ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_12 მკურნალი #_12
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_12 მკურნალი

დამტკიცებულია, რომ როცა სახლში ცხოველი ჰყავთ, ბავშვის აღზრდა უფრო ადვილია. ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა პატარას მრავალი მნიშვნელოვანი პრინციპის ათვისებაში ეხმარება, ხელს უწყობს მის ჰარმონიულ განვითარებას. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მონაცემების თანახმად, ბავშვები, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ (არ აქვს მნიშვნელობა, ძაღლი იქნება ეს, კატა, კუ თუ თუთიყუში), უფრო სწრაფად და ჰარმონიულად ვითარდებიან, უფრო ხშირად იღიმებიან და იშვიათად ავადმყოფობენ.

ძილის ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკა
ახლახან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრაზე ძილის საკვლევი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატის AURA PSG-ის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში ამ აპარატით ხორციელდება ძილის კვლევა. ამიერკავკასიაში ეს ამ ტიპის ერთადერთი აპარატია. AURA PSG-ით ტარდება ძილის დარღვევის მქონე პაციენტების უსადენო სკრინინგი როგორც ლაბორატორიულ, ისე სახლის პირობებში. კომპიუტერში ჩანაწერი კეთდება პაციენტთან სადენური კავშირის გარეშე, რაც მოხერხებულია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.

მასაჟი მეცნიერულად დასაბუთებული, მრავალწლიანი პრაქტიკით გამოცდილი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მეთოდია, რომელიც ყველაზე ფიზიოლოგიური, ყველაზე ბუნებრივია ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით, ორგანიზმის მოსამაგრებლად, მედიცინის სხვადასხვა დარგში - თერაპიაში, ქირურგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიასა და ნევროლოგიაში კი მკურნალობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

მასაჟისა და სამკურნალო ფიზკულტურის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის  პროფესორი მედიცინის დოქტორი, პავლე კასრაძე.

- ბატონო პავლე, რა მიზანს ემსახურება მასაჟი?
- მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი ორგანოებისა თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა. მას აქვს ორმაგი - ცენტრალური და ადგილობრივი მოქმედება და, მიზნის კვალობაზე, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი. გაგვიჭირდება ისეთი პროცესის დასახელება, რომლის დროსაც მასაჟის გაკეთება აკრძალული იყოს.

მოძრაობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ადრეული ასაკიდანვე მოძრაობითი ფუნქციის ფორმირება დაკავშირებულია ნერვული სისტემის განვითარებასთან. აქტიური მოძრაობა ხელს უწყობს კუნთოვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ
განვითარებასა და ზრდას, ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უჯრედების მომარაგებას. ვიდრე ბავშვი პატარაა, ეს აქტიური მოძრაობები - ვარჯიშები - უფროსის დახმარებით უნდა შეასრულოს. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება პედიატრი ქეთევან გავაშელი.

რეაბილიტაცია მოტეხილობათა დროს
მოტეხილობის დროს პაციენტის რეაბილიტაცია გულისხმობს აღდგენითი მკურნალობის კომპლექსს, რომელსაც საფუძვლად უდევს სამკურნალო ფიზკულტურა. სამედიცინო და პროფესიული რეაბილიტაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მასაჟს, მექანოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, შრომით თერაპიას და სხვა. მოტეხილობის დროს სამკურნალო ტანვარჯიშის ჩატარების ფორმა და ძირითადი მეთოდიკა ინდივიდუალურია. ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს რეპარაციული პროცესის სტადიას. მოტეხილობათა კონსოლიდაციის ადრეულ სტადიებზე სამკურნალო ფიზკულტურა მიმართულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულაციისაკენ, პაციენტის ფსიქოემოციური ფონის ნორმალიზაციისკენ. სამკურნალო ფიზკულტურა ასეთ დროს წარმოადგენს მოგვიანებითი ჰიპოსტატიკური გართულებების,  კონტრაქტურის (სახსრის მოძრაობის მეტ-ნაკლები შეზღუდვა), დაზიანებული კიდურისა და ზოგადად სხეულის კუნთების ჰიპოტროფიის (კვების მოშლის გამო განლევისა და ფუნქციური უკმარისობის) ერთადერთ საპროფილაქტიკო საშუალებას.

მასაჟი მარტივია, მისი შესწავლა ყველას შეუძლია
მართლაც, ერთი შეხედვით მასაჟი არის მარტივი, თითქმის პრიმიტიული ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პრეპარატებსა და დამხმარე საშუალებებს, მაგრამ ყველამ, ვისაც კი მასთან ჰქონია საქმე, იცის, რამხელა სამკურნალო ძალა შეიძლება იმალებოდეს მასაჟისტის ხელებში. იცის ისიც, როგორ შეიძლება ავნოს პაციენტს "მოუქნელმა ხელებმა". კარგი იქნება, თუ მასაჟის სეანსის შემდეგ სხეულს დაითვალიერებთ - თუ სადმე სილურჯე ან სისხლჩაქცევა შეამჩნიეთ, მასაჟისტთან მეორედ მისვლით თავს ნუღარ შეიწუხებთ.

იაპონური მასაჟი ამმა
"ამმა" "ხელებით დამშვიდებას" ნიშნავს. ეს მეთოდი შექმნეს უსინათლოებმა, რომელთათვისაც მასაჟი თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მას ძველ იაპონიაში მეომართა სწრაფი მომზადების მიზნით მიმართავდნენ. ათასწლეულების განმავლობაში ამმა აკუპრესურითა და აკუპუნქტურით მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდად ჩამოყალიბდა, რომელიც სხეულში ენერგიის ცირკულაციის პრინციპზე დაფუძნებით განსაზღვრულ წერტილებზე ზეწოლით ცდილობს პაციენტის განკურნებას. ამმა 20-წუთიანი მანიპულაციაა, რომელიც სკამზე მჯდომ, ტანგაუხდელ ადამიანს უტარდება და აკუპრესურული წერტილების დაზელას, გაჭიმვასა და ჩხვლეტას გულისხმობს.

სპორტული მასაჟი - ეს მასაჟის სახესხვაობაა, რომელიც გამოიყენება სპორტით დაკავებული ადამიანების ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად. სპორტული მასაჟი ტრენირების აუცილებელი ნაწილია, რომელიც ამზადებს ორგანიზმს სპორტული დატვირთვებისთვის და ხსნის ფიზიკურ დაღლილობას ასეთი დატვირთვის შემდეგ. მას მიმართავენ ტრავმებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სპორტული მასაჟისა და მის სახეობათა შესახებ გვესაუბრება სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის თერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი ხათუნა ურუშაძე.

სიტყვა "ფიტნესი" ბოლო ხანს ხშირად გვესმის. ფიტნესკლუბში სიარული მოდურიც კი გახდა. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია. ცუდი ის არის, რომ ბევრს ფიტნესზე აქვს არასწორი წარმოდგენა და ჰგონია, რომ ის საჭიროა ერთადერთი რამისთვის - გასახდომად. მაშ, რა არის ფიტნესი? ეს არის მეცნიერება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, რომელიც გვამზადებს ცვალებად გარემოსთან შესაგუებლად, გვახალისებს, გვაძლიერებს და, რაღა თქმა უნდა, გვალამაზებს კიდეც. დაბოლოს, ფიტნესი საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ რუტინას, გავხადოთ ცხოვრება უფრო სისხლსავსე და საინტერესო.

ხერხემლის პათოლოგიები იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა სამკურნალოდაც მასაჟი და მანუალური თერაპია არათუ დამხმარე, ხშირად წამყვანი მეთოდიც კია. სამკურნალო მასაჟისა და მანუალური თერაპიის მთავარი ამოცანა ხერხემლის არეში ტკივილის სინდრომის მოხსნა, ძვალსახსროვანი აპარატის დასუსტებულ ფუნქციათა აღდგენა და იმ პათოლოგიურ ცვლილებათა კორექციაა, რომლებიც მასში დეგენერაციულ-დისტროფიულ დაზიანებათა გამო აღმოცენდა. კითხვებზე მოგვიგებს მანუალური თერაპიისა და კლასიკური სამკურნალო მასაჟის სპეციალისტი ფელიქს ლაპიცკი:

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გვაცვია ვარჯიშის დროს. სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში თუ აერობიკა, ისეთი ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ზიანი არ მივაყენოთ ჯანმრთელობას - ისუნთქოს კანმა, დაცული იყოს წყლის ბალანსი და ა. შ. რა თქმა უნდა, სასურველია, ეფექტურადაც გამოვიყურებოდეთ...

სპორტულ დარბაზში
ბევრი უპირატესობას ანიჭებს ნატურალური ქსოვილის სპორტულ ტანსაცმელს და სრულიად უსაფუძვლოდ უფრთხის სინთეტიკურს. სადღეისოდ სპორტულ სამყაროში უფრო ხარისხიანად ითვლება ბამბანარევი ხელოვნური მასალები - ლიკრა, პოლიესტერი, საპლექსი და ელასტინი. ეს ქსოვილები შესანიშნავად იშრობენ ტენს და არ ტოვებენ უსიამოვნო სუნს, ეს კი სწორედ ის არის, რაც გვჭირდება.

თანამედროვე საზოგადოებაში იდეალურად ითვლება ასეთი ფიგურა: ვიწრო თეძოები, ბრტყელი მუცელი, მკვრივი დუნდულები, ლამაზი მკერდი, მაღალი ფეხები... იდეალური ფიგურის პარამეტრებთან მიახლოებაში დაგეხმარებათ კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს სწორ, დაბალანსებულ კვებას, ფიზიკურ ვარჯიშს და სხეულის მოვლის პროცედურებს. პირველ რიგში სათანადო ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ აქტიურობას. სასურველია, ყოველდღიურად 30-45 წუთი დაუთმოთ ვარჯიშს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ, ვარჯიშები შეასრულოთ სახლში, ასევე - მიმართოთ ფიტნესკლუბს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მოწევისთვის თავის დანებების სურვილს მწეველთა 90% გამოთქვამს, მაგრამ რეალურად მხოლოდ 2-3% ანებებს თავს. ზოგს ჰგონია, რომ მოწევა ჩვევაა, რომელზეც უარის თქმა ნებისმიერ წუთს შეიძლება. თავდაპირველად შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მალე მოწევა ჩვევიდან დაავადებაში გადაიზრდება, რადგან მწეველს უყალიბდება სიგარეტისადმი არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური დამოკიდებულება. საქმე მარტო სიგარეტის გადაგდება როდია - სიგარეტისგან განკურნებაც არის საჭირო.

საჭიროა თუ არა, სკოლამდელი ასაკის ბავშვი ფიზიკის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის საკითხებს ვაზიაროთ, გადავტვირთოთ ინფორმაციით, რომელსაც სკოლაში მაინც მიიღებს? ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კანონები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვახსენებენ თავს. მაგიდის კიდიდან ფინჯანი ვარდება, მასზე სიმძიმის ძალა მოქმედებს - ეს ფიზიკის კანონია. თუ პერანგზე ბროწეულის წვენს დავისხამთ, ლაქა ძნელი მოსაცილებელი იქნება - ეს ქიმიაა. სიბნელეში ყვავილს ფერი ეკარგება, ფოთლები იცრიცება, ყვითლდება - ამის ბრალი ფოთლებში ფოტოსინთეზის შეწყვეტაა.

თუ გსურთ, თქვენი შვილი მოწესრიგებული და ფაქიზი გაიზარდოს, გამოუმუშავდეს ჩვევები, რომლებიც მომავალ ოჯახურ ცხოვრებაში გამოადგება, დაფიქრდით, როგორ გადააქციოთ დალაგების პროცესი ან სხვა საოჯახო საქმიანობა შემოქმედებად. "შენი არეული კუთხე დაალაგე, ეს საუკეთესო დახმარება იქნება!" - ხშირად მოვუწოდებთ ჩვენს პატარებს და გვგონია, რომ მათ ჩვენი არ ესმით.

რატომ იზიდავთ მამაკაცებს მარტოხელას სტატუსი? ფსიქოლოგები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს და პირობითად ოჯახური ცხოვრების მოძულეთა რამდენიმე ტიპს გამოყოფენ.

1. პიტერ პენის სინდრომი
"მოდი, ბავშვობის ქვეყანაში გავფრინდეთ! იქ მხიარულება და უზრუნველობაა!" - მოუწოდებდა თავის ახალ მეგობარს პიტერ პენი.

მარწყვი საოცარი მკურნალია
პენსიაზე ახლახან გავედი. მანამდე მთელი ცხოვრება სკოლაში ვმუშაობდი, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი. როცა ასეთი დაძაბული სამუშაო გაქვს, ძნელია, ჯანმრთელობა შეინარჩუნო. მგონია, ვისაც კი მასწავლებლად უმუშავია, ყველა გულსა და ნერვებს უჩივის. ყოველ შემთხვევაში, მე ნერვები საშინელ დღეში მქონდა, ყველაფერი მაღიზიანებდა, დროდადრო გულიც მახსენებდა თავს, ხელებზე კი ყოველ გაზაფხულზე ეგზემა მიჩნდებოდა. ერთი სიტყვით, სადარდებელი არ მაკლდა.

რუბრიკის სტუმარია მეან-გინეკოლოგი ვახტანგ ხურცილავა.

Smile Smile Smile
ეს ამბავი ოცდაათიოდე წლის წინ მოხდა. ერთი ოჯახი იტალიაში მიემგზავრებოდა. იმ დროს უცხოეთში გამგზავრება საკმაოდ რთული გახლდათ. უამრავი ცნობის გარდა აუცილებელი იყო სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან ვიზიტიც. ოჯახის სუსტი ნახევარი კონსულტაციისთვის გინეკოლოგთან გაუშვეს. 12 წლის გოგონა ექიმთან პირველად მოხვდა, მაგრამ დედას რატომღაც დაავიწყდა ეთქვა, როგორ უნდა მოქცეულიყო ექიმთან. ბავშვი კაბინეტში შევიდა, აძვრა გინეკოლოგიურ სავარძელზე და მუცელზე დაწვა, ხელ-ფეხი კი სხვადასხვა მხარეს გაფარჩხა.

ყველაზე მაინფიცირებელი და ამასთანავე განმეორებადი დაავადება
სავარაუდოდ, ასეთია ტროპიკული ცხელება (დენგეს ცხელება, ვირუსული დაავადება, რომელიც მოსკიტებს გადააქვთ) და მისი უფრო მძიმე ფორმა - ჰემორაგიული ტროპიკული ცხელება. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ზოლში ამ პათოლოგიით დაავადებული 275 000 ადამიანზე მეტია აღრიცხული. სიტყვა "სავარაუდო", მართალია, გინესის რეკორდების წიგნს არ უხდება,

ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა. რისი ბრალია ეს? მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე - ასეთია იმ მიზეზების არასრული სია, რომლებმაც შეიძლება ყვავილის ავადმყოფობა და მავნებლებით დასნებოვნება გამოიწვიოს. ნიადაგის გამოშრობა ან ზედმეტი სინოტივე ადვილი შესამჩნევია. არც მავნებლების შემჩნევაა რთული.

სკოლიოზი ხერხემლის რთული დაზიანებაა, რომელიც გამოიხატება მისი გამრუდებით ფრონტალურ სიბრტყეში, მარჯვნივ ან მარცხნივ.

რა ფუნქცია აკისრია პროსტატას, რატომ ხშირდება მისი დაავადებები ასაკთან ერთად, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?

ბავშვის დაბადება ბედნიერებაა, მაგრამ ხშირად სიხარულს ერთი გარემოება აფერმკრთალებს - სასწორზე შემდგარი ბედნიერი დედიკოები გულდაწყვეტილნი ხვნეშიან: "მშვიდობით, ტანადობავ..." ხალხში დამკვიდრებულია აზრი, თითქოს მშობიარობის შემდეგ ქალი თავის მოხდენილ ფიგურას და წერწეტ წელს სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს. ნუთუ მართლა ასეა? გენეტიკა, ორგანიზმში მიმდინარე გარდაქმნები, ცხოვრების ნირისა და კვების რეჟიმის შეცვლა - ყოველივე ამან ცალ-ცალკეც შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება, მაგრამ, წესისამებრ, ეს მიზეზთა ერთობლიობის შედეგია. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის წონას ორსულობამდე - თუ ის ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, მშობიარობის შემდეგ სიმსუქნის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია.

სამწუხაროდ, "სხვა ჭირთა" მსგავსად, სმენის პრობლემაც საკმაოდ გახშირდა ჩვენში. თუ წინათ სმენის დაქვეითება უმთავრესად ასაკოვანთა სადარდებელი იყო, სადღეისოდ ის ბავშვებისა და მოზარდების პრობლემადაც იქცა. აქედან გამომდინარე, სმენის სიმახვილის და, საზოგადოდ, სმენის ანალიზატორის გამოკვლევა დღეს მეტად აქტუალურია. სწორედ სმენის გამოკვლევის მეთოდებზე, მათ არსსა და თავისებურებებზე გვესაუბრება თსსუ-ის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის, "ავერსის კლინიკის" ექიმი-აუდიოლოგი ხათუნა გეგენავა.

საკონდიტრო ნაწარმისგან განსხვავებით, რომელიც ასე უყვართ პატარებს და ზედმეტი კალორიების გარდა არაფრის მომცემია ორგანიზმისთვის, ხილი სავსეა სასარგებლო უჯრედისით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
რა სარგებლობა მოაქვს მზარდი ორგანიზმისთვის ბალსა და ალუბალს?
მათი რბილობი შეიცავს:

1. B ჯგუფის ვიტამინებს. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს.
2. A ვიტამინს - საჭიროა მხედველობისათვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.
3. ფოლიუმის მჟავას და რკინას - აუცილებელია სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებისთვის.
4. C ვიტამინს - იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან, ამაგრებს გულს, სისხლძარღვების კედლებს.

mkurnali.geმივხვდი, რომ ჩემს ქმართან ცხოვრება აღარ მინდა. შევხვდი სხვა ადამიანს, რომელიც ყურადღებიანია, ზრუნავს ჩემზე, მამკობს კომპლიმენტებით, ქმარი კი ჩემთვის არაფერს აკეთებს, არც ერთ თხოვნას არ მისრულებს, არც კი მისმენს... არ ვიცი, როგორ ვუთხრა ქმარს, რომ მასთან გაყრა მინდა.
ტატა, 27 წლის

აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, როგორ გააკეთოთ ეს უმტკივნეულოდ, თუმცა განცდის სიმწვავის შემცირება შესაძლებელია, თუ სავსებით იქნებით დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.

mkurnali.geთმის ცვენა მხოლოდ მოზრდილთა პრობლემა როდია - ის ბავშვსაც შეიძლება დაეწყოს. გვესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი მაკა მაისურაძე:

- რისი ბრალია, ბავშვს თმა რომ სცვივა?
- დავიწყებ თანდაყოლილი ალოპეციით, რომელიც დაბადებისთანავე იჩენს თავს. თანდაყოლილი ალოპეცია შეიძლება იყოს ზოგადი (თმა მთელ სხეულზეა გაცვენილი) და შემოსაზღვრული (თმა გაცვენილია კანის განსაზღვრულ უბნებზე), ასევე - მყარი და დროებითი, სრული და ნაწილობრივი.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად