ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი # 3 მკურნალი # 3
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
# 3  მკურნალი

ამოღებული მაქვს საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი და საკვერცხეები. მას შემდეგ მაწუხებს საშვილოსნოს კედლის ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით, ძილის შემდეგ. რისი ბრალია ეს?

ამოკვეთილი ორგანოს (თქვენს შემთხვევაში - საშვილოსნოს) შეგრძნება და ტკივილი ფანტომური ტკივილის სახეს წარმოადგენს. ამპუტირებული (მოკვეთილი) კიდურების ფანტომური ტკივილი პირველად 1552 წელს ამბრუაზ პარემ აღწერა, თუმცა ამ ფენომენის განმაპირობებელი მექანიზმები სრულყოფილად დღესაც არ არის შესწავლილი.

რუბრიკის სტუმარია ქირურგი მალხაზ ნადარაია

SmileSmileSmile
მიმდინარეობს ახალი პრეპარატის გამოცდა. პაციენტები საცდელ და საკონტროლო ჯგუფებად არიან გაყოფილნი. ერთ-ერთი პაციენტი ექიმის კაბინეტში შედის: "ექიმო, პრეპარატი რატომ შემიცვალეთ?" ექიმი (ძალიან ფრთხილად): "ეგ რამ გაფიქრებინათ?!" "ადრე, როცა ტაბლეტებს უნიტაზში ვყრიდი, ისინი დაცურავდნენ, ახლა კი ჩაძირვა დაიწყეს..."

შედეგს მოთმინებით უნდა ველოდოთ

ჩემმა შვილმა ხელი გაიკაწრა. ამ ამბავს ყურადღებაც არ მივაქციე. ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა... რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებული არე გაფართოვდა, მერე კი ქერცლით დაიფარა. ხელებსა და ფეხებზე გამონაყარი გაჩნდა. ექიმის დიაგნოზმა თავზარი დამცა - ჩემს შვილს ფსორიაზი დაუდგინეს. ვიცოდი, რომ მეცნიერული მედიცინა ამ დაავადების წინაშე უძლურია, მისი განკურნება არ ხდება. შესაძლოა, ერთხანს ჩაცხრეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.

- მყავს მეგობარი მამაკაცი. კარგა ხანია ვხვდებით ერთმანეთს. თუმცა ვამჩნევ, რომ ჩვენს რომანს სიხარული აღარ ახლავს თან, ვგრძნობ, გამოვიფიტე და დავიღალე. მგონია, დროა ერთმანეთს დავშორდეთ, მაგრამ მეშინია, ეს მისთვის მტკივნეული იქნება. ხედავს, იმედგაცრუებული ვარ, რასაც განიცდის. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ დაშორებისთვის მზად ვარ. მე მაინც მიყვარს ჩემი მეგობარი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

მამაკაცთათვის განკუთვნილ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქალებისთვის შემუშავებულ მეთოდთა რაოდენობა. თანამედროვე სამყარო მამაკაცთა კონტრაცეფციის შემდეგ მეთოდებს აღიარებს:

  • ბარიერული საშუალებები, მაგალითად, კონდომი ანუ პრეზერვატივი. ეს გზა მარტივი და სარწმუნოა. ამავე დროს, პრეზერვატივის გამოყენება არა მარტო არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაც გახლავთ. სადღეისოდ კონტრაცეფციის ეს სახე ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული;

მამაკაცთა კლიმაქსი, რომლის შესახებაც ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობდნენ, თურმე არ არსებობს. ეს დასკვნა ეკუთვნის ამერიკელ მეცნიერს, რომელმაც სხვადასხვა ასაკის მამაკაცთა ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონე შეისწავლა. მისი აზრით, ხმაური მამაკაცთა კლიმაქსის თაობაზე მათი ატეხილია, ვინც მომხმარებელს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის საშუალებებს სთავაზობს. ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის უოტერთაუნის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა ჯონ მაკკინლიმ გააანალიზა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზმის დაბერებისას მამაკაცის ჯანმრთელობის ცვლილებებს ეხებოდა. კვლევაში 1700 პაციენტი მონაწილეობდა.

იმისათვის, რომ ისწავლოს სილამაზისა და მშვენიერების შეფასება, პატარა ადამიანს ესაჭიროება შთაბეჭდილებათა დაგროვება, მხედველობითი და სმენითი შეგრძნებები. ამას კი მრავალი წელი სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია ადრეული ასაკიდან განვითარდეს ემოციურობა და ცნობისმო-ყვარეობა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ესთეტიკის სწავლა ისეთივე მეთოდებით შეიძლება, როგორითაც კითხვის ან ხატვის, და რომ უნდა გამოიყოს სპეციალური დრო საამისოდ მოსამზადებლად.

ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.

რატომ დაიწყეს ბინტის დამზადება დოლბანდისგან? ვინ მოიგონა თაბაშირის ნახვევი და ლეიკოპლასტირი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ძალზე საყურადღებო ინფორმაცია აქვს მოძიებული ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატს, პეტერბურგელ ისტორიკოს-ეთნოგრაფს ვიქტორ მიხეილის ძე ევსტიგნეევს.

ტყავის ბინტი

ბინტს საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ძველად სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე ტყავისა და ბეწვის ზონრებს ადებდნენ. ამავე მიზნით სხვადასხვა მცენარის ფოთოლიც გამოიყენებოდა. ჭრილობათა შეხვევის ეს მეთოდიკა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მანამ, სანამ ქსოვილთა წარმოება არ დაინერგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჭრილობათა შესახვევად ქსოვილი გამოიყენება.

რატომ დაიწყეს ბინტის დამზადება დოლბანდისგან? ვინ მოიგონა თაბაშირის ნახვევი და ლეიკოპლასტირი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ძალზე საყურადღებო ინფორმაცია აქვს მოძიებული ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატს, პეტერბურგელ ისტორიკოს-ეთნოგრაფს ვიქტორ მიხეილის ძე ევსტიგნეევს.

ტყავის ბინტი

ბინტს საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ძველად სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე ტყავისა და ბეწვის ზონრებს ადებდნენ. ამავე მიზნით სხვადასხვა მცენარის ფოთოლიც გამოიყენებოდა. ჭრილობათა შეხვევის ეს მეთოდიკა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მანამ, სანამ ქსოვილთა წარმოება არ დაინერგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჭრილობათა შესახვევად ქსოვილი გამოიყენება.

რუბრიკის სტუმარია პროვიზორი ზვიად ფრიდონაშვილი

SmileSmileSmile
ერთხელ აფთიაქში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა და ჩემს დამხმარეს მიმართა:
- მითხარით თუ შეიძლება, აცეტილსალიცილის მჟავა გაქვთ? ეს ის პრეპარატია, რომელიც შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა, თანაც ნატრიუმის კარბონატსაც შეიცავს.
- ასპირინი, არა? - მაინც ჩაეკითხა პრაქტიკანტი.
- მართალია, შვილო! სწორედ ისაა, ღმერთმა დასწყევლოს ეს სკლეროზი, ვერაფრით ვიხსენებ მის სახელს!

თანამედროვე ბავშვის გაოცება საკმაოდ რთულია. მას უამრავი ინფორმაცია აქვს, ბევრ რამეში ერკვევა. აქედან გამომდინარე, არც მისთვის საჩუქრის შერჩევაა ადვილი. თქვენ ხომ ძალიან გინდათ პატარას სიხარული მიანიჭოთ და თქვენ მიერ მირთმეულმა საჩუქარმა კარადის თაროზე უქმად არ მოიკალათოს? ამიტომ ამ საქმეს, ანუ საჩუქრის შერჩევას მიუდექით შემოქმედებითად, იმის მიხედვით, დაბადების დღისთვის გინდათ საჩუქარი, საახალწლოდ თუ რაიმე ღირსშესანიშნავი დღისათვის.

ალერგენი ის ნივთიერებაა, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია - ერთისთვის აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერება მეორისთვის შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციის მიზეზად იქცეს.

- უპრობლემო არავინაა, მაგრამ საკმარისია ჩემი ესა თუ ის პრობლემა გავანდო ვინმეს, განსაკუთრებით - ახლობლებს, იმ იმედით, რომ თანამიგრძნობენ და დამეხმარებიან, ვგრძნობ, როგორ ვკარგავ მათ თვალში პატივისცემას. ხოლო თუ უცნობ თანამდებობის პირს შევჩივლებ ჩემს პრობლემებზე, მათგან დახმარების ნაცვლად აბუჩად აგდებას, მეტიც, მტრულ განწყობას ვგრძნობ. არადა პრობლემას მარტო ვერ ვართმევ თავს. როგორ შევინარჩუნო პატივისცემა? "ოჯახის მკურნალის" მკითხველი

მშობიარობის გაუტკივარება ქალისთვის მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნას როდი გულისხმობს;
ეს პროცედურა მიზნად ისახავს მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობას. ამ საკითხებზე სასაუბროდ ექიმ ანესთეზიოლოგ კობა კაჭარავას ვეწვიეთ:

- ბატონო კობა, რა საჭიროა მშობიარობის გაუტკივარება?

ულმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სამედიცინო საზოგადოებას შესთავაზა, სანარკოზედ პრეპარატი ქსენონი გამოიყენოს. მათი აზრით, ეს აირი ეკოლოგიურად გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ამჟამად გამოყენებული ნივთიერებები.აქამდე მედიცინაში ქსენონი არ გამოიყენებოდა, ვინაიდან მისი მიღება დიდ ხარჯს მოითხოვდა, მაგრამ ულმელმა მეცნიერებმა ამ ნივთიერების თვითღირებულება შეამცირეს: გამოიგონეს დანადგარი, რომელიც საშუალებას იძლევა, აირი განმეორებით გამოვიყენოთ.

ჰარვარდელმა მეცნიერებმა და-ასკვნეს, რომ იმ ნივთიერებასთან ლიდოკაინის კომბინაციას, რომელიც მწარე წიწაკის გემოს უზრუნველყოფს, შეუძლია, ისე მოხსნას ტკივილის შეგრძნება, რომ არ დათრგუნოს შეხებითი მგრძნობელობა და მოტორული ფუნქციები.მკვლევარები იკვლევდნენ კაპსაიცინს, რომელიც დიდი რაოდენობით შედის წითელ წიწაკაში, და ნივთიერება QX-314-ს, რომლის ქიმიური ფორმულა ძალიან ჰგავს ადგილობრივი ანესთეზიისთვის ფართოდ გამოყენებული ნივთიერების - ლიდოკაინის ქიმიურ ფორმულას, თუმცა, ლიდოკაინისგან განსხვავებით, QX-314-ს ჩვეულებრივ პირობებში არ შეუძლია ნერვული უჯრედების მემბრანებში შეჭრა, ამიტომ მედიკამენტად მისი გამოყენება არ შეიძლება.

როდესაც გაუტკივარების შესახებ ვსაუბრობთ, მუცლის, გულმკერდის ღრუსა თუ სხვა მიდამოს ოპერაციებთან ერთად აუცილებლად გვახსენდება სტომატოლოგიური მანიპულაციებით გამოწვეული ტკივილი და მის ანესთეზიასთან დაკავშირებული შეკითხვებიც მყისვე ჩნდება. ამ საკითხზე საუბარი ვთხოვეთ სტომატოლოგიური კლინიკა "როიალ-დენტის" ყბა-სახის ქირურგსა და იმპლანტოლოგს ბატონ გიორგი ღვინიაშვილს:
ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ანესთეზიოლოგები მედიცინის ყველაზე ჰუმანური დარგის წარმომადგენლები არიან. რა არის ანესთეზია, როგორია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდების თავისებურებანი? - ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამ-დირექტორი ნოდარ ლებანიძე და  ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ტატო ქაჯაია:

გაუტკივარება ტკივილის შეგრძნების ხელოვნური გზით დათრგუნვაა, რაც აუცილებელია ქირურგიული მანიპულაციებისა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურის დროს. მედიცინის იმ დარგს, რომელიც გაუტკივარებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს შეისწავლის, ანესთეზიოლოგია ეწოდება. ტერმინი ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "უგრძნობლობას" ნიშნავს. მედიცინაში ის ორ მოვლენას გულისხმობს:

იაპონელმა მეცნიერებმა წარმატებით ჩაატარეს სარძევე ჯირკვლის კიბოს ამოკვეთის შედეგად გაჩენილი დეფექტის გასწორების ახალი მეთოდის გამოცდა. სამშენებლო მასალად გამოყენებულ იქნა პაციენტის ცხიმოვან ქსოვილში შერეული ღეროვანი უჯრედები.მკერდის რეკონსტრუქციის ახალი მეთოდი შემუშავებულია ამერიკული კომპანია ჩყტორი თჰერაპეუტიცს-ის მიერ. იგი გამოიცადა 21 ქალზე. ყველა მონაწილეს გაკეთებული ჰქონდა სარძევე ჯირკვლის სეგმენტური რეზექცია (ლუმპექტომია). ეს არის სიმსივნისა და მის ირგვლივ მდებარე მინიმალური ოდენობის ქსოვილის მოსაშორებელი ოპერაცია. იგი დამზოგველ მანიპულაციად ითვლება, რადგან სარძევე ჯირკვალს მთლიანად არ კვეთენ.
პოპულარული შავკანიანი ტელეწამყვანი ლი ტომასი იძულებულია, გამოიყენოს კოსმეტიკა და ტონალური კრემები ტელემაყურებლებისთვის კანის დაავადების კვალის დასაფარავად, რომელმაც შესაძლოა მალე მთლიანად მოიცვას მისი კანის საფარველი. ლის ვიტილიგოს დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის დაავადება, რომელიც კანის პიგმენტური უჯრედების - მელანოციტების ფუნქციას აქვეითებს.
"მე პირდაპირ ეკრანზე, ტელემაყურებლების თვალწინ ვთეთრდები. ვინც მიცნობს, ადვილად შეამჩნევდა, რომ ხელები პრაქტიკულად მთლიანად გამითეთრდა", - განაცხადა ლიმ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს ექსპერიმენტი და რობოტს, სახელად და ვინჩის, ცხვირ-ხახაში ოპერაციები გააკეთებინეს. გამოკვლევაში მონაწილეობდა 27 პაციენტი, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ სასის ნუშურა ჯირკვლების ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომით. რობოტი-ქირურგი აღჭურვილი იყო ქირურგიული ინსტრუმენტე-ბის სამი მანიპულატორით და ენდოსკოპით, რომელიც ოპერაციული არის სამგანზომილებიანი, გადიდებული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა. რობოტის მოქმედების კონტროლი ხდებოდა დისტანციური მოქმედების პულტით.

ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის (ცილის, შრატის, მედიკამენტის და სხვათა) განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში ვითარდება.

ანესთეზიის შემდგომი გართულებანი გამოწვეულია ოპერაციაზე ორგანიზმის რეაქციით, რომელიც ვითარდება როგორც ანესთეზიისას გამოყენებული ნივთიერებების, ისე საკუთრივ მანიპულაციის მიმართ.

ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ

გაუტკივარებით გამოწვეული გართულებანი გაცილებით ნაკლებია ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ. უსიამოვნო სიმპტომები უმეტესწილად იმ პაციენტებში იჩენს თავს, რომლებსაც ანესთეტიკის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

"ალებს" უწოდებენ უეცარი სიცხის შეგრძნებას სხეულის ზედა ნახევარში, რასაც თან ახლავს ოფლის გამოყოფაც. ეს მოვლენა კლიმაქსის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. ალების სიხშირისა და ინტენსივობის შემცირების მიზნით თანამედროვე მედიცინა გირჩევთ შეცვალოთ ცხოვრების წესი, შეეცადოთ ნაკლებად ინერვიულოთ ორგანიზმში მიმდინარე კლიმაქსური ცვლილებების გამო, ზოგ შემთხვევაში ჩაიტაროთ ჰორმონული ან არაჰორმონული საშუალებებით მკურნალობის კურსი.
ცხოვრების წესის შეცვლა.

პოსტმენოპაუზურ (კლიმაქსის შემდგომ) პერიოდში კალციუმის ბიოდანამატების (ბადების) მიღება ინფარქტის განვითარების რისკს ზრდის - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახალზელანდიელი მეცნიერები ათას ხუთასამდე ასაკოვანი ქალბატონის გამოკვლევის შემდეგ. მონაწილეები, რომელთა საშუალო ასაკი 74 წელს შეადგენდა, ორ ტოლ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ყოველდღიურად იღებდნენ კალციუმიან ბიოდანამატს,

სიმსუქნის ასაკი

სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, სიმსუქნეს სამი ასაკი აქვს. არსებობს სიცოცხლის სამი ეტაპი, რომლებიც წონის განსაკუთრებული მატებით მიმდინარეობს და რომელთა მართებულ წარმართვაზეც ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და გარეგნობა.პირველი ძუძუს წოვის პერიოდია, მეორე - უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბების ხანა, რომელიც, ჩვეულებრივ, სკოლამდელ ასაკში იწყება, მესამე კი გარდატეხის პერიოდს, ე.წ. პუბერტულ (10-დან 14 წლამდე) ასაკს ემთხვევა.

ლიმფური ჯირკვლების გადიდება შეიძლება შედეგი იყოს ლიმფადენიტის ან ლიმფადენოპათიის.
ლიმფადენიტი - ლიმფური ჯირკვლების ანთებაა, რომელიც წარმოიქმნება როგორც გართულება სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებისა და სპეციფიკური ინფექციის (ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი და სხვ.) გადატანის შემდეგ. ლიმფადენიტი, როგორც წესი, წარმოადგენს მეორეულ პროცესს.

ქვედა ყბის მოძრაობისას უმნიშვნელო ხმები სახსარში ყოველთვის წარმოიქმნება. ნორმაში იგი ადამიანს არ ესმის ან, უბრალოდ, ვერ ამჩნევს. ჩვეულებრივ, ეს ხმები არ აწუხებს. მაგრამ როცა წარმოიქმნება ტკაცუნის ხმა, საჭიროა ყურადღების მიქცევა, რადგან ეს უკვე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელია.

რა შეიძლება იყოს ტკაცუნის მიზეზი?

ამის მიზეზია ტრავმა ან თუნდაც მინიტრავმა, რომელსაც იწვევს:

მამაკაცთა უმრავლესობა, რაოდენ მამაცი და მტკიცეც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში საკმაოდ მშიშარა არსებაა. გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, კაცებს ბევრი რამის ეშინიათ, მაგალითად, იმის, რომ მამას არ ეყვარებათ (თანაც ეს შიში რატომღაც პირველ ადგილზე დგას), საყვარელი ქალი უარყოფთ, ასევე - უბედური შემთხვევების, მარტოობის, ხელქვეითებზე კონტროლის დაკარგვის და სხვა. მსგავს შიშებს ასე თუ ისე უმკლავდებიან, მაგრამ არსებობს ცხოვრების კიდევ ერთი მხარე, სადაც იოლად მოწყვლად და მღელვარე მამაკაცურ სულს ქალისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. ქალბატონები, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ როდესაც გულის სწორი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ნერვიულობას იწყებს, სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშ, რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად ლოგინში?

ჩვილ ბავშვთა ასაკში ოფლიანობა, როგორც კლინიკური ნიშანი, რაქიტის საწყისი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. თუ 3-6 თვის პატარას გაძლიერებული ოფლიანობა აწუხებს, უწინარეს ყოვლისა, სწორედ რაქიტი უნდა ვიეჭვოთ. ამ დროს ბავშვი მოუსვენარია, წრიალებს, ერღვევა ძილის რეჟიმი. მატულობს კანის ვაზომოტორული აქტივობა - ძლიერდება წითელი დერმოგრაფიზმი. ოფლიანობა განსაკუთრებით შემაწუხებელია ძილისა და ჭამის დროს. ყველაზე მეტად სახე და თავის თმიანი ნაწილი ოფლიანდება. შეწუხებული ბავშვი თავს ბალიშს უხახუნებს და ამის გამო კეფაზე დამახასიათებელი თმის ცვენა ეწყება (კეფის ალოპეცია).

დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ს ყოველი ცალკეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ცილებთან ერთად ქრომოსომების ნივთიერებას ქმნის. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად