ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_9 მკურნალი #_9
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_9  მკურნალი

რუბრიკის სტუმარია მეან-გინეკოლოგი გიორგი ქანდარაშვილი.

SmileSmileSmile
ჩანგალი დაგივარდება - ქალი მოვა... კოვზი დაგივარდება - ქალი მოვა... საქაღალდე დაგივარდება - ქალი მოვა... სათვალე დაგივარდება - მაინც ქალი მოვა... ე-ეჰ, ძნელია გინეკოლოგობა!

თვალიდან გამონადენს ზოგიერთი ყურადღებას არც კი აქცევს, ზოგი კი ექიმთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, სხვადასხვა საშუალების ჩაწვეთებით ებრძვის, მაგრამ უშედეგოდ. არადა გამონადენი თვალის პათოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. მის შესახებ გვესაუბრება #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ოფთალმოლოგი მედეა გოქაძე:

- როდის ჩნდება თვალიდან გამონადენი?

ბავშვებს გამონადენი ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშიც აქვთ, მაგრამ არსებობს დაავადებებიც, რომელთა ადრეული დიაგნოსტიკა სწორედ გამონადენის საფუძველზე ხდება. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ეს ორი მდგომარეობა და როდის არის აუცილებელი ექიმის ჩარევა? გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე:


- ახალშობილს ჭიპლარის ტაკვის მოვარდნის შემდეგ აქვს სეროზული გამონადენი. როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ დავამუშაოთ ჭიპი და როდის არის საჭირო ექიმის ჩარევა?

ძუძუდან გამონადენი ქალებს აფრთხობს, არადა, სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აჩენს გამონადენს. პათოლოგიური გამონადენი უმეტესად სხვა, ნაკლებად საშიში დაავადების მანიშნებელია, თუმცა მკურნალობა მასაც სჭირდება.ძუძუ ჯირკვალია, ამიტომ ზოგჯერ იგი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც ორსულობასა და ძუძუთი კვებას არ უკავშირდება. მას ქალების 3-8% აღნიშნავს, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან სარძევე ჯირკვალს რეგულარულად ყველა როდი ისინჯავს. სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის არის ამახასიათებელი. რას წარმოადგენს რეალურად სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი, რაზე მიგვანიშნებს იგი? - ამ კითხვებზე ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის პროფესორ კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიური კლინიკის მამოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი კახა ბარამიძე მოგვიგებს.

რით ვუმკურნალოთ სურდოს
სურდოს თუ არ ვუმკურნალეთ, ერთ კვირაში გაივლის, თუ ვუმკურნალეთ, შვიდ დღეშიო, გვარწმუნებენ ექიმები. მიუხედავად ამისა, სურდოს საწინააღმდეგო წვეთები ხალხში ძლიერ პოპულარულია. ისინი ზოგჯერ მართლაც სასარგებლოა, რადგან გაგუდვისგან გვიხსნის. ყველაზე მეტად პოპულარულია ნაფტიზინი, გალაზოლინი, სანორინი. მილიონობით ადამიანი მათ არასწორად - ხშირად და დიდხანს - იყენებს, რაც მარტო პრეპარატის ეფექტს კი არ აქვეითებს,

მკითხველთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამჯერად ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმ-დერმატოლოგს, მარინა ინოზემცევას ვთხოვეთ.


რა აჩენს ლაქებს
- ქალბატონო მარინა, მკითხველი გვწერს, რომ 25 წლის ასაკში სახეზე გაუჩნდა ბაცი ლაქა. რა დაავადებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

ინვალიდუს (ინვალიდუს) ლათინურად სუსტს, უძლურს ნიშნავს. აქედან წარმოდგება სიტყვა "ინვალიდობა". სადღეისოდ ამ ტერმინს აღარ იყენებენ. მას "შესაძლებლობის შეზღუდვა" ჩაენაცვლა. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის (თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის) დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება ადამიანის სოციალური დაცვა".

ფსიქოლოგთა აზრით, ყველაზე ხშირად კამათობენ ახალშეუღლებულები და წყვილები, რომლებიც ბავშვს ელოდებიან. პირველნი ამგვარად უახლოვდებიან და შეიცნობენ ერთმანეთს, ხოლო მეორე შემთხვევაში ყველაფერი ჰორმონების ბრალია. თქვენ არც ახალდაქორწინებულები ხართ და, როგორც ჩანს, არც ბავშვს ელოდებით. მაშ, რა გაიძულებთ ქმართან მუდმივად საომარ მდგომარეობაში ყოფნას?

 

ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ყელ-ყურ-ცხვირის ექიმისთვის ერთხელ მაინც არ მიემართოს. ხშირად ტკივილთან ან სუნთქვის გაძნელებასთან ერთად პაციენტები გამონადენსაც უჩივიან. რას მოასწავებს გამონადენის არსებობა, რამდენად საგანგაშოა ის? ამ და სხვა შეკითხვებით მეხუთე საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას ვესტუმრეთ. გვესაუბრება ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი დავით ქევხიშვილი:

 

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ პროცესთა ნორმალურად წარმართვასა და რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღრუ ორგანოთა ლორწოვან გარსში მდებარე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული სეკრეტები. მათ უმრავლესობას დამცველობითი როლი აქვს, ნაწილი კი ცხოველქმედების პროცესებში მონაწილეობს და თავისი წვლილი შეაქვს ორგანიზმის როგორც მთლიანი სისტემის ჰარმონიულ არსებობაში. ამ მხრივ აღსანიშნავია თვალის, ცხვირის, პირის ღრუს, ყურის, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისა და წინამდებარე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული სეკრეტორული პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში გამომუშავდებიან და ერთი საერთო ტერმინით - გამონადენად მოიხსენიებიან. 

როდესაც დედ-მამა იყრება, სხვებთან ერთად თავს იჩენს ერთი სერიოზული პრობლემაც: ყოფილი ქმრის დედა ყოფილი დედამთილი ხდება, მაგრამ ყოფილი ბებიის როლზე არ თანხმდება, ასეთი რთული ურთიერთობა კი ხშირად ბავშვს, მის ფსიქიკას აზარალებს. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ უფროსებმა, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევენ. როგორც არ უნდა სურდეს ქალს ყოფილი ქმრის ოჯახთან განშორება, ბავშვი მათ სამუდამოდ აკავშირებს. შესაძლოა, ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბოს, როდესაც ქალი ახალ ოჯახს ქმნის.

მომავალმა დედებმა კარგად იციან, რომ პატარას დაბადებამდე უნდა მოუმზადონ "მზითევი". ამ მზითევისთვის ბევრი რამ შეგიძლიათ საკუთარი ხელით შექმნათ. ცრურწმენა, თითქოს ბავშვისთვის ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების მომზადება დაბადებამდე არ შეიძლება, კარგა ხანია დავიწყებას მიეცა. თანამედროვე დედები ცდილობენ, ყველაფერი წინასწარ
მოიმარაგონ. სასიამოვნო განცდაა, როდესაც პატარას ტანსაცმელს საკუთარი გემოვნებით არჩევ და ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია, შვილი შენივე ხელით შეკერილი, მოქსოვილი თუ მოქარგული სამოსით გაახარო.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი სეროპოზიტიური დედის რძეშიც არის აღმოჩენილი, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე სისხლში. და მაინც - ახალშობილთა 10-20% სისტემატური და ხანგრძლივი ძუძუთი კვების დროს ინფიცირდება. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ძუძუთი კვების დროს აივით ინფიცირების რისკი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ:

სითბოს თავის ტკივილის პროვოცირება შეუძლია
ჰაერის ტემპერატურის მატება, ისევე როგორც ატმოსფერული წნევის დაქვეითება, ხელს უწყობს შაკიკისა და სხვა სახის ძლიერი თავის ტკივილის განვითარებას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Beth Israel Deaconess-ის სამედიცინო ცენტრის ამერიკელი მეცნიერები 7 ათასზე მეტი პაციენტის გამოკვლევის შედეგად, რომლებმაც მათ განყოფილებას გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს.

ისევ ფეხსაცმლის შესახებ
გაზაფხული შესანიშნავი დროა, შევავსოთ ფეხსაცმლის მარაგი და, რაც მთავარია, შევიძინოთ ნაწარმი, რომელიც კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში იქნება მოდური.

წითელი ფეხსაცმელი
სტილისტები გვარწმუნებენ, რომ ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაისადაც აქტუალური იქნება. წითელი უნივერსალური ფერია მათთვის, ვისაც არ უყვარს რუტინა და ერთფეროვნება, თანაც ჯინსებსაც უხდება და კოქტეილის კაბასაც.

კბილებმა დიდხანს რომ არ შეგაწუხოთ
40 წელს რომ გადავაბიჯე, კბილები ერთბაშად გამიფუჭდა. რამდენიმეს ვუმკურნალე, ზოგი ამოვიღე, მაგრამ რაც დამრჩა, იმას ხომ შენარჩუნება უნდა, დღეს კი, მოგეხსენებათ, სტომატოლოგთან ვიზიტი და კბილის მკურნალობა რა ძვირი ჯდება. მეგობარმა ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მომიმზადა წამალი, რომელმაც შესამჩნევად გამოასწორა ჩემი პირის ღრუს მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, მისი რეცეპტი კიდევ ბევრს გამოადგება.

 

მაღაზიაში შესულს თვალები აქეთ-იქით გაგვირბის: თაროები დახუნძლულია მადის აღმძვრელი კოლოფებით, ქილებითა და კონტეინერებით. თითოეული მათგანი თითქოს გვეუბნება: "დამაგემოვნე!" - და ჩვენც ხელი იქით გაგვირბის, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ პროდუქტი ჩანთაში. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ის, რასაც ვყიდულობთ? იმისათვის, რომ ფულის გადაყრა სანანებელი არ გაგვიხდეს და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, მოდი, გავიხსენოთ სურსათის შეფასების მთავარი კრიტერიუმები და გავარკვიოთ, რა ინფორმაციას გვაწვდის ეტიკეტი. ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტი და გაიხსენეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხარისხიანი საქონელი.

პასუხების მოცემული ვარიანტებიდან შეარჩიეთ ერთი.

1. თქვენი მეგობარი გასაჭირშია:
ა) გაურბიხართ მასთან შეხვედრას და მის საქმეში არ ერევით;
ბ) დაუყოვნებლივ მიდიხართ მასთან და დახმარებას სთავაზობთ;
გ) დახმარებისთვის მიმართავთ სხვა მეგობრებს.

მართალია, არც ახალი წლის დღეებია და არც შობის დღესასწაული, მაგრამ გადავწყვიტეთ, ეგზოტიკური, თუმცაღა ფართოდ გავრცელებული ფრინველის - ინდაურის შესახებ ვისაუბროთ. შინაური ინდაური ამერიკული ველური ინდაურის შთამომავალია. ევროპაში ეს უცნაური ფრინველი 1530 წელს გამოჩნდა. ინდაური ყველაზე დიდი შინაური ფრინველია. მისი ცოცხალი მასა ზოგჯერ 35 კილოგრამსაც კი აღწევს. ზრდასრულ ინდაურს გრძელი, ძლიერი ფეხები და ფართო კუდი აქვს. ბუმბული, ფრინველის ჯიშის მიხედვით, შავი, ბრინჯაოსფერი, მონაცრისფრო ან თეთრია.

"და იყვნენ იგინი ერთხორც", - ამბობს უფალი. ხორციელი თანაცხოვრება ცოლქმრობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რაკი იგი ვნებასთან არის დაკავშირებული, ზოგიერთი ითრგუნება, ცოდვას ხომ არ ვჩადიო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურთან კონსტანტინე გიორგაძესთან ამჯერად სწორედ ცოლ-ქმრის ხორციელი ურთიერთობის დელიკატურ საკითხებზე ვისაუბრებთ.

ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც სასუნთქი ორგანოებიდან ნახველის გამოსადევნად არის მოწოდებული. ხველა პროდუქტიული რომ იყოს, აუცილებელია განსაზღვრული პირობები, მაგალითად, ნორმალური ხველითი რეფლექსის არსებობა, სუნთქვითი კუნთების შეკუმშვის უნარი, გულმკერდის ყაფაზისა და ფილტვის ქსოვილის სათანადო ელასტიკურობა, ბრონქების კუნთოვანი ქსოვილის კარგი ტონუსი და ჰაერის ნაკადის მაღალი სიჩქარე. სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადების მქონეთა დაახლოებით 70%-ს ხველითი რეფლექსი დაქვეითებული აქვს.

ადამიანის ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. ამიტომაა, რომ მაღალ მშობლებს
სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კუჭის
ნარკომანია არის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელსაც პერიოდული გამწვავება, რეციდივი ახასიათებს.

საშვილოსნოს ჰიპერტონუსი ანუ საშვილოსნოს ტონუსის მომატება ნიშნავს ამ ორგანოს ნაადრევ შეკუმშვებს,

სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლის გამოც ქალები იძულებული ხდებიან, გინეკოლოგს მიმართონ. როდის არის ის ფიზიოლოგიური და როდის - პათოლოგიური? ამაზე სასაუბროდ გინეკოლოგ სოფიო ჯაშს მივმართეთ.

- ქალბატონო სოფიო, როდის უნდა ჩავთვალოთ სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურად?
ინტერნეტ-რეკლამა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეკლამის სახეობაა. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.საიტის ხასიათი და შინაარსი ადვილად განსაზღვრავს მის მიზნობრივ აუდიტორიას, რომელიც ასაკობრივადაც და ინტერესებითაც ძალიან განსხვავებულია.
საქართველოში ინტერნეტ-ბაზრის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა საიტებს სამსახურიდან ეცნობა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ჩვენი მომხმარებლის მინიმუმ 70-80% დასაქმებულია. ეს კი ინტერნეტში რეკლამის დამკვეთს დიდ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ეს აუდიტორია მათი პროდუქტის ან მომსახურების პოტენციური მყიდველია.

რეკლამა ვებგვერდზე www.mkurnali.ge - გახსენით

ან დაგვიკავშირდით: 2 38-78-70 / 2 37-78-07
პოლინოზი ალერგიული დაავადებაა სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი პროცესით.
ჭარბი წონა წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტით დაავადების ერთ-ერთ რისკფაქტორს, რადგან ცხიმის გავლენით ძლიერდება იმ ჰორმონთა სინთეზი,
ახალგაზრდობის გასახანგრძლივებელ საშუალებებს უძველესი დროიდან ეძებენ. ფართო მნიშვნელობით, ასეთია ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ ანდროგენებს მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ცოტა ხნის წინ ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, პროფესორმა ალექსანდრ ნერობეევმა განაცხადა, რომ კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან
ონიქოფაგია – ეს არის ფრჩხილების კვნეტის (ჭამის) ჩვეულება. ხშირად გამომწვევი მიზეზი ნერვიული დაძაბულობა, სტრესი და შფოთვაა
18 ივლისს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთა საინიციატივო ჯგუფი და საყოველთაო ამბულატორიული სამსახური მაკა ბულეიშვილის ხელმძღვანელობით გამართავენ საქველმოქმედო აქციას.

24 აპრილის შემდეგ საქართველოში მენინგიტის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ერთეული შემთხვევები 24 აპრილიდან დაიწყო, 10 მაისიდან კი მენინგიტის შემთხვევების მატება აღინიშნება.

მაღალცილოვანი დიეტა დროის მოკლე შუალედში, უპირველეს ყოვლისა, აშრობს წყალს. როგორც კი წყდება ნახშირწყლების მიწოდება, ორგანიზმიდან რამდენიმე დღეში გამოიდევნება წყალი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში
გარგარის ჩირი სასარგებლოა ანემიისა და სისხლის მიმოქცევის პროცესთა დარღვევის დროს.
ჩვენს გარშემო არსებული ფერთა გამა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ
ადამიანის ჯანმრთელობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სწორი კვება. გთავაზობთ ჯანმრთელი ადამიანის კვების ერთდღიანი მენიუს მაგალითს:
თავის ტვინი, ფაქტობრივად, გარშემორტყმულია ლიქვორით (თავ-ზურგტვინის სითხით). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქალაშიდა წნევა - ეს არის ლიქვორის ზეწოლა თავის ტვინზე.
ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
ბაბუაწვერას ფესვებს აქვს სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს.
უკანასკნელ ხანს ახალგაზრდა გოგონებში მოდად იქცა ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული. ზოგს ეს არაესთეტიკურად მიაჩნია, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა:
ანისულის ეთერზეთი გამოიყენება როგორც ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და ამოსახველებელი საშუალება. ყველაზე ხშირად ანისულის ნაყოფისაგან მიღებულ პრეპარატებს
თანამედროვე შეხედულების თანახმად ტერფის განვითარებას ხელს უწყობს ფეხშიშველი სიარული. სჯობს ბავშვი სახლში ფეხშიშველა იყოს,
გამოხატული - III და, მით უმეტეს, IV ხარისხის სკოლიოზის დროს ორსული აუცილებლად უნდა მოეთათბიროს ექიმებს - მეანს, ორთოპედსა და თერაპევტს.
ნარკოტიკული ეფექტის გამომწვევი აქროლადი ნივთიერებების შესუნთქვა ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვის გამო გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი ყოველდღიურად ათასს აჭარბებს.
ბოსტნეულს მაქსიმალურად რომ შევუნარჩუნოთ კვებითი ღირებულება, ანუ მასში არსებული ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები დაშლას გადავარჩინოთ, ისინი სწორად უნდა დავამუშაოთ და მოვამზადოთ:
საქართველოში მწვანილი განსაკუთრებით არომატულია, გაჯერებულია მინერალებით, ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავი სხვა ნივთიერებით. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს,
ხვრინვას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი, მათ შორის - 60 წელს გადაცილებულთა 60%. სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურების გამო ხვრინვისკენ უფრო მეტად - ქალებზე დაახლოებით ათჯერ მეტად - მამაკაცები არიან მიდრეკილნი.
კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს.
სამკურნალო მედიკამენტებს ამზადებენ მცენარეებისგან - ბალახებისგან, ფოთლებისგან, ყვავილებისგან, თესლისგან, კენკრისგან, ფესვებისგან, ქერქისა და მათი გადამუშავების პროდუქტებისგან - ისეთებისგან, როგორებიცაა ცხიმოვანი ზეთები და ეთერზეთები, წვენი და სხვ.;
ფასთ-ფუდები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, მარილსა და შაქარს, რაც ღვიძლს სერიოზულად აზიანებს. მათში ნაჯერი ცხიმების სიჭარბე იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ღვიძლის ინფილტრაციას უწოდებენ.
შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ახლომხედველობა ბავშვობის ასაკში იწყება და ამის მიზეზია ანგინა. მექანიზმი ასეთია: ხახის ნუშურების ანთება იწვევს მალათაშორისი მოკლე კუნთების დაძაბულობას (სპაზმს).
შრომისუნარიანობის დაკარგვის მაჩვენებლით საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და რესპირატორული დაავადებების შემდეგ. ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი,
გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე - იაპონიაში გაცილებით მეტად არის მიღებული ბალახებით მკურნალობა და ეს განსაკუთრებით სისხლის გაწმენდა-განახლებას ეხება.
ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7000 ბავშვზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ბავშვის რაციონი 6 თვიდან 2 წლამდე გავლენას ახდენს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2014 წლის 22-26 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. კვირეულის კონცეფციაა "იმუნიზაცია სიცოცხლისათვის".
ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს. თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.
ხრაშუნა პურის (რუსულად - "ხლებცი") კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია, თუმცა საფუვრიანი პურისგან მას განასხვავებს უჯრედისის და "ხანგრძლივი" ნახშირწყლების მაღალი შემცველობა, რის წყალობითაც ადვილი ასათვისებელია და სწრაფადაც ანაყრებს.
მედიკამენტებთან თავსებადობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე "სახიფათო" პროდუქტი გრეიპფრუტი და მისი წვენია. აღრიცხულია გარდაცვალების ფაქტიც კი
გართულების შემთხვევაში ხალი მელანომას - კანის კიბოს იწვევს. ხალები განსაკუთრებით მრავლდება ორგანიზმის ენდოკრინული გარდაქმნების პერიოდში, გარდატეხის ასაკში და ორსულობისას.
ენდოკრინული სისტემის დახმარებით ჩვენ საკუთარი თავის დახმარება და განწყობის მოდელირება შეგვიძლია. კარგი განწყობის განმაპირობებელი ჰორმონები მოქმედებენ თავის ტვინის ქერქზე და პასუხს აგებენ ფსიქოემოციურ კომფორტზე.
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე
კუჭის წყლულს სეზონურობა ახასიათებს, მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამიტომ, სანამ კლინიკური ნიშნები იჩენს თავს, საჭიროა მკურნალობა.
ენდროს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ,
ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. უძილობა ჯანმრთელობისთვის მეტად მავნებელია,
მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად
ექიმები დიდხანს ეძებდნენ მტკიცებულებას, რომ კომპიუტერი აზიანებს თვალს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს
ვარიკოზი უბრალო კოსმეტიკური დეფექტი არ არის, ეს დაავადებაა, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოსა და სისტემას.
თანამედროვე მონაცემებით, მაღალხარისხიანი შოკოლადი (განსაკუთრებით - შავი) მეტად სასარგებლო პროდუქტია.
არსებობს პროდუქტები, რომლებიც "სქესობრივი მადის" აღძვრას უწყობს ხელს. ამ მხრივ გამორჩეულია არაჟანი.
გერმანელმა ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - 2000 ოჯახი გამოკითხეს და ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის პატარები ტელევიზორს თითქმის არ უყურებდნენ,
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის გულს ნორმალურად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, 150 წლის განმავლობაში შეუძლია ფუნქციობა
მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, არსებობს საკვები, რომელიც დიდ როლს ასრულებს ონკოდაავადებების პროფილაქტიკაში.
დადგა გაზაფხული, ტანსაცმელი თანდათან უნდა შეთხელდეს; უკვე, გვინდა თუ არა, გახსნილი საგაზაფხულო მოსასხამებიდან თუ ქურთუკებიდან იკვეთება ქალური ფორმები. ზამთარში უარს ვერ ვამბობთ საყვარელ ტკბილეულსა თუ ცომეულზე, შესაბამისად, წონაც მოვიმატე, ახლა კი მინდა, სწრაფად დავიბრუნო ფორმა. ამბობენ, რომ ამისთვის კარგია ზღვის პროდუქტების დიეტა. რას მირჩევთ?

იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი ოფიციალურად აკრძალული არ არის, მის შედეგად ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქალი იღუპება
ჩემს ქალიშვილს აღმოაჩნდა დიაბეტი, მაგრამ ექიმმა - შაქრიანი არა, უშაქროაო. მე აქამდე შაქრიანი დიაბეტის შესახებ გამეგონა მხოლოდ. ეგებ თქვენი ჟურნალის მეშვეობით აგვიხსნათ, რა დაავადებაა უშაქრო დიაბეტი, როგორ ვლინდება, ვის ემართება, რა საერთო აქვს მას შაქრიან დიაბეტთან და როგორ მკურნალობენ.

არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დიაბეტი უშაქროც არსებობს.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი ვახტანგ მენთეშაშვილი.

ჟ ჟ ჟ
საავადმყოფოში თეთრხალათიან მამაკაცთან ქალბატონი მიდის და ეკითხება: "ექიმო, თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით?" "არა, მაგრამ ნახვა შემიძლია".

ჟ ჟ ჟ
მამაკაცი ექიმს მიმართავს: "ძალიან მტკივა, ექიმო!" ექიმი სწრაფად პასუხობს: "თუ მართლა გტკივათ, მაშინ მოვკვეთთ". პაციენტს თვალები უფართოვდება, ექიმი კი განაგრძობს: "მოვკვეთთ და არანაირი პრობლემა აღარ გექნებათ... ოჯახი... სამუშაო... მთელი ხელფასი - ცოლს..."

ჟ ჟ ჟ
"ექიმო, სიკვდილის ძალიან მეშინია!" "ნუ ღელავთ, ბატონო, პირველად ყველას ეშინია..."

ჟ ჟ ჟ
ექიმის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი შედის. "გაიხადეთ, ქალბატონო!" "სიამოვნებით. იცით, დიდი ხანია, ასეთი მიმზიდველი წინადადება არავის მოუცია..."

ჟ ჟ ჟ
ექიმის კაბინეტში: "ეს - დაღლილობის, ეს სტრესის საწინააღმდეგოდ, ეს კი დეპრესიისთვის..." "გმადლობთ, ექიმო, მაგრამ არყის გარდა არაფერი გაქვთ?!."

ჟ ჟ ჟ
ადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: "ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ". დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: "თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია". ახლა ფეხზე გული წამოდგა: "უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე". დანარჩენები: "არა, უშენოდ დავიხოცებით". ასე სათითაოდ ყველა ორგანო - ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი - წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა.

მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: "მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია". "რომელი ხარ შენ? - იკითხა ტვინმა, - ფეხზე წამოდექი". "ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი".

ჟ ჟ ჟ
სარეკლამო განცხადებიდან: "თუ დიარეამ (კუჭის აშლილობამ) მოულოდნელად შემოგიტიათ, საპასუხო დარტყმა მიაყენეთ - გაიკეთეთ ოყნა".

ჟ ჟ ჟ
"თქვენთვის აუცილებელია, მუდამ რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდეთ, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - სხვაგვარად დეპრესიას თავს ვერ დააღწევთ. გაიხსენეთ, ამ დღეებში რამე სასიხარულო ხომ არ მომხდარა?" "როგორ არა, ექიმო, - გამოცოცხლდა პაციენტი, - გუშინწინ ჩემი მეზობელი ახალთახალი მერსედესით ბოძს შეეჯახა!"

ჟ ჟ ჟ
ექიმის კაბინეტში საშინლად მთვრალი პაციენტი შევიდა. ექიმმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და უთხრა: "აი, სმის კიდევ ერთი მოყვარული მობრძანდა". "შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ, ექიმო?! მე მოყვარული კი არა, პროფესიონალი ვარ!!!"

ჟ ჟ ჟ
"მიშველეთ! - გაისმის მატარებლის ვაგონში სულის გამყინავი ხმა, - არის აქ ექიმი?!" "მე ვარ ექიმი! - გამოვარდა მეზობელი კუპედან ნახევრად შიშველი მამაკაცი, - ვის სჭირდება დახმარება?" "მე!!! - მხიარულად პასუხობს ერთ-ერთი მგზავრი, - მითხარით, რა ჰქვია ყელის დაავადებას? ექვსი ასოა!"

ჟ ჟ ჟ
კუჭში გამხსნელი პრეპარატის რეკლამიდან: "ჩვენი უახლესი წამალი ისე რბილად და ნაზად მოქმედებს, რომ ადამიანს ძილსაც კი არ ურღვევს!.."

ჟ ჟ ჟ
ერთი ქირურგი მეორეს ეუბნება: "იცი, როდესაც პაციენტს პირველად ფეხი მოვკვეთე, მღელვარების გამო შეცდომაც კი დავუშვი. "იმედია, არც ისე სერიოზული..." "არა-ა, უბრალოდ ფეხი ამერია..."

ჟ ჟ ჟ
ინგლისელი, ფრანგი და ქართველი ქალბატონები გათხოვდნენ. თაფლობის თვის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. ინგლისელი ქალბატონი მეგობრებს ეუბნება: "ქორწილის შემდეგ ქმარს გამოვუცხადე, რომ არც რამის გარეცხვას ვაპირებდი, არც დალაგებას და არც უთოობას! ისე გავიდა სახლიდან, ხმა არ ამოუღია. ორიოდე დღის შემდეგ უკან დაბრუნდა და რაღაც უნივერსალური მოწყობილობა მოიტანა, ინსტრუქციის მიხედვით ააწყო და ახლა ის ჩემს მაგივრად ყველაფერს აკეთებს, მე კი ვისვენებ!" ფრანგი ქალბატონი ამბობს: "ჩემს ქმარს მეც იგივე გამოვუცხადე. ისიც სახლიდან გავიდა. სამი დღე აღარ გამოჩენილა, მეოთხე დღეს დაბრუნდა და შინამოსამსახურე მოიყვანა. ახლა ის აკეთებს ყველაფერს, მე კი ვისვენებ!" ქართველი ქალის ჯერიც დადგა: "მეც ვუთხარი ჩემსას, რომ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. ისიც სადღაც წავიდა. ერთი დღე არ დამინახავს, არც მეორე დღის განმავლობაში მომიკრავს თვალი, მესამე დღეს კი მარცხენა თვალით სინათლე დავინახე..."

 

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს სიკვდილიანობის მაჩვენებლით ისევ ლიდერის პოზიცია უჭირავს. რასაკვირველია, ექიმები მრავალ დაავადებას მკურნალობენ და წამლებიც გვეხმარება, თითქმის ჩვეული რეჟიმით ვიცხოვროთ, მაგრამ რაღაცაზე უარის თქმა მაინც გვიხდება, ამიტომ უმჯობესია, თუ დაავადებამდე საქმეს არ მივიყვანთ, ამისთვის კი უნდა ვიცოდეთ, რა უყვარს გულს. გულს ყველაზე მეტად ალბათ მოძრაობა სურს. უმოძრაოდ ყოფნას ხანმოკლე ვარჯიშიც კი სჯობს. დღეში 30 წუთის განმავლობაში სიარული - ეს ის მინიმუმია, რომელიც აუცილებელია გულის ფორმაში შესანარჩუნებლად.

mkurnali.geჩემი უმცროსი ძმა მთელ დღეებს კომპიუტერთან ატარებს. ის უკვე 21 წლისაა, მაგრამ მუშაობა არ სურს. არ აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ არც სწავლის გაგრძელება უნდა. ყველაფერი მისი მეგობრის ბრალია. ნამდვილი უსაქმურია, მაგრამ ჩემი ძმა მის გარდა არავის უჯერებს... მინდა, ჩემი ძმა დამოუკიდებელ პიროვნებად იქცეს და გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს. როგორ მოვახდინო მასზე გავლენა?

ნაყოფში C, P და E ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია. მას ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას ორ წელიწადს მაინც არ დაკარგავენ. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ვაშლში.

თუ ღამით გაღვიძებული პატარა ფეხების (და არა სახსრების!) ტკივილს უჩივის, ეს კალციუმის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. კალციუმი ცილებთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის ძირითადი კომპონენტია და მას სიმყარეს ანიჭებს. გარდა ამისა, მონაწილეობს ზრდის პროცესებში, გულის, ნერვული და კუნთოვანი სისტემების მუშაობაში, სისხლის შედედების პროცესში და სხვა. ჩვილ ასაკში მისი ნაკლებობა რაქიტს იწვევს. მომდევნო პერიოდში საკვებთან ერთად კალციუმის არასაკმარისი მიღება ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს და ზრდის ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლის) განვითარების რისკს.

ბავშვი ისე არ გაიზრდება, რომ ერთხელ მაინც არ გახდეს ავად. ექიმის დანიშნულების სწორად შესრულებაზე ბევრად არის დამოკიდებული დაავადების დასასრული. არადა ყველამ როდი იცის, როგორ ჩააწვეთოს ბავშვს წვეთები ცხვირში, თვალში ან ყურში. ვინც იცის, იმედი გვაქვს, არ შემოგვწყრება და ერთხელ კიდევ გადაამოწმებს, სწორად ასრულებს თუ არა მანიპულაციებს.

 

ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.
ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა. როგორ ვუშველოთ თავს? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.
ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.

ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი უნარის) ანომალიაა: სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში ვერ იყრის თავს, ამიტომ ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს საგანს. ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც, რომელიც ზოგჯერ მემკვიდრეობით გადაეცემა და შეძენილიც, რომელიც ვითარდება თვალის ოპერაციის, ტრავმის ან ანთების შედეგად.
ასტიგმატიზმის ძირითადი მიზეზი რქოვანას სფერულობის დარღვევაა. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბროლის ზედაპირის სფერულობის დარღვევამ ან მისმა ირიბმა მდებარეობამ თვალის ოპტიკური ღერძის მიმართ.
ზოგჯერ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმი ჯამდება და ამ შემთხვევაში თვალის საერთო ასტიგმატიზმის ხარისხი იმატებს,

სასქესო ასოდან გამონადენი შესაძლოა გაჩნდეს გონორეის, ტრიქომონიაზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის, ქლამიდიოზისა და არასპეციფიკური ურეთრიტის დროს, მაგრამ ვიდრე ამ დაავადებებზე გადავიდოდეთ, იმ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას მიმოვიხილავთ, რომლის დროსაც სპეციფიკური გამონადენის არსებობა პათოლოგიად არ ითვლება.

1. ერეგირების დროს სასქესო ასოს თავზე არსებული ხვრელიდან ხშირად (თითქმის ყოველთვის) გამოიყოფა სპეციფიკური სეკრეტორული სითხე.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად