ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_6 მკურნალი #_6
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_6  მკურნალი

როგორ მივაჩვიოთ ახალგამომცხვარი მამა პაწაწინას მოვლას? სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საამისოდ მამიკოს ინიციატივის გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ. თანამედროვე მიდგომებისა და მშობელთა სკოლების წყალობით დედებთან ერთად სულ უფრო მეტი მამა ემზადება პაწაწინასთან შესახვედრად. ეს ძალიან კარგია - როცა მამაკაცი აქტიურად არის ჩართული ოჯახის საქმიანობაში, ის თავს ბედნიერად გრძნობს და მისი ბედნიერება დედასა და შვილსაც გადაედება.

აშშ-ში მხარს უჭერენ აკვიატებულ მდგომარეობათა მკურნალობას ტვინის ელექტროსტიმულაციის გზით
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მხარი დაუჭირა აკვიატებულ მდგომარეობათა ტვინის ელექტროსტიმულირებით მკურნალობას.
აკვიატებული მდგომარეობები (obsessive-compulsive disorder) ფსიქიკური დარღვევაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ უჩნდება აკვიატებული აზრები ან შიშები (აკვიატებული იდეები). ის ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს მღელვარების გამომწვევ აზრებს ასევე აკვიატებული და დამღლელი ქმედებების (რიტუალების) დახმარებით.

ცხოველთა გამონაყოფებს, მათ ორგანოებსა და ქსოვილებს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, თუმცა ეს პროცედურები უმეტესად რელიგიურ-მისტიკურ რიტუალებს წარმოადგენდა და არაფერი ჰქონდა საერთო სამედიცინო მოსაზრებებთან. ჰორმონების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მე-19 საუკუნეში ფიზიოლოგებმა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები აღმოაჩინეს. აქედან მოყოლებული, ცხოველური წარმოშობის სამკურნალო საშუალებათა ფართო გამოყენება დაიწყო.

ინსულინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და ენდოკრინული სისტემის დაავადებათა სამკურნალო სხვა პრეპარატების გამოყენების თავისებურებათა განხილვის გარეშე ჰორმონული პრეპარატების შესახებ საუბარი შეუძლებელია. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ ჩვენს მთავარ თემას ენდოკრინოლოგთან
ვიზიტით. გვესაუბრება "ავერსის კლინიკის" ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი.
რა ადგილი უკავია ჰორმონულ პრეპარატებს თანამედროვე მედიცინაში, რა აინტერესებთ ჩვენს პაციენტებს, როგორია მედიკოსთა მოსაზრებები და რეკომენდაციები? ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმი ლელა გვინცაძე.

ბოლო ხანს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ ინტერესმა იმატა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, რაც, ერთი მხრივ, იწვევს მოსახლეობის დაბერებას, მეორე მხრივ კი მოითხოვს ხანდა-ზმულთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მეთოდების დანერგვას, ვინაიდან ხანდაზმული ასაკის წილად ცხოვრების თითქმის მესამედი მოდის.

ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს დიდი როლი აკისრიათ კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალო-ბაში. მათი ეფექტი განპირობებულია ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული მოქმედებით. გარდა ამისა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები თრგუნავენ ფიბრობლასტების მიერ კოლაგენების სინთეზს, რაც მეტად მნიშვნელოვანია რიგი ქრონიკული დერმატოზის მკურნალობისას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კორტიკოსტეროიდების ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებაც, რომელიც ასევე მთავარ როლს ასრულებს მქავანა დერმატოზების მკურნალობაში.

მცენარეული ინსულინი ყველა დიაბეტიანისთვის      ხელმისაწვდომი იქნება
კანადის ბიოტექნიკურმა კომპანიამ SemBioSys Genetics-მა განაცხადა, რომ მცე-ნარეებისგან ადამიანის ინსულინის წარმოებას იწყებს. ნედლეულად გამოყენე-ბულ იქნება გენეტიკურად მოდიფიცირებული ალისარჩული (Carthamus tincto-rius) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. ალისარჩულის მარცვლებში ადამიანის ინსულინის შემცველობა მასში შემავალი ცილების 1,2%-ია. მის მემკვიდრეობით მასალაში ჩართულია ადამიანის

ალერგიული თუ სხვა დაავადებების დროს ბავშვებს არცთუ იშვიათად უნიშნავენ სტეროიდულ პრეპარატებს, მაგრამ მათი გამოყენებისას ყოველთვის იღებენ მხედველობაში პაციენტთა ასაკობრივ თავისებურებებს. მაინც რა თავისებურებები ახლავს თან სტეროიდულ მკურნალობას ბავშვთა ასაკში? გვესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე:

- ბავშვებში ხშირია კანის ალერგიული დაავადება - ატოპიური დერმატიტი, რომლის სამკურნალოდაც სტეროიდული პრეპარატების გარეგან ფორმებს იყენებენ. აქვს თუ არა რაიმე თავისებურება პედიატრიულ პრაქტიკაში სტეროიდების გამოყენებას? მოსალოდნელია თუ არა უკუეფექტები?

თანამედროვე რევმატოლოგიაში ანთებითი პროცესებით დაზიანებულ სახსრებში, მათ სინოვიურ ჩანთებსა და მყესებში სამკურნალოდ უფრო და უფრო ხშირად შეჰყავთ სტეროიდული პრეპარატები. სახსარშიდა ინექციებს საკმაოდ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს და გაუსაძლისი ტკივილებისგან გატანჯული პაციენტიც პირველივე ინექციის შემდეგ შვებას გრძნობს. სახსარშიდა ინექციები კორტიკოსტეროიდებით ხორციელდება, რის გამოც მანიპულაციის შესახებ ექიმთა მოსაზრებანი ყოველთვის ერთნაირი არ არის. როგორ უნდა ჩატარდეს და რა უნდა გაითვალისწინოს
სპეციალისტმა ჰორმონული პრეპარატებით სახსარშიდა ინექციის დროს, ამაზე რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება:

ჰორმონული პრეპარატები ინიშნება როგორც მსუბუქი და საშუალო, ისე მძიმე დაავადებების სამკურნალოდ.

მათი მიღებისას აუცილებელია რეჟიმის დაცვა. უმჯობესია, ისინი დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიიღოთ. როდესაც ადამიანი ჰორმონულ მედიკამენტს რეგულარულად სვამს, ერთხელაც რომ გამოტოვოს, შესაძლოა, ამან სისხლში მკვეთრად დასცეს საჭირო ჰორმონის დონე.

ალერგია XXI საუკუნის დაავადებაა. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მისი რომელიმე ფორმა არ განეცადოს. ალერგიის გამოვლინებები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: ალერგიულ დაავადებებად და ალერგიულ მდგომარეობებად (ალერგიულ რეაქციებად). ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ ხშირად იყენებენ ჰორმონულ პრეპარატებს. ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო ცენტრალური კლინიკის ექიმ-ალერგოლოგს მაია ტატიშვილს.

გაკაჟება
დადგა გაზაფხული, მოვიდა დრო, ჩვენმა პატარებმა გაცილებით მეტი ხანი გაატარონ სუფთა ჰაერზე. როგორ მოვამზადოთ საამისოდ ბავშვის ორგანიზმი, როგორ დავიცვათ პატარა გაციებისგან?

გაკაჟების წესები
გაკაჟება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ. იგი არა მარტო გაციებისგან დაიცავს პატარას, არამედ ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი,

ცხოვრება უცნაურია: მშობლებს ბავშვობა ენატრებათ, შვილებს კი ერთი სული აქვთ, გაიზარდონ, ამიტომ ყველაფერში თავიანთ კუმირებს - უფროსებს - ბაძავენ. პატარები ხედავენ, რომ უფროსები ბევრ რამეს სიტყვის ძალის წყალობით აღწევენ და თვითონაც ცდილობენ, გამოიგონონ სიტყვები, რითმები, მსგავსებანი, მაგრამ ხშირად მათი სახუმარო გამონაგონი სხვებში წყენასა და აგრესიას იწვევს. სწორედ მაშინ ხვდება ბავშვი, რომ შეუძლია, თავისი მიგნება თანატოლთა გრძნობებზე ბატონობისთვის გამოიყენოს.

თანამედროვე ბავშვები კომპიუტერს თითქმის პამპერსის ასაკიდან ეცნობიან. როგორია ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები? დღეს კომპიუტერის გარეშე ცხოვრება ადამიანთა უმრავლესობას ვეღარც კი წარმოუდგენია. ამერიკაში ეს ტექნიკა უკვე ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა და ბავშვებიც მცირე ასაკიდანვე ეცნობიან მას, სკოლის ასაკისთვის კი საკმაოდ კარგი მომხმარებლები არიან. კომპიუტერი მართლაც აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, მრავალი შეკითხვა იჩენს თავს.

დღეს როგორც შეხვდებით, ისევე დაასრულებთ, ამიტომ სასურველია, ყოველ დილით, ადგომამდე, მოთელვა შეასრულოთ.

რა საჭიროა ეს?
თუ გაღვიძებისთანავე წამოდგებით, შინაგანი ორგანოებისა და კუნთების კაპილარები, რომლებიც ღამით მოდუნებული იყო, გააქტიურებას ვერ მოასწრებს და თავისი ფუნქციის შესრულებას მოუმზადებელი შეუდგება.
საწყისი პოზიცია:

ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში შესვლამდე რიგში ჩადგომა მომიხდა. მომსვლელთა უმრავლესობა ღიმილით ირაკლი ექიმს ახსენებდა, თუმცა "შეცდომას" იქვე ასწორებდა და პროფესორ ოთარ ტატიშვილს კითხულობდა. გარკვეული ხნის შემდეგ ბატონი ოთარის კაბინეტის კარი ჩემთვისაც გაიღო და ჩვენი ინტერვიუც შედგა.

იმისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ, მართლაც აუცილებელია, მივდიოთ ცხოვრების აქტიურ წესს და რაციონალურად ვიკვე-ბოთ. თუ კვებისა და ცხოვრების რეჟიმს სათანადო ყურადღებით მოვეკი-დებით, ახალგაზრდობასაც დიდხანს შევინარჩუნებთ და ჯანმრთელობასაც, თუმცა სხვადასხვა ასაკში ამისთვის სხვადასხვაგვარად უნდა ვიზრუნოთ.

25-დან 35 წლამდე
ამ დროს ორგანიზმში ცხიმი ჯერ არც ისე აქტიურად გროვდება, თუმცა მასთან ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში უნდა დავიწყოთ. 10 წლის შემდეგ დაგროვილი ცხიმის ერთბაშად მოშორება გაცილებით ძნელი იქნება.

მრავალი ჩვენგანი კარგად იცნობს საკუთარ თავს, საღად აფასებს თავისი აქტივობის დონეს და ავლენს კიდეც მას საჭიროებისამებრ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, არც კი იცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს. ქვემოთ მოცემული კითხვარის მეშვეობით თქვენ განიმტკიცებთ აზრს საკუთარ პიროვნებაზე ან რაიმე ახალს აღმოაჩენთ. უპასუხეთ კითხვებს "კი" ან "არა":

ნაღვლის ბუშტმა თუ შეგვაწუხა
ახალგაზრდობიდანვე მაწუხებდა გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო, მომწარო გემო პირში, განსაკუთრებით - დილაობით, და ტკივილი კუჭის თავიდან ოდნავ მარჯვნივ. ხანდახან ტკივილი იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

მინერალებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციობისთვის. მათი მეშვეობით სტაბილიზდება ბიოქიმიური და უჯრედშორისი პროცესები. შეუცვლელია მინერალების როლი ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებში. მენდელეევის პერიოდული სისტემის 109 ელემენტიდან ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის მხოლოდ ოცია საჭირო. თხუთმეტი მათგანი სასიცოცხლოდ აუცილებელია და ორგანიზმს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიეწოდოს საკვებთან ერთად ან სპეციალური მინერალური კომპლექსების საშუალებით. დანარჩენ ხუთს ადამიანი ჰაერიდან და წყლიდან (სუნთქვისა და სმის დროს) იღებს.

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა რაქიტით დაავადებული 30 აფრიკელი ბავშვი გამოიკვლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძუძუს აწოვებდნენ,

ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება. ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

თქვენ გგონიათ, ამქვეყნად ყველაფერს თვითონ წყვეტთ? ცდებით! აღმოჩნდა, რომ ქმედებათა დიდ ნაწილს... ჰორმონები გვკარნახობენ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ორგანიზმი მოლეკულების, ატომებისა და სხვა ქიმიურ შენაერთთა ხმაშეწყობილი ორკესტრია, დირიჟორის როლს მასში უდავოდ ჰორმონები შეასრულებენ. სწორედ მათი მითითებით წყდება, ვინ იქნება "პირველი ვიოლინო" თუ "დასარტყამი ინსტრუმენტი" და ვინ შეასრულებს სოლო პარტიას. ამიტომ სასურველია, ბევრი რამ ვიცოდეთ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ...

კისტა პირის ღრუს კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. ის ნელა იზრდება და არც მეტასტაზი-რება ახასიათებს. მიუხედავად ამისა, საშიშია, ვინაიდან შეუძლია, სრულიად დაშალოს ყბის ქსოვილი და მძიმე დაავადებების მიზეზად იქცეს. როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ კისტებს? ამაზე შპს #1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ქირურგი თინა ჩრდილელი გვესაუბრება.

mkurnali.geმყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ ისინი მოსაწყენი და უინტერესო ადამიანები არიან, არავითარ ფანტაზიას არ ამჟღავნებენ. ჩვეულებრივ, მეორე-მესამე პაემანზე შინ მეპატიჟებიან და ტელევიზორს ვუყურებთ... რამდენჯერმე სიტყვა გადავუკარი, რომ შესანიშნავად შეიძლება გავატაროთ დრო, თუ გავისეირნებთ ქალაქში, პარკში, შევალთ კაფეში ან კინოში, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ნუთუ ვერ ამჩნევენ, როგორ ატარებენ დროს სხვა წყვილები?

ეცადეთ, თქვენს თაყვანისმცემლებს სიტყვა კი არ გადაუკრათ, არამედ პირდაპირ უთხრათ, რაც გსურთ. მაგალითად, ასე:

ბუასილი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული არაინფექციური დაავადებაა. ჩვენი ჟურნალის მკითხველთა თხოვნით ამ დაავადებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის პირველი საავადმყოფოს ექიმს, პროქტოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.

- ბატონო რომან, რა არის ჰემოროი?
- ზოგადად, "ჰემოროი" შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენას ნიშნავს, ვიწრო მნიშვნელობით კი ასე უწოდებენ ბუასილს - დაავადებას,

 რატომ სტკივდება ბავშვს მუცელი და როდის უნდა მივმართოთ ქირურგს? ამაზე გვესაუბრება გ. ჟვანიას  სახელობის მეორე პედიატრიული კლინიკის ბავშვთა ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.


- უპირატესად რომელი დაავადების გამო მოჰყავთ თქვენთან ბავშვები?
- ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული ქირურგიული დაავადებაა მწვავე აპენდიციტი - ჭიაყელა დანამატის (აპენდიქსის) მწვავე ანთება.

ადამიანის ფიზიკური განვითარების, კერძოდ, ზრდის შეფერხება შესაძლოა სხვადასხვა დარღვევით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი მათგანია ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ზრდის ჰორმონს სომატო-ტროპინს უწოდებენ. ის წარმოადგენს 191 ამინომჟავასგან შემდგარ პროტეინს, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ზრდის ჰორმონის გავლენით სამიზნე ორგანოებში აქტიურდება პროტეინების სინთეზი,

ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჰორმონული პრეპარატები სხვადასხვა მიზნით ინიშნება. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ მეან-გინეკოლოგს, ნინო იამანიძეს.

- ქალს ჰორმონული პრეპარატები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით სჭირდება. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენა; სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები; მასტოდინია; ვირი-ლიზაცია; კონტრაცეფცია; ჩანაცვლებითი თერაპია კლიმაქტერიულ პერიოდში და სხვა.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად