ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი # 16 მკურნალი # 16
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
# 16 მკურნალი

ძალზე ეფექტურია სხეულის დაზელა რძის პროდუქტებით. მასაჟი თავისთავადაც არაჩველებრივი გამაჯანსაღებელი საშუალებაა, ხოლო თუ მას მკვებავ მალამოს ან ბუნებრივ პროდუქტს მივაშველებთ, ეფექტი ერთიორად უკეთესი იქნება. იოგურტის მასაჟი ატონიზირებს, ატენიანებს, ხავერდოვნებას მატებს კანს.

ჰერპესის ვირუსის შენიღბვის საიდუმლო ამოცნობილია
ამერიკელმა მეცნიერებმა დაავადების ლატენტურ ფაზაში მარტივი ჰერპესის ვირუსის შენიღბვის მექანიზმი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა შესაძლოა საფუძვლად დაედოს ჰერპესული ინფექციების პრინციპულად ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნას.

ინფექციური დაავადების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გაუწყლოებაა. მისი კორექცია მედიცინის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი ლალი ნებიერიძე.

- გაუწყლოება, იგივე ექსიკოზი, განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მცირე ასაკის ბავშვებში, მოხუცებსა და ქრონიკულად მოავადე, დასუსტებულ პირებში.

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა. ორგანიზმისთვის მის მნიშვნელობაზე, გაუწყლოების სიმპტომატიკასა და მიზეზებზე გვესაუბრება ექიმი
თერაპევტი ლია მინდიაშვილი.

- რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

- წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღე-ღამეში 2-3 ლიტრი წყლის დალევაა რეკომენდებული, თუმცა ეს საშუალო მაჩვენებელია, რომელიც წელიწადის დროისა და სხვა ფაქტორების მიხედვით იცვლება. ამ ფაქტორებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესია გარემოს ტემპერატურა - ზაფხულში ხომ გაცილებით მეტ სითხეს ვსვამთ, ვიდრე ზამთარში.

გაითვალისწინეთ: წყლის რეკომენდებულ სადღეღამისო ოდენობაში არ შედის წვნიანები და სხვადასხვა ფარული სითხე. წყალს, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი საკვები შეიცავს, ორგანული ნაერთების დაშლის გზით თავად ორგანიზმიც გამოიმუშავებს: 100 გრამი ცხიმის დაჟანგვისას 107 გრამი წყალი მიიღება, 100 გრამი ცილის დაშლისას - 55 გრამი, ხოლო ამავე ოდენობის ნახშირწყლები 41 გრამ წყალს წარმოქმნის.
წყლის მოთხოვნა იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

  • 370ჩ-ის ზევით ყოველ გრადუსზე სხეულს 10%-ით მეტი წყალი სჭირდება.
  • საშუალო სიმძიმის ფიზიკური შრომისას მიღებული წყლის ოდენობა 4-5 ლიტრს აღწევს.
  • ღია ცის ქვეშ მძიმე ფიზიკური შრომისას ადამიანი 6 ლიტრამდე წყალს სვამს, ხოლო ცხელ საამქროებში მომუშავემ შესაძლოა 10-15 ლიტრიც კი დალიოს.

წყლის სმის რეჟიმი

  • მისი მაცოცხლებელი ძალისა და ღირსებების შესაგრძნობად წყალი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად უნდა სვათ.
  • სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ წყლის დალევას დილით, გაღვიძებისთანავე, საღამოს, ძილის წინ, აგრეთვე - ჭამამდე 20 წუთით ადრე. თუ სადილზე ვაშლს, კიტრს მიირთმევთ ან ხილის ნატურალურ წვენს სვამთ, წყალი აუცილებელი არ არის.
  • აუცილებელია წყლის დალევა მწარე, მლაშე, ცხარე და ცხიმიანი, მშრალი საკვების მიღების შემდეგ, თანაც ამ დროს ცხელი ან თბილი წყლის დალევა სჯობს.
  • წვნიანი კერძის მირთმევის შემდეგ, თუ ძლიერ არ გწყურიათ, წყლის დალევა საჭირო არ არის. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი მირთმევიდან ნახევარი საათის განმავლობაში უმჯობესია წყალი არ დალიოთ. 1-2 საათით თავშეკავება გმართებთ სახამებლით მდიდარი საკვების მიღებისას, ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ კი 2-3 საათი მოგიწევთ წყურვილის მოთმენა.
  • მოზრდილმა ადამიანმა მშვენივრად იცის, რამდენი წყალი უნდა დალიოს, პატარებმა კი, ვიდრე წყურვილის შეგრძნება საბოლოოდ ჩამოუყალიბდებათ, სჯობს, მეტი წყალი სვან, ვიდრე ნაკლები.
  • წყლის სმა უნდა შეიზღუდოს შეშუპებით მიმდინარე ზოგიერთი დაავადებისას, ორსულობისას.

როცა ავად ხართ

  • თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, უმჯობესია, ზამთარსა და ზაფხულში დილა-საღამოს, ჭამის წინ, სვათ თბილი, თითქმის ცხელი წყალი.
  • დილით წყლის დალევა მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი, პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას, ხელს შეუწყობს ღამით საკვების ნორმალურ მონელებას და ძალ-ღონის აღდგენას.
  • სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს.
  • ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ სვან როგორც თბილი, ისე ოთახის ტემპერატურის წყალი, ცივი წყალი და სასმელები კი ყველასთვის თანაბრად საშიშია, განსაკუთრებით - ზაფხულში: სიცხისგან გახურებულ ყელში ძლიერ ცივი წყლის ჩასვლა ხელს უწყობს გადაციებას და ხახის დამცავი ლიმფოიდური რგოლის დაზიანებას, რაც ხშირად რესპირაციული ინფექციების წინაპირობად იქცევა ხოლმე.

გაუწყლოება რომ არ დაგემუქროთ

  • მგზავრობის წინ ბევრი წყალი დალიეთ, თუ იცით, რომ დიდხანს არ გექნებათ წყლის რეგულარულად სმის საშუალება.
  • თვითმფრინავში, სადაც ჰაერი ისეთივე მშრალია, როგორიც უდაბნოში, საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალი უნდა სვათ.
  • სიცხეში შინიდან გასვლის წინ შესვით 1-2 ჭიქა წყალი. ნუ დაეწაფებით წყალს მზისგულზე - ამან შესაძლოა გაძლიერებული ოფლდენა გამოიწვიოს და თვითონვე იქცეს გაუწყლოების მიზეზად.
  • რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, წყლის სმა სიცივეშიც აუცილებელია - ყინვაში ორგანიზმი მეტ ენერგიას წვავს, გაცილებით მეტი წყალი ეხარჯება სუნთქვისას.
  • სხეულის ტემპერატურის მატებისას რეკომენდებულია წყლის უხვად სმა.
  • ჩვეულებრივზე დიდი ოდენობის სითხე სჭირდებათ მეძუძურ დედებს.
  • კოფეინი და ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ყოველ ფინჯან ყავას და ულუფა ალკოჰოლიან სასმელს წყალი დააყოლეთ.

გაუწყლოებას ხელს უწყობს თამბაქოც, ამიტომ მწეველებმა არამწეველებზე მეტი წყალი უნდა სვან.


ერთი მითის შესახებ
წონის დაკლების დროს ბევრი უარს ამბობს წყლის სმაზე, რადგან ჰგონია, რომ წყალი ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. სინამდვილეში წყალი ბუნებრივი შარდმდენია. დიდი ოდენობით წყლის სმა წონის დაკლების საუკეთესო საშუალება გახლავთ. უფრო მეტიც: თუ შემაწუხებელ შიმშილს ვეღარ უძლებთ, გირჩევთ, ხშირად სვათ წყალი. ის მადას დაგიქვეითებთ. ფრანგ ქალბატონებს უნაკლო ფიგურის შენარჩუნებაში სწორედ ის ეხმარება, რომ საათში ერთხელ მაინც სვამენ მინერალურ წყალს.

 

 

ათიოდე წლის წინათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა დრო და საქართველოში სასმელი წყალი მაღაზიებში გაიყიდებოდა. სასმელი წყლის სისუფთავის საკითხი ჩვენში გარემოს დაბინძურების პარალელურად წამოიჭრა. სამწუხაროდ, წყალი, რომელიც ჩვენს ონკანებში მოედინება, სისუფთავითა და უსაფრთხოებით ყოვე¬ლთვის ვერ დაიკვეხნის, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონვე ვიზრუნოთ და წყლის სპეციალური ფილტრები შევიძინოთ.

გახსოვდეთ: ფილტრის გაწმენდილი წყლის დიდხანს შენახვა არ შეიძლება. გაფილტრული წყალი ინახება არა უმეტეს 3 დღისა, ძლიერ სიცხეში კი მხოლოდ 24 საათს. ფილტრის შეძენისას ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისგან გვსურს თავის დაცვა: მიკრობებისგან, ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, მათი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ტოქსინებისგან, მძიმე ლითონთა იონებისგან, რომლებიც ასევე ძლიერ მავნებელია თუ ისეთი ორგანული ნაერთებისგან, როგორიც არის ქლოროფორმი, პესტიციდები, ფენოლები და ბენზოლი.

ბევრს დაქლორილი წყალი უსაფრთხოდ მიაჩნია, რაც შეცდომაა. მართალია, ქლორი მავნე მიკროორგანიზმებს სპობს, მაგრამ ამავე დროს ქიმიურ რეაქციაში შედის წყალში გახსნილ ნივთიერებებთან და მავნე ნაერთებს ქმნის. მაგალითად, როდესაც წყალში არის ფენოლი, მისი ქლორთან დაკავშირების შემდეგ წარმოიქმნება ძლიერ შხამიანი ქლორფენოლური ნაერთები.

წყალში თავისუფალი ქლორის ნარჩენების შემცველობას იოლად ამხელს მკვეთრი სუნი. ასეთი წყალი ჯანმრთელობას ნამდვილად არ არგებს. წყლის გაწმენდისთვის არც ადუღებაა საკმარისი. ასეთ დროს ზოგიერთი (არა ყველა!) მიკროორგანიზმი მართლაც იღუპება, მაგრამ მძიმე ლითონთა მარილები რჩება, ხოლო სასარგებლო ნივთიერებები იშლება და მადუღარას კედელზე ილექება.


წყლის გაწმენდის შინაური მეთოდები
სიამოვნებით გასწავლით საოჯახო მაგიის რამდენიმე რეცეპტს. ეს წყლის გაწმენდის ფრაქციული მეთოდია, რომელიც დამდგარ წყალში განსხვავებული სიმკვრივის ფრაქციათა სხვადასხვანაირ მდებარეობას ემყარება. თუ წყალს გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხამთ და 5-6 საათით დადგამთ, მაშინ ჭურჭლის ფსკერზე მოგროვდება ყველა მავნე შენაერთი, რადგან მათ დიდი ფარდობითი მასა აქვთ.

ამის შემდეგ ჭურჭლის ზედა ფენებიდან წყალი რეზინის მილით ფრთხილად გადაასხით სხვა ჭურჭელში, ქვედა ფენა კი გადაღვარეთ. ყლის გაწმენდის ფრაქციული მეთოდი განსაკუთრებით პრაქტიკულია აგარაკზე, სადაც არ ფუნქციონირებს ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა და მოსახლეობა სასმელად წყაროს ან ჭის წყალს იყენებს.


გაყინეთ წყალი
ბევრს ჰგონია, რომ ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ ზამთარში შეიძლება, როდესაც წყალი ბუნებრივად იყინება დაბალ ტემპერატურაზე. სინამდვილეში ზამთრამდე ლოდინი სულაც არ არის საჭირო. აიღეთ ჭურჭელი, აავსეთ წყლით და შედგით საყინულეში (ქვეშ ხის სადგამი ან სქელი მუყაოს ქაღალდი დაუდეთ). გაყინული წყალი გამოიღეთ, დადგით ოთახის ტემპერატურაზე და მის გადნობას დაელოდეთ.

ნაყინი წყალი ყველაზე სასარგებლოა გალღობიდან ერთ საათში, როცა მასში ჯერ კიდევ ტივტივებს ყინულის თხელი ფირფიტები. ხშირად წყალს კუბებად ყინავენ და ჩაიში, ცხელ წვნიანში ამატებენ.
განსაკუთრებით სუფთა წყლის მიღების მსურველებს შეუძლიათ, წმენდის ორმაგი ეფექტი გამოიყენონ: მდგარი წყალი ჯერ ფრაქციულად გაწმინდონ, შემდეგ კი გაყინონ.


რატომ არ არის მლაშე ზღვის გაყინული წყალი
ეს წყლის კიდევ ერთი საიდუმლოა: გაყინვისას წყალი არა მარტო დამახასიათებელ სტრუქტურას იძენს, არამედ მარილებისა და მათი მინარევებისგანაც თავისუფლდება.
ჭურჭელში ჯერ სუფთა წყალი იყინება, შემდეგ კი - მისი მარილები და მინარევები. თუ მარილწყლიან ქილას საყინულეში სანახევროდ გაყინავთ, შემდეგ გაუყინავ სითხეს გადაღვრით და გაყინულს გაადნობთ, ნახავთ, რომ ის საერთოდ არ არის მლაშე. ასევეა ზღვის წყალიც: წყალი სუფთა, მარილიანი მინარევების გარეშე იყინება.


მკვდარი ცოცხალი წყალი
როგორც უკვე მოგახსენეთ, ადუღებისას წყალი ყველა სასარგებლო მინარევს კარგავს, ამიტომ ანადუღარი წყალი მკვდარი სითხეა. თუმცა შესაძლებელია მისი ნაწილობრივ `გაცოცხლება~, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:

  • ჩაი დალიეთ, ვიდრე ცხელია. რამდენიმე საათში იგი ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.
  • თამამად შეგიძლიათ, დალიოთ ცხელი წყალი, რომელიც ეს-ესაა ადუღდება. კუჭ-ნაწლავის მოსალოდნელი გართულებები მხოლოდ მითია.
  • სიფრთხილე გმართებთ აფთიაქში ნაყიდი გამოხდილი წყლის სმისას: მისი სისტემატური მიღება არ შეიძლება - ის არავითარ მინარევს არ შეიცავს, ამიტომ ორგანიზმიდან დიდი ოდენობით გამოაქვს საჭირო მარილები. თუმცა გამოხდილ წყალსაც აქვს ერთი უპირატესობა: ართრიტის, პოდაგრის და თირკმლის ზოგიერთი დაავადების დროს მეტად სასარგებლოა.

 

 

ქოლერის გამომწვევი ანტიბიოტიკებზე ძლიერი აღმოჩნდა
ქოლერის გამომწვევი გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას იძენს - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ინდოელმა მეცნიერებმა, რომლებმაც დასავლეთ ბენგალიაში ქოლერის აფეთქება შეისწავლეს. ცნობილია, რომ ქოლერას ახასიათებს ინტენსიური ფაღარათი, რომელიც ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას იწვევს და განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში.

გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი გახლავთ. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

ფიტოთერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს
შაქრიანი დიაბეტი დაავადებაა, რომელსაც ნივთიერებათა ცვლის მოშლა ახასიათებს. ამ დროს ყველაზე მეტად ნახშირწყლოვანი და წყლის ცვლა ირღვევა. დიაბეტის მკურნალობისას ძირითად თერაპიასთან (ინსულინოთერაპიასა და სხვა საშუალებებთან) ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალხურ მეთოდებს.

ალბათ, მრავალ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა საჭიროა ამდენი წამალი, როგორ მოქმედებს ისინი, რა გზას გაივლის, როგორ აღწევს დანიშნულების ადგილს და სხვა. ვეცდებით, მკითხველისთვის გასაგებად ვუპასუხოთ ამ კითხვებს და ამასთანავე, წამლის სხვადასხვა სახეობაც გაგაცნოთ. წამლები ორგანიზმში ორი - ენტერალური და პარენტერალური - გზით ხვდება.

თრომბოციტოპენიური პურპურა ვერლჰოფის დაავადების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათი პათოლოგიაა და სიხშირით მეორეა ჰემორაგიულ დიათეზებს შორის. ჰემორაგია, მოგეხსენებათ, სისხლჩაქცევებს ნიშნავს. დაავადებისათვის დამახასიათებელია მრავლობითი სისხლჩაქცევა სხეულის სხვადასხვა უბნის კანსა და ლორწოვან გარსებზე,

მსახიობები, მოცეკვავეები, ბალერინები, მანეკენები - ადამიანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით სასიამოვნო ემოციებს, პოზიტიურ განწყობას გვჩუქნიან - ხშირად საფასურს თავიანთი ჯანმრთელობით იხდიან. თუ მაინცდამაინც ერთ-ერთი ამ პროფესიის არჩევა გადაწყვიტეთ, ისწავლეთ, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან პროფესიული დაავადებები და თქვენი საქმიანობისგან ნამდვილი სიამოვნება მიიღეთ.

ჯანმრთელი მეძუძური დედის რძე შეიცავს ვიტამინების სრულ კომპლექსს, რომელშიც უმნიშვნელო რაოდენობით D ვიტამინიც შედის, თუმცა მხოლოდ დედის რძით კვება პატარას ვიტამინების ნაკლებობისგან ვერ დაიცავს. ზრდის კვალდაკვალ საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნა იმატებს. ბავშვის ორგანიზმის უზრუნველყოფა ნატურალურ პროდუქტებში არსებული ვიტამინებით თეორიულად მეტად მიმზიდველი იდეაა, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება.

დედისა და ნაყოფის სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის შეუთავსებლობა იწვევს დაავადებას, რომელსაც ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება ჰქვია. ეს არის სისხლის წითელი სხეულაკების - ერითროციტების დაშლით განპირობებული ანემია, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს.

დისპლაზიას ორგანოს ან ქსოვილის განვითარების დარღვევას უწოდებენ. მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია არცთუ იშვიათი და საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა, რომელმაც, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, პატარას დიდი სირთულეები შეუქმნას. გვესაუბრება ბავშვთა N23 პოლიკლინიკის პედიატრი ნინო გასვიანი.

- რა იწვევს მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობას?

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება მუცლადყოფნის პერიოდის მეოთხე-მეხუთე კვირას იწყება, მისი საბოლოო ფორმირება კი მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს.

ქალაქგარეთ დასვენება დადებითი ემოციის წყაროა, მაგრამ შთაბეჭდილება რომ არ გაუფერულდეს, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები. ზაფხულში ყველა ცდილობს, შვილი ქალაქგარეთ გაიყვანოს. მივემგზავრებით აგარაკისკენ, სოფლისკენ, ზღვისკენ და გვიხარია, რომ ბავშვი დაისვენებს, სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს, იცურავებს და მომავალ სასწავლო წელს ენერგიით აღსავსე შეხვდება. "ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული" მხოლოდ პოეტური სახე არ არის. პატრიოტულ განწყობას რომ თავი დავანებოთ, ეს გაკაჟების საუკეთესო საშუალებაც გახლავთ.

ინტელექტუალი ბრძანდებით, სერიოზული ადამიანი თუ ხუმარა, ამის ამოცნობა თქვენი მობილური ტელეფონის ზარით შეიძლება.
რა მელოდია ჟღერს თქვენს მობილურზე? ლირიკული სიმღერა თუ მძიმე როკი? ან იქნებ ჯუნგლების ხმა? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ზარი, რომლის არჩევასაც დიდი გულისყურით ვეკიდებით, ადამიანის ტიპაჟის მეტად მნიშვნელოვანი დეტალია.

საყვარელ ადამიანზე დაქორწინება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო ტვირთიც. უნდა იცოდეთ, რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ ცოლქმრული ცხოვრების რთულ გზაზე და როგორ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახური ბედნიერება. მათი რჩევები, ვისაც ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვს და ამ ხნის განმავლობაში მრავალი სირთულე გადაულახავს, ახალბედებს უთუოდ გამოადგებათ.

ბავშვები რომ დააშოშმინონ, მშობლები მათ ხშირად ექიმის გამოძახებით აშინებენ. ამის გამო ბავშვების უმრავლესობას ექიმის მიმართ შიში უჩნდება, ხოლო როცა მისი დახმარება მართლაც ხდება საჭირო, ხსენებაზეც კი ისტერიულ ტირილს იწყებს. ბავშვის ექიმით დაშინება მხოლოდ უგუნურება კი არა, დანაშაულია. ბავშვს, პირიქით, უნდა ავუხსნათ, რომ ექიმი ყველაზე კარგი და ჰუმანური ადამიანია, მას შეუძლია, ავადმყოფობისას დაგვეხმაროს,

რუბრიკის სტუმარია ასოცირებული პროფესორი, ქირურგი გურამ გოდაბრელიძე

Smile ცინცხალი ისტორიით დავიწყებ, რომელიც სულ ახლახან მიამბო ჩემმა მეგობარმა გინეკოლოგმა.
პროფილაქტიკური კვლევისთვის სატუსაღოდან ქალები მოიყვანეს. ექიმი ერთ-ერთ მათგანს ეკითხება: "გათხოვილი ბრძანდებით, ქალბატონო?" "დიახ". "შვილები გყავთ?" "დიახ". "როდის იმშობიარეთ?" "პირველი შვილი ოცი წლისამ გავაჩინე,

აიღეთ 1 სუფრის კოვზი მჟავე რძე, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი. ჩაასხით რძე და ზეითუნის ზეთი ღრმა ჯამში, კარგად აურიეთ, წვეთობით დაუმატეთ ეთერზეთები და კვლავ აურიეთ. ნიღაბი თხელი იქნება. მისი წასმა რომ გაგიადვილდეთ, თავი ნიჟარაზე დახარეთ და ნარევი წვრილი ნაკადით დაისხით თავზე. ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე გაინაწილეთ, შემდეგ კი თითების მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებში.

ავსტრალიაში მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანი მკაცრ და ხანმოკლე დიეტებთან ბრძოლაა. კამპანიის ორგანიზატორები ცდილობენ, მოსახლეობა ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმზე გადაიყვანონ. კამპანია 300 ათას ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და ავსტრალიის სამედიცინო ასოციაციის მხარდაჭერით სარგებლობს. მას უშუალოდ ავსტრალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადებაა, რომელსაც ამერიკელმა პროფესორმა ჯ. ჰუიტმა ზურგში ჩასახლებული ჭინკა უწოდა.

რადიკულიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ხერხემლის დაავადება ოსტეოქონდროზია, რომლის დროსაც მალათაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობას და გამძლეობას. დისკებით მალების შეერთების ადგილებში ლაგდება მარილი, ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები, რომლებიც ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში,

აკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.

იაპონელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა ასაკში სიმსუქნე ძილის უკმარისობის შედეგია. თუ სამი წლის ბავშვს დღე-ღამეში 9 საათზე ნაკლები სძინავს, უფრო მეტი აქვს ალბათობა, მოზარდ ასაკში ჭარბი წონა აკრიფოს, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც 10 საათზე მეტხანს სძინავთ. ძილი მოზარდთა წონაზე მოქმედი ერთადერთი ფაქტორი არ არის. პირველკლასელებს ასეთი გამოკვლევა ჩაუტარეს: გამოჰკითხეს, საუზმობდნენ თუ არა სკოლაში წასვლამდე ან რამდენჯერ ახერხებდნენ წახემსებას დღის განმავლობაში, უყურებდნენ თუ არა ტელევიზორს დღეში 2 საათზე მეტხანს, ჰქონდათ თუ არა ჭარბი წონა მათ მშობლებს. დადებითი პასუხი ერთი ქულით ფასდებოდა.

- რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ორგანიზმში მენოპაუზის დროს?

- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში - მოზარდობიდან მენოპაუზამდე ფუნქციონირებს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. საკვერცხეებში ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს.

ქალაქგარეთ დასვენება რომ სასარგებლოა, ეჭვი არავის ეპარება, თუმცა მშობლებს ყურადღება მართებთ, რომ ბავშვმა ასეთი დასვენება "სოფელში გადასახლებად" არ აღიქვას. სოფელში დასვენება ბუნებასთან გვაახლოებს, გვაგრძნობინებს მის სითბოს და ძალას. მხოლოდ ერთ რამეზე გვმართებს დაფიქრება - რა ვაკეთოთ აგარაკზე და როგორ გავართოთ ბავშვი. უბრალო გასეირნება მოსაწყენი იქნება. მოდი, ვეცადოთ, მთელი არდადეგები ერთ დიდ გასეირნებად ვაქციოთ, რომელიც შემეცნებითი ხასიათისა იქნება.

ზაფხულის პაპანაქებაში ორგანიზმი ინტენსიურად კარგავს სითხეს, რის გამოც წყლის მოთხოვნილება იზრდება. დახლებზე დღეს პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ უამრავი სახეობის სასმელ წყალს ნახავთ. ამგვარად დაფასოებული წყალი მეტად ხელსაყრელია მგზავრობისა თუ სეირნობის დროს, მაგრამ რამდენად სასარგებლოა იგი პატარა ბავშვისთვის?
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად