ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_1 მკურნალი #_1
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_1  მკურნალი

 მანგო ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. მის ნაყოფში შემავალი C ვიტამინი და ფერმენტები აფერხებენ ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობენ და ასტიმულირებენ კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე.
მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

მეტეორიზმის დროს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ

ბავშვობიდან მაწუხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. საკმარისია, არადიეტური საკვები მივიღო, რომ მუცელი მებერება და მოვლითი ტკივილები მეწყება. არადა, სულ დიეტაზე ხომ არ ვიქნები?!
მეგობარმა ერთი მცენარეული საშუალება მირჩია და მომზადებაც თვითონვე მასწავლა:

შაქრიანი დიაბეტი და ბიორიტმები 

შაქრიანი დიაბეტი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა შესაძლოა დღეღამური რიტმის მარეგულირებელი გენის ფუნქციის დარღვევას უკავშირდებოდეს - ასეთი დასკვნა გამოიტანა ბრიტანელ, ფრანგ და დანიელ მეცნიერთა ჯგუფმა, რომლის გამოკვლევის შედეგები ჟურნალ Nature Genetics-ში დაიბეჭდა.

ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესის მიმდინარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვიღებთ და კვების რეჟიმზე. ყველა ცოცხალი ორგანიზმი განუწყვეტლივ ხარჯავს მასში მოხვედრილ საკვებ ნივთიერებებს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხეულში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დროს იჟანგება, რის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიასაც ორგანიზმი გეგმაზომიერად ახმარს სხვადასხვა მიზანს. კერძოდ, ეს ენერგია ხმარდება სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, შინაგანი ორგანოების (გულის, სასუნთქი აპარატის, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი კი ფიზიკური შრომისას იხარჯება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი წლის დღეებში საჭმლის მომნელებელი სისტემა არცთუ იშვიათად გვახსენებს თავს. ტკივილი, დისკომფორტი, მეტეორიზმი, ფაღარათი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც საახალწლო ნადიმს მოსდევს. რა არის მსგავსი ჩივილების მიზეზი, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღესასწაულებით მართლაც მდიდარი იანვარი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გავატაროთ?

ჩვენი ორგანიზმი ჩვენი სახლია. როგორი იქნება იგი - ნათელი და კომფორტული თუ ნესტიანი და ბნელი, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი სტუმარია აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ქალბატონი
ქეთევან ნატმელაძე.

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს ურეჟიმო კვებამ, დიდი ოდენობით ტკბილეულისა თუ ნოყიერი საკვების მიღებამ? ამაზე პედიატრი ლოლა ზვიადაძე გვესაუბრება.

ბევრი იშიაზსა და რადიკულიტს ერთმანეთში ურევს, უფრო სწორად, ორივეს რადიკულიტს უწოდებს. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. მართალია, მათი სიმპტომები მსგავსია და ზოგჯერ მკურნალობაც ერთი და იმავე მეთოდებით მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევა და სათანადო შედეგის მიღება გვსურს.

ადამიანის ხერხემლის სვეტი შედგება 31-32 მალისგან, რომლებიც ტოპოგრაფიული ნიშნით იყოფა განსხვავებული რაოდენობისა და მორფოლოგიური ნიშნების მქონე მალების 5 ჯგუფად. ესენია:

კისრის მალები - 7 (C I-VII),
გულმკერდის მალები - 12 (T I-XII),
წელის მალები - 5 (L I-V),

ნიგვზის შერჩევა და დამუშავება ბაჟისა და საცივისთვის

ბაჟისა და საცივისთვის განსაკუთრებულად თეთრი ნიგოზია საჭირო. ის ორჯერ უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (ან ათქვიფოთ ბლენდერში), შემდეგ ნაწილ-ნაწილ დანაყოთ ხის სანაყში ზაფრანასთან ერთად. დამუშავებული ნიგოზი შეგიძლიათ გამოწუროთ. ზეთი უკეთ რომ გამოუვიდეს, დაამატეთ ერთი კბილი გახეხილი ნიორი, შემდეგ გადაიღეთ ფართო ჯამში და ცივ წყალში დასველებული ხელით განაგრძეთ ზელა.

ბევრს აინტერესებს, რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე 10-15 წლით მეტხანს. ამ საკითხით დაინტერესებულთა შორის აღმოჩნდა ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი თომას პერლსიც, რომელმაც ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ ამოხსნა კაცობრიობის სუსტი ნახევრის საიდუმლო.
მეცნიერმა სიცოცხლის ხანგრძლივობის განმასხვავებელ მიზეზთა სამი ძირითადი ჯგუფი გამოყო და განმარტა, რომ ეს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული ფიზიოლოგიური, ფსიქოსოციალური და გენეტიკური განსხვავების ბრალია.

ყველა ადამიანს განსხვავებული სახის კანი აქვს. კანის მდგომარეობა და ფერი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მას კვალს აჩნევს პროფესია, კვება, მავნე ჩვევები, ძილის რეჟიმი, სტრესი, გარე სამყაროს ზემოქმედება და მემკვიდრეობითი ფაქტორები, ასევე - მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახის კანის მდგომარეობასა და, საზოგადოდ, გარეგნობაზე, აისახება საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებში მიმდინარე არასასურველი ძვრები.

ჩვენში მიაჩნიათ: ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად რომ იქცეს, მას ყოველმხრივ მომზადებულები უნდა შეხვდნენ - სახლი უნდა ბზინავდეს, ხოლო სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდეს. დიდი ამბავი, თუ დიასახლისი ამ გაწამაწიაში კაბის გამოცვლასა და თმის დავარცხნასაც კი ვერ მოასწრებს (მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია) - მთავარია, ქმარმა და მისმა მეგობრებმა მოილხინონ...

შვილები ყველაფერს მშობლებისგან სწავლობენ, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ბრძენ მშობელსაც შეუძლია, ბავშვისგან ბევრი რამ ისწავლოს.

ნუ დავიბოღმებით
ბავშვი ადვილად ბრაზდება, მაგრამ უგუნებობა დიდხანს არ გაჰყვება, ზოგჯერ 2-3 წუთში ივიწყებს წყენას და ისე აგრძელებს თამაშს, ვითომც არაფერი. ბავშვებისგან განსხვავებით, დიდები წყენას

 მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი წლის ყველაზე ცივ პერიოდს ემთხვევა, ის მაინც ყველაზე თბილი დღესასწაულია. ამ დღეს, ტრადიციისამებრ, ოჯახში ვხვდებით, თუმცა ყოფითი სინამდვილიდან გამომდინარე, შესაძლოა 31 დეკემბერი ისე დაღამდეს, რომ პატარებისთვის სიურპრიზის მოსამზადებლად ვერც კი მოვიცალოთ. არა უშავს, წინ ხომ შობაა, თანაც ქართველებს ”ორი ახალი წელი” გვაქვს!

 ბავშვს, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ უფრო მეტად სჭირდება გარშემო მყოფთა ძალდაუტანებელი, ბუნებრივი მოპყრობა. თუმცა, რასაკვირველია, რჩევის მიცემა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულება. მშობლების უმრავლესობას ამ დროს თვითონვე სჭირდება დახმარება. ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვი უამრავ ენერგიას ითხოვს. მშობლებს მთელი ყურადღება ნაკლზე გადააქვთ, თავად ბავშვი კი ავიწყდებათ

 დედის განწყობა ლაქტაციაზე დიდ გავლენას ახდენს. მღელვარება და დაძაბულობა რძეს გარეთ არ უშვებს, ამიტომ ვიდრე ბავშვს ძუძუს მისცემდეთ, თხუთმეტიოდე წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და დამშვიდდით. ძუძუს პირველი მიცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აშკარად იგრძნობთ ძუძუს წოვებისას მკერდში რძის მოწოლას. რძე შეიძლება მაშინვე წამოგივიდეთ, როგორც კი გაღვიძებული ბავშვის ხმას გაიგონებთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძუძუს ბარაქიანობა ბევრად არის დამოკიდებული თქვენს ემოციებზე.

 კარგა ხანია, ზამთარი კარს მოგვადგა და უამინდობით თავიც მოგვაბეზრა, ზამთრის სუსხიან დღეებში კი გაციება ყველაზე იოლია. გთავაზობთ გაციების საწინააღმდეგო შინაურ რეცეპტებს.

ოფლის მოსადენად
აიღეთ ორი წილი ვირისტერფა, ერთი წილი ცაცხვის ყვავილი და ერთი წილი თავშავა, ჩაისავით დააყენეთ და მიიღეთ ძილის წინ.

დროსთან ერთად შეხედულებებიც იცვლება. თანამედროვე ქალიშვილისთვის მიუღებელია ძველეგვიპტელი ქურუმი, რომელიც თვალის კონტურებს იმუქებდა, სახეგადათეთრებული იაპონელი არისტოკრატი და ლუდოვიკოს ეპოქის ფრანტი, რომელიც საპუდრეს ქალბატონებზე ხშირად ხსნიდა. ერთი სიტყვით, მიუღებელია მამაკაცი კოსმეტიკური ნაკრებით, თუმცა

ქალები ხშირად მაშინღა იგებენ, რომ ორსულად არიან, როდესაც ჩასახვიდან რამდენიმე კვირაა გასული და ემბრიონს გავლილი აქვს ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პერიოდები - ჩანასახოვან მდგომარეობაშია ძირითადი ორგანოები, ძგერს გული, ვითარდება ტვინი. როგორ გავიგოთ, რამდენად სასიკეთო იყო ეს პერიოდი მომავალი ბავშვისთვის?

 ”გილოცავთ, თქვენ ორსულად ბრძანებით!” - ზოგს ეს სიტყვები სიხარულს ანიჭებს, ზოგისთვის კი იწყება უგუნებობისა და საკუთარი გარეგნობისადმი აბსოლუტური განურჩევლობის პერიოდი.
შედარებით მძიმეა ორსულობის პირველი თვეები, როდესაც მთელი ორგანიზმი ახალი მდგომარეობის შესაბამისად გარდაიქმნება. რთულია ბოლო თვეებიც, როდესაც გეჩვენებათ, რომ უზარმაზარ მუცელს ძლივსღა დაათრევთ და გეჩვენებათ, რომ სხეულზე მეტი აღარაფერი გაქვთ.

ახალ წელს ყველა ჩვენგანი სხვადასხვანაირად ხვდება და სხვადასხვა გარემოცვაში ატარებს. ზოგს ოჯახურ გარემოში ურჩევნია დღესასწაულის აღნიშვნა, ზოგი კი მეგობრების წრეში მოლხენას ამჯობინებს. არჩევანი და ტრადიცია, რომელსაც იშვიათად ღალატობენ, ადამიანის ბუნებაზე, მის ხასიათსა და თვისებებზე მეტყველებს. გთავაზობთ ტესტს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაარკვიოთ, სად და როგორ გარემოში გიჯობთ ახალი წლის შეხვედრა.

ბავშვები ყველაზე იოლად ცივდებიან, ყველაზე ხშირად სტკივდებათ ყური... ზედა სუნთქი გზებისა და ყურის დაავადებებზე სასაუბროდ ბავშვთა ოტოლარინგოლოგს ლალი კიტოვანს ვეწვიეთ.

- ქალბატონო ლალი, ბავშვთა ასაკში ყელ-ყურ-ცხვირის რომელი დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად?

ოჯახებში საშობაო სამზადისი იწყება. ტრადიციისამებრ, სუფრას ხორციანი კერძები უნდა ამშვენებდეს. გირჩევთ, ხორცი შემოწმებული შეიძინოთ, რადგან ადამიანისთვის დაავადებულ ხორცთან შეხებაც კი სახიფათოა. ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომლითაც შეიძლება შეუმოწმებელმა ხორცმა დაგვასაჩუქროს, ჯილეხია.

მწვავე რესპირატორული დაავადებების ან, მარტივად რომ ვთქვათ, გაციების გამო მრავალი ჩვენი თანამემამულე კარგა ხანია ექიმს აღარ აკითხავს, რადგან თავი მრდ-ის მკურნალობის სპეციალისტად მიაჩნია, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითმკურნალობისას ადამიანები ხშირად არცთუ უსაფრთხო მეთოდებს ირჩევენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგითხროთ იმ შეცდომების შესახებ, რომლებსაც მრდ-ის თვითმკურნალობისას ყველაზე ხშირად უშვებენ.

ქართველები და იუმორი განუყოფელია. ამის კიდევ ერთი დასტურია სარედაქციო ფოსტა. ”ოჯახის მკურნალში” უამრავი წერილი მოდის. ზოგი მათგანი კურიოზული ფრაზებით არის სავსე. კარგა ხანს ვაგროვებდი მათ და აი, ის დღეც დადგა, როდესაც ისინი თქვენს სამსჯავროზე უნდა გამოვიტანო. იცინეთ, ძვირფასო მკითხველებო! იცინეთ ჩვენთან ერთად. სიცილი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს!

მარხვა სულიერი განწმენდისთვის რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ჯანმრთელობაზე მისი გავლენის

დანაწევრებული კვების ღირსებებზე დღეს ბევრს საუბრობენ, თუმცა ამ თეორიას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც არ აკლია. მაინც რას გულისხმობს დანაწევრებული კვება, რატომ არის ის ასე აქტუალური, რას ნიშნავს არათავსებადი პროდუქტები?

ჯადოსნური სიტყვა

მოწევაზე უარის თქმის უამრავი საშუალება არსებობს. სხვა საქმეა, თანაბრად მისაღებია თუ არა ისინი ყველასთვის. ჯადოსნურ სიტყვას ეძებენ ჰიპნოზიორები და ფსიქოთერაპევტები, 25-ე კადრის თეორიის მომხრეები და თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების იდეოლოგები... ისინი ცდილობენ, ამა თუ იმ ფორმით შთააგონონ ადამიანს, რომ მას მოწევა არ სურს, რომ შესანიშნავად შეუძლია, იცხოვროს სიგარეტის გარეშე, რომ თამბაქოს სუნიც კი ეზიზღება.

ახალი წელი დადგა. საკუთარ ჭერქვეშ გაშლილი სუფრის გარდა ამ დღეებში უამრავ ნაცნობ-მეგობართან სტუმრობისას სხვადასხვა ხარისხისა და სიმაგრის ალკოჰოლური სასმლის დაჭაშნიკებაც მოგვიხდება. კი, ბატონო, ზომიერად მიირთვით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ ერთმანეთში არაყი და ღვინო, შამპანური და კონიაკი, რომი და ვისკი, ლიქიორი და მარტინი. გარდა იმისა, რომ მალე, რბილად რომ ვთქვათ, დათვრებით, ასეთი სახით მიღებული ალკოჰოლი უფრო მეტ ზიანს მიაყენებს თქვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით - ღვიძლს, მეორე დღეს ნაბახუსევზე გაცილებით უარესად იგრძნობთ თავს და "პახმელიიდან" გამოსვლაც უფრო მეტად გაგიჭირდებათ.

mkurnali.ge მამაკაცის ორგანიზმში სპერმის წარმოქმნა სქესობრივი მომწიფების მომენტიდან იწყება და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. სპერმატოგენეზს დაახლოებით 72 დღე სჭირდება, ხოლო ქალის ორგანიზმში სიცოცხლისა და განაყოფიერების უნარს სპერმატოზოიდი დაახლოებით ორი დღე ინარჩუნებს. 1938-1970 წლებში უნაყოფობის მიზეზად მილილიტრ ეაკულატში 40 მილიონი სპერმატოზოიდის არსებობა ითვლებოდა.

mkurnali.geისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა მიყენებს. მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ჩემი არსებობა, როცა რაიმე სჭირდებათ. საკმარისია, თხოვნა შევუსრულო, რომ მაშინვე იკარგებიან და აღარც კი მირეკავენ, ვიდრე რამე არ მოხდება და ისევ არ დასჭირდებათ ჩემი დახმარება... მარი, 21 წლის

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად