ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_4 მკურნალი #_4
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_4  მკურნალი

ხელების მოყინვა სისხლის ცირკულაციის შეფერხებასა და წებოვნების მომატებაზე მიანიშნებს. ეს, ერთი მხრივ, სისხლძარღვთა სკლეროზი, მეორე მხრივ კი ნერვული სისტემის დაავადებაა. ხელ-ფეხი უმთავრესად დაბალი არტერიული წნევისა და ჰიპოტონიისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ეყინებათ. ამასთანავე, ჰიპოტონია ხშირად ჰიპერტონიაში გადაიზრდება ხოლმე. კიდურებში (განსაკუთრებით - ქვედა კიდურებში) სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტროფიკულ ცვლილებებს აძლევს დასაბამს, ამიტომ თუ ხელ-ფეხი გამუდმებით გეყინებათ, მიზეზის დადგენასა და მკურნალობას ნუ დააგვიანებთ. უპირველეს ყოვლისა, ძირითად დაავადებას უნდა უმკურნალოთ. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციებიც:

ანაბოლური სტეროიდები

ანაბოლური სტეროიდები მედიკამენტებია, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში გამომუშავებულ სასქესო ჰორმონს - ტესტოს-ტერონს ჰგავს. თანამედროვე მედიცინა მათ ფართოდ იყენებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ეს ამ პრეპარატების გამოყენების ერთა-დერთი სფერო როდია - ახალგაზრდები ინტენსიური ვარჯიშის ნაცვლად სწორედ ანაბოლური სტეროიდებით ცდილობენ სხეულის სასურველი ფორმის მიღებასა და შენარჩუნებას. შედეგი კი სავალალოა, ვინაიდან ამ პრეპარატების არასწორი, არადოზირებული, უკონტროლო მიღება ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

თუ ქუთუთოები დაგიმძიმდათ, თვალების გარშემო ნაოჭების ბადე გაიბა და ღაბაბიც გამოიკვეთა, განწირულივით ნუ ამოიოხრებთ. მართალია, წლებს თა-ვისი მიაქვს, მაგრამ თქვენი შემოდგომა ჯერ არ დამდგარა. უმჯობესია, ყოველ დილით შეასრულოთ სპეციალური კოსმეტიკური ვარჯიშები, რომლებიც თქვენს კანს ახალგაზრდული იერის დაბრუნებასა და ზამთრის სიცივესთან გამკლავებაში დაეხმარება. დადებით შედეგს რეგულარული პროცედურების დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ შეამჩნევთ.

ყოველ დილით ჯერ 30-40-ჯერ შეისხით სახეზე თბილი (42-45 გრადუსი ტემ-პერატურის) წყალი, შემდეგ კი 50-60-ჯერ - ცივი (20 გრადუსი ტემპერატუ-რისა). კიდევ უფრო ეფექტურია ცხელი კომპრესები - სელის ნაჭერი ან რამდე-ნიმე ფენად გაკეცილი დოლბანდი ცხელ წყალში დაასველეთ, გაწურეთ,

ტერმინი "ჰიპოდინამია" გულისხმობს კუნთების სისუსტეს, რომელიც ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით არის განპირობებული. ჰიპოდინამიის სინდრომი ტექნიკური პროგრესის თანმხლებ უარყოფით მოვლენად განიხილება - ტექნოლოგიების სრულყოფამ ხომ მაქსიმალურად შეუმცირა ადამიანს ფიზიკური დატვირთვა, შეუზღუდა მოძრაობითი აქტივობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კუნთები სულ უფრო ნაკლებად იტვირთება, სუსტდება და თანდათან ატროფირდება კიდეც. კუნთების დასუსტებისა და განლევის კვალდაკვალ იცვლება ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურაც. დღეს ადამიანთა უმრავლესობისთვის ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ სადარბაზოდან მანქანამდე მისვლით განისაზღვრება.
ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესთან შეჩვევა ადვილია. მით უფრო, რომ ამაში პროფესიული საქმიანობაც გვიწყობს ხელს.

ორსულობისას ქალის ორგანიზმი ძლიერ ცვლილებებს განიცდის. ამ ცვლილებათა ფონზე დროდადრო თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც, წესისამებრ, ორსულობის პერიოდშივე ან მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის. ამ შეგრძნებათა ინტენსივობა გარკვეულწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას - როგორც ბედნიერებას თუ როგორც შემაწუხებელ მოვლენას.

გულისრევა და ღებინება

გულისრევა და ღებინება ორსულობის მეექვსე-მერვე კვირას იწყება და საშუალოდ მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე კვირამდე გასტანს. ზოგს გულისრევა მხოლოდ დილაობით აწუხებს, ზოგს კი მთელი დღე. ამ სიმპტომს ჰორმონული ფონის ცვლილებას უკავშირებენ.

რეინოს დაავადების დროს
ვინაიდან რეინოს დაავადება სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული, ხალხურ მედიცინაში მის სამკურნალოდ ხშირად სისხლძარღვების გაწმენდას მიმართავენ. შინაურ პირობებში სისხლძარღვების გაწმენდა ამგვარად არის შესაძლებელი:

ხელის მტევნის მასაჟს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სხეულის ეს ნაწილი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური წერტილებით, რომლებიც სხვადასხვა ორგანოს - თვალებს, ყურებს, ფილტვებს, ნაწლავებს, შარდის ბუშტსა და ხერხემალს - უკავშირდება. ხელის თითების მასაჟს, წესისამებრ, ნეკის მასირებით იწყებენ (დაახლოებით ფრჩხილის შუაწელიდან). მასირება ხდება მეორე ხელის ცერით, თავისუფალი, წრიული მოძრაობებით, 3-5-ჯერ, პროქსიმული (პირველი) ფალანგიდან დისტალურისკენ (თითის წვერისკენ) და საპირისპირო მიმართულებით.

პატარა ბავშვებს უჭირთ იმის დაზუსტება, რა აწუხებთ - უბუჟდებათ თითები თუ სტკივათ, მათთვის სულერთია, ერთნაირად აღიქვამენ და ჭირვეულობენ. მაინც რატომ უბუჟდებათ ბავშვებს ხელები და რის ნიშანი შეიძლება იყოს ეს? გვესაუბრება დ .იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური
საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი:

ხელები სხეულის სხვა ნაწილებზე ადრე "ბერდებიან" - მათზე 5-10 წლით უფროსებად გამოიყურებიან და პატრონის ასაკს დაუფარავად ამხელენ. ეს იმ დატვირთვის ბრალია, რომელსაც ხელები მთელი სიცოცხლის მანძილზე იტანენ. დღის განმავლობაში მტევნის კუნთები საკმაოდ იტვირთება. ძლიერი დაჭიმულობა იწვევს კუნთების ტკივილს, რომელიც კისერსა და მხრებს გადაეცემა.

სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია და პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარეობს. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ისინი 17-25 წლის ასაკში ამოდის. სიბრ-ძნის კბილები უხშირესად ორფესვიანი კბილებია მძლავრი გვირგვინით. სიბრ-ძნის კბილის ამოჭრა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სიბრძნის კბილების განვითარებისა და ამოჭრის პროცესი სხვა კბილების განვითარება-ამოჭრისგან რამდენადმე განსხვავდება და ხშირად პრობლემებიც სდევს თან. საქმე ის არის, რომ ქვემოთა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი - სარძევე კბილი, რომელიც მას კბილბუდეს მოუმზადებდა, არ ჰყავს უკანა მეზობელი, რომელიც მას გადახრა-ცდომილებისგან დაიცავდა.

სხვა პროფილის დაავადებებთან ერთად მტევნის ანატომიურ-ფუნქციურ ცვლილებებს ენდოკრინული
პათოლოგიებიც იწვევს. სახელდობრ, როგორ მოქმედებს მტევანზე ჰორმონულ-ენდოკრინული დარღვე-ვები და რა სახით ვლინდება ისინი, ამის გასარკვევად კლინიკა "ენმედიცის" ექიმს, ენდოკრინოლოგ რუსუდან ლორთქიფანიძეს ვეწვიეთ.

რედაქციაში მოსული წერილების ავტორები ხშირად უჩივიან ხელების დაბუჟებას და გვეკითხებიან, რა იწვევს ამ სიმპტომს. პრობლემა ერთი შეხედვით არცთუ ისე სერიოზულია, მაგრამ გარკვეულ დისკომ-ფორტს უდავოდ იწვევს, ბევრს შრომაშიც კი უშლის ხელს. რის ნიშანია ხელების დაბუჟება? როგორ დავაღწიოთ თავი დისკომფორტს? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს გორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ანგიო-ქირურგიული და მიკროქირურგიული სამსახურის კურატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ვასილ გორგაძე.

მტვრის ნაწილაკისოდენა მიკროდამჭერს შეუძლია, ელემენტებისა და კათეტერის (მიმყვანის) გარეშე დაიჭიროს მიკროსკოპული ობიექტი და ცოცხალი ორგანიზმის ერთი წერტილიდან მეორეში გადაიტანოს. ეს მოწყობილობა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა, თუმცა მას ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, ხელოვნურ მოდელებზე ცდიან.

ბიოტექნოლოგიური კომპანია  GERON CORPORATION-ის გენერალურმა დირექტორმა ტომას ბ. ოკარმამ განაცხადა, რომ მედიცინა ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას - უახლოეს მომავალში დაიწყება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების საფუძველზე დამზადებული ფარმაკოლოგიური საშუალებების ფართო წარმოება და გაყიდვა.

ფრანგმა მეცნიერებმა სიმსუქნის მძიმე ფორმაზე პასუხისმგებელი სამი უცნობი გენის იდენტიფიცირება მოახერხეს. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ფილიპ ფროგელი და დევიდ მაიერი ხელმძღვანელობდნენ, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად შეისწავლა 2796 ადამიანის გენომი, რომელთაგან 1380 მემკვიდრეობითი სიმსუქნის მძიმე ფორმით იყო დაავადებული.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ახლახან დაადგინეს, რომ ორი ჭიქა ვაშლის წვენის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებად დაზიანებას, რომელიც ცილა ბეტა-ამილოიდის დონის მატებით მიმდინარეობს და ჭკუასუსტობას იწვევს.

ფლორიდის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ის, ვინც მო-ზარდ ასაკში თამბაქოს ეტანება, მომავალში დეპრესიისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი. ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნიკოტინი ახალგაზრდა მღრღნელებს დეპრესიულ მდგომარეობაში აგდებს და სიცოცხლის ხალისს აკარგვინებს.

დასავლელი მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა პარაზიტ ჭიებს ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულირება. განვითარებულ ქვეყნებში ჰიგიენის სრულყოფის გამო მოსახლეობა ჭიებით, ფაქტობრივად, აღარ ინვაზირდება, ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ სწორედ მათი არარსებობა იწვევს ისეთი დაავადებების გახშირებას, როგორიცაა ასთმა და დიაბეტი.

ნახშირწყლოვანი  დღეები

ამ დღისთვის შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და მცენარეულ უჯრედისს: შვრია, წიწიბურა, კიტრი, საზამთრო, ქლიავი, მჟავე და ნაკლებად ტკბილი ვაშლი... დღეში 5-ჯერ, თანაბარი შუალედით, მიიღეთ ნებისმიერი ეს პროდუქტი უმი, შემწვარი ან მოხარშული სახით (მაგრამ დღეში არა უმეტეს 1500 გრამისა).

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი დავით გიორგობიანი.

Smile ერთ ჩემს კოლეგას პაციენტმა მიმართა კონსულტაციისთვის - უძილობას უჩიოდა. ექიმმა წამლები დაუნიშნა და შედეგის გასაგებად ორიოდე კვირის შემდეგ დაიბარა. გავიდა დანიშნული დრო და პაციენტი კვლავ გამოჩნდა, რაც თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ პრობლემა ჯერ კიდევ აწუხებდა. ექიმმა დანიშნულება შეცვალა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო. ასე რამდენჯერმე განმეორდა.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" იურიდიული კონსულტანტი შრომისა და სოციალურ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

შტოში საოცარი კენკრაა. ანტიოქსიდანტების შემცველობით ის ყველა სხვა კენკრას აღემატება. ასევე ბევრია მასში ჩ ვიტამინი. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ის სასარგებლო თვისებებს თოვლის ქვეშაც კი ინარჩუნებს, აი, მაღალ ტემპერატურას კი უფრთხის. შტოშის უნიკალური თვისება, შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი, სულ ახლახან გახდა ცნობილი.

წმინდა ფსიქოლოგიურ საშუალებათა გარდა, სტრესის დაძლევაში დაგვეხმა-რება მარტივი და გამოცდილი მეთოდები: ქსოვა, თევზაობა, სპორტი და ჰობდ ქცეული ნებისმიერი სხვა საქმიანობა.

"ჩვენი ფეხსაცმელი მსოფლიოში საუკეთესოა... თუ სხვები არ გინახავთ", - XX საუკუნის 70-იან წლებში ეს ფრაზა საბჭოთა კავშირში აფორიზმად იქცა. მას შემდეგ ჩვენ შევიცვალეთ - ვნახეთ. ახლა შეგვიძლია, საკუთარი გემოვნებისა-მებრ შევარჩიოთ და ვატაროთ მოხერხებული, მოდური, ელეგანტური ფეხსა-ცმელი. ჩვენ შევიცვალეთ, მაგრამ უცვლელი დარჩა წესი: ფეხსაცმელი დიდხანს რომ გვემსახუროს, უნდა მოვუაროთ. ფეხსაცმლის მოსავლელი საშუალებებია:

სპეციალისტები გვირჩევენ, ზღვის გოჭს დღეში ორჯერ - დილა-საღამოს - და აუცილებლად განსაზღვრულ საათებში ვაჭამოთ, ორსულ მდედრებს კი საკვებს 3-4-ჯერ აძლევენ. მნიშვნელოვანია, რომ ზღვის გოჭს საკვები მაძღრისად და რეგულარულად მივართვათ, რადგან პატარა ცხოველები ხანმოკლე შიმშილსაც კი ცუდად იტანენ. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ზღვის გოჭი საკუთარ სკორეს უნდა ჭამდეს. მისი ოდენობა ინდივიდუალურია. ახალგაზრდა ზღვის გოჭები კი დედის სკორეს ჭამენ. ეს ხელს უწყობს მათი ნაწლავური ფლორის ფორმირებას.

მართალია, საქართველოში ცივი და ხანგრძლივი ზამთარი იშვიათია, მაგრამ ზაფხული, მზე და ყვავილები მაინც გვენატრება. მით უფრო, რომ დედაქა-ლაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უსახურ კორპუსებში ცხოვრობს და მრავალსართულიანი სახლების ფანჯრებიდან ლამაზი სკვერების ნაცვლად გარაჟებსა და მანქანებს ხედავს... ამიტომ გირჩევთ, საკუთარი ბინა მაინც მორთოთ მცენარეებით. ჩვენცა და ჩვენი სტუმრებიც პირველად ბინის შესასვლელში ვხვდებით. დაგვეთანხმებით, რომ ფართო და ნათელი ჰოლი, რომელსაც მოვლილი მცენარეებიც ამშვენებს, ძალიან ლამაზია.

თანამედროვე სამყაროში "წარმატება" და "უნაკლო გარეგნობა" განუყრელი ცნებებია. ცხადია, ძნელი წარმოსადგენია თანამდებობის პირი ან გავლენიანი, თავდაჯერებული ბიზნესმენი გაქონილი, ქერტლიანი თმით, ჭუჭყიანი ფრჩხილებითა და დახეთქილი ტუჩებით. წარმატებულ ადამიანს არჩევანი აღარ აქვს - ან თავს უნდა მოუაროს, ან ყველაფერი წყალს გაატანოს. მაშ ასე, თუ უკვე შეეგუეთ იმ აზრს, რომ შესაძლებელია, ბიზნესთან ერთად ფრჩხილების მოვლა-ზეც იფიქროთ, გარკვეულ ნიუანსებს უნდა ჩასწვდეთ. პირველ ყოვლისა, ნუ ითხოვებთ კრემს მანდილოსნისგან.

იმუნიზაცია ანუ ვაქცინაცია არის ორგანიზმში სპეციფიკური ვაქცინის შეყვანა, რის შედეგადაც ორგა-ნიზმი ინფექციური დაავადების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ვაქცინა, რომელიც ამ შემთხვევაში ანტიგენის როლს ასრუ-ლებს, დახოცილი ან შესუსტებული ვირუსის ან ბაქტერიის ნაწილაკებს წარმოა-დგენს. ბავშვთა ვაქცინაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გვესაუბრება ექიმი ინფექციონისტი, ფარმაცევტული კომპანია GPჩ-ს სპეციალური კონსულტანტი, სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ვაქცინაციის მიმართულების
ხელმძღვანელი მანანა აბრამიძე.

დაკვირვებიხართ, როგორ ესაუბრებიან დედები ახალშობილებს? ისინი უმეტესად ერთსა და იმავე ფრაზებს იმეორებენ. მთავარია ჟესტი, სიტყვა, მიმიკა, ინტონაცია... ამ დროს პატარა დიდი ყურადღებით უსმენს და უყურებს დედას. მალე ბავშვი ისწავლის მოწონების გამოხატვას, ჟესტებით, ღიმილით და ბგერებით გვაგრძნობინებს თავის ემოციას. ოჯახში პატარასთან ერთად ზღაპარიც მოდის. ის კარადაში იდებს ბინას და ბავშვის დაძინებისას ჩურჩულით გაისმის... არსებობს განსაკუთრებული, პირველი ზღაპრები, რომლებსაც დედა ახალშობილს უყვება, ამ ზღაპრის გმირები კი თავად ის და მისი პაწია არიან.

რძე ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი საკვებია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ორგანიზმისთვის აუცილებელი კვებითი რესურსი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

1) ენერგეტიკული ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს საჭირო ენერგიით უზრუნველყოფს;
2) პლასტიკური ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია უჯრედებისა და ქსოვილების საშენებლად;
3) მარეგულირებელი ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ.

რა არის საჭირო, რომ ბავშვმა მცირე ასაკიდანვე შეიყვაროს ლიტერატურა? ცხადია, ბევრი რამ არის დამოკიდებული მშობლებზე. რაც უფრო ემატება ასაკი ბავშვს, მით უფრო ხშირად წუწუნებენ მშობლები, რომ მათი შვილი ბევრ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, წიგნს კი ხელში ვერ ააღებინებ. ამ პრობლემით შეწუხებულ მშობელთა რიცხვში რომ არ აღმოჩნდეთ, ეცადეთ, შვილი ადრევე მიაჩვიოთ წიგნთან ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად შეიყვარებს კითხვას.

ყველა საღად მოაზროვნე და მატერიალური შეძლების მქონე ადამიანი დიდი ხნით ადრე იწყებს მზადებას ზამთართან შესახვედრად, არჩევს სეზონის შესაფერის ტანსაცმელს, რომელიც დაიცავს მას სიცივისგან, გაციებისა და ავადმყოფობისგან და საშუალებას მისცემს, წელიწადის ყველაზე ცივი პერიოდი კომფორტულად გაატაროს. ტანსაცმლის ახალი კოლექციები თვალს ახარებენ ლამაზი, ხალისიანი ფერებით, სტილისა და ფაქტურის არაჩვეულებრივი შერწყმით, თუმცა საზამთრო ტანსაცმლის შეძენისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ მოდურ დიზაინზე, არამედ იმაზეც, როგორ დაგვიცავს სიცივისგან ეს მოხდენილი სამოსი.

მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის

2-3 წლის ასაკში თავის ქალაში ფორმირდება წიაღები, რომლებიც ქალას ცხვირის ღრუსთან აკავშირებს. ეს წიაღები ჰაერით სავსე და ცხვირის ლორწოვანის მსგავსი გარსით ამოფენილ პაწია გამოქვაბულებს წარმოადგენს.

უკანასკნელი წლების სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს ტერმინებს "C ჰეპატიტი", "ღვიძლის ციროზი", "ალკოჰოლური ჰეპატიტი". ამჯერად კი გვინდა, ღვიძლის იმ დაავადებებზე მოგითხროთ, რომლებიც შედარებით იშვიათად გვხვდება, მაგრამ გამოვლინებათა თავისებურებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მკითხველის ინტერესს გამოიწვევს.

თავის ტკივილი ხუთ წუთში გაგივლით

არსებობს თავის ტკივილის მოსახსნელი შესანიშნავი ხალხური მეთოდი. არა-ერთხელ გამოვცადე და არასდროს გამცრუებია იმედი. ისვით თითი შუბლის შუა ხაზზე ცხვირის ფუძიდან თმის ძირებამდე. შემდეგ ცხვირის ფუძის ორივე მხარეს, 1-1,5 სმ-ის დაშორებით, მოძებნეთ ორი სიმეტრიული წერტილი, ამ წერტილებზე მიიჭირეთ ორივე ხელის ცერი და რამდენიმეჯერ გადაისვით კეფისკენ, კისრის მალებამდე.

რატომ ამბობს ბავშვი უარს თქვენი თხოვნის შესრულებაზე? რატომ არ რეაგირებს თქვენს მითითებებზე?

უკვე რამდენიმეჯერ სთხოვეთ თქვენს ბიჭუნას, იატაკზე მიმოფანტული სათამაშოები მოეგროვებინა, ის კი, ვითომც არაფერიო, მანქანებით თამაშს განაგრძობს. ნუ განიცდით, ასეთ პრობლემას მშობელთა უმრავლესობა ეჯახება. მთავარია მიხვდეთ, რას არ აკეთებთ სწორად და როგორ უნდა გამოასწოროთ ყველაფერი.

mkurnali.geდიდი ხანია, ვეძებ სამსახურს, მაგრამ უშედეგოდ. ვათავსებ ჩემს მონაცემებს ინტერნეტში, ვიღებ გამოხმაურებას, გავდივარ გასაუბრებაზე, მაგრამ რატომღაც ყველგან უარს მეუბნებიან. გამოდის, რომ პირადი კონტაქტის დროს ცუდ შთაბეჭდილებას ვახდენ. მაინც რას არ ვაკეთებ სწორად? როგორ უნდა მოვიქცე პოტენციურ ხელმძღვანელთან საუბრისას?

ყურადღებით გადაიკითხეთ თქვენი რეზიუმე და გაიხსენეთ, როგორ გიჭირავთ თავი გასაუბრებაზე. ხშირად სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, წერთ, რომ ხართ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი, მაგრამ შეხვედრაზე შებოჭილი ზიხართ, შეკითხვებს მშრალად პასუხობთ. შესაძლოა, დამკვეთს გაუჩნდეს განცდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად