ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი  _13 მკურნალი  _13
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
_13 მკურნალი

შორეულ წარსულში ექიმი თავად ატარებდა გამოკვლევას, რაც მას პაციენტის მდგომარეობის უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევდა. საკვლევ ბიოლოგიურ მასალებს შორის უპირატესობა შარდს ენიჭებოდა, ხოლო პირველი პათოლოგია, რომელიც მისი გამოკვლევით გაშიფრეს, შაქრიანი დიაბეტი იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ცნობის თანახმად, ჩვ. წ. აღ-მდე ჯერ კიდევ 1500 წლით ადრე მედიკოსები შარდის შეფერილობის, მისი სუნისა და გემოს საფუძველზე სვამდნენ ამ დაავადების დიაგნოზს. ეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა და იხვეწებოდა ლაბორატორიული კვლევის მეთოდებიც. სადღეისოდ ცნობილია რამდენიმე ათასი ლაბორატორიული ტესტი, რომლებიც კლინიკური მედიცინის მრავალ დარგში გამოიყენება. დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, ძალიან მოკლე ხანში მივიღოთ ზუსტი შედეგი, დავსვათ სწორი დიაგნოზი და გადავარჩინოთ ადამიანი. სადღეისოდ არსებობს სწრაფი ანალიზის ორი სახეობა: სადიაგნოსტიკო ტესტ-ჩხირები და იმუნოანალიტიკური ტესტ-კასეტები. არსებობს სწრაფი დიაგნოსტიკის სამედიცინო ხელსაწყოები და სპეციალური ბიოაპარატებიც. სწრაფი დიაგნოსტიკის შესაძლებლობათა შესახებ გვესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პათომორფოლოგიური დეპარტამენტის ექიმი-მორფოლოგი, იმუნოჰისტოქიმიური კვლევითი ჯგუფის  ხელმძღვანელი არმაზ მარიამიძე:

შვეციაში ბორმანქანას ლაზერი შეცვლის
კარიესის მკურნალობა შესაძლებელია ლაზერით, თანაც - ბორმანქანაზე არანაკლებ ეფექტიანად. ამის შესახებ განაცხადა შვეციის სამედიცინო მომსახურების ფორმებისა და მეთოდების კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ. გარეგნულად განსხვავება თითქმის არ არის, ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებ, რომ პაციენტის კბილში იხრახნება არა ლითონის ბორი, არამედ ლაზერის სხივი. მისი მოქმედების პრინციპი ასეთია: ლაზერი აცხელებს კბილის ქსოვილში არსებულ ძალიან მცირე რაოდენობის წყალს; იგი იქცევა ორთქლად, რომლის წნევაც იწვევს შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარ, მაგრამ ძლიერ მიკროაფეთქებებს, რომლებიც კბილის ქსოვილზე მოქმედებს.

იმ პოპულარულ კვლევათაგან, რომელთაც ჩვენი პაციენტები ხშირად "უნიშნავენ" საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა სისხლის საერთო ანალიზი უნდა დავასახელოთ. რის შესახებ გვაძლევს წარმოდგენას სისხლის საერთო ანალიზი? გარდა საერთო ანალიზისა, რა სახით შეიძლება ჩატარდეს სისხლის ლაბორატორიული შესწავლა ან რა ინფორმაციას ვიღებთ ამ გამოკვლევების მეშვეობით? ამ და სხვა შეკითხვებზე გვიპასუხებს "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიული სამსახურის უფროსი ნანა ძნელაძე.

 

ხშირად ახალბედა დედები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს პატარას მოვლის შესახებ. რას არ შეიტყობთ მათი საუბრიდან: თუ პატარა ბევრს ტირის, კარგად უნდა შევფუთოთო, შეკრულობისას სწორ ნაწლავში საპნის პატარა ნაჭერი უნდა ჩავუდოთო, მატყუარა საწოვარას რომ გადავაჩვიოთ, მას პილპილი უნდა წავუსვათო... შევეცდებით, მოვიყვანოთ არგუმენტები ზოგიერთი უსაფუძვლო შეხედულების წინააღმდეგ.

 

უყვარდეს და თავადაც იმსახურებდეს სიყვარულს, არა მარტო მოზრდილი ადამიანის, არამედ პატარა ბავშვის მთავარი მოთხოვნაც არის. სწორედ მის რეალიზაციაზეა დამოკიდებული პიროვნების კეთილდღეობა. საკუთარი შვილის სიყვარული სავსებით ბუნებრივია. ბავშვი გვიყვარს იმიტომ, რომ ის არსებობს. თუმცა არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილის "უბრალოდ" სიყვარული არ არის გამართლებული. მათი აზრით, ბავშვმა მშობლების სიყვარული უნდა დაიმსახუროს. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "დღეს მიყვარხარ, იმიტომ რომ კარგად მოიქეცი (შენით ჩაიცვი, სათამაშოები შეინახე, წყნარად თამაშობდი და ა. შ.)".

არიან ბავშვები, რომელთა სათამაშოების მაღაზიაში შესვლა ხმამაღალი ტირილითა და ფეხების ბაკუნით მთავრდება. ყველას სურს, შეიძინოს ის, რაც არ აქვს, მაგრამ ზრდასრული ადამიანი ითვალისწინებს საკუთარ შესაძლებლობებს, ბავშვს კი უნდა და მორჩა! უცნაურია, რატომ ვერ ხვდება დედა, რომ ეს ლამაზი თოჯინა მისი შვილის ოთახში უნდა იჯდეს ან რატომ არ ცდილობს მამა, ბიჭის ავტოფარეხი ახალი მანქანით გაამდიდროს. რას იზამ, მშობლები მიუხვედრელები არიან, და პატარებს ისღა დარჩენიათ, ტირილითა და ყვირილით დაიცვან თავიანთი უფლებები.

ეს უნიკუმები ორი წლიდან იწყებენ კითხვას, ხუთი წლისანი რთულ კომპიუტერულ პროგრამებს ადგენენ, ხოლო თორმეტი წლისანი უნივერსიტეტს ამთავრებენ. თუმცა სუპერინტელექტი მათი საოცარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. ცნობილია 80-ზე მეტი ფენომენი და უნარი, რომელსაც ფლობს ბავშვი-ინდიგო. ტერმინი "ბავშვი-ინდიგო" 1982 წელს გაჩნდა. ის შემოიღო ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ბიოენერგეტიკოსმა ნენსი ენ ტეპმა, რომელიც ირწმუნება, რომ განსაკუთრებული ინტელექტითა და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს, ჩვეულებრივი ბავშვებისგან განსხვავებით, მოიისფრო-მოლურჯო, ინდიგოსფერი აურა აქვთ. ასეთი ბავშვებისთვის ჩვილი ასაკიდანვე დამახასიათებელია გასაოცარი ინტუიცია.

ზრდასრული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, ბავშვებს კი გაცილებით მეტი სძინავთ, ახალშობილებს - მით უმეტეს. მათი ძირითადი საქმიანობა ძილია, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა შივდებათ. ანუ როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ. გვესაუბრება პედიატრი მაკა შარაშენიძე.

- რა არის ძილი და რა საჭიროა იგი?
- მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიფხიზლის დროს ადამიანის ორგანიზმში გროვდება განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც ძილის ფაქტორები უწოდეს. სწორედ ეს ფაქტორები იწვევენ ტვინის "დაღლას". ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციისთვის საჭიროა ძილი, რომლის დროსაც ძილის ფაქტორები იშლება და ტვინი ისვენებს, რათა აქტიური ცხოვრება განაგრძოს.

კიტრის დიეტა
ცოტამ თუ იცის, რომ კიტრი ერთ-ერთი უძველესი საკვებია. მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე მიირთმევდნენ. კიტრის 95-96% წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ - მოიტოვეთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ.

ზაფხული ის დროა, როცა, გვინდა თუ არა, მაინც გვიწევს შილიფად ჩაცმა, ამიტომ საჭიროა, სხეულის თითოეული  გოჯი მოვლილი გვქონდეს. მზე, ჰაერი და წყალი ჩვენი საუკეთესო მოკავშირეები არიან, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: რაც უფრო მეტად ვშორდებით ხმაურიან მეგაპოლისს, მით უფრო სუფთაა ჰაერი, მზის აქტივობა კი უცვლელი რჩება, ხოლო ზღვის წყალი სხვადასხვა მინარევს შეიცავს... ასე რომ, კურორტზე კანს ისევე სჭირდება მოვლა, როგორც ქალაქში.

 

ხალხური მედიცინა კატარაქტასაც კი შველის
დიდი ყურადღებით ვკითხულობ თქვენს ჟურნალში დაბეჭდილ მკითხველთა წერილებს. ზოგს ვეთანხმები და ვიყენებ, ზოგს კი არა. თქვენი ჟურნალი მართლაც საჭიროა, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, მოხუცებისთვის, რომლებიც ყველას ასე გამეტებული და დავიწყებული ვყავართ. ბევრი უნდობლად ეკიდება ხალხურ მედიცინას, მე კი რამდენიმე წელი რუსეთში ვიცხოვრე, სადაც მას განსაკუთრებულად ენდობიან. ისეთ დაავადებასაც კი, როგორიც არის კატარაქტა, ხალხური რეცეპტებით მკურნალობენ. შესაძლოა, ამაზე ბევრს გაეცინოს - ამ დაავადებას ხომ ოპერაციის გარდა არაფერი შველისო.

მიზანი: მოცემული მეთოდი გამოიყენება აზროვნების თავისებურებათა გამოსაკვლევად, იმის დასადგენად, რამდენად შესწევს პიროვნებას საგნებისა და მოვლენების არსებითი ნიშან-თვისებების მეორეხარისხოვანთაგან დიფერენცირების უნარი. გამოყოფილი ნიშნების მიხედვით მსჯელობენ აზროვნების ამა თუ იმ (კონკრეტული ან აბსტრაქტული) სტილის დომინირებაზე. ტესტით შესაძლებელია როგორც ზრდასრულების, ასევე მოზარდებისა და ბავშვების გამოკვლევა.

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობით გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. გარქარის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი.

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი ჯემალ გიორგობიანი.

Smile Smile Smile
მოხუცმა მამაკაცმა ექიმთან ანალიზები შეიტანა და ჰკითხა: "ექიმო, კიდევ ოცი წელი ვიცოცხლებ?" "ჰმ... ეწევით?" "არა, ბატონო!" "სვამთ?" "არა!" "ქალებთან დადიხართ?" "როგორ გეკადრებათ!!!" "თუ ასეა, მაშ რა ჯანდაბად გინდათ კიდევ ოცი წელი სიცოცხლე?"

 

დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის ერთ და ბავშვების ოთხ პროცენტს მეტყველების სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღენიშნება. ამასთანავე, მამრობითი სქესის წარმომადგენლები სამჯერ უფრო ხშირად ეჯახებიან ამ პრობლემას. რისი ბრალია მეტყველების დარღვევა და როგორ შეიძლება დღეს მსგავსი დეფექტების აღმოფხვრა? ამ საკითხებზე მეტყველების კორექციის კაბინეტ "ლოგომედის" ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

გველების "მწველავი"
ბერნარდ კეიტერმა, რომელიც იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სამედიცინო კვლევების ინსტიტუტში მუშაობდა, 14 წლის განმავლობაში საკუთარი ხელით 780 ათასი ქვეწარმავლისგან 3960 ლიტრი შხამი მოიპოვა და ამ ხნის მანძილზე მისთვის არც ერთ გველს არ უკბენია.

შარდის კლინიკური ანალიზი მის სრულფასოვან გამოკვლევას გულისხმობს. იგი ითვალისწინებს გამონაყოფი სითხის ფიზიკურ, ქიმიურ შესწავლას, მასში კეტონური სხეულების, ნაღვლის პიგმენტების აღმოჩენას. კვლევის განუყოფელი ნაწილია შარდის ნალექის მიკროსკოპია სისხლის ელემენტების, ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების გამოსავლენად. კლინიკური ანალიზის თითოეულ მაჩვენებელს თავისი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, რომელთა შესახებაც ნეფროლოგი ელენე ბერნიკი გვესაუბრება.


ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში წარმოიქმნება და ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულაციაში მონაწილეობს. ჰორმონების ოდენობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - დღე-ღამის მონაკვეთზე, ასაკზე... ჰორმონული ფონის განსაზღვრისთვის საჭიროა სისხლის გამოკვლევა. როგორ, რა პირობებში და რისთვის უნდა ჩატარდეს ჰორმონული კვლევა, ამის შესახებ ენდოკრინოლოგი სულხან ჩხიკვიშვილი გვესაუბრება.

ვირუსული B ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციური დაავადებაა. ის უმთავრესად ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ (ავადობის პიკი 20-დან 49 წლამდე მოდის). რეგულარული ვაქცინაცია ავადობას ამცირებს. ვირუსი გადაედება დაავადებულის სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით, თუ ისინი მეორე ადამიანის სისხლში აღმოჩნდა. ამის კვალობაზე, ინფიცირება ხშირად ხდება ნარკოტიკის საერთო შპრიცით შეყვანისას, პირსინგის, ტატუს, მანიკიურისა და პედიკიურის არასათანადოდ გასტერილებული ხელსაწყოების გამოყენებისას. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაშიც, თუ სამედიცინო ხელსაწყოები არასათანადოდ იქნა სტერილიზებული ან სისხლს გადასხმამდე სათანადო შემოწმება არ ჩაუტარდა.

ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის სინჯის აღების მეთოდებზე, ზოგად წესებსა და პრინციპებზე გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგე, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭარაშვილი:

ბაქტერიული პათოგენის საიდენტიფიკაციოდ და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში ხდება სისხლის, თავ-ზურგტვინის, ასციტური, პლევრული, ფილტვის, შარდისა და სხვა სტერილური სითხეების, ასევე ხახის, ცხვირ-ხახის, ცხვირის, ნახველის, პირის ღრუს, კანის, ფეკალური, გენიტალური, ჭრილობების და სხვა პათოლოგიური მასალის გამოკვლევა.

ვიცით თუ არა, როგორ მოვუაროთ მამაკაცის პერანგს? პირველ რიგში, ყურადღებით დაათვალიერეთ იარლიყი - პერანგის მოვლასთან დაკავშირებული სპეციალური ნიშნები დაგეხმარებათ, ტანსაცმელს პირვანდელი სახე დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოთ.

რეცხვის წესები
1. გარეცხეთ არა უმეტეს 40 გრადუსი ტემპერატურის წყალში ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით, მათეთრებლის გარეშე.

mkurnali.ge"მოდი, მეგობრებად დავრჩეთ"
შესაძლებელია თუ არა თბილი ურთიერთობის შენარჩუნება განშორების შემდეგ? მართალია თუ არა, როცა ყოფილი შეყვარებულები ამბობენ, რომ განშორების შემდეგ მეგობრებად დარჩნენ? განხეთქილებას ხომ ყოველთვის აქვს მიზეზი, ზოგჯერ - ძალიან სერიოზულიც?

ხშირად ფრაზას: "მოდი, მეგობრებად დავრჩეთ" საპირისპირო ეფექტი აქვს: ერთმანეთს აღარ ურეკავთ, ცდილობთ, არსად შეხვდეთ, იყოფთ მეგობრებს... გულახდილად რომ ითქვას, ალბათ აჯობებდა,  ერთმანეთისთვის გეთქვათ: "მოდი, მტრებად ვიქცეთ", - მაგრამ აღზრდა უფლებას არ გაძლევთ, ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვათ.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად