ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_11 მკურნალი #_11
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_11 მკურნალი

საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია ბალანსი მოქმედების თავისუფლებასა და მკაცრ შეზღუდვას შორის. ყველა მშობლის ოცნებაა, კარგი შვილი აღზარდოს, თუმცა სიტყვა "კარგში" მშობლები პირველ რიგში "ხელსაყრელს" გულისხმობენ, ანუ ბავშვს, რომელიც დამჯერია, უფროსების ყოველგვარ მოთხოვნას ასრულებს, პასუხისმგებლობით ეკიდება მშობლების მიერ მიცემულ დავალებებს. მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მშობელს სურდეს, მისი შვილი უსიტყვო მორჩილებით რობოტს დაემსგავსოს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა, რომელსაც საჭმლის მონელება აკისრია. მონელებისას საკვები ფიზიკურად (მექანიკურად) და ქიმიურად მუშავდება, სასარგებლო ნივთიერებები შეიწოვება, უვარგისი და მოუნელებელი ნარჩენები კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საკვების ფიზიკური დამუშავება მისი დანაწევრება-დაქუცმაცებაა, ხოლო ქიმიური - საკვები ნივთიერებებიდან რთული სტრუქტურისა და ორგანიზმისთვის უცხო ნაერთების მარტივ კომპონენტებად დაშლა. ეს პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანამიმდევრობით, იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გარემოში გამოყოფით.

ურეჟიმო და არასრულფასოვანი კვება მეტეორიზმის გამომწვევ და ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა. თუ ადამიანის საკვები რაციონი ღარიბია ნაწლავების ბინადარი სასარგებლო მიკრობების ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებით, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შემცირდება და ორგანიზმში მავნე მიკრობები გაბატონდებიან. ჩვეულებრივ, ისინი ცოტანი არიან და ვერაფერს აკლებენ ადამიანს. ჯერ ერთი, მათ პირობით-პათოგენურობას ობლიგატური (სასარგებლო) მიკროორგანიზმები აწონასწორებენ - არ აძლევენ მავნე ბაქტერიებს გამრავლებისა და მავნე თვისებათა გამოვლენის საშუალებას.

ჩვილ ასაკში მეტეორიზმს თან სდევს მუცლის მკვეთრი ტკივილი, გამოწვეული ნაწლავების სხვადასხვა უბნის გადაჭიმვით. ამის მიზეზია ნაწლავებში დაგროვილი აირები, რომელთა ორგანიზმიდან გამოძევება ფერხდება ნაწლავთა შეკრულობისა თუ აშლილობის დროს. ჩვეულებრივ, კოლიკა ბიჭუნებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს, ხოლო სამი-ოთხი თვის ასაკში, როცა საჭმლის მონელება ნორმაში დგება, თავისთავად გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული პერიოდული შეტევები შემდგომ თვეებში. ჩვილ ასაკში მეტეორიზმის მიზეზებსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე გვესაუბრება პედიატრი ლალი ქორიძე.

ორსულობისა და ლოგინობის ხანაში შებერილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. რით აიხსნება ეს და როგორ ვებრძოლოთ? ამის შესახებ გინეკოლოგი ნანა კერესელიძე გვესაუბრება.

- შებერილობას და ნაწლავთა დაცლის გაძნელებას თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. რით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა?
- მეტეორიზმი ორსულობისას ტიპური პრობლემაა. მიზეზი სხვადასხვაა. თუ არ ჩავთვლით ორსულობამდე არსებულ ისეთ პათოლოგიებს, როგორიც არის გასტრიტი, დუოდენიტი, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, მისი ასეთი გახშირება გამოწვეულია საჭმლის მომნელებელ სისტემაში უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ფიზიოლოგიური ძვრებით. ორსულობის დროს სუსტდება ნაწლავთა პერისტალტიკა, ნელდება მისი შიგთავსის გადაადგილება, ძლიერდება შებერილობა. შესაძლოა, შეკრულობამაც იჩინოს თავი. დედაბუნება ბრძენია. საქმე ის გახლავთ, რომ ნაწლავებსა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვს, ამიტომ ნაწლავების ძლიერმა აქტივაციამ შესაძლოა საშვილოსნოს ტონუსის მომატება და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ამ თავდაცვით რეაქციას აქვს არასასურველი შედეგებიც - ნაწლავთა დაცლის შენელება და ამის შედეგად განვითარებული შებერილობა.

ცივილიზაციამ ადამიანებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების მიმართ საკმაოდ ბევრი აკრძალვა დაუწესა. ერთ-ერთი მათგანი გარემოში ნაწლავური აირების თავისუფალ გამოყოფას ეხება. ადამიანის ყნოსვის ანალიზატორი განსაზღვრულ რეაგირებას ახდენს ყოველგვარ სუნზე. აღმოჩნდა, რომ იგი უბრალოდ ვერ იტანს საჭმლის მონელების შედეგად ნაწლავებში გაჩენილ აირთა სუნს. არადა, ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის ეს არა უბრალო ყოფითი ფაქტი, არამედ საკმაოდ მწვავე სამედიცინო პრობლემაა.

ანისული (თესლი)
აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, ერთი სადილის კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა წყალი, 10 წუთს ადუღეთ, 30 წუთს გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ.

მატიტელა (ბალახი)
აიღეთ 2 სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთს და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

დედამიწის პრაქტიკულად ყოველი მცხოვრები სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეჯახება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემას. იშვიათი მოშლილობა ადვილი ასატანია, მაგრამ როცა პრობლემა სისტემატურ ხასიათს იღებს, ადამიანს სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რომელიც დროს, ენერგიას, ნებისყოფასა და მატერიალურ ხარჯს მოითხოვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა და გთავაზობთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა პროფილაქტიკის წესებს.

მეგაკოლონი ადამიანის მსხვილი ნაწლავის ან მისი ნაწილის გადიდებაა. დაავადება ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის საინერვაციო (ნერვული) აპარატის თანდაყოლილი განუვითარებლობით არის პირობადებული და ახასიათებს შეუპოვარი გაუვალობა სიცოცხლის პირველივე წლიდან, ზოგჯერ - პირველივე თვეებიდან. ეს არის მეგაკოლონის ყველაზე გავრცელებული ფორმა - ჰირშპრუნგის დაავადება. მოზრდილებში შეძენილი მეგაკოლონი შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც მექანიკური წინააღმდეგობით (სიმსივნე, ნაწიბუროვანი შევიწროება და სხვა), ასევე სხვა მიზეზებითაც (ზრდასრულებში მეგაკოლონი ხშირად 20-30 წლის ასაკში ვლინდება).

რა შეუძლია საღეჭ რეზინს
კალიფორნიაში, სანტა-ბარბარას საავადმყოფოში, მედიკოსთა ჯგუფი ირწმუნება, რომ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ საღეჭი რეზინი აჩქარებს ნაწლავის ფუნქციის აღდგენას და ამცირებს ოპერაციის შემდგომ პერიოდს. მუცლის ღრუზე ჩატარებული ნებისმიერი ოპერაცია აქვეითებს, მძიმე შემთხვევაში კი სრულიად წყვეტს ნაწლავთა პერისტალტიკას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა და გაახანგრძლივოს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნა. იზრდება ინფიცირების ალბათობაც. მედიკოსები აკვირდებოდნენ პაციენტებს, რომლებსაც სიგმოიდური ნაწლავის რეზექცია ჩაუტარდათ.

როგორ მოვიქცეთ შუა ყურის დაავადებათა გართულების თავიდან ასაცილებლად? ამის გასაგებად თსსუ-ის ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკას ვეწვიეთ  და შუა ყურის პრობლემების შესახებ მედიცინის  დოქტორს, ოტოლარინგოლოგ ნინო შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- რედაქციაში მოსული წერილები მოწმობს, რომ შუა ყურის დაავადებები ჩვენი მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს, რაც ალბათ ამ პათოლოგიების სიხშირემ და თავისებურებებმა გამოიწვია. ქალბატონო ნინო, რას გვეტყვით ამ დაავადებების შესახებ?

ფესვობრივი სინდრომი (ფს) ნევროლოგიური სინდრომია, იგი იმ სიმპტომთა კომპლექსს მოიცავს, რომელიც ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებზე ზეწოლის, კომპრესიის შედეგად ვითარდება. ფს-ის ძირითადი მიზეზი ოსტეოქონდროზია, თუმცა იგი შესაძლოა განვითარდეს ზურგის ტვინის თიაქრის, სპონდილოართროზის, მალების მოტეხილობის, ზურგის ტვინის სიმსივნის, გვერდითი ძვლოვანი წანაზარდებით - ოსტეოფიტებით - ნერვთა ფესვებზე ზეწოლის, მალების ინფექციური დაზიანების (ოსტეომიელიტი, ტუბერკულოზი) შედეგადაც. დიდხანს ფს-ს რადიკულიტთან აიგივებდნენ.

"ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეიძლება შევასწავლოთ ნებისმიერი რამ, თუ საამისოდ შესატყვის მეთოდებს გამოვიყენებთ", - ამტკიცებს ამერიკელი პროფესორი ჯ. ბრუნერი. რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი უცხო მეტყველების მოსმენას, მით უფრო მალე გახდება მისთვის გასაგები უცხო ენაზე წარმოთქმული სიტყვები. თუ ოჯახში უფროსები ერთმანეთს რამდენიმე ენაზე ესაუბრებიან, კითხვა, როგორ შევასწავლოთ ბავშვს უცხო ენა, აღარ წარმოიშობა - ბავშვი ხომ პირდაპირ ისრუტავს თითოეულ სიტყვას! მაგრამ თუ თქვენს ოჯახში პოლიგლოტები არ არიან, სხვა გზა ეძებეთ - არსებობს უამრავი ხერხი საიმისოდ, რომ პატარას სხვა ენის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ.

ახალშობილის მხედველობის სისტემა სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად ვითარდება. მხედველობის სისტემის ნორმალური ფუნქციის ჩამოყალიბებაში მრავალი ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიში შეიძლება დაგვეხმაროს. პატარას დაბადება მართლაც სასწაულია. ქალი, რომელსაც ეს ბედნიერება ხვდა წილად, მზადაა საათობით უცქიროს პირმშოს და მისი მშვენიერებით დატკბეს. რაოდენ დიდია პატარას საპასუხო მზერის დაჭერის სურვილი! თუმცა პაწია დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, სიფხიზლის პერიოდში კი მისი გამოხედვა რაღაც სხვანაირია.

შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება - ეს ალერგიული დაავადებები გვხვდება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. მათ შესახებ გვესაუბრება ბავშვთა ალერგოლოგი დარეჯან შენგელია.

- რა იწვევს შრატისმიერ დაავადებას და რამდენად ხშირია იგი?
- შრატისმიერი დაავადება ორგანიზმში უცხო ცილის (ჰეტეროლოგიური შრატის) პარენტერული (კანქვეშ, კუნთებში, ვენაში) შეყვანის შედეგად განვითარებული სინდრომია. ის ჰეტეროლოგიური შრატით ნამკურნალევ ავადმყოფთა 5-10%-ს უვლინდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ სინდრომის განვითარების სიხშირე შრატის დოზასა და სახეობაზეც არის დამოკიდებული. სამკურნალო-პროფილაქტიკური შრატების გაწმენდის ტექნოლოგიების გაუმჯობესებისა და ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატების შექმნის კვალდაკვალ შრატისმიერი დაავადება გაიშვიათდა.

შარდის საერთო ანალიზში მარილების (ფოსფატების, ურატების, ოქსალატების) ჭარბი შემცველობა კონკრეტულ დაავადებაზე იშვიათად მიუთითებს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. დაუკვირდით, ხომ არ უჩივის ბავშვი ტკივილს წელის არეში, შარდვისას წვასა და ტკივილს, შარდის შემცირებასა და შემღვრევას, ხომ არ აქვს ტემპერატურა, ხომ არ ამცივნებს... თუ თქვენს შვილს მსგავსი არაფერი აწუხებს, ნუ აღელდებით. უბრალოდ, ისეთი საკვები შეურჩიეთ, რომ შარდით ორგანიზმიდან მარილების გამოყოფა შემცირდეს. შარდში მარილების მომატებამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ვაჟებს. მაგალითად, ასოს თავზე მარილის კრისტალების დაგროვება იწვევს ტკივილს, წვას, სიწითლეს, შარდის ნაკადის შემცირებას, წყვეტილად შარდვას. როგორ მოვიქცეთ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში?

როცა უახლოეს მეგობარს წაეჩხუბეთ, არც კი დაფიქრებულხართ იმ სიტყვებზე, რომელთაც მისი მისამართით წარმოთქვამდით - ისინი გაბრაზებულ გულზე მოსწყდა თქვენს ბაგეს, ახლა კი დამშვიდდით და მიხვდით, რომ საჭიროა პატიების თხოვნა, ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ არ იცით, როგორ.
რა სიტყვებით უნდა დაიწყოთ საუბარი, რათა განაწყენებულმა მეგობარმა საყვედურები კი არ დაგატეხოთ თავს, მშვიდად მოგისმინოთ, ზურგი კი არ გაქციოთ, გაგიღიმოთ? ან იქნებ საერთოდ არ შეეხოთ მტკივნეულ თემას - თუ ის მართლა ახლობელია, ზედმეტი სიტყვების გარეშეც გაგიგებთ...

ვიდრე ერთმანეთთან საქმეს დაიჭერენ, ჭკვიანი ბიზნესპარტნიორები ერთმანეთზე დოსიეს აგროვებენ, სწავლობენ ერთმანეთის სუსტ და ძლიერ მხარეებს, რათა ურთიერთხელსაყრელ, პატიოსან თანამშრომლობას მიაღწიონ.
იმისათვის, რომ ურთიერთობა სწორად ააგო, უნდა იცოდე პარტნიორის ქცევის მოტივები, სამყარო მისი თვალით დაინახო, მასავით შეიგრძნო, გაიგო, რა სურს და რატომ. ცოლქმრული ცხოვრებაც ერთგვარი თანამშრომლობაა.
ოჯახური თანაცხოვრების პირველი წლები ყველაზე კონფლიქტურია.
მამაკაცებს უფრო სწრაფად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს.

ათეროსკლეროზმა რომ ვერაფერი დაგაკლოთ
ყოველმა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ თუ სიცოცხლით დიდხანს ტკბობა სურს, თავი უნდა არიდოს სტრესულ სიტუაციებს, უარი თქვას მავნე ჩვევებზე, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგრამ ამის რეალურად გაკეთებას ცოტა თუ ახერხებს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ორგანიზმისადმი არასწორი მოპყრობით ყველაზე მეტი ზიანი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ადგება, ამიტომ გთავაზობთ ხალხურ წამალს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაისუფთაოთ სისხლძარღვები, რათა ათეროსკლეროზმა ვერაფერი დაგაკლოთ.

იაპონელმა მეცნიერებმა ცხვრის ორგანიზმში სათადარიგო ორგანო გამოზარდეს
თჰე თიმეს-ში დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ იაპონელმა მეცნიერებმა ცხვრის ორგანიზმში სათადარიგო ორგანო გამოზარდეს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იუტაკა ჰანაზონო, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია იაპონიაში დონორ ორგანოთა ქრონიკული უკმარისობის პრობლემას მოაგვარებს. ამავე დროს ექიმები და ზოგიერთი პარლამენტარი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, შეცვალონ ნაციონალურ სამართალში "სიკვდილის" ცნების განმარტება, რადგან ამჟამად არსებული კანონი მეცნიერებს ტრანსპლანტაციის წარმოების საშუალებას არ მისცემს.

პროდუქტთა კალორიულობის ცოდნა აუცილებელია საკვები რაციონის შესადგენად, ეს უკანასკნელი კი ადამიანის ენერგეტიკული დანახარჯის, პროფესიის, ასაკისა და სქესის შესაბამისად განისაზღვრება. მოგეხსენებათ, თუ ადამიანი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იღებს, წონის კლებას, გახდომას იწყებს. არსებობს ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრის საგანგებოდ შემუშავებული და მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა. შუახნის მამაკაცი, რომელიც არ არის დაკავებული მძიმე ფიზიკური შრომით, დღე-ღამეში დაახლოებით 2800-3200 კილოკალორიას ხარჯავს. თანაბარ პირობებში ქალის ენერგეტიკული დანახარჯი მამაკაცისაზე 15-20%-ით ნაკლებია.

ჩვენს დროში წონასწორობის შენარჩუნება ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობენ თავდაჭერილი, გაწონასწორებული ადამიანებიც, რომლებიც მღელვარებას იშვიათად გამოხატავენ და სქელკანიანებიც, რომლებსაც ნერვები არასოდეს ღალატობთ. ამ ტესტის ავტორია ინგლისელი ფსიქოლოგი ვ. კოულმანი. თუ გსურთ იცოდეთ, რა მდგომარეობაში გაქვთ ნერვები, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:
1) ცუდად გრძნობთ თუ არა თავს, როცა მარტოდმარტო რჩებით სრულ სიბნელეში?

რუბრიკის სტუმარია ექიმი-ვენეროლოგი ვახტანგ კობერიძე.

Smile Smile Smile
გოგონა - ვაჟს: "სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავშორდეთ!" "რატომ საყვარელო, ჩვენ ხომ ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი?!" "მე ყველაფერი ვიცი". "?!" "ხომ ამბობდი, რომ პაპილომა ბიოცელატუმი გქონდა?" "უფრო ზუსტად, ციქლოზომა ბიოცელატუმი" "და ლაბიო სიფილიტისიც, ხომ?" "მე ლაბიო ფრენატუსი გითხარი..." "იცი, მე ძალიან მინდა, შვილები ვიყოლიო, ამიტომ ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არ მაწყობს". ქალიშვილმა ვაჟი მიატოვა და წავიდა. ვაჟმა გაიფიქრა:

55 წლის ქალბატონი გვწერს: "ბოლო დროს დამჩემდა ხშირი ბოყინი, განსაკუთრებით ღამით.
მუცლის შებერვა, აირების დაგროვება ერთი შეხედვით არასერიოზული თემაა, მაგრამ არცთუ იშვიათად სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცევა. რა იწვევს აირთა ჭარბ დაგროვებას, რას გრძნობს ამ დროს ადამიანი და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ქალაქის  კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიული კლინიკის ექიმი, თერაპევტი მარინე ცომაია.

- რამდენად მნიშვნელოვანია აირების დაგროვების პრობლემა სამედიცინო თვალსაზრისით?
დემოდეკოზი კანის დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული ტკიპა დემოდექსი

ბავშვებში ორგანოს გახეთქვის მიზეზად შეიძლება იქცეს ამ ორგანოს როგორც დაავადება, ასევე ტრავმული დაზიანება, რაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია ამ ასაკში. გვესაუბრება პედიატრი ნინო ყურაშვილი.


- ბავშვები ხშირად შავდებიან. ზოგჯერ ტრავმა ძალზე სერიოზულია. რას უნდა ვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ამ დროს?
- ჩვენი ეპოქა ჰიპერაქტიური ბავშვების ეპოქაა და, აქედან გამომდინარე, ტრავმებიც ხშირია. თუ ბავშვი დაეცა ლითონის საგანზე ან საგნის გამოშვერილ კუთხეს დაეჯახა მარცხენა გვერდით, შესაძლოა, ელენთა დაუზიანდეს. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და თვალყური ადევნონ ბავშვს ტრავმის შემდეგ სამი დღის განმავლობაში.

mkurnali.geძალიან მინდა, ადამიანები ჩემს მიმართ დადებითად განვაწყო, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ჩემს დაქალს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეუძლია, ჩინოვნიკებისაც კი. ამ დღეებში ერთად და ერთნაირად (!) შევავსეთ ერთი და იგივე ანკეტა. ჩემი უკან დამიბრუნეს, მითხრეს, რომ რაღაც უნდა გამესწორებინა, ჩემი მეგობრისა კი მაშინვე ჩაიბარეს... როგორ მოვახდინო ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება?

დააკვირდით, როგორ ამყარებენ ურთიერთობებს სხვები და აღნუსხეთ დეტალები, რომლებიც სიმპათიას ან ანტიპათიას იწვევს. ზოგჯერ კონტაქტის დროს ადამიანი გაგრძნობინებთ:

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად