ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_3 მკურნალი #_3
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_3  მკურნალი

ვინ არის აქ?
იყიდეთ ფერადი მარკერები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება შუშაზე დაწეროთ, მერე კი ნაწერი სპეცი-ალური საშლელით წაშალოთ. მიიყვანეთ ბავშვი სარკესთან და მისი ან თქვენი ანარეკლი "შენიღბეთ" - მიახატეთ ლომის ფაფარი, კურდღლის ყურები, ჭორფლი...

მშიერ კუჭზე დალევა სიცოცხლისთვის სახიფათოა
სასმელს საკვებიც რომ უნდა მივაყოლოთ, ყველამ ვიცით. ამას ექიმებიც გვირ-ჩევენ და ცხოვრებისეული გამოცდილებაც გვკარნახობს, მაგრამ ახლახან შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ კეთილი რჩევა კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა - მშიერ კუჭზე დალევა, განსაკუთრებით - დიაბეტიანებისთვის, შესაძლოა მეტად სახიფათო აღმოჩნდეს. სტოკჰოლმის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ენდოკრი-ნოლოგის, პროფესორ ოკე შეჰოლმის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება ოთხჯერ იმატებს.

ადამიანები სისხლს უხსოვარი დროიდან მაგიურ ძალას მიაწერდნენ, მასზე იფიცებდნენ ერთგულებას, მისით ამტკიცებდნენ ხელშეკრულებებს. ამ საოცარი სითხის საიდუმლოს ამოხსნას საუკუნეები დასჭირდა. დღეს სისხლი აღიარებუ-ლია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ სითხედ, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. დღე-ღამეში ჩვენი სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში საშუალოდ 200 ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. იგი მონაწილეობს სხეულის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, 300 ტრილიონამდე უჯრედს საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით ამარაგებს, იქიდან კი

ვესაუბრებით თსსუ-ის ურგენტული ქირურგიის კათედრის პროფესორს, მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგეს, მედიცინის დოქტორ ალექსანდრე გორდელაძეს.

- ბატონო ალექსანდრე, რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა?
- სისხლდენის უშუალო მიზეზი სისხლძარღვის დაზიანებაა. სისხლძარღვი შესაძლოა დააზიანოს მექანიკურმა ფაქტორმა, პათოლოგიურმა პროცესმა (ავთვისებიანმა სიმსივნემ, ჩირქოვანმა ანთებამ, წყლულმა). გარდა ამისა, სისხლდენის მიზეზად შესაძლოა იქცეს სისხლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა და სისხლის ქიმიური თვისებების შეცვლა, კერძოდ, შედედების უნარის დაქვეითება. შესაძლოა, სისხლის წითელი ბურთულები დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლიდანაც გამოვიდეს, მაგალითად, ანთებითი და შეშუპებითი მოვლენების დროს.

- შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალისთვის სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა ზოგჯერ მისი დედობის საწინდარია, ზოგ შემთხვევაში კი პათოლოგიას მოას-წავებს. როგორ მივხვდეთ, სად გადის ზღვარი ამ მდგომარეობებს შორის?
- განასხვავებენ ქალის სასქესო ორგანოებიდან პათოლოგიური სისხლდენის სამ ტიპს. ესენია:

კვანძოვანი პერიარტერიიტი წვრილი და საშუალო არტერიების სისტემური დაავადებაა. მისი სახელწოდება შემოიღეს გერმანელმა ექიმებმა ა. კუსმაულმა და რ. მაიერმა, რომლებმაც 1866 წელს დეტალურად აღწერეს დაავადების კლი-ნიკურ-მორფოლოგიური სურათი. ავტორებმა სიტყვა "კვანძოვანი" იმიტომ გა-მოიყენეს, რომ დაზიანებული არტერიები ამ დაავადების დროს მრავალი წვრი-ლი კვანძით არის მოთესილი. კვანძოვანი პერიარტერიიტი კოლაგენურ დაავა-დებათა რიცხვს მიეკუთვნება. ის უპირატესად შუახნის მამაკაცებს ემართებათ.

გენური ინჟინერიით გამოყვანილი თხები მედიცინის სამსახურში
ამერიკელმა ექსპერტებმა ანტითრომბინის - გენური ინჟინერიით გამოყვანილი თხის რძისგან მიღებული ცილის - ეფექტურობა და უსაფრთხოება აღიარეს. ანტითრომბინი აუცილებელია თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ დონორის სისხლის პლაზმა, საიდანაც მას ამჟამად იღებენ, მეტისმეტად ძვირია. კორპორაცია "ჯი თი სი ბიოთერაპევტიკსმა", რომელიც გაწმენდილ ცილოვან პრეპარატს, სახელად ატრინს, გენური ინჟინერიით გამოყვანილი თხის რძისგან იღებს, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოში მისი რეგისტრაციის თაობაზე შეიტანა განაცხადი.

როგორ დავამარცხოთ ნაბახუსევის სინდრომი
ნაბახუსევის წა­მალი კაცობრიობას დღემდე არ გამოუ­გონია. მასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ის არის, არ დალიო, მაგრამ უამისოდაც ხომ წარმო-უდგენელია?.. ძველით ახალ წელს მეგობრებთან ერთად იმერეთში ბიძას ვეს-ტუმრე. ბიძაჩემმა, როგორც გამოცდილმა თამადამ, რამდენიმე კეთილი რჩევა მოგვცა, რათა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გავმკლავებოდით ქეიფის მომდევნო დღის გასაჭირს.

ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის სისხლს რომ დიდი მნიშვ-ნელობა აქვს, ამაზე აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას გავუსვამთ ხაზს, რომ გაცილებით მეტია მისი მნიშვნელობა ბავშვთა ასაკში, ამიტომ სისხლის უმნი-შვნელო დანაკარგმაც კი შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. ჩვენი სტუმარი, ჰემატოლოგი ნინო ბეგიაშვილი, გვესაუბრება სისხლდენით მიმდინარე თანდა-ყოლილ და შეძენილ დაავადებებზე, რომლებიც უმეტესად ამ ასაკობრივ
ჯგუფში გვხვდება.

ექიმის მოსვლამდე ან დაშავებულის საავადმყოფოში წაყვანამდე სისხლდენის შეჩერება ყველას უნდა შეეძლოს, რადგან ხშირად ამაზეა დამოკიდებული ადა-მიანის სიცოცხლე. განასხვავებენ გარეგანი სისხლდენის რამდენიმე ნაირსა-ხეობას: არტერიულს, ვენურს, კაპილარულსა და შერეულს. კაპილარული სისხლდენის დროს სისხლი ჭრილობის ყველა ნაწილიდან თანაბრად დის, ვენური სისხლდენისას დუნედ მოედინება

სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან განავლოვან მასებში სისხლის მინარევების არსებობა სწორი ნაწლავის დაავადებების - ბუასილის,  ანალური ნაპრალის,  პოლიპების, სწორი ნაწლავის კიბოს - ერთ-ერთი ჩვეული სიმპტომია. ზოგჯერ სისხლდენას თან სდევს ტკივილი დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ. ალისფერი სისხლის წვეთების ან სისხლის ნაკადის წამოსვლა, უმეტესად - დეფეკაციის აქ-ტის ბოლოს, უფრო ბუასილსა და ანალურ ნაპრალს ახასიათებს. სწორი ნაწლა-ვიდან სისხლდენა ძლიერი იშვიათად არის, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ანემიაც განვითარდეს. ამ უკანასკნელს საერთო სისუსტე, მადის დაკა-რგვა, ფიზიკური დატვირთვის დროს თავბრუხვევა და ძილიანობა ახასიათებს.

ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს შესაძლოა სისხლის გადასხმა დასჭირდეს. სისხლის გადასხმას მედიცინაში ტრანსფუზიურ თერაპიას უწოდებენ. ტრანს-ფუზიური თერაპია ავადმყოფისთვის სისხლის ან მისი კომპონენტების გადას-ხმას გულისხმობს. თანამედროვე მედიცინაში პაციენტს ახალ სისხლს იშვიათად უსხამენ, რადგან ამას რამდენიმე მინუსი აქვს. ჯერ ერთი, ვერ მოესწრება დო-ნორის სათანადო გამოკვლევა, მეორეც, შესაძლოა პაციენტს პლაზმის გადასხმა არ სჭირდებოდეს, მისთვის მხოლოდ ერითროციტული მასა იყოს აუცილებე-ლი ან პირიქით.

სიტუაცია განსჯისათვის: მოზრდილმა გოგონამ მამასა და...
დედინაცვალთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა

მამობრივი გრძნობა, ისევე როგორც იშვიათი ჯიშის ყვავილი, ყურადღების მო-კლებისთანავე ჭკნება. განქორწინების შემდეგ მამების მცირე ნაწილი თუ იღებს აქტიურ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სამაგიეროდ, უკვე მოზრდილი შვი-ლები თვითონვე დგამენ ნაბიჯს მამასთან ურთიერთობის აღსადგენად. მათ სუ-ლში ჩაკირულია უმამობის სევდა, ისინი გრძნობენ, რომ მამის გარეშე მათი ბე-დნიერება სრულყოფილი ვერ იქნება.

ყველამ იცის, რომ ტალანტს ვერც მემკვიდრეობით გადასცემ შვილს და ვერც მიწაში ჩაფლავ, რათა მომავალმა თაობებმა იპოვონ, მაგრამ ბავშვში არსებული ტალანტის აღმოჩენა ცოტას თუ შეუძლია. ზოგჯერ 30-40 წლის ადამიანი ყვე-ლასთვის (საკუთარი თავისთვისაც კი) მოულოდნელად იწყებს ხატვას, ლექსე-ბის ან მუსიკის წერას.

"ბავშვი უნდა გაანებივრო, რომ მისგან ნამდვილი ყაჩაღი დადგეს!" - ეს ციტატა "თოვლის დედოფლიდან" მშობელთა არაერთ თაობას ახსოვს. რა თქმა უნდა, არც ერთ დედას არ სურს, შვილი ყაჩაღად გაზარდოს. გამოდის, რომ პატარა არ უნდა გავანებივროთ! აი, ვლადიმერ ნაბოკოვი კი სულ სხვა რამეს ამბობდა: "ბავშვი უნდა გავანებივროთ, რადგან არ ვიცით, რა ელის მას მომავალშიო".

დაოდვილობა, გამოყელვა დაოდვილობა კანის ანთებითი დაზიანებაა. მისი მიზეზია კანის მუდმივი გაღიზიანება განავლით, შარდით, ოფლით ან კანზე უხეში თეთრეულის ხახუნით. ზოგჯერ დაოდვი-ლობას ექსუდაციური დიათეზი განაპირობებს. ის ნაწილობრივ ახალშობილის კანის ფუნქციური და მორფოლოგიური აგებულების არასრულფასოვნებით არის გამოწვეული.
დაოდვილობა ხშირია დუნდულებზე, მუცლის ქვედა ნაწილში და სასქესო ორგანოებზე, იშვიათად - კისრის, იღლიის, საზარდულისა და სხვა ნაკეცების არეში. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა: მსუბუქი, როდესაც კანის მთლიანობა არ ირღვევა, გამოხატულია მხოლოდ მკვეთრი ჰიპერემია,

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30 პროცენტს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს: დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური, არა-სრულფასოვანი კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის დეფიციტს სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა იწვევს. რკინადეფიციტური ანე-მია ქრონიკული დაავადებაა. ადრეული ასაკის ბავშვებში ის აგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება.

ზამთარი ის დროა, როცა საჭიროა გათბობა, სევდიანი განწყობის დაძლევა და ახალი ენერგიით ავსება. ზამთარში ხშირად ვაცხობთ ნამცხვრებს, ვამზადებთ გემრიელ კერძებს და ცხელ არომატულ სასმელებს, ხოლო თუ ტრადიციულ სამზარეულოს ცოტაოდენ სანელებლებსაც დავამატებთ, ნებისმიერი კერძი სუ-ლისა და სხეულის ნამდვილ ელექსირად იქცევა. იმისთვის, რომ სასარგებლო სასმელი ან წვნიანი მოამზა-დოთ, არ არის საჭირო, განსაკუთრებულ ჩვევებს ფლობდეთ.

რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ჯანმრთელობა? პირველ რიგში - თავად მამაკაცზე, მის განწყობასა და ცხოვრების წესზე, უფრო კონკრეტულად, იმაზე, რამდენად აქვს შენარჩუნებული და კომპენსირებული მის ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები, რამდენად ადეკვატურად მუშაობს მმართ-ველი ნეიროენდოკრინული სისტემა. სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს: სტატის-ტიკური მონაცემებით, საქართველოში მამაკაცები საშუალოდ 60-65 წელს ცოცხლობენ. ამის ახსნა მარტივია: საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უგულისყურო დამოკიდებულება, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება და, რაც მთავარია,

ახალი წელი რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე დამღლელია, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან მათ ზურგზე გადაივლის ყოველგვარი სამზადისი და საზრუნავი. დღესასწაული ჩაივლის და თქვენ არა-ქათგამოლეული და იმედგაცრუებული რჩებით... არადა, რამდენი ჩანაფიქრი და გეგმა გქონდათ! დარ-ბოდით მაღაზიებში, ახლობლებისთვის საჩუქრებს არჩევდით, იგონებდით სადღესასწაულო კერძების რეცეპტებს, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ცდილობდით გამოძინებას, უყურებდით ტელევიზორს, დადიოდით სტუმრად, ერთობოდით... ჩვეული რუტინა ჯერ კიდევ არ მოგნატრებიათ, მაგრამ უკვე დროა, მაღვიძარა მეორე დილისთვის მომართოთ. სამსახურში წასვლა უდიდეს ძალისხმევად გიჯდებათ, ოჯახი და კოლეგები ერთნაირად გაღიზიანებენ.... როგორც ჩანს, თქვენ დღესასწაულის შემდგომი სტრესის მსხვერპლი ბრძანდებით.

ქალებისა და მამაკაცების აზრთა არსი ერთმანეთისგან რომ განსხვავდება, ამაზე, ჩვეულებრივ, არავინ კა-მათობს, მაგრამ ზოგჯერ ქალებს სურთ, უკეთ გაუგონ თავიანთ ძლიერ ნახევარს. მიუხედავად ამისა, საყ-ვარელი ადამიანის მრავალი ქმედება მათთვის მაინც გამოცანად რჩება. არსებობს პოპულარული კითხვე-ბი, რომლებზეც ქალები პასუხს ვერ პოულობენ. ამ კითხვებს პასუხებს სცემენ მამაკაცები, რომლებიც და-გვეხმარებიან, ნათელი მოვფინოთ მამაკაცური ცნობიერების ზოგიერთ საიდუმლოს.

რატომ უყვართ მამაკაცებს ასე ძლიერ ფეხბურთი?

რა არის მოციმციმე არიტმია, როგორია მისი კლინიკური სურათი, რა საფრთხეს უქადის ის ადამიანს?გვესაუბრება ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ამერიკის ექოკარდიოსკოპთა საზოგა-დოების წევრი, კარდიოლოგი დავით მაისურაძე.

- რა არის მოციმციმე არიტმია?

მიხაკის ხსენებისას მეხსიერებაში ალისფერი ყვავილი გაგვიელვებს. უნებურად სამოცდაათიანი წლებიც კი გვახსენდება - დრო, როცა ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება თითქმის დაკრძალვის სიმბოლოდ გადაიქცა - და უსიამოვნო განცდა გვეუფლება... ალბათ ამ ემოციას გარკვეული კანონზომიერებაც აქვს. მითი მიხაკის წარმოშობის შესახებ შემზარავია: ერთხელ ნადირობის ქალღმერთი დიანა ნადირობიდან ხელმოცარული და განრისხებული ბრუნდებოდა. უეცრად მას მწყემსის სალამურის მხიარული რაკრაკი მოესმა. "შენმა მუსიკამ დააფრთხო ნადირი!" - იყვირა განრისხებულმა ქალღმერთმა.

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი ზურაბ ვარდიაშვილი.

Smile  ხანში შესული ქალბატონი კატეგორიული ტონით მიმართავს ექიმს: "პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება გადავწყვიტე. რჩევისთვის მოვედი: მაინც რას ვუმკურნალო პირველ რიგში?" ექიმი პაციენტს ყურადღებით ათვალიერებს და ეუბნება: "თავდაპირველად აუცილებლად მიბრძანდით კოსმეტოლოგთან - იცით, ასაკს მაინც თავისი მოაქვს..." "სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით", - სინანულით დაეთანხმა ქალი. "შემდეგ დიეტოლოგს ეწვიეთ - ვხედავ, ზედმეტი წონაც გაწუხებთ, ამის შემდეგ კი აუცილებლად შეიმოწმეთ მხედველობა". "ვითომ რატომ?" "ეს იმიტომ, რომ ჩემი კაბინეტის კარზე აბრა "ვეტერინარი", სამწუხაროდ, ვერ შეამჩნიეთ..." 

ყველაზე მეტი შვილი
1782 წლის ჩანაწერების მიხედვით, 1725-დან 1765 წლამდე რუსი გლეხის თეო-დორ ვასილიევის ცოლმა 27-ჯერ იმშობიარა და ამქვეყნად მოავლინა: 16-ჯერ - ორი, 7-ჯერ - სამი და 4-ჯერ - ოთხი ტყუპი, სულ 69 ბავშვი, რომელთაგან მცი-რეწლოვანი მხოლოდ ორი დაიღუპა. თანამედროვეთაგან კი ყველაზე ნაყოფი-ერ დედად ითვლება ჩილელი ლეონტინა ალბინა, რომელმაც 1943-81 წლებში 55 ბავშვი შვა. პირველი ხუთი მშობიარობისას მან სამი ტყუპი გააჩინა, ყველა - მამრობითი სქესისა.

არსებობს სეზონური უსიამოვნებებისგან თავის დაცვის რამდენიმე ხერხი: შეგიძლიათ, მიბრძანდეთ უახლოეს აფთიაქში

კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზიოგრამა არის ანალიზი, რომელიც ჰემოსტაზის - სისხლის შემდედებელი სისტემის - მდგომარეობას ავლენს. ის კომპლექსურ ანალიზს წარმოადგენს, აქვს ჩატარების რამდენიმე მეთოდიკა და ჩვეულებრივ, სისხლის შედედების რამდენიმე ფაქტორს განსაზღვრავს. კოაგულოგრამა უმნი-შვნელოვანესი გამოკვლევაა ორსულობის დროს, ოპერაციული ჩარევის წინ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ყველა იმ სიტუაციაში, როდესაც პაციენტს სისხლის დაკარგვა უწევს.

სტომატოლოგიურ პრაქტიკაში სისხლდენა საკმაოდ გავრცელებული სიმპტო-მია. ის თან სდევს მრავალ დაავადებას და გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა. საგულისხმოა, რომ სისხლ-დენა სტომატოლოგიაში ზოგჯერ უკვე ჩამოყალიბებული დაავადების ნიშანია, ზოგჯერ კი რომელიმე პათოლოგიური პროცესის დასაწყისზე მიგვანიშნებს. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში სისხლდენის შესახებ მოგვითხრობს სტომატო-ლოგი, თერაპევტი ქეთევან მაისურაძე.

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც სახსრების ქრონიკული ანთება ახასიათებს.

1. როგორ ფიქრობთ, თანაცხოვრებისას დროთა განმავლობაში ურთიერთგაგება ირღვევა და გრძნობა ნელდება?
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) არ არის ასე.
2. მეუღლესთან ურთიერთობა გგვრით:
ა) ტანჯვას; ბ) გიჭირთ პასუხის გაცემა; გ) სიხარულსა და კმაყოფილებას.
3. ნათესავებსა და მეგობრებს თქვენი ქორწინება მიაჩნიათ:
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად