ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_8 მკურნალი #_8
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_8  მკურნალი

დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. ის მისი მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებებს მიესადაგება და შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებსა და ანტისხეულებს, რომლებიც მას ინფექციური დაავადებებისგან იცავენ. დედის რძე ბავშვთან ერთად "იზრდება" - ბავშვის ასაკობრივი მოთხოვნილების შესაბამისად იცვლება მასში ცილების, ცხიმებისა და ლაქტოზის (რძის შაქრის) თანაფარდობა. სამწუხაროდ, ყველა ქალს როდი შეუძლია, შვილს ძუძუ აწოვოს.

მარილის დეფიციტი დეპრესიის  მსგავს სიმპტომებს იწვევს
გერმანელები ყოველდღიურად 12-20 გ მარილს მოიხმარენ, თუმცა ორგანიზმს ამ ოდენობის მხოლოდ ნახევრის ათვისება შეუძლია. ცნობილია ისიც, რომ ზედმეტი მარილი სისხლის არტერიული წნევის მატებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც ეტანება მარილიან საკვებს და ამას იმით ხსნიან, რომ უმარილო საკვები დეპრესიაში აგდებთ. აიოველმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარილი თითქმის ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. მათ საცდელი ვირთხები რამდენიმე ხნით უმარილო დიეტაზე გადაიყვანეს.

სამედიცინო პრაქტიკაში გადაუდებელ მდგომარეობად მიჩნეულია პაციენტის ორგანიზმში სწრაფად მიმდინარე ისეთი პათოლოგიური ცვლილებანი, რომელთა დროსაც სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქროს. გადაუდებელ მდგომარეობათაგან განსაკუთრებით საშიშია:
1) რესპირატორული მოშლილობანი, მოხრჩობა (ასფიქსია);
2) გულსისხლძარღვოვანი მოშლილობანი: გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი;
3) ტრავმითა და მოტეხილობით გამოწვეული ტრავმული შოკი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სტატისტიკას იმედისმომცემს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გახშირდა გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამასთანავე, საგრძნობლად შემცირდა ავადმყოფების ასაკი. რეანიმაციულ განყოფილებებში უფრო და უფრო ხშირად ხვდებიან ახალგაზრდა პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. გახშირდა კარდიოლოგიური დაავადებების უსიმპტომო ან მცირესიმპტომური მიმდინარეობაც - ავადმყოფები ექიმს მაშინღა მიმართავენ, როდესაც უკვე გართულებათა მთელი თაიგულია ჩამოყალიბებული, ზოგიერთი კი საავადმყოფოში პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანით მიჰყავთ. როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თვალწინ ადამიანი ცუდად გახდა? ამ კითხვით შპს კარდიოლოგიური კლინიკის კარდიოლოგს ნინო აბაშიძეს მივმართეთ.

ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ანალიზი, მათი ხასიათისა და ლოკალიზაციის დადგენა ამ რთული სისტემის ანატომიისა და ფიზიოლოგიის საფუძვლიან ცოდნას საჭიროებს და ამიტომ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალთა კომპეტენციაა. არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანისთვის ამ პროცესების შეფასება რთული, პრაქტიკულად შეუძლებელი საქმეა, თუმცა ექიმის მოსვლამდე, კომპეტენტურ და სათანადო სამედიცინო ჩარევამდე, დაზარალებულისთვის დახმარების გაწევა მაინც საჭიროა, რადგან ხშირად სწორედ პირველ დახმარებაზეა დამოკიდებული დაავადების პროგნოზი, ადამიანის ჯანმრთელობა და ყოფნა-არყოფნაც კი. იმაზე, თუ როგორ ამოვიცნოთ ნევროლოგიური დარღვევები, როგორ აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება დაზარალებულს, რა გავითვალისწინოთ და რომელი წესები დავიცვათ, საუბარი ვთხოვეთ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ნევროლოგს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ ეკა დევიძეს:

გვესაუბრება კატასტროფის მედიცინის ბრიგადის პედიატრი თინათინ იმერლიშვილი.


- რა იწვევს ბავშვთა ასაკში კომურ მდგომარეობას, როგორ ამოვიცნოთ მოსალოდნელი კომა და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი კომაში ჩავარდა?
- ჩვილ ასაკში კომური მდგომარეობა მწვავე ინფექციური დაავადებების დროს არცთუ იშვიათია. კომური მდგომარეობა ვითარდება ისეთ ორგანოთა დაავადებისას, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ჰომეოსტაზის რეგულაცია. ეს ორგანოებია ღვიძლი, თირკმელები, პანკრეასი. მათი ფუნქციის მოშლა - ორგანიზმის მოთხოვნებზე შეუსაბამო პასუხი იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მომწამვლელად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და კომური მდგომარეობა ვითარდება.

ჭრილობები და სისხლდენა
არსებობს სამი სახის სისხლდენა:
1) სისხლი ცოტაა. ამ დროს ინფექციის საშიშროება მეტია. პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ სუფთა ქსოვილით.
2) სისხლი ბევრია. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობას რამდენიმე ფენად გაკეცილი ქსოვილი და გააკეთეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობაზე ქსოვილი კიდევ დაახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ!) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.

კომა უგონო მდგომარეობაა, რომელიც ღრმა ძილს მოგვაგონებს, მაგრამ, ძილისგან განსხვავებით, მას ერთვის გულის მუშობის, სუნთქვის რიტმის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლა. კომა შესაძლოა განვითარდეს როგორც უეცრად, ელვისებურად, ისე თანდათანობით. ამ შემთხვევაში მას წინ უძღვის პრეკომური, კომისწინარე მდგომარეობა. კომური მდგომარეობა სახიფათოა.

ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ხშირად ადამიანის ყოფნა-არყოფნა დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებაზეა დამოკიდებული, რომლის გაწევაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ან პაციენტის კლინიკაში მიყვანამდე მის ირგვლივ მყოფებსაც შეუძლიათ, მაგრამ საამისოდ აუცილებელია პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები. ამიტომ თითოეულ ოჯახში, ოფისსა თუ ავტომობილში უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაკომპლექტებული მინიაფთიაქი, რათა საჭიროებისას ადამიანის სიცოცხლისთვის ესოდენ ძვირფასი წუთები წამლისა და სახვევი მასალის ძებნაში არ დაიკარგოს.

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. უბედური შემთხვევა (ავარია, ხანძარი, სტიქიური უბედურება), ექსტრემალური სიტუაცია, ზოგიერთი დაავადების თანამდევი მძიმე მდგომარეობა (კომა, გულყრა, შოკი) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ზოგჯერ ყველაფერს წამები წყვეტს. ასეთ დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული მასზე, ვინც გასაჭირში ჩავარდნილის გვერდით აღმოჩნდება.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია იკვლევენ გამარჯვებათა ისტორიებს და წარმატებული ადამიანების პიროვნულ თვისებებს. მაშ ასე, რით განსხვავდებიან იღბლიანები უიღბლოებისგან ან როგორ მივაღწიოთ წარმატებას? მუდმივად იაქტიურეთ, შეასრულეთ შემდეგი ინსტრუქციები და დაინახავთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს.

პირველი შვილის დაბადება განსაკუთრებული მოვლენაა. ის რადიკალურად ცვლის ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებას. ამ დროს ახალბედა მშობლებს უამრავი შეკითხვა უჩნდებათ. მრავალი მათგანი შესაძლოა უცნაურიც კი მოგეჩვენოთ.


საჭიროა თუ არა ბავშვის შეხვევა, შეკვრა?
გააჩნია, რას გულისხმობს მშობელი "შეხვევაში". რა თქმა უნდა, პატარას ეგვიპტურ მუმიასავით შეფუთვა არ შეიძლება.

როგორ გავართოთ ბავშვი, რომელიც ჯერ მხოლოდ დაცოცავს, ხოლო დედას აუცილებელი საქმე აქვს? ყველას სჯობს, მას დედის გვერდით გამოვუძებნოთ გასართობი. როგორც კი პატარა ცოცვას დაიწყებს, მისთვის თვალყურის დევნება ძალიან ძნელი გახდება. თუ ერთი წუთის წინ ის თავის სათამაშოებს ეპოტინებოდა, წუთის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ დერეფანშია და მამის ფეხსაცმლის თასმას პირისკენ მიაქანებს ან მეორე ოთახში გასულა და რომელიღაც ელექტროხელსაწყოს ჩართვას ცდილობს...

"წინ, ოღონდ ნაბიჯ-ნაბიჯ!" - სწორედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ბავშვის ადრეული განვითარების დევიზი. ნელ-ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ! პატარა უკვე დაიბადა. დედამ სწრაფად აითვისა მისი მოვლისთვის აუცილებელი რჩე-ვები - ჩაცმა, ბანაობა, კვება. უკვე დროა, მშობელმა ბავშვის განვი-თარებაზე იზ-რუნოს. როგორ დავიწყოთ? - მყისვე იბადება კითხვა. სინამდვილეში კი არავი-თარი პრობლემა არ არსებობს, ვინაიდან პატარას განვითარების აუცილებელი ფაქტორები - სიყვარული, გადაწყვეტილების ურყევობა და განვითარების სურ-ვილი - მშობელს უკვე აქვს.

პედაგოგები და ფსიქოლოგები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ბავშვთა გადაღლის შესახებ. რატომ იღლებიან პატარები და როგორ დავეხმაროთ მათ?
მთელი სამყარო განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება. განსაზღვრული სიხშირით ძგერს გული, ხმაურობენ ზღვის ტალღები, დღეს ღამე ცვლის, ზამთარს - ზაფხული... რიტმი აწესრიგებს დროსა და სივრცეს, ეხმარება ადამიანს მოსალოდნელი მოვლენების განჭვრეტაში. ჩვენც რიტმულად ვსუნთქვთ, გვაქვს განსაზღვრული ბიორიტმი, ამ რეჟიმით ვმუშაობთ და ვისვენებთ, ვიძაბებით და ვეშვებით...

ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა ექიმების ყურადღება ჯერ კიდევ ოთხი საუკუნის წინათ მიიპყრო. ხუთი თვის ჩვილის გაკვეთის შედეგად ერთადერთი პათოლოგია - გადიდებული მკერდუკანა ჯირკვალი აღმოაჩინეს.

რას წარმოადგენს მკერდუკანა ჯირკვალი?
მკერდუკანა ჯირკვალი, თიმუსი, მკერდის ძვლის ზემოთ მდებარეობს.

ერთად თამაშს ბავშვები 3-5 წლის ასაკში იწყებენ. ბიჭებს მანქანებით თამაში იტაცებთ, გოგონებს - დედაშვილობანა... ამ დროს სათამაშო ბავშვების დამაკავშირებელ მთავარ რგოლად იქცევა. თქვენი ამოცანაა, გამოუმუშაოთ თქვენს პატარას ურთიერთობის ჩვევები, ასწავლოთ, უწილადოს და ათხოვოს თავისი სათამაშოები სხვა ბავშვებს. იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად რთული ამოცანა დგას თქვენს წინაშე, თავდაპირველად გაარკვიეთ, ამჟღავნებს თუ არა თქვენი პატარა სიძუნწეს.

მამაკაცთან საერთო ენის პოვნა ყოველთვის ჭირს, ვინც არ უნდა იყოს ის - ქმარი, შეყვარებული, შვილი, უფროსი, მეგობარი თუ წყალსადენის ოსტატი. როგორ მოვახერხოთ, რომ:
1. შევინარჩუნოთ მამაკაცის ყურადღება;
2. ვაიძულოთ, იყოს გულუხვი;
3. ვასწავლოთ ქმარს, იშოვოს ფული და ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში დაეხმაროს;

გვესაუბრება თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის ცენტრის ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ლადო წიქარიშვილი.

- ბატონო ლადო, რედაქციაში უამრავი შეკითხვა მოდის სამწვერა ნერვის ნევრალგიის შესახებ. ვიდრე უშუალოდ ამ თემას შევეხებოდეთ, იქნებ გვითხრათ, რა ფუნქცია აკისრია ამ ნერვს.

ბრძოლა ათეროსკლეროზს
ათეროსკლეროზი ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი რეცეპტი ამ საშინელი დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად. მეც მაქვს ჩემი საიდუმლო, რომელსაც სიამოვნებით გავუმხელ თქვენს მკითხველს. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი. ის უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, სასურველია, ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ბოლო ხანს ხშირად გვესმის ცხოველთა დაავადებების შესახებ. ამის საილუსტრაციოდ ცოფი და ლეიშმანიოზიც საკმარისია. ერთ-ერთ გავრცელებულ დაავადებაზე - ლეპტოსპიროზზე, მისი
პროფილაქტიკისა და გამოვლინების თავისებურებებზე გვესაუბრება ვეტერინარული კლინიკა "ზოოპლაზას" ექიმი, ვეტერინარი მარიკა ჩხიკვიშვილი.

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ბოლოთაშვილი.

SmileSmileSmile
მოხუცი ქალბატონი ექიმის კაბინეტში შევიდა: "ექიმო, ქოშინი მაწუხებს". ექიმმა ყურადღებით გასინჯა პაციენტი და ქოშინის მიზეზი რომ ვერ აღმოაჩინა, ჰკითხა: "ბებია, მაინც როდის გივარდებათ ქოშინი?" "როცა ავტობუსს მივდევ".

გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება


იწურება დიდი მარხვა და მთელი მართლმადიდებელი სამყარო ეგებება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მართლმადიდებელ სამყაროში უძველესი დროიდან არსებობს სააღდგომოდ კვერცხების შეღებვისა და აღდგომის დღესასწაულზე ერთმანეთისთვის გაცვლის ტრადიცია. ეს ტრადიცია სათავეს მოციქულთა სწორის, წმინდა მარიამ მაგდალინელისგან იღებს.

mkurnali.geასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ერთად ბრონქებში წარმოიქმნება დიდი ოდენობით სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს. დაავადების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობისაა, უმნიშვნელო ხიხინითა და სუნთქვის მცირედი გაძნელებით დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში შეტევით დამთავრებული. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, მის კონტროლს მივაღწიოთ.

mkurnali.geთანაკურსელი შემიყვარდა, მაგრამ ის ჩემს მიმართ ინტერესს არ იჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და საერთო მეგობრებიც გვყავს. რამდენიმეჯერ ვცადე მისი პაემანზე დაპატიჟება, მაგრამ სხვადასხვა საბაბით უარი მითხრა. შეიძლება თუ არა, რამე შევცვალო? თუ შევეგუო, რომ არ მოვწონვარ?

თუ თქვენი მონათხრობით ვიმსჯელებთ, ამ ყმაწვილს თქვენ მიმართ ნამდვილად არ ჰქონია სიმპათია, ამის გამოსწორება კი ძნელია. ადამიანს ვერ აიძულებ, უყვარდე. აქტიურმა მოქმედებებმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

თუ თმის შეღებვისას შეცდომა დავუშვით, საუკეთესო შემთხვევაში არასასურველ ფერს მივიღებთ, უარესში კი დიდია ალბათობა, თმა ან კანი დავიზიანოთ.

სინჯი ალერგიაზე
ჩვენს მკითხველს, სავარაუდოდ, ალერგიული რეაქცია განუვითარდა. ამის თავიდან ასაცილებლად საღებავი წინასწარ უნდა შეამოწმოთ: შეღებვამდე 1-2 დღით ადრე უნდა აირჩიოთ კანის პატარა უბანი კისრის უკანა ზედაპირზე,

ძაღლები უმთავრესად ორ დაავადებას ავრცელებენ - ლეპტოსპიროზს (ინფექციურ სიყვითლეს) და ცოფს. ლეპტოსპიროზით ადამიანი შესაძლოა დაავადდეს ისეთ წყალთან კონტაქტისას, რომელიც დაბინძურებულია ინფიცირებული ცხოველის გამონაყოფით (ნერწყვით, შარდით). დაავადება იწვევს ზოგად ინტოქსიკაციას, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული სისტემის, კუნთების დაზიანებას. ცოფი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ლეტალურად სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომატიკის მქონე ავადმყოფის გადარჩენა შეუძლებელია. ადამიანი ინფიცირდება დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრისას  (კბენის, დაკაწვრის, დადორბვლის) შედეგად.

ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად