ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_7 მკურნალი #_7
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_7  მკურნალი

უსიამოვნებანი, რომლებსაც ცხოვრებისეულ პრობლემებს ვუწოდებთ, დროთა განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არღვევს. მუდმივ სტრესს, განცდებს, დატვირთვას უამისოდაც დაღლილი სხეულის ყველაზე დიდი ტუმბო მდგომარეობიდან გამოჰყავს. ისიც უფრო და უფრო ხშირად გვახსენებს თავს მსუბუქი ჭვალით, ჩხვლეტით, გულისცემის გაძლიერებით. ყოველ ასეთ "სიგნალს" სამედიცინო თვალსაზრისით თავისი მნიშვნელობა აქვს. 

 

ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაში ბრალი ერთსა და იმავე გენებს მიუძღვით
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებიც ყოველგვარი დამოკიდებულების ფორმირებას იწვევს. ათწლეულების განმავლობაში ტოქსიკომანიის განვითარების მიზეზთა ძებნა თივაში ნემსის ძებნას ჰგავდა, მაგრამ ამერიკელებმა საწადელს მიაღწიეს. ვირჯინიისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა ამ საკითხს საგანგებო კვლევა მიუძღვნა.

ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი საკვებს ყოველგვარი სიტუაციური გააზრების გარეშე იღებდა. კვების არსსა და მნიშვნელობაზე მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაფიქრდნენ. ამ პერიოდში განვითარდა ენერგეტიკულად დაბალანსებული კვების თეორია და

იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი, ენერგიული, ჩინებულ ფიზიკურ და სულიერ ფორმაში, აუცილებელია ვიკვებოთ სწორად, მაგრამ კვების უამრავი მეთოდიკიდან როგორ ავირჩიოთ ის, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის იქნება მისაღები, სასარგებლო და ეფექტური? ამ საკითხზე სასაუბროდ ვეწვიეთ თსსუ-ის შინაგან სნეულებათა კათედრის #1 ენდოკრინოლოგიის მიმართულების თანამშრომელს, მედიცინის დოქტორს ქეთევან გოგიბერიძეს.

ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად გესმის სიტყვა "მარხვა". რესტორნებში, კაფეებში, დაწესებულებათა სასადილოებშიც კი იყიდება სამარხვო კერძები. სულ უფრო მეტი ადამიანი ინახავს აღდგომის, შობის, პეტრეპავლობის, მარიამობისწინა მარხვას. ბევრმა იცის, რომ ამ პერიოდში არ შეიძლება ცხოველური საკვების ჭამა, მაგრამ ცოტა თუU აქცევს ყურადღებას იმას, რომ მარხვა მოწევისა და დალევისგან თავის შეკავებასაც გულისხმობს. თუმცა იმის შესახებ, კიდევ რა იკრძალება ამ პერიოდში და საერთოდ, რატომ უნდა შევინახოთ მარხვა, ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

მედიკამენტებით მკურნალობისას ზოგჯერ (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ინტოქსიკაციის დროს) განსაზღვრული დიეტის დაცვაც არის საჭირო, სხვა შემთხვევებში კი აუცილებელია ამა თუ იმ მედიკამენტის საკვებ პროდუქტებთან ურთიერთქმედების გათვალისწინება და თერაპიის რაციონალურად დაგეგმვა. ანტიბიოტიკებს არავითარ შემთხვევაში არ მიაყოლოთ რძე.

შიმშილობა ადამიანისთვის სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს. ამ დროს ძლიერდება ადრენოკორტიკო-ტროპული ჰორმონის, კატექოლამინების, გლუკაგონის, გლუკოკორტიკოიდებისა და ვაზოპრესინის სეკრეცია. ჩამოთვლილი ჰორმონები ააქტიურებენ ლიპაზას - ცხიმების დამშლელ ფერმენტს - და ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილიდან ცხიმების მობილიზებას. ამ დროს სისხლში ცხიმები გადადის ძირითადად თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სახით, რომელთაც შეუძლიათ, ორგანიზმი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმარისი ენერგიით უზრუნველყონ. ნორმალური წონის ადამიანს "ენერგეტიკული ცხიმის" დაახლოებით 9 კგ-მდე მარაგი აქვს.

როდესაც ადამიანი თავს რაიმეს უკრძალავს, გარკვეულ პირობებს უყენებს და ჩარჩოებში აქცევს, ეს პრობლემებს უქმნის მის ფსიქიკას. მით უმეტეს, როდესაც საქმე სასიცოცხლო მოთხოვნილებებს ეხება. დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა განსაზღვრულ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია - ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. საზოგადოდ, დიეტა უმრავლესობისთვის სტრესული მდგომარეობაა. რაც უფრო მძიმეა მისი პირობები, მით უფრო ღრმაა სტრესი. დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებს, ქორწილებს, დაბადების დღეებს, რის გამოც ვეღარ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. დიეტაზე მყოფ ადამიანს, როგორც წესი, ეცვლება განწყობა, უფრო მეტად უარყოფითი ემოციების ტყვეობაში ექცევა.

ჭარბი წონა ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირად - ასიდან 5-10 შემთხვევაში - გვხვდება. ვგულისხმობთ დაავადების კონსტიტუციურ-ეგზოგენურ ფორმას, როდესაც სიმსუქნე პირველადი პათოლოგიაა და არა ენდოკრინული ან ნერვული დაავადების შედეგი. კონსტიტუციურ-ეგზოგენურმა სიმსუქნემ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. მისი მკურნალობის მთავარი მეთოდი დიეტოთერაპიაა. მაგრამ რამდენად უვნებელია დიეტა მზარდი ორგანიზმისთვის? ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

შემოქმედებითი პოტენციალით ყველა როდია დაჯილდოებული, მრავალი ჩვენგანის არსებაში კი ის ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე. ფსიქოლოგთა რჩევით, შემოქმედებით პოტენციალს "გზა ფართო" უნდა მიეცეს, პიროვნებას კი - თვითრეალიზაციის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ფსიქიკაში არასასურველი ცვლილებები დაიწყება. თუ პიროვნული რეალიზაციისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენების პრობლემა თქვენთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია, ეცადეთ გაარკვიოთ, როგორი შემოქმედებითი პოტენციალი გაქვთ. (პასუხის სამი ვარიანტიდან შეარჩიეთ ერთი).

სწორი კვების კრიტერიუმი ის კი არ არის, რამდენი საკვები მიიღო ან რამდენი კილოგრამი მოიმატა ბავშვმა, არამედ ის, რამდენად შეესაბამება ასაკს მისი ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარება. თუ ბავშვი სწორად იკვებება, 6-8 თვისას პირველი სარძევე კბილები უნდა ამოეჭრას, მაგრამ ხშირად მათი ამო-სვლა გვიანდება. რისი ბრალია ეს? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს სტომატო-ლოგიური კლინიკა "ალმადენტის" ხელმძღვანელი თამარ წერეთელი.

უკანასკნელ ხანს ტუბერკულოზით ავადობამ მთელ მსოფლიოში იმატა. ავადმყოფობენ ბავშვებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ამ დაავადებასთან ბრძოლის ძირითადი მიმარ-თულებები - დაავადებულთა გამოვლენა და იმუნიზაცია. ჩვენი სტუმარია საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის DOTS სტრატეგიის კოორდინატორი ლალი ჯანაშია:

როდესაც ხედავთ, რომ თქვენი შვილი მუსიკის თანხლებით საათობით ცეკვავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეს მოსწონს და შესაძლოა, ნიჭიც კი ჰქონდეს. 5-6 წლის ასაკში სავსებით დასაშვებია, ბავშვმა ცეკვის შესწავლა დაიწყოს. ამ ასაკის ბავშვი უკვე ხვდება, რას მოითხოვენ მისგან, მზად არის ფიზიკური დავალებების შესასრულებლად. სასურველია სკოლა ან სტუდია სახლთან ახლოს იყოს, რათა გზამ ზედმეტად არ დაღალოს ბავშვი - რეპეტიცია ხომ კვირაში 2-3-ჯერ მაინც ტარდება.

სარეპეტიციო დარბაზში

კარგმა ქორეოგრაფმა და პედაგოგმა კარგად იცის, როგორ დააინტერესოს ბავშვი ცეკვის ხელოვნებით, მისთვის გასაგებ ენაზე უხსნის საჭირო ილეთსა და ცეკვის შინაარსს.

ხშირად ნანატრ პატარას ზომაზე მეტად ანებივრებენ. მშობლებს მიაჩნიათ, რომ რაკი შვილს დიდხანს ელოდნენ, მისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოიყენონ. რა თქმა უნდა, კარგია, როცა პატარას კარგად აცვია, აქვს კარგი სათამაშოები და წიგნები, დისკების კოლექცია და კომპიუტერი, დადის ძვირად ღირებულ მასწავლებლებთან, მაგრამ ცუდია, თუ ეს ყოველივე თვითმიზნად იქცა. საუკეთესოთი ბავშვის უზრუნველყოფის სურვილი თავისთავად ცუდი არ არის - ზოგიერთი ოჯახისთვის ეს სტიმულია, რათა უფრო მეტად განვითარდეს, გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა,

ისტორიას ახსოვს მრავალი ექიმი, რომლებიც ავადმყოფობის დროსაც კი არ ივიწყებდნენ პროფესიას და დაწვრილებით აღწერდნენ თავიანთ მდგომარეობას, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ მედიცინის განვითარებაში. ქებათა ქება მათ! მაგრამ არსებობდნენ (და არსებობენ!) ისეთებიც, რომლებიც ნებით, შეგნებულად იავადებდნენ თავს უცნობი ან ბოლომდე შეუსწავლელი სნეულებით, რათა რომელიმე ჰიპოთეზა ექსპერიმენტით შეემოწმებინათ. ამჯერად სწორედ ამ გმირების შესახებ მოგითხრობთ.

  • სტრესის გამო არეულ მენსტრუაციას ბალახები მოგიწესრიგებთ
    მენსტრუაციის შეწყვეტა ხშირად გაციებით ან სტრესით არის გამოწვეული. ამ დროს დაგეხმარებათ: გვირილა. თუ მენსტრუაცია რამდენიმე დღით იგვიანებს, დალიეთ 2 ჩაის ჭიქა გვირილის ცხელი ნაყენი ერთ ჯერზე; მიხაკი და დარიჩინი. დაასხით არაყი და გააჩერეთ 2 კვირა (თავდახურული). მენსტრუაციის გადაცდენისთანავე მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჩაის კოვზით; ალოე. შაქარზე დააწვეთეთ 8-10 წვეთი ალოეს წვენი და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ მენსტრუაციის დასარეგულირებლად.
გულის კუნთის (მიოკარდიუმის) დისტროფიული ცვლილებების დროს სამკურნალო დიეტა გულის კუნთს ენერგეტიკული და
"შაქრიანი დიაბეტი" - ეს დიაგნოზი ბევრს საბედისწერო განაჩენად მიაჩნია. უცნაურია, მაგრამ ამის მიზეზი ხშირად არც

მრავალი დაავადების დროს იზღუდება ან საერთოდ იკრძალება ზოგიერთი პროდუქტი, კერძოდ, ის, რომელსაც შეუძლია, ქრონიკული დაავადებების გამწვავება ან მწვავე ფორმის გაღრმავება გამოიწვიოს. და პირიქით, ზოგიერთ პროდუქტს შეუძლია, სასარგებლო გავლენა მოახდინოს ამ თუ იმ დაავადების მიმდინარეობაზე. არის შემთხვევები, როდესაც სწორად შერჩეული დიეტა წამლებზე უარის თქმის ან მათი დოზისა და რაოდენობის შემცირების  საშუალებას იძლევა. საკვებს შეუძლია, წამლის მოქმედება გააძლიეროს ან შეასუსტოს. ამ ფაქტორების, დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის გათვალისწინებით ექიმი ინდივიდუალურად ადგენს დიეტურ რაციონს.

რამდენი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად, იმდენივე რჩევას მოისმენთ იმის შესახებ, როგორ გავხდეთ სწრაფად და თავიც კომფორტულად ვიგრძნოთ. ყველა ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა.


ატკინსის დიეტა
ამერიკელი დიეტოლოგის რობერტ ატკინსის მაღალცხიმოვან და მაღალპროტეინულ დიეტას საფუძვლად უდევს რაციონიდან ნახშირწყლების გამორიცხვა. ნახშირწყლების ოდენობა დღეში 20 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ნებადართულია სოკო, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის მცენარეული ცილა. რაც შეეხება პურს, ბოსტნეულს, ხილს, მაკარონს, ფუნთუშებს, შაქარს, ისინი თითქმის მთლიანად ირიცხება რაციონიდან. უმნიშვნელო ოდენობის ნახშირწყლოვან პროდუქტსაც კი დიეტის ეფექტურობა ნულამდე დაჰყავს.

პოლ-პალას ხალხურ მედიცინაში "ბუნებრივ ქირურგს" უწოდებენ. ეს ბალახეული მცენარე უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მისი ლათინური სახელწოდებაა Aerva Lanata. პოლ-პალა ტროპიკული სარტყლის რამდენიმე ქვეყანაში მოჰყავთ, თუმცა შედგენილობითა და, შესაბამისად, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შრი-ლანკაზე მოყვანილი მცენარე, რომელსაც ფარმაცევტული ფირმები ისტორიული წესით აგროვებენ და საგანგებოდ ამუშავებენ.

თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: გაზაფხულს სითბოსთან, ყვავილებსა და კარგ განწყობასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მოაქვს. მათ შორის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია ანემია.

რა არის ანემია
სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება. ეს უჯრედებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები.

მამაკაცის ცხოვრებაში არის კრიზისული პერიოდები, რომელთაც ის მძიმედ განიცდის. შეიძლება თუ არა, ამ დროს მას რამით დავეხმაროთ? როდესაც მამაკაცი აღწევს კრიზისის პიკს, ასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდივით იწყებს ყოველივე ზედმეტის მოცილებას - თანდათან კარგავს აზროვნების, თავდაცვის უნარს, გარესამყაროს მიმართ ინტერესს... ის ერთგვარი ავტოპილოტის რეჟიმში ცხოვრობს. გარემომცველ სინამდვილეს ყურადღებას, პრაქტიკულად, არ აქცევს, მხოლოდ საკუთარ განცდებზეა კონცენტრირებული და რომ არა მოვალეობათა მთელი წყება, ის სულიერი განცდების მორევში ჩაიძირებოდა.

კვების რეჟიმი ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში ყველაფერს, რაც ზრდისთვის სჭირდება, ნაყოფი დედის სისხლიდან იღებს. მაშასადამე, ორსულობისას კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი საკვები უნდა მივირთვათ. პრინციპი "ორჯერ მეტი" მხოლოდ საკვების ხარისხს ეხება. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.

mkurnali.geკომპანიას, სადაც მე ვმუშაობ, პუნქტუალური ხელმძღვანელი ჰყავს. ის სამსახურში ყველაზე ადრე მოდის და აკონტროლებს, ვინ და რამდენი ხანი დაიგვიანა. მე ყოველთვის თავის დროზე მივდივარ, მაგრამ ამისთვის ძალიან ადრე ვდგები, ვჩქარობ, ვნერვიულობ, ვუყვირი ბავშვს, რომელიც ნელა ემზადება. დარწმუნებული ვარ, ერთხელ რომ დავაგვიანო, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, განუწყვეტლივ ვშფოთავ.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად