოვრე მისი სიტყვები: "აჰა ესერა მე გამცნებ შენ, განძლიერდი და მხნე იყავ, ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხვიდოდი" (ისუ ნავე 1,9)".

ვიტამინები ქალს სიცოცხლეს უხანგრძლივებს
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მულტივიტამინების მიღება ქალს ათი წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. მულტივიტამინური პრეპარატებისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ურთიერთდამოკიდებულების შესასწავლად ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც ვიტამინების კომპლექსს მიიღებს, სხვებზე მეტხანს იცოცხლებს. მეცნიერებმა ქრონიკულად დაავადებული 586 ქალის მონაცემები გააანალიზეს. მათ ნაწილს რამდენიმე წლის განმავლობაში რეკომენდაცია ეძლეოდა ვიტამინების მიღების შესახებ.

პრურიტი ქავილია, გავრცელებული და საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება. იგი კანის გარკვეული უბნის ან მთელი სხეულის მოქავების სურვილს აღძრავს. ფხანა უფრო აძლიერებს ქავილს, სიწითლეს და კანის ანთებას, რაც კვლავ მოქავების სურვილს იწვევს. ამგვარად, ადამიანი მანკიერ წრეში ებმება, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე ადვილია. ქავილი საკმაოდ სერიოზული სიმპტომია. იგი სახეცვლილი ტკივილია, რომელიც გამოწვეულია კანის იმ ნერვულ დაბოლოებათა გაღიზიანებით, რომლებიც ასევე რეაგირებენ ტკივილზე.

 

მიგრაციული პროცესების გააქტიურებამ და გლობალურმა დათბობამ ჩვენს ქვეყანაში პარაზიტებისა და მწერების გააქტიურებას შეუწყო ხელი. გამორიცხული არც ის არის, მიგრაციული პროცესების შედეგად საქართველოში ისეთი გადამტანები გავრცელდნენ, რომლებიც ჩვენთან რეგისტრირებულნი არ არიან, მაგრამ რომელთა სიცოცხლისა და გამრავლებისთვის კლიმატური პირობები ოპტიმალურია. ფეხსახსრიანებისა და პარაზიტების უმრავლესობა ადამიანს კბენს ან სისხლს სწოვს, რაც ალერგიულ რეაქციებსა და ძლიერ ქავილს იწვევს. რომელი პარაზიტებია ამ მხრივ საშიში და როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმემ გვიკბინა?

გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი ალეკო დიაკონიძე.

სასქესო ორგანოების ქავილი
შორისი ძალიან მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, ამიტომ ქავილის შეგრძნება ამ არეში განსაკუთრებით ძლიერია. სასქესო ორგანოების ქავილი შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების, საშარდე და სასქესო ორგანოების პათოლოგიურმა მდგომარეობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, ჰელმინთოზმა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ (ჰეპატიტმა ან ციროზმა), კანის ამა თუ იმ დაავადებამ (პიოდერმიამ, ფურუნკულოზმა), ალერგიულმა მდგომარეობამ, დიარეამ და გახშირებულმა შარდვამ. როგორც ხედავთ, მიზეზი მრავლად არის. მიუხედავად ამისა, სასქესო ორგანოების ქავილს უწინარეს ყოვლისა ვენერულ დაავადებებს უკავშირებენ, ამიტომ ჩვენც მათზე შევჩერდეთ.

გენიტალურ ანუ სასქესო ორგანოების ქავილს მამაკაცებში საკმაოდ ბევრი დაავადება იწვევს. როგორც წესი, გენიტალურ ქავილთან ერთად ხშირად აღინიშნება ქავილი ანალურ (უკანა ტანის) მიდამოშიც და ამ პრობლემას ხშირად ერთი სახელწოდებით - ანოგენიტალურ ქავილადაც მოიხსენიებენ. გენიტალური ქავილი ლოკალურია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ გარკვეულ უბანზე ვრცელდება. ქავილი შეიძლება იყოს პირველადი - ამ დროს კანზე გამოკვეთილი ნიშნები არ ჩანს - და მეორეული, რომელიც თან სდევს სხვადასხვა დაავადებას. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

კანი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის მდგომარეობაზე ბევრად არის დამოკიდებული სხვა ორგანოთა ფუნქციობა და, საზოგადოდ, ორგანიზმის სიჯანსაღე. კანს ორგანიზმის სარკესაც უწოდებენ. ის მონაწილეობს სუნთქვისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასრულებს სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას. კანის ფორებით ორგანიზმიდან გამოიყოფა დიდი ოდენობით წიდა და ტოქსინი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ჯანსაღ ფუნქციობაზე ბევრად არის დამოკიდებული იმუნური სისტემის ეფექტური მუშაობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელი და მოვლილი კანის მქონე ადამიანი გაცილებით მომხიბვლელად გამოიყურება.

თქვენს პატარას ქავილი აწუხებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მოდი, ერთად გავარკვიოთ ინფექციონისტ ივეტა მურუსიძესთან საუბრისას.


- ჩვილ ასაკში ქავილს მრავალი მიზეზი აქვს. დავიწყოთ ახალშობილობის პერიოდიდან. უახლესი მონაცემებით, როცა დედა პაპილომავირუსით არის ინფიცირებული, შვილიც ინფიცირებული იბადება. თანდაყოლილ ინფექციას ახალშობილის უცნაური საქციელი გვაეჭვებინებს:

უძილობა სერიოზული პრობლემაა. საძილე საშუალებების მიღება გამოსავალი არ არის. საჭიროა, მივმართოთ ნევროპათოლოგს, გამოვიკვლიოთ უძილობის მიზეზი და მოვძებნოთ მისი დაძლევის საშუალება. ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში 8 საათი მაინც გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა. უნდა დავიცვათ შრომისა და დასვენების რეჟიმი და ყოველდღიურად დავწვეთ დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს. ორგანიზმი ეჩვევა ამ რეჟიმს და თავის მოთხოვნილებებს მას უსადაგებს. როცა ამ მოთხოვნილებებს ვეწინააღმდეგებით, იწყება კონფლიქტი ადამიანსა და მის ორგანიზმს შორის. სწორედ ასე წარმოიშობა უამრავი პრობლემა, მათ შორის უძილობაც.

პირველი და მთავარი: კვება
ზაფხულში ბევრია ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდში ისინი ქორფაა და ამიტომ - განსაკუთრებით სასარგებლო. ქორფა ხილი და ბოსტნეული პრაქტიკულად არ იწვევს ალერგიას, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ.

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სწავლის პროცესი და მისი შედეგები ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის ფსიქოლოგიურ ტიპზე, რისი გათვალისწინებითაც გვირჩევენ, ყველა პატარას მისთვის შესაფერისი სწავლისა და განვითარების მეთოდი შევურჩიოთ. ნებისმიერი გამოცდილი პედაგოგი, ფსიქოლოგი და უბრალოდ მრავალშვილიანი დედა იძულებულია აღიაროს, რომ ყველა ბავშვს მისთვის დამახასიათებელი, სხვა პატარებისგან განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვები ერთ ოჯახში, აბსოლუტურად ერთნაირ პირობეში იზრდებიან, უნარი ინდივიდუალური და არაერთგვაროვანია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ პატარას ყველაფერი ხელეწიფება, ხოლო მეორე ჩამორჩენილი იქნება ყველგან და ყველაფერში. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ "ჰარმონიული პიროვნება", რომელიც ყოველმხრივ თანაბრად არის განვითარებული, მითია.

ახალშობილებისა და ჩვილების დედის რძით კვების უპირატესობის შესახებ დღეს აღარავინ კამათობს. არც ძიძის რძეს და არც, მით უმეტეს, ხელოვნურ საკვებ ნარევს არ შეუძლია დედის რძის სრულფასოვანი შეცვლა. ამდენად, მეძუძური დედის ავადმყოფობისა და მკურნალობის პერიოდში ბავშვის ბუნებრივი კვების შენარჩუნება, - რა თქმა უნდა, შეძლებისამებრ, - ძალზე სასურველია. საქმე ის არის, რომ მრავალი მედიკამენტი დედის რძეში გადადის და ბავშვის ორგანიზმზე ახდენს გავლენას. თავს იჩენს პრობლემა - წინააღმდეგობა ერთი მხრივ დედის რძით კვების აშკარა სარგებლობას, ხოლო მეორე მხრივ ბავშვისთვის შესაძლო რისკს შორის. ასეთ დროს უამრავ რჩევას მოისმენთ: ზოგი გირჩევთ, აქცენტი დედის ჯანმრთელობაზე გააკეთოთ, ზოგი - გადადოთ მკურნალობა, ვიდრე ბავშვი ძუძუს თავს არ დაანებებს.

მშობლებისთვის, რომელთაც აქტიური, თამამი, მოურიდებელი ბავშვები ჰყავთ, ეს პრობლემა ძნელი გასაგებია. მათთვის მორცხვი, მორჩილი, მშვიდი ბავშვი ბავშვი კი არა, ღვთის წყალობაა! მაგრამ მათ არ იციან, როგორ ართულებს ცხოვრებას პათოლოგიური მორიდებულობა და სიმორცხვე. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ გოგონები გაცილებით მორცხვები არიან, ვიდრე ბიჭუნები. მშობლებს ეს იშვიათად აშფოთებთ - ჩვენში ხომ მიღებულია, რომ გოგონა წყნარი და მორიდებული უნდა იყოს. არადა, მომავალში ეს შესაძლოა პრობლემად იქცეს და ბავშვს საკმაოდ გაურთულოს ცხოვრება. შებოჭილ, დაკომპლექსებულ ბავშვებთან საქმე შესაძლოა ენაბლუობამდე და სხვა სახის  ნევროზულ აშლილობამდე მივიდეს. ამასთანავე, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს მოვლენა მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას მალავს, რომლებთანაც უხდება შეჯახება პატარა მშიშარას. რომ დავეხმაროთ, მისი შებოჭილობის მიზეზი უნდა გავიგოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რკინადეფიციტური ანემია მცირე ასაკის ბავშვთა 17,5-30%-ს აქვს. რკინის დეფიციტის გამომწვევ ფაქტორებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე პედიატრი ლია სხირტლაძე გვესაუბრება.

- ბავშვებში რკინის დეფიციტის მიზეზებს შორის უნდა გამოვყოთ:

  • რკინის არასაკმარისი მარაგი დაბადებისას. რისკის ჯგუფში შედიან დღენაკლული და ანემიით დაავადებულ მელოგინეთა ახალშობილები. დიდი მნიშვნელობა აქვს პლაცენტის მდგომარეობას - ნაყოფის ორგანიზმში რკინის დადებით ბალანსს პლაცენტის სატრანსპორტო მექანიზმები უზრუნველყოფს.

 

ორგანიზმის მიერ სითბოს გამომუშავებასა და გარემოს ტემპერატურას შორის არსებობს ერთგვარი წონასწორობა, მაგრამ თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას (თბილად აცვია, ტემპერატურა აქვს მაღალი), ხდება გადახურება. ამ მხრივ ბავშვების, განსაკუთრებით კი ჩვილების ორგანიზმი რამდენადმე საშიშ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიოლოგიურადაც გარკვეული დაძაბვით მუშაობს. დახურული და დახშული ბინა, გაციების შიშით ბავშვის შეფუთვა და ბინის ზედმეტად გათბობა ან მზეზე დიდხანს ყოფნა შესაძლოა გადახურებისა და მზის დაკვრის მიზეზი გახდეს.

მამაკაცები, ქალებისგან განსხვავებით, მოდას აგდებით ეკიდებიან. არადა მოდა სერიოზული თემაა, რომელიც იშვიათად ემორჩილება ჩარჩოებს. მოდა არის ინსტინქტებისა და ინტუიციის ნაყოფი, ამიტომ, ტრადიციულად, ქალის სამფლობელოდ ითვლება. სულ სხვა საქმეა სტილი...

სტილი უნივერსალური წესების ერთობლიობაა, რომელთა ათვისება და დაცვა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სტილურად, დახვეწილად ჩაცმა სულაც არ ნიშნავს მოდაზე თავის გადაკვლას. და, საერთოდ, არც არის აუცილებელი, მოდურ ტენდეციებში ერკვეოდეთ. საკმარისია, გარდერობის შერჩევისას შეინარჩუნოთ თქვენეული სტილი.

მოცემული კითხვარი, რომელიც ადამიანის ხასიათის 118 თვისებას მოიცავს, მოწოდებულია ამერიკული ჟურნალის "ომნის" მიერ. მისი საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ საკუთარი წარმოდგენა სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ხასიათსა და ქცევაზე. შეეცადეთ, მოცემული ჩამონათვალიდან გამოყოთ მამრობითი და  მდედრობითი სქესისათვის დამახასიათებელი თვისებები, აგრეთვე ნეიტრალური შტრიხები, ანუ ის თვისებები, რომლებიც ახასიათებთ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

სათითურას ანუ დიგიტალისს კარგად იცნობენ ის ადამიანები, რომელთაც გულის ქრონიკული უკმარისობა აქვთ, თუმცა სათითურა მხოლოდ სამკურნალო თვისებებით როდი ფასობს - ის პოპულარული დეკორატიული მცენარეა და ფუტკარიც, რომელიც მას ესტუმრება, შესანიშნავი ხარისხის თაფლს გვაძლევს. სათითურას მოვლა ადვილია. ის არ არის მომთხოვნი, წყლისა და სინათლის მინიმუმს სჯერდება და ზედმეტ ყურადღებას ფაქტობრივად არ ითხოვს. მიუხედავად ამისა, სათითურას ყვავილი მშვენიერებით სხვა მცენარეებისას არ ჩამოუვარდება.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-გინეკოლოგი ვახტანგ კაკილაშვილი.

Smile მამაკაცი სამშობიარო სახლის დერეფანში ბოლთას სცემს, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. როგორც იქნა, გაიღო სამშობიარო ბლოკის კარი და ექთანმა მამას შავკანიანი ახალშობილი აჩვენა. "აი, ხომ ვამბობდი, - სიმწრისგან კედელს მუშტი მიარტყა მამაკაცმა, - ჩემი ცოლისგან მეტს რას უნდა ელოდე? მას ხომ ყველაფერი ეწვება!"

 

გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ყანდაშვილი.


- რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილი? საზოგადოდ, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა ქავილი შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს?

- ქავილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს თირკმელების დაავადებებთან, ქოლესტაზთან ანუ ნაღვლის შეგუბებასთან, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული, ასევე - სისხლის სისტემის დაავადებებთან, ენდოკრინულ პათოლოგიებთან, ზოგიერთ სიმსივნესთან და ორგანიზმის სხვა ზოგად სნეულებებთან.

კანის ქავილი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი შეგრძნებაა. ის თავისთავადი დაავადება არ არის, იგი კანის, შინაგანი ორგანოებისა თუ ნერვული სისტემის
დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია.


უკანა ტანის ქავილი ზოგჯერ ბუასილზე, რექტალურ პროლაფსზე (სწორი ნაწლავის გამოვარდნა) ან ანალური მიდამოს ნახეთქებზე მიგვანიშნებს. თითოეული ამ პათოლოგიის დროს ქავილს სხვადასხვა
საფუძველი აქვს.


ბუასილი
ბუასილი სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილისა და ყითას ვენების დაავადებაა. ის ძალიან არის გავრცელებული - ათასი ზრდასრული ადამიანიდან 130-145-ს ბუასილი აქვს. უპირატესად მამაკაცები ავადდებიან. დაავადებას ჰემოროიდულ ვენებზე მექანიკური ზეწოლა, სისხლის ადგილობრივი შეგუბება და ჰემოროიდული კვანძების გადიდება იწვევს.

ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა ძნელია უკბილოდ ცხოვრება. ერთი კბილის უქონლობაც კი დისკომფორტს იწვევს. შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ვესაუბრებით სტომატოლოგიური ლაბორატორია "პრეზი-დენტის" ხელმძღვანელს, ექიმ-ორთოპედს თენგიზ ბინიაშვილს.


- ჩვენს გვერდით ბევრია უკბილო ხალხი. განვითარებადი, ღარიბი ქვეყნისთვის ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. და მაინც, რისი ბრალია უკბილობა?

mkurnali.geალერგია, კარგად ნაცნობი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუცნობელი პათოლოგია, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო პრობლემად რჩება. ამ პრობლემით მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე იტანჯება და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება. მავნე გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, საყოფაცხოვრებო ქიმია, კვებითი დანამატები და უამრავი სხვა, ადამიანის არსებობისთვის ერთი შეხედვით აუცილებელი პროდუქტი ახალ-ახალ თავსატეხს გვიჩენს, მათი გადაჭრის გზა კი ჯერ კიდევ არ ჩანს, მხოლოდ ახალგაკვალული ბილიკები თუ შეიმჩნევა ალაგ-ალაგ... გვინდა, თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ალერგიასა და მის მიერ გამოწვეული პრობლემების მრავალფეროვნებაზე.

mkurnali.geახლახან მეგობართან ერთად თურქეთში ვიმოგზაურე და იქ მივხვდი, რამდენად დაკომპლექსებული ვარ. მეშინოდა მარტოს ქუჩაში გასვლა, სუპერმარკეტში წასვლაზე ფიქრიც კი თავზარს მცემდა. სულ მქონდა განცდა, რომ სულელურ სიტუაციაში მოვხვდებოდი, დამაბნევდა ფასები, ხოლო გამყიდველი მომატყუებდა, აბუჩად ამიგდებდა. როგორ მოვიქცე, როგორ ვძლიო ამ განცდას?

ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა. უჩვეულო სიტუაციაში მოხვედრისას ბევრი იბნევა და იბოჭება, ამიტომ ამის გამო ნუ ინერვიულებთ, სამომავლოდ კი ერთ რჩევას მოგცემთ: როცა უცხო ქვეყანაში მოხვდებით, პირველივე დღეს ნუ დაგეგმავთ გრანდიოზულ შოპინგს. მაღაზიებში ჯერ გაიარეთ, შეისწავლეთ ასორტიმეტი, შეადარეთ ფასები, ივარჯიშეთ სხვადასხვა ვალუტაზე მათ გადაყვანაში, დააკვირდით გამყიდველებს.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად