ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_10 მკურნალი #_10
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_10 მკურნალი

რით გავიწმინდოთ კბილები?
ბრიტანეთის მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ კბილებს შორის მოხვედრილი საკვების მოსაცილებლად ხელში მოხვედრილი ნებისმიერი საგნის - მაკრატლის, სახრახნისის, საკერავი ნემსის, დანის - გამოყენება შეიძლება. ასეთი აღმოჩნდა იმ გამოკითხვის შედეგი, რომელიც სტომატოლოგიურმა ორგანიზაციამ British Dental Health Foundation-მა ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 23% ამჯობინებს, კბილებს შორის გაჩხერილ საკვებს საერთოდ არ ახლოს ხელი, რითაც ზრდის ღრძილების ანთებისა და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაჩენის ალბათობას.

ხანგრძლივი გაუტკივარების ახალი მეთოდი
ბოსტონის (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) მკვლევრებმა, საბავშვო ჰოსპიტალში მომუშავე მედიკოსებმა ხანგრძლივი მოქმედების ახალი გამაუტკივარებელი საშუალება შეიმუშავეს - ცოტაოდენი ძლიერი ანესთეტიკი საქსიტოქსინი ცხიმოვან კაფსულაში, ე.წ. ლიპოსომაში მოათავსეს. კვლევის დროს მეცნიერებმა გამოსცადეს ორი სახის ლიპოსომა, რომელთაგან ერთი შეიცავდა მხოლოდ საქსიტოქსინს, ხოლო მეორე - ანესთეტიკს, რომელსაც დამატებული ჰქონდა ჰორმონული პრეპარატი დექსამეტაზონი. ეს უკანასკნელი გასაუტკივარებელი ნივთიერების მოქმედებას აძლიერებდა. საქსიტოქსინიანი ლიპოსომების გამოყენების შემდეგ ანესთეზია ორ დღეს გრძელდებოდა, ხოლო ორი პრეპარატის შემცველი ლიპოსომების გამოყენებისას - კვირაზე მეტხანს.

სუნი რამდენადმე ზებუნებრივი მოვლენაა - არ ჩანს, ემოციების მართვა კი შეუძლია. იქნებ ამიტომ არის, მისდამი ადამიანის დამოკიდებულება მუდმივად რომ იცვლება. რამდენიმე საუკუნის წინათ შინაური ცხოველებისა და ფრინველების, მათი გამონაყოფებისა და ექსკრემენტების სუნს ფერმებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ და ყურადღებას არც აქცევდნენ, ჩვენს ურბანულ საზოგადოებაში კი, სადაც ჰიგიენა ყველგან იგრძნობა და ადამიანთა სხეულებს დეზოდორანტების, სუნამოებისა და ოდეკოლონების სუნი უდით, მსგავსი სუნები უკვე შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელია.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს აწუხებს. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გამო ადამიანი კომპლექსდება, თამამად საუბარსა და სიცილს გაურბის, უხერხულობის განცდა იპყრობს, ცდილობს, აკონტროლოს დისტანცია თანამოსაუბრესთან. ყოველივე ეს მუდმივ დაძაბულობასა და დათრგუნულობას იწვევს. ასე რომ, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან მართლაც სერიოზული პრობლემაა.

კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ანამნეზთან ერთად ექიმს დიაგნოზის დასმაში არცთუ იშვიათად ეხმარება პატარა პაციენტის უშუალო გასინჯვისას შემჩნეული სპეციფიკური სუნი. ის შესაძლოა პატარას პირიდან ამოსდიოდეს, კანზე დაჰკრავდეს ან პამპერსის დათვალიერებისას გეცეთ ცხვირში. სუნზე როგორც სადიაგნოსტიკო ნიშანზე გვესაუბრება პედიატრი ნინო გაბისონია.

ადამიანი - ეს რთული ბიოქიმიური ფაბრიკაა. ცხოველქმედების პროცესში ცოცხალი ორგანიზმი ქმნის ან შთანთქავს სხვადასხვა სუნიან ნივთიერებას. დაავადება ამ "ფაბრიკის" მუშაობის ნორმალურ პროცესს ცვლის. შედეგად ადამიანის მიერ ამონასუნთქი ჰაერისა და მისი გამონაყოფების სუნიც იცვლება. საკითხს დაავადებათა სუნების შესახებ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, თუმცა თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში იგი თითქმის არ იხსენიება, უკიდურეს შემთხვევაში, იშვიათად თუ წააწყდებით სადმე. არადა, ძველი (განსაკუთრებით - XIX საუკუნის მიწურულის) სამედიცინო ლიტერატურა

პარფიუმერიის ისტორია ისეთივე ძველია, როგორიც კაცობრიობისა. არ არსებობს ქალი, რომელსაც სუნამო არ უყვარდეს. უბრალოდ არიან ისეთები, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიაგნო თავის არომატს. ეს დახვეწილი სითხე საშუალებას გვაძლევს შევქმნათ შეუდარებელი სახე. ნატიფი სურნელის შლეიფით გარშემორტყმული ქალის წინაშე ნებისმიერი მამაკაცი უძლურია. სუნამოს შერჩევის თაობაზე კონსულტაციას გაგვიწევს პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციას" კონსულტანტ-მენეჯერი მაია ჭიღლაძე.

ყნოსვას და სურნელს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ყველას კარგად მოეხსენება. სურნელს ადამიანის მხოლოდ დამშვიდება ან აღფრთოვანება კი არა, განკურნებაც შეუძლია. ჩინელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლით ადრე იცოდნენ, რომ ზოგიერთი მცენარის ეთერზეთს სამკურნალო ეფექტი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფიზიოლოგიურ პროცესებზე ქაფურის ხსნარების ზეგავლენა დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი. პიტნის კვერუკები (პიტნის ეთერზეთით გაჟღენთილი შაქრის ნატეხები) გულისრევის შეგრძნებას რომ ახშობს, ესეც ჩინებულად მოგეხსენებათ.

ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სპეციალური უჯრედები და ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს. მათ შედარებით მცირე მოლეკულური მასა აქვთ და ჰაერში უმნიშვნელო კონცენტრაციით მოხვედრის შემთხვევაშიც კი მაღალ აქტიურობას ამჟღავნებენ. ფერომონებს საკმაოდ მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობა აქვთ. ცნობილია შიშისა და განგაშის, სქესობრივი სიმწიფის, ქცევის, სიხარულის, სიყვარულისა და ვნების ფერომონები. ყველა მათგანი მფრინავი არომატია, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და სწრაფადვე იშლება.

მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ქალის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული მენსტრუალურ ციკლზე. მენსტრუალური ციკლი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლური ცვლილებებია, რომლებიც განსაზღვრული შუალედებით მეორდება. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ცვლილებები რეპროდუქციულ პროცესებს - კვერცხუჯრედის მომწიფებას, მის განაყოფიერებას, საშვილოსნოს კედელში ჩანასახის ჩანერგვას ან გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის კვდომას და ორგანიზმიდან გამოძევებას ასახავს.

სუნის შეგრძნება საკმაოდ სუბიექტურია, იმ გაგებით, რომ ის განიცდება არა როგორც ჩვენგან დამოუკიდებელი ობიექტი (როგორც, მაგალითად, ფერი), არამედ როგორც ჩვენში (ჩვენს ორგანიზმში) შემოტანილი რამ და ამიტომ განიცდება ემოციურად. არსებობს უსიამოვნო, აუტანელი სუნი, რომელმაც შესაძლოა ზიზღი, გულისრევაც კი გამოიწვიოს. ასეთ სუნს ადამიანი "ცივად", ინდიფერენტულად ვერ განიცდის; არსებობს სასიამოვნო, სიამოვნების განცდის გამომწვევი სუნი (სუნამოს, ზოგიერთი ყვავილის სურნელი).

პირველი: ადამიანი ადვილად ამჩნევს, როდესაც პირში სუნი უჩნდება

ბევრს სჯერა, რომ შეუძლებელია, გამოეპაროს საკუთარი სუნი, თუ ცხვირ-პირს ხელისგულებით დაიფარავს და პეშვში ჩასუნთქავს. სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენ ვერ ვიგრძნობთ საკუთარ სუნს, იმიტომ, რომ ვეჩვევით მას. თანაც უსიამოვნო სუნი საუბრის დაწყებამდე იშვიათად შეიგრძნობა. საქმე ის არის, რომ იგი ენის ძირში წარმოიშობა და წინ მხოლოდ მაშინ გადმოდის, როდესაც ლაპარაკს დავიწყებთ. როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა სუნი პირში?

თმის ცვენას შეგიჩერებთ
ვარ 45 წლის ქალი. რამდენიმე ხნის წინ დამეწყო თმის ცვენა. ვის არ მივმართე, მაგრამ ბოლოს მაინც ხალხურ მეთოდებზე შევჩერდი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყოველდღიური საზრუნავი, რაც ბავშვის მოვლას ახლავს თან, სულ ადვილად შეიძლება საინტერესო და შემეცნებით საქმიანობად გადავაქციოთ. მთავარია მონდომება! ოჯახში პატარა იზრდება. მისი ყოველდღიური ცხოვრება წუთობით არის დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, მშობლებს ხანდახან ეუფლებათ განცდა, რომ დრო შეჩერდა. თუმცა რა გრძელი, ერთფეროვანი და მონოტონურიც არ უნდა გეჩვენებოდეთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, თქვენივე მონდომებით შესაძლებელია ყველაზე ყოფითი საზრუნავიც კი ცოცხალი და საინტერესო გახადოთ არა მარტო ბავშვისათვის, არამედ თქვენთვისაც.

ერთხმად ვაღიარებთ, რომ ძალიან კარგია, როცა ადამიანი მოწესრიგებულია, ყოველთვის ზუსტად ასრულებს მიცემულ დავალებას, გეგმავს ყოველგვარ საქმიანობას, გარეგნულადაც სასიამოვნოდ გამოიყურება. თუ გსურთ, თქვენი შვილიც ასეთი იყოს, საფუძვლის ჩაყრა ბავშვობიდანვეა საჭირო. მოწესრიგებულობა კულტურული ადამიანის აუცილებელი თვისებაა. სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც განაპირობებს პიროვნების წარმატებას პროფესიულ თუ პირად ურთიერთობათა სფეროში.

მაწონი, ისევე როგორც იოგურტი და კეფირი, რძემჟავა პროდუქტია. ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი წლამდე ასაკის პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლებიან ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად. რა ხდება ორგანიზმში მათი მოხვედრის შემდეგ? რძემჟავა პროდუქტები შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც ცილის დამშლელ ფერმენტებს გამოყოფენ. ამ ფერმენტების ზემოქმედებით რძის ცილა იცვლის სტრუქტუტრას და ხდება უფრო ნაზი.

ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს მეგობრები, მაგრამ მშობლები ყოველთვის შიშობენ, მათი შვილი ცუდ კომპანიაში არ მოხვდეს. მაინც რატომ ხვდება ბავშვი ცუდ წრეში და როგორ შეიძლება მისი დაცვა მავნე გავლენისგან?

ის ქუჩამ აღზარდა
ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვებს, რომელთა მშობლებს პრაქტიკულად არ სცალიათ შვილების

პატარამ უკვე ისწავლა წერა, კითხვა, თვლა, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს სულაც არ არის საკმარისი წარმატებული სტარტისთვის. მაშ, რა არის საჭირო?!

ვეცნობით სივრცეს
ეზო, თანატოლებთან თამაში ბავშვს ბევრ რამეს ასწავლის, მაგრამ უკანასკნელ წლებში თანამედროვე ოჯახის ყოფა სწრაფად იცვლება. დღეს იშვიათი არ არის შემთხვევა, როდესაც პატარა კარგად კითხულობს, იცის ლექსები, ასრულებს კომპიუტერზე ელემენტარულ ოპერაციებს,

ბრადიკარდია გულისცემის შენელებაა. ვინაიდან ეს თემა ჩვენს მკითხველთა ცხოველ ინტერესს იწვევს, მასზე სასაუბროდ აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ჯაკო უგრეხელიძეს ვეწვიეთ.

- ქალბატონო ჯაკო, რა შეიძლება იქცეს ბრადიკარდიის მიზეზად? გულისცემის გაიშვიათება ყოველთვის პათოლოგიაზე მიუთითებს?
- ბრადიკარდია ეწოდება გულისცემის იმგვარ გაიშვიათებას, როდესაც რიტმის სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლებია. ეს მდგომარეობა უმეტესად გულის არასწორი მუშაობის მაჩვენებელია, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება. მაგალითად, შესაძლოა, ფიზიკურად ნავარჯიშევ პირს, სპორტსმენს გულის შეკუმშვის სიხშირე ნორმაში 50-55 ჰქონდეს. გარდა ამისა, ბრადიკარდია ფიზიოლოგიური მოვლენაა ღამით. ვიდრე ბრადიკარდიის მიზეზებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ გულის შეკუმშვათა სიხშირეს გულშივე არსებული სინუსის კვანძი განსაზღვრავს. კვანძში წარმოქმნილი იმპულსი გამტარი სისტემის მეშვეობით ვრცელდება წინაგულებში, აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს, მცირე შეკავების შემდეგ გადაინაცვლებს პარკუჭებში და აღაგზნებს მათ. გულის კუნთის შეკუმშვა ხდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც გაივლის მასში იმპულსი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც გულის კუნთის დაზიანებით მიმდინარეობს, ხშირად აზიანებს სინუსის კვანძს  (იწვევს მის ე. წ. სისუსტეს) და იმპულსის გამტარ გზას, ეს კი სხვადასხვა ტიპის არითმიის,  მათ შორის - ბრადიკარდიის მიზეზად იქცევა. ბრადიკარდიის მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

  • მიოკარდიუმის დაზიანებით მიმდინარე გულის იშემიური დაავადება;
  • გულის მკვებავ სისხლძარღვებში, კორონარებში, განვითარებული ათეროსკლეროზული პროცესი;
  • გულის კუნთის ანთებით მიმდინარე დაავადებები (მიოკარდიტი);
  • თანდაყოლილი მანკები.

გარდა უშუალოდ გულის კუნთის დაზიანებისა, გულისცემის გაიშვიათების მიზეზად შეიძლება იქცეს ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ასევე - თავის ტვინის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებები. დაბოლოს, ბრადიკარდია შესაძლოა წამლების სხვადასხვა კომბინაციამ და არასწორმა დოზირებამაც გამოიწვიოს. მოსახლეობისათვის კარგად ცნობილმა კონკორმა, ეგილოკმა, რომლებსაც ბეტა-ბლოკერთა ჯგუფს მიაკუთვნებენ, ასევე დიგოქსინის ხანგრძლივმა და თვითნებურმა მიღებამ გულისცემის სიხშირე შესაძლოა კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოიყვანოს.

- გარდა პულსის დაქვეითებისა, რა სიმპტომებს იწვევს ბრადიკარდია?
- მიზეზისა და მიმდინარეობის სირთულის კვალობაზე ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლინება სხვადასხვაგვარია. ზომიერი ბრადიკარდია შესაძლოა მხოლოდ გულის რიტმის შემცირებით გამოვლინდეს, ხოლო რთულ შემთხვევებში, როცა გულისცემის სიხშირე 40 და უფრო ნაკლებია, გვხვდება ისეთი სიმპტომების კომბინაციები, როგორიც არის გულის წასვლა, გონების დაბინდვა, წნევის მკვეთრი ცვალებადობა (მატება და კლება), თავბრუხვევა, ცივი ოფლი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ტკივილი გულის არეში.

- ზოგჯერ ბრადიკარდია და ტაქიკარდია - გულის რიტმის გახშირება - ერთმანეთს ენაცვლება. ამაზე რას გვეტყვით?
- ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის მონაცვლეობისას ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს სინუსის კვანძის სისუსტესთან. ის, როგორც აღვნიშნე, გულის კუნთის ანთებითი დაავადების (მიოკარდიტის) ან ათეროსკლეროზული დაზიანების თანამდევი მოვლენაა. მკურნალობაც მიზეზის აღკვეთით იწყება.

- ბრადიკარდიის დიაგნოზის დასასმელად პულსის დათვლა საკმარისია?
- არითმიების, მათ შორის - ბრადიკარდიის, დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, კარდიოგრაფიულად ხდება. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი გულისცემის გაიშვიათებას უჩივის, მაგრამ კარდიოგრამაზე ცვლილება არ ფიქსირდება, მიმართავენ ჰოლტერის მეთოდს - 24-48-საათიან ეკგ-მონიტორირებას: კარდიოგრამა მთელი 24 ან 48 საათის განმავლობაში იწერება, რაც მეტად ინფორმაციულია, რადგან გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ გულის მუშაობას პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმის პირობებში. მკითხველს თავს აღარ შევაწყენ და მოკლედ ვიტყვი, რომ კვლევის მეთოდები ამით არ ამოიწურება, მაგალითად, არსებობს ელექტროფიზიოლოგიური  სინჯებიც.

- რას გულისხმობს ბრადიკარდიის მკურნალობა?
- ბრადიარითმიის მკურნალობა მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ის არღვევს ჰემოდინამიკას, ანუ იწვევს იმ ჩივილებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. მიზეზის გათვალისწინებით, ინიშნება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის კოფეინი, ზელენინას წვეთები, ელეუტეროკოკი, გონების დაკარგვის ეპიზოდების, 40-ზე ნაკლები გულისცემის დროს კი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის აუცილებლობის საკითხი დაისმის. თანამედროვე ტიპის კარდიოსტიმულატორები გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, გამოყენების სიმარტივით, გამოყენების ხანგრძლივი ვადით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დროული იმპლანტაცია მკვეთრი ბრადიკარდიით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად. გულის შეკუმშვის სიხშირის გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვა დაავადებების მკურნალობის დროსაც. როგორც ვიცით, არტერიული ჰიპერტენზია იშემიური დაავადების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თავად ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებაში კი ათეროსკლეროზული პროცესი წამყვან როლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, გვხვდება როგორც ბრადიკარდიის, ასევე ტაქიკარდიის ფონზე მიმდინარე ჰიპერტენზია. მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია. თუ გულის რიტმის შენელებასთან გვაქვს საქმე, არ ვუნიშნავთ ბეტა-ბლოკერებს, რომლებსაც, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობა ატენოლოლის, კონკორის, ეგილოკის სახელით იცნობს. ამ დროს უპირატესობას ვანიჭებთ კალციუმის ანტაგონისტებს - ლაციპილს, მოდიპინს, ნიფედიპინს სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

- კერძოდ, რა შემთხვევებში იდგმება კარდიოსტიმულატორი?
- კარდიოსტიმულატორის ჩადგმა მიზანშეწონილია:

  • ბრადიკარდიის ფონზე გონების დაკარგვის ეპიზოდების არსებობისას;
  • მუდმივი ბრადიკარდიის ფონზე მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის დროს;
  • ბრადიკარდიით მიმდინარე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს;
  • ბრადიკარდიით მიმდინარე სტენოკარდიის დროს და სხვა.

- რა ფუნქცია აკისრია კადრიოსტიმულატორს?
- კარდიოსტიმულატორი ხელსაწყოა, რომელსაც ელექტრული იმპულსების საშუალებით გულის რიტმის შეცვლა შეუძლია. იგი შედგება იმპულსის გენერატორისა და ელექტროდისგან. კარდიოსტიმულატორი საჭიროების მიხედვით ირთვება გულის რიტმის შემცირების დროს ან მომართულია მუდმივ სიხშირეზე. ეს დამოკიდებულია იმ რეჟიმზე, რომელსაც ურჩევს ექიმი კონკრეტულ პაციენტს. კარდიოსტიმულა-ტორის იმპლანტაცია ხდება ადგილობრივი ანესთეზიით. აპარატურა განუწყვეტლივ იხვეწება, რათა გამოსაყენებლად მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

 

 

ფრჩხილი კანის გარქოვანებული ნაწილია. ახალშობილს თითის ფალანგები ფრჩხილებით აქვს დაფარული. თუ ფრჩხილები ბოლომდე ვერ ფარავს თითებს, ეს ბავშვის უმწიფრობაზე, დღენაკლულობაზე მიუთითებს. ზოგიერთი ახალშობილი ძალიან გრძელი ფრჩხილებით იბადება. ისინი მაშინვე უნდა დავაჭრათ, რათა პატარამ სხეული არ დაიკაწროს. ჩვილებს ხელის თითებზე ფრჩხილები კვირაში ერთი-ორჯერ უნდა დავაჭრათ (გააჩნია მათი ზრდის ინტენსიურობას), ხოლო ფეხებზე - კვირაში ერთხელ, რადგან ფეხის ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ხელისა.

ვისკი წარმატებული ადამიანების ატრიბუტია, რაც, თუ მის ფასს გავიხსენებთ, სულაც არ არის გასაკვირი. ვისკის მრავალი სახეობა არსებობს, ასე რომ, პრაქტიკულად ყველას შეუძლია შეარჩიოს ამ კეთილშობილი სასმლის სასურველი არომატი. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის ალკოჰოლური სასმელების მიღების წესი. არადა სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილად შეიგრძნობა სასმლის გემო. ვისკის თლაშოთი (არყის ჭიქით) არ სვამენ. მას ასხამენ ტრადიციურ ტუმბლერში - ყინულიანი სასმლისთვის განკუთვნილ ცილინდრული ფორმის სქელძირიან ფართო ბოკალში, მაგრამ თუ სასმლის დეგუსტაცია გნებავთ, ტუმბლერი არ გამოგადგებათ.

დღეს საკმაოდ ბევრი გვესმის შიდსის შესახებ, ხშირად ვსაუბრობთ მისი გადაცემის გზებზე, რისკის ფაქტორებზე, თუმცა ჩვენი მკითხველები უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ შიდსის გამოვლინების თავისებურებათა მიმართ. რა ახასიათებს დაავადებას, რომელი ორგანოები თუ სისტემები ზიანდება ყველაზე ხშირად? ამ და სხვა შეკითხვებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს ვეწვიეთ. გვესაუბრება ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ქეთევან მშვიდობაძე.

- ჩვენი მკითხველები ხშირად კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა, შიდსის სიმპტომებმა დაავადების გამომწვევი ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისთანავე იჩინოს თავი.
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ინფიცირებას, თუმცა დაავადების ნიშნები არ ვითარდება.

ყოველ ადამიანს სხეულის საკუთარი, სპეციფიკური სუნი აქვს, რომელსაც დაუბანლობასა და ჰიგიენური წესების დაუცველობასთან არაფერი აქვს საერთო.

ყველა ბავშვს როდი შეუძლია უცხო ადამიანთან, თუნდაც თანატოლთან, კონტაქტის დამყარება. ამ შემთხვევაში არავითარ პათოლოგიასთან

ქრონობიოლოგები - სპეციალისტები, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ ციკლებს შეისწავლიან - ამას ასე ხსნიან: ჩვენი ორგანიზმი, ისევე როგორც საათის მექანიზმი, ემორჩილება განსაზღვრულ რიტმს. თუ მაღვიძარაში, მაგალითად, მწყობრიდან გამოვიდა რომელიმე ზამბარა, საათის სვლა ირღვევა. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც: საკმარისია, რიტმში თავი იჩინოს ერთმა ყალბმა ნოტმა, რომ მაშინვე იჩენს თავს პრობლემები: ვერ გამოიძინეთ, ყველაფერი გაღიზიანებთ... გამორიცხული არ არის, ბიორიტმის დარღვევის მიზეზი იყოს ორიოდე ზედმეტი კილოგრამი, რომლის მოცილებას გულმოდგინედ ცდილობთ.

ისტერიის სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან hystera (საშვილოსნო) - ძველად ისტერიული ხასიათის აშლილობას საშვილოსნოს უკავშირებდნენ, მიაჩნდათ, რომ მას ორგანიზმში ხეტიალი და სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა შეეძლო. ცხადია, ეს შეხედულება უსაფუძვლოა და დღეს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ისტერია განპირობებულია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების რთული კომპლექსით. მის წარმოშობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფსიქიკური ტრავმა. ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია ავადმყოფობისადმი წინასწარი განწყობა,

mkurnali.geშეყვარებულები ხშირად ჩხუბობენ. შემდეგ ზოგი რიგდება, ზოგი კი არა. მეცნიერთა აზრით, ოჯახური ჩხუბი და უსიამოვნება უარყოფით გავლენას ახდენს ცოლ-ქმრის ჯანმრთელობაზე, გარდა ამისა, კონფლიქტის გამო ზარალდებიან ოჯახის წევრები, განსაკუთრებით - ბავშვები. თუმცა კონფლიქტის არარსებობა სრულიადაც არ წარმოადგენს ოჯახური ბედნიერების გარანტიას, ზოგჯერ პირიქითაც კია. განქორწინების საფრთხე პირველ რიგში იმ წყვილებს ემუქრება, რომლებიც პრობლემების განხილვას არ ცდილობენ და ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. ურთიერთგაგების დეფიციტი ურთიერთობის მთავარი მტერია. როგორ მოვიქცეთ? შესაძლებელია თუ არა პრობლემების კონსტრუქციული განხილვა? არსებობს თუ არა უნივერსალური რეცეპტი ჩხუბის თავიდან ასაცილებლად?

ყოველდღიურ საუბარში ტოქსიკომანებს მათ ვუწოდებთ, ვინც ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვის გზით ცდილობს ეიფორიის განცდას, მედიცინაში კი ტოქსიკომანები არიან ისინიც, ვინც ინჰალანტების შესუნთქვასთან ერთად ავადმყოფურ ლტოლვას ფსიქოტროპულ, საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების მიმართაც ამჟღავნებენ. ტოქსიკომანია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მოზარდებს შორის. მფრინავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს მრავალი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, რომლებიც თავისუფლად იყიდება. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.

ყველამ, ვინც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, იცის, რა არის სხეულიდან წამოსული არომატი. შესაძლოა, ცხოველთა სამყაროში ასეთი სუნი ერთგვარ უპირატესობადაც კი ითვლებოდეს, რასაც ვერ ვიტყვით ცივილიზებულ სამყაროზე - აქ უსიამოვნო სუნს "შანელი #5-ითაც" კი ვერ ჩავახშობთ. სხეულის სუნი ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანი ეჭვობს, ავად ხომ არ ვარო. სინამდვილეში კი დამნაშავე მემკვიდრეობითი ფაქტორი ან არასათანადო ჰიგიენაა. მათი უმრავლესობა, ვისაც სხეულის მკვეთრი სუნი აქვს, ან დაბადებიდანვეა დაჯილდოებული აქტიური აპოკრინული ჯირკვლებით, ან ჯეროვნად არ უვლის სხეულს.

სხვა ინდივიდუალურ თავისებურებებთან ერთად ადამიანები ერთმანეთისგან სურნელთა შეგრძნების უნარითაც განსხვავდებიან. ზოგიერთი მძაფრად შეიგრძნობს სურნელს, მაშინ როცა სხვები ვერაფერს ამჩნევენ, ზოგიერთს კი სუნის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია. სერიოზულ პრობლემებს ქმნის უსიამოვნო სუნის შეგრძნება. სურნელთა შეგრძნების დაკარგვის ან უსიამოვნო სუნის შეგრძნების შესახებ საუბრისას სხვა პათოლოგიებთან ერთად ცხვირისა და ყელის დაავადებებიც გვახსენდება. ჩვენი სტუმარია მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად