ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_5 მკურნალი #_5
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_5  მკურნალი

დღენაკლული ბავშვის კვება რთული ამოცანაა. ეს განპირობებულია ერთი მხრივ ენერგიისა და საკვების გაძლიერებული მოთხოვნილებით, მეორე მხრივ კი საკვებისადმი შეგუების დაქვეითებით, რაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტული უმწიფრობით აიხსნება. დროულ, ნორმალური წონის ახალშო-ბილს პირველად დაბადებიდან 6-12 საათის შემდეგ კვებავენ, დღენაკლული ბავშვი კი, მდგომარეობის კვალობაზე, შესაძლოა 24-36 საათსაც კი დატოვონ საკვების გარეშე და მხოლოდ აუცილებელი ოდენობის სითხის შეყვანით შემოიფარგლონ.

გაფანტული სკლეროზი ნერვული ბოჭკოების მიელინურ გარსზე იმუნური სისტემის შეტევის შედეგია. კლინიკური სურათი სხვადასხვა სიმძიმისაა, კიდურების სისუსტითა და მხედველობის დარღვევით დაწყებული, მძიმე ინვალიდობით დამთავრებული. ამერიკელმა მეცნიერებმა დაავადების ადრეულ სტადიაში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით ბიძგი მისცეს პათოლოგიური პროცესის უკუგანვითარებას. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 20-დან 35 წლამდე ასაკის 21 პაციენტი, რომლებსაც ინტერფერონ-ბეტას ნახევარწლიანმა სტანდარტულმა თერაპიამ ვერავითარი შედეგი ვერ მოუტანა.

ყველაზე ძლიერ და ნავარჯიშევ ადამიანსაც კი არ შეუძლია, რამდენიმე წუთზე მეტხანს გაძლოს უჰაეროდ, რადგან სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობას ორგანიზმის ჟანგბადით უწყვეტი მომარაგება წარმოადგენს. ჟანგბადის გამო-ყენების შემდეგ უჯრედებში დიდი ოდენობით გროვდება მისი ნარჩენი პრო-დუქტი - ნახშირორჟანგი, რომელიც მომწამლავი ნივთიერებაა და ორგანიზ-მიდან მალევე უნდა გამოიდევნოს. ორ აუცილებელ პროცესს - ორგანიზ-მისთვის ჟანგბადის მიწოდებასა და ნახშირორჟანგის გამოტანას - სასუნთქი სისტემა ახორციელებს,

ვესაუბრებით თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმს ირინა ხუციშვილს.

- ფილტვის დაავადებათა შესახებ საუბრისას უპირველეს ყოვლისა ფილტვების ანთება გვახსენდება. როგორია ამ დაავადების არსი, რამდენად ხშირია ის და წარმოადგენს თუ არა სადღეისოდ პრობლემას?

ავადმყოფობის დროს ადამიანს ფიზიკურ სისუსტესთან ერთად უგუნებობა, შიში, დეპრესია იპყრობს, ზოგჯერ აგრესიაც ეუფლება. მოკლედ, ყალიბდება განსაზღვრული ფსიქოტიპი. ფილტვის დაავადებათა თანამდევი სიმპტომია ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს უხვი, სისხლიანი, ლორწოვანი და მყრალი ნახველი, რაც დისკომფორტს უქმნის როგორც თვით ავადმყოფს, ისე მის ირგვლივ მყოფებს. ასეთი ადამიანები მძიმედ განიცდიან თავიანთ მდგომარეობას, გრძნობენ, რომ მათთან კონტაქტს ერიდებიან, არც თვითონ სიამოვნებთ ყურა-დღების ცენტრში ყოფნა.

ბავშვის ორგანიზმი მოზრდილის მინიატურული ასლი როდია - მას ახასიათებს ასაკის შესაბამისი მორფოლოგიური თავისებურებები, რომლებსაც ეფუძნება თითოეული ორგანოს ფუნქციური თავისებურება, ეს ყოველივე კი დაავადების კლინიკური სურათის თავისებურებას განაპირობებს. გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.

- ქრონიკული რესპირაციული პათოლოგიის ფორმირებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი მანკი.

პროფილაქტიკა
ფილტვის დაავადებების პროფილაქტიკა გულისხმობს: 1) სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას შინ და სამსახურში; 2) ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას, მავნე ჩვევებზე (უმთავრესად - თამბაქოს წევაზე) უარის თქმას; 3) ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობას, მწვავე ანთების დროულ თერაპიას ქრონიკული ფორმის თავიდან ასაცილებლად.

ეს სუნთქვითი ვარჯიშები შემუშავებულ იქნა პროფესიონალი მომღერლე-ბისთვის, ხმის აღსადგენად და დიაპაზონის გასაფართოებლად. მისმა ავტორებმა, დედა-შვილმა სტრელნიკოვებმა, შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ვარჯიში ხსნიდა მოხრჩობის შეტევას. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ეს მეთოდიკა ეფექტიანია ბრონქული ასთმის, ქრონიკული პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ქრონიკული სურდოსა და ჰაიმორიტის, გრიპის, ჰიპერტონიის და ჰიპოტონიის დროს. 

რას უქადის ფილტვებს გაზქურა
თურმე გაზქურის გამოყენება ზრდის ფილტვის დაავადებათა განვითარების რისკს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოიტანეს შოტლანდიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც შეისწავლეს ბუნებრივი აირის წვის პროდუქტების ზემოქმედება ფილტვების უჯრედებზე. აღმოჩნდა, რომ ნამწვი აირის ნაწილაკები ასტიმულირებენ უჯრედთა მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ციტოკინების, გამომუშავებას, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასუნთქი ორგანოების ანთების განვითარებაში.

ბავშვებში საშარდე გზების ინფექციების შემდეგ თირკმლის ყველაზე გავრცელე-ბული დაავადებაა მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი. ეს პათოლოგია, წესისამებრ, სტრეპტოკოკული ინფექციის შედეგია. მას უმეტესად ერთი შეხედვით ბანალური ანგინა იწვევს. დაავადების მიზეზებზე, დიაგნოს-ტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი გურამ ჩიტაია:

თანდაყოლილი კისერმრუდობა და ბრტყელტერფიანობა
თანდაყოლილი ორთოპედიული პათოლოგიები, კისერმრუდობა და ბრტყელტერფიანობა, არცთუ იშვიათია. მათი მიზეზი კუნთების არათანაბარი, ასიმეტრიული განვითარებაა. შესაძლებელია თუ არა მათი გამოსწორება და როგორ? - აი, ამაზე გესაუბრებით დღეს.

შიში, განურჩევლად იმისა, რეალურია თუ ფანტაზიის ნაყოფი, სავსებით
სერიოზული რამ არის. შიში ხომ გრძნობაა, გრძნობებთან თამაში კი არ შეიძლება. თუ ბავშვს მართლაც ეშინია რამის, არ გირჩევთ, დაცინვით და საყვედურით მიმართოთ: "ამის გეშინია?!" უმჯობესია, დაეხმაროთ.

 საიდან მოდის შიში
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლებად იპყრობს მას შიშის გრძნობა.

ჭიპის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად დღენაკლულ და მცირე წონით დაბადებულ ახალშობილებს შორის გვხვდება. მის განვითარებას ხელს უწყობს დაავადებები, რომლებიც ორგანიზმის კუნთოვან ტონუსს აქვეითებს, მათ შორის - რაქიტი. მაპროვოცირებელი ფაქტორებია ხანგრძლივი ტირილი, ძლიერი ხველა, ჭინთვები დეფეკაციისას შეკრულობის გამო.

ამ პროცესის თვითდინებაზე მიშვება ნამდვილად არ შეიძლება. თანაც თუ ტელევიზორთან ურთიერთობას გონივრულად მივუდგებით, ის შესაძლოა არამცთუ საზიანო, არამედ სასარგებლოც კი აღმოჩნდეს პატარას განვითა-რებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ავუხსნათ: ტელევიზორი გარესამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა და არა ერთადერთი. ამისთვის ბავშვი ტელეგადაცემების არჩევას უნდა მივაჩვიოთ.

მამაკაცს, რომელსაც ქალის გულის მონადირება სურს, საჩუქრის მთავარ ღირსებად მისი სიძვირე მიაჩნია, მაგრამ ნივთი, რომელშიც შესაძლოა ძალიან დიდი თანხა იყოს გადახდილი, ყოველთვის არ აღიქმება ძვირფასად. ზოგჯერ მეტი ფასი აქვს უბრალო სამშვენისს, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს. საჩუქრის არჩევისას უნდა განვსაზ¬ღვროთ, ვისთვის არის ის განკუთვნილი. ადამიანთა უმრავლესობა პირადი ნივთების ჩუქებას თავს არიდებს და სწორადაც იქცევა - ჯერ ერთი, ასეთი საჩუქარი ინტიმურია, მეორეც, ძნელი შესარჩევია, თუ მის ადრესატს საკუთარი თავივით არ იცნობთ.

ქალებს ოდითგანვე უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ - იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი ბაგეების შესაღებავად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ.
პომადის სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვაშლის სურნელი.

კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენა-რე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არ-ის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრუ-ლფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასი-ცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრე-დისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

უძილობას კამის თესლი შველის
რამდენიმე თვის წინ საშინელი უძილობა დამჩემდა. არ ვიცი, ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ იმოქმედა, პირადმა პრობლემებმა თუ ცხოვრების წესმა. ალბათ, ყველაფერმა ერთად... ლამის გათენებამდე ვწრიალებდი საწოლში, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. დედაჩემმა რა არ მირჩია, შემომთავაზა ექიმთან წასვლაც, მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ ავად ვიყავი, უარესი დამმართა.

რამდენიმე თვის წინ ბარძაყის არეში ტკივილები დამეწყო. მიჭირდა დაჯდომა, ადგომა, წოლისას ერთ პოზაში ვიყავი გაშეშებული და ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობა საშინელ ტკივილს მაყენებდა. უამრავი საშუალება ვცადე და ბოლოს მივაგენი შავ ბოლოკს, რომლის წყალობითაც ტკივილმა მიკლო და საშუალება მომეცა, ჩემს საქმიანობას დავბრუნებოდი.

ჩემს პატარა გოგონას სტომატიტი დაემართა და მეც გადმომედო. საშინელი დაავადებაა - გშია და ვერ ჭამ, გწყურია და წყალი ვერ დაგილევია... მეგობარმა მირჩია, ხახვის ფურცლების ნაყენი გამოგვევლო. ასეც მოვიქეცი და სტომატიტმა ორიოდე დღეში გაგვიარა.

მშობიარობის შემდეგ დამეწყო თმის ცვენა, გამიჩნდა ქერტლიც. ძვირად ღირებული მედიკამენტებისა და კოსმეტიკის შეძენის საშუალება სად მქონდა, ისევ ხალხურ მედიცინას მივმართე და ჩემი პრობლემის წამალიც ვიპოვე:

ჩემი პროფესიის წყალობით მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ. თავდაპირველად არავითარი დისკომფორტი არ მიგრძნია, მაგრამ თანდათან შევატყვე, რომ მხედველობა გამიუარესდა. თვალები სწრაფად მეღლებოდა, მეცრემლებოდა და მიწითლდებოდა, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვალში რაღაც ჩამივარდაო.

ჩემი შვილიშვილი დღენაკლული დაიბადა. რამდენიმე თვე ინკუბატორში იწვა და იქ ინაზღაურებდა იმ დროს, რაც დედის მუცელში დააკლდა. მისი შინ მოყვანის დღე ჩვენს ოჯახში დღესასწაულად იქცა, როგორც იქნა, გვეღირსა - ჩვენს სახლშიც გაისმა ჩვილის ტირილი. თავდაპირველად საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევდით. გვიხაროდა კიდეც - დღენაკლულის კვალობაზე საკმაოდ ჯანმრთელი ჩანდა.

რატომ ურთულდებათ მწეველებს ფილტვის დაავადებები
ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ერევათ რესპირატორული დაავა-დებები მწეველებს უფრო მეტად. მოარული აზრის თანახმად, სიგარეტის კვამ-ლი თრგუნავს სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს და ვირუსს საშუალე-ბას აძლევს, ქსოვილები უფრო მეტად დააზიანოს. იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს მოსაზრება უარყვეს. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ თაგვების იმუნუ-რი სისტემა, რომლებსაც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად "ასუნ-თქებდნენ" 1-2 ღერი სიგარეტის კვამლს,

მტკივნეული მენსტრუაცია დედისგან მერგო მემკვიდრეობად. გამოკვლევები ჩავიტარე და გავარკვიე, რომ ორგანული არაფერი მჭირდა, - უბრალოდ, ეს ფიზიოლოგიური პროცესი ზოგიერთი გოგონას ორგანიზმში მტკივნეულად მიმდინარეობსო, ამიხსნეს, - ამიტომ ქიმიური მედიკამენტების სმას მოვერიდე და წამალი ხალხურ საშუალებებს შორის მოვიძიე.

სახეზე პირველი ნაოჭების დანახვით გამოწვეულ გულისტკივილს ადრე თუ გვიან ყველა ქალი განიცდის - თავი ხომ ახალგაზრდა სწორედ მათ დანახვამდე გგონია... როცა სახის კანს სიბერის პირველი ნიშნები შევამჩნიე, მეც დავღონდი, მაგრამ ბედს არ შევეგუე და სპეციალური ლიტერატურის გაცნობას შევუდექი. ნაოჭებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ჩვენამდეც ბევრმა ნაცადმა ხერხმა მოაღწია.

ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ოთახიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად ხახვის გაჭრილი ბოლქვის რამდენიმე წუთით გაჩერებაა რეკომენდებული. ის მხოლოდ უსიამოვნო სუნს კი არ აქრობს, არამედ ოთახში არსებულ მიკრობებ-საც სპობს. ეს მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენება, თუმცა მისი მოქმე-დების მექანიზმი მხოლოდ XX საუკუნეში, ფიტონციდების აღმოჩენისას გაი-შიფრა. დღეს ფიტონციდების გამოსაკვლევად და შესასწავლად ცალკე სამეცნი-ერო მიმართულებაც კია ჩამოყალიბებული. ბოტანიკოსები, ქიმიკოსები, მიკ-რობიოლოგები და მედიკოსები ამ ნივთიერებებს ინტენსიურად შეისწავლიან.
ცნობილია, რომ ზოგიერთ მცენარეს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. ამ თვისებას მათ მფრინავი ნივთიერებების - ფიტონციდების - შემცველობა აძლევს.

უკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვერიძე

ფილტვის ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის  დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში

ბოლო წლების გლობალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ორსულობათა საერთო რიცხვიდან საშვილოს-ნოსგარე ორსულობის წილად დაახლოებით 2% მოდის. საშვილოსნოსგარე ორსულობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენი მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ მერი ვახტანგიშვილს მივმართეთ.


- ქალბატონო მერი, რისი ბრალია საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- მოგეხსენებათ, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები ერთმანეთს საკვერცხესთან ხვდებიან, რის შემდეგაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვერცხსავალი მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაიზრდება. ასე იწყება ნორმალური ორსულობა.

ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ ორგანოს დაავადებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.

mkurnali.geბოლო დროს ხშირად ვიგვიანებ საქმიან შეხვედრებზე იმის გამო, რომ გზაზე საცობში ვხვდები. ხან უხამსი სიტყვები წამომცდება, ხან ნერვიულად ვაძლევ სიგნალს. საბოლოო ჯამში განწყობა მიფუჭდება და საქმიანი შეხვედრა მეშლება. როგორ მოვერიო თავს?

უმჯობესია, ამ უსიამოვნების მასშტაბები შეაფასოთ. საცობების შესახებ ხშირად გადმოსცემენ რადიოთი, ამიტომ შეგიძლიათ, წინასწარ შეარჩიოთ უფრო მო-ხერხებული მარშრუტი. ტელეფონით დაუკავშირდით ადამიანს, რომელთანაც შეხვედრა გაქვთ დანიშნული, მოუბოდიშეთ და შეატყობინეთ, რამდენი ხანი დაგაგვიანდებათ, რათა მან შეძლოს, სასარგებლოდ გამოიყენოს ეს დრო. შეგი-ძლიათ, შეხვედრა საერთოდ გადადოთ. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ ბრა-ზობენ თქვენზე მომავალი საქმიანი პარტნიორები,

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად