ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_2 მკურნალი #_2
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_2  მკურნალი

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: გენეტიკური განწყობა, გარემო, ჯანმრთელობა, აღნაგობა, სულიერი მდგომარეობა და სიცოცხლის წყურვილი. დღეს 100 წელს დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი თუ აღწევს, 110 წელს გადაცილებულები კი თითებზე ჩამოსათვლელნი არიან.
სუპერდღეგრძელები 2008 წლის 28 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ცნობილია 84 ადამიანი, რომელმაც 110 წელს გადააბიჯა (ამათგან 75 ქალია, 9 - მამაკაცი), 100 წელს გადაცილებულთა რიცხვი კი 200 ათასს უტოლდება.

თევზი ძვირფასი საკვებია. მასში შედის ნივთიერებები, რომლებიც ამცირებს სისხლში ცხიმის შემცველობას, არეგულირებს წნევას, თავიდან გვაცილებს დიაბეტს, აყუჩებს თავისა და სახსრების ტკივილს. ზღვის ბინადართა ხორცი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ათხიერებს სისხლს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. თუ ყოველდღე მიირთმევთ 1 გრამ ომეგა-3-ს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს 40%-ით შეამცირებთ.

ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, მისი შვილი წარმატებული პიროვნება იყოს. მაინც რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს?
ფსიქოლოგების მტკიცებით, ბავშვის შემეცნებითი აქტივობა, მისი ქცევა, პიროვნების განვითარება და მთელი ცხოვრების სცენარიც კი მთლიანობაში

ფიმოზი ჩუჩის იმგვარი შევიწროებაა, როდესაც მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. მუცლადყოფნის პერიოდსა და სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია, რომელიც განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური შევიწროებით, არამედ ასოს თავზე მისი მიწებებით.

კრიპტორქიზმი სათესლე პარკში ცალი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობაა. ის გვხვდება ახალშობილთა 30%-ში, ხოლო ვაჟების 2-4%-ს 15 წლამდეც კი გაჰყვება.
ადამიანის ჩანასახს სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუში აქვს მოთავსებული და თუ არაფერმა შეუშალა ხელი, დაახლოებით მე-5 თვიდან ჩამოსდის სათესლე პარკში.

ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება, არამედ გააზრებულ აუცილებლობად იქცევა. თუმცაღა ცივილიზებულმა საზოგადოებამ უკვე აითვისა სატრენაჟორო დარბაზები, შეიპინგ-ცენტრები და აერობიკის წრეები, უნდა ითქვას, რომ ადამიანებს იმიჯი უფრო აღელვებთ, ვიდრე ჯანმრთელობა. ამ დაწესებულების სტუმართა უმრავლესობა იმისთვის ღვრის ოფლს, რომ მათი სხეული ცნობილი მოდელებისას დაემსგავსოს.

სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ცილები ტვინს აზიანებენ
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებმა შესაძლოა იმედი გაუცრუოს ფარმაცევტულ ლაბორატორიებს, რომლებიც სირტუინების საფუძველზე დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს ამზადებენ.
სირტუინები ცილებია, რომელთაც დაბერების პროცესის შემაფერხებელი და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი თვისებები აქვთ.

მადიარების მეფე ლუდვიგ II ცხრა წლის ასაკში პანტაგრუელის ზუსტი ასლი გახლდათ - სასახლის სეფექალებსა და გადიებთან ხორციელ ტკბობას ეძლეოდა. ეს მის გარემოცვას ძალიან ახარებდა. "მეფე ნამდვილი მამაკაცია, მას ყველაფერი შეუძლია!" - ამბობდნენ ისინი. 14 წლის მონარქი კარგა მოზრდილ წვერ-ულვაშს ატარებდა, 15 წლისამ კი ცოლი შეირთო, მაგრამ ორი წლის შემდეგ თმა გაუჭაღარავდა, შემდეგ გამელოტდა, კბილები დასცვივდა... მოკლედ, თვალდათვალ დაბერდა და 20 წლისა, როცა უკვე ღრმად მოხუცებულს ჰგავდა, გარდაიცვალა.

- რომელი ფაქტორები მოქმედებს თმის ხარისხზე?

- თმის ხარისხზე გავლენას ახდენს ეკოლოგია, ინსოლაცია, კვება. მავნე ფაქტორების გავლენით თმის სტრუქტურა ზიანდება, რაც გამოვლინდება თმის ცვენით, ქერტლით, მტვრევადობით. არაპროფესიონალური მოვლა კიდევ უფრო მეტად ვნებს თმის მდგომარეობას. ვინაიდან თმა ჩვენი იმიჯის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიონალებს უნდა მივანდოთ.

ლანგრით მირთმეული
რა თქმა უნდა, აღზრდა ადრეული ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. მოზარდის გარდაქმნა და "გადაპროგრამება" გაცილებით ძნელია, რადგან მას უკვე შეთვისებული აქვს სამყაროს არასწორი ხედვა და მცდარი შეხედულებები. ან რა უნდა ესმოდეს ცხოვრებისა, თუ არასოდეს არაფერი ჰკლებია?! სასათბურე პირობებში გაზრდილი ბავშვისთვის ძნელია იმის გაცნობიერება, რომ

მოხუცებული პაციენტები ხშირად სოციალურ პრობლემას უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სამედიცინოს. ამის მიზეზი ხანდაზმულ ასაკში ფსიქიკურ პროცესთა დარღვევა და პიროვნების დეგრადაციაა.
განვიხილოთ ის ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერით არის განპირობებული.

ქალებს აშინებთ მენოპაუზა, რადგან მას სიბერის მოახლოების ნიშნად მიიჩნევენ. რითია განსაკუთ-რებული ქალის ცხოვრების ეს პერიოდი? რა ცვლილებები ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში?
ამ და სხვა კითხვებზე მეან-გინეკოლოგი ნინო იამანიძე გვიპასუხებს.

- რა არის მენოპაუზა, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში და რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება ეს ცვლილებები?

სიბერე ადამიანის ცხოვრების გარდაუვალი პერიოდია. მას ყოველთვის ახლავს თან თავისებური სევდა, განვლილი ცხოვრების, წარსულში დარჩენილი ახალგაზრდობის ნოსტალგია. ჩვენი მშობლები, ოდესღაც ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიული ადამიანები, დღეს სუსტი და მგრძნობიარე, საოცრად გულჩვილი მოხუცები არიან. იყო დრო, ისინი გვასწავლიდნენ ცხოვრებას,

ასაკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მის გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვან და სხვა სისტემებზე, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლაზე. ასაკთან ერთად იმატებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა რისკიც. ხშირია ოსტეოპოროზი და ართროზი. ცნობილია, რომ მოძრავი ცხოვრების წესი და ფიზიკური ვარჯიში მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე, თუმცა ბევრმა არ იცის,

ეს კითხვა ალბათ ბევრს არ ასვენებს. "ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!" - ინატრა პოეტმა და სილამაზეში უთუოდ ახალგაზრდობა იგულისხმა. დღეს ეს ოცნება შეიძლება
სინამდვილედ იქცეს მედიცინის შედარებით ახალი დარგის - პლასტიკური ქირურგიის საშუალებით, რომელიც, როგორც ჩემმა რესპონდენტმა ამიხსნა, რამდენიმე დარგს:

დაავადებათა უმრავლესობა ხანდაზმულ ორგანიზმში თავისებურად  მიმდინარეობს, ამიტომ გამოკვლევა და მკურნალობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. სხვაგვარად შესაძლოა დიაგნოზი არასწორად დაისვას და მკურნალობა უშედეგო, საზიანოც კი აღმოჩნდეს.

დაბადება - ბავშვობა - სიჭაბუკე - სიმწიფე - სიბერე - ეს ყოველი ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია, განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი. 25 წლისთვის ადამიანის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.

TIME-მა 2008 წლის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევების რეიტინგი გამოაქვეყნა

გთავაზობთ ამ რეიტინგს:
1. მეცნიერებმა ადამიანის კანისგან ღეროვანი უჯრედების გამოზრდა შეძლეს.
2008 წელს იაპონელმა მეცნიერებმა პირველებმა გამოიყენეს ღეროვანი უჯრედების მიღების ახალი ტექნოლოგია. მათ "გადააპროგრამეს" ადამიანის კანის უჯრედები, რის შედეგადაც ისინი ჯერ ღეროვან,  შემდეგ კი სხვა ტიპის უჯრედებად იქცნენ. ეთიკური თვალსაზრისით ეს პროცედურა გამართლებულია, პრაქტიკულით კი - ფასდაუდებელი. გარდა იმისა, რომ კანისგან ღეროვანი უჯრედების გამოსაზრდელად არც დონორია საჭირო და არც ემბრიონი,

ეს ტესტი პედანტიზმის დონის სადიაგნოსტიკოდ არის განკუთვნილი. პედანტად მიიჩნევენ ადამიანს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქმის გარეგნულ მხარეს, წვრილმანებშიც კი განუხრელად იცავს ფორმალურ წესრიგს. პედანტიზმი, პედანტურობა, ერთი მხრივ, გულისხმობს წესების მკაცრად დაცვას, ყველა წვრილმანის გათვალისწინებას თუნდაც საქმის არსის

 

  • ორგანიზმის გასაჯანსაღებლად: ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე სვით 2-4 ს/კ თევზის ქონი.
  • გადაღლილობისას: მიირთვით ქაშაყის რამდენიმე ნაჭერი.
  • თუ გადაღლილობის გამო თავი აგტკივდათ, მიირთვით ქაშაყი.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" იურიდიული კონსულტანტი შრომისა და სოციალურ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. 

ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან

  • "ძველ რომაელებს ჰქონდათ შესანიშნავი გამოთქმა: მსგავსი მსგავსით ხარობს. თუ ადამიანი ცდილობს, რომ მასში სიწმინდე იყოს, რა თქმა უნდა, სულიწმიდაც მოდის და რჩება კიდევაც მასთან. ადამიანი ხომ იმისთვისაა მოწოდებული, რომ სულიწმიდის ტაძარი გახდეს. თუ იგი მართლაც იქცევა ტაძრად სულისა წმიდისა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთე მოდის. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბრკოლებები აღარ ექნება და აღარასოდეს  შესცოდავს, მაგრამ მთავარი გეზი მისი ცხოვრებისა და მისი მიზანი სიკეთის სამსახური გახდება.

რუბრიკის სტუმარია უროლოგი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ამისულაშვილი

Smile ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლები მხოლოდ ქალბატონები არიან, მაგრამ გამგედ, უფრო სწორად, ხელმძღვანელად მამაკაცი ჰყავთ, რომელიც, თავისი სოციალური და ბიოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე, ძალიან მკაცრია.

ჰერპეს-ზოსტერით დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 250 000 კაცი ავადმყოფობს. მათგან დაახლოებით 100 000-ს პოსტჰერპესული ნევრალგია უვითარდება.

რა არის ჰერპეს-ზოსტერი?
ჰერპეს-ზოსტერი ანუ სარტყლისებრი ლიქენი ჩუტყვავილას განმეორებითი გამოვლინებაა. დაავადება შესაძლოა ჩუტყვავილას გადატანიდან მრავალი წლის შემდეგაც კი განვითარდეს.

ბავშვებს ხშირად ემართებათ კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები, რომლებიც ნაწლავური ინფექციის ან კვებისას დაშვებული შეცდომების შედეგია. სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში წამყვან როლს ასრულებს კვების სწორი რეჟიმი და რაციონი. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გათვალისწი-ნებულ უნდა იქნეს პათოლოგიური პროცესის თავისებურება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი.

ანდეთ შაქრის კონტროლი მცენარეებს
შაქრიანი დიაბეტი ჩვენი საგვარეულო სენია, ამიტომ როდესაც ასაკში შესულს მისი პირველი ნიშნები გამომაჩნდა, არ გამკვირვებია. ჯანმრთელობის ფასი მშვენივრად ვიცი, ამიტომ ენდოკრინოლოგს დროულად მივაკითხე. მან სისხლში შაქრის დონის დამარეგულირებელი პრეპარატები გამომიწერა. მალე თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ექიმმა მითხრა,

ჩემი სამი წლის გოგონასთვის დედაჩემი სულს არ იშურებს, მაგრამ ახალშობილივით ექცევა: ენას უჩლექს, ჩვილის ენაზე ესაუბრება... ეს ძალიან მაღიზიანებს და ვფიქრობ, არც სამი წლის ბავშვისთვის უნდა იყოს სასარგებლო. როგორ გადავაჩვიო დედაჩემი ბავშვთან ასეთ საუბარს?
ლელა, 26 წლის
ჭვალი ანუ კოლიკა წარმოადგენს მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე შეტევით ტკივილს. ის შეიძლება იყოს:
  •  1) თირკმლისმიერი (თირკმლის ჭვალი) - იწვევს კენჭების გადაადგილება საშარდე გზებში;
  •  2) ღვიძლისმიერი (ღვიძლის ჭვალი) - იწვევს კენჭების გადაადგილება სანაღვლე გზებში;

მამაკაცს დროდადრო სჭირდება ქალის მხარდაჭერა. ცხადია, ამას არც ერთი მამაკაცი არ აღიარებს, რადგან არავის სურს, სუსტი ეგონოთ. და მაინც, ისინი ქალისგან მოელიან: თანადგომას სარისკო ნაბიჯის გადადგმისას. შიში არც მათთვის არის უცხო, ქალის მხარდაჭერა კი ძალასა და თავდაჯერებას მატებთ.

არსებობს მოარული აზრი, რომ მამაკაცებს არ უყვართ საყიდლებზე სიარული. ცხადია შოპინგი რთული და ხანგრძლივი საქმიანობაა, მაგრამ ზოგჯერ მაღაზიაში ერთად წასვლა აუცილებელია. არსებობს საგნები, რომლებსაც მამაკაცები სიამოვნებით ყიდულობენ: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინსტრუმენტები, ავტონაწილები... ცხადია, არსებობს ისეთი ნივთებიც, რომელთა ავ-კარგში მამაკაცები სრულიად ვერ ერკვევიან, ისიც კი არ იციან, რა საჭიროა ესა თუ ის საგანი.

ძილის სიღრმე და ხანგრძლივობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამათგან მხოლოდ ერთს - ასაკს - ვერაფერს ვუზამთ, დანარჩენებზე ზემოქმედება კი შესაძლებელია.
ძილი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: ენერგეტიკულ დანახარჯზე. რაც უფრო მეტად დაიღლება ბავშვი, მით უფრო მეტად ეძინება; წინა ძილის ხანგრძლივობასა და სიღრმეზე; ძილის წინ მიღებულ საკვებზე - კარგად დანაყრებულს ტკბილად გეძინება.

ბრონქიტი სასუნთქი სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა - ინფექციური, ალერგიული, ქიმიური, ფიზიკური - ეტიოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით.
ბრონქიტი განსაკუთრებით ხშირია მცირე ასაკის ბავშვებს შორის, რაც ამ ასაკში სასუნთქი სისტემის აგებულების თავისებურებითა და არასწორი სუნთქვით აიხსნება. ასაკის მატებასთან ერთად ავადობის სიხშირე იკლებს.

ჟილბერის სინდრომი ბილირუბინის ცვლის დარღვევით გამოწვეული მემკვიდრეობითი დაავადებაა.

ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლოდ კვიპროსს მიიჩნევენ,  ამიტომ მას თავდაპირველად კვიპროსულ კომბოსტოს უწოდებდნენ. ზოგიერთი მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევს, ზოგის აზრით კი მის კულტივირებას კაცობრიობა არაბებს უნდა უმადლოდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ბოსტნეულს 2500 წელიწადზე მეტია იცნობენ.

როდის დავიწყოთ ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკის გამოყენება, როდის მივმართოთ კოსმეტოლოგს, როგორ ვებრძოლოთ სიბერის პირველ ნიშნებს?

mkurnali.geსტაფილო უხვად შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, თუმცა ამ ბოსტნეულის მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი A პროვიტამინის -კაროტინის წყაროა.
კაროტინი ადვილად იჟანგება, მაგრამ მცენარეულ ქსოვილებში მას უჯრედული გარსები იცავს,

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად