ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი # 25 მკურნალი # 25
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
# 25 მკურნალი

ერთი წელი საოცარი ასაკია. იცვლება ბავშვის გემოვნება, ურთიერთობა, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ დამოკიდებულება. როცა თქვენი შვილი პაწია და სრულიად უმწეო იყო, ისე ექცეოდით, როგორც საჭიროდ მიგაჩნდათ: სადაც გინდოდათ, იქ აწვენდით, იმ საკვებს აძლევდით, რომელიც მისთვის სასარგებლო იყო... ერთი წლის ბავშვთან კი ასეთი ურთიერთობა გაგიჭირდებათ.

ორსულსაც შეიძლება დაემართოს ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი, ანგინა, ოტიტი ან ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადება, რომელიც უმეტესად მხოლოდ ანტიბიოტიკით იკურნება. ამ დროს მეანის წინაშე რთული ამოცანა დგება - ვუმკურნალოთ დედას ისე, რომ არ ვავნოთ
ბავშვს. შესაძლებელია თუ არა ეს? გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.

ანტიბიოტიკები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია. ამ პრეპარატებს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ. მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ მიკროორგანიზმთა, სოკოებისა და უმარტივესთა კლასის წარმომადგენელთა ცხოველქმედება.

მედიკამენტების ეს ჯგუფი ერთხელ მაინც ყველას დაგვჭირვებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რას წარმოადგენს ანტიბიოტიკები, როგორ მოქმედებს ისინი ორგანიზმზე, რატომ არის დაუშვებელი მათი თვითნებური მიღება? ამ შეკითხვებზე გვიპასუხებს მედიცინის დოქტორი, ანტიმიკრობული თერაპიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნანუაშვილი:

ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებებზე გვესაუბრება  სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ”სამკურნალო  სახლის” თერაპევტი მარინა კულდონაშვილი.

ორსულსაც შეიძლება დაემართოს ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი, ანგინა, ოტიტი ან ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადება, რომელიც უმეტესად მხოლოდ ანტიბიოტიკით იკურნება. ამ დროს მეანის წინაშე რთული ამოცანა დგება - ვუმკურნალოთ დედას ისე, რომ არ ვავნოთ
ბავშვს. შესაძლებელია თუ არა ეს? გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.

პენიცილინმა და სხვა ანტიბიოტიკებმა მედიცინაში მართლაც გადატრიალება მოახდინეს: მათ ექიმებს საშუალება მისცეს, ასიდან პრაქტიკულად ასივე შემთხვევაში წარმატებით ემკურნალათ ყოველგვარი ინფექციური დაავადებისთვის, მაგრამ სადღეისოდ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შესაძლოა, სულ მალე ანტიბიოტიკების ეფექტიანობა ისე დაეცეს, რომ უსარგებლონიც კი აღმოჩნდნენ. მიზეზი მათ მიმართ მიკრობების რეზისტენტობაა.

ირანის ერთ-ერთი შაჰის ნუჰე-სამანის სარეცლის მოზიარე ქალი მედიცინის ისტორიაში ცნობილი პირველი წელკავიანი პაციენტია, რომელსაც შაჰის კარის ექიმმა ავიცენამ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწია.

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ბაფთას - აივ/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. ეს ბაფთა 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ბაფთა გამოხატავს: სოლიდარობას - მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია, ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათი ახლობლებისა და მეგობრების მიმართ; პროტესტს - აივინფიცირებულთა და შიდსით  დაავადებულთა
დისკრიმინაციისა და სტიგმის წინააღმდეგ; იმედს - რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და დაიცავს კაცობრიობას განადგურებისგან.

ადამიანები ტანსაცმლით იმოსებიან. ტანსაცმელი როგორც დანიშნულების მიხედვით, ისე შედგენილობით სხვადასხვაგვარია. მის ქსოვილს შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა ჩვენ შესაძლოა ვერც კი მივხვდეთ, რომ ეს სწორედ ჩვენი სამოსის ბრალია.

შეიძლება თუ არა, ბავშვი ჩვ¬ეული რეჟიმით ვკვებოთ მწ¬ვავე ნაწლავური ინფექციის დროს? ხომ არ სჯობს, მშიერ დიეტაზე ან ბრინჯის ნახარშზე გადავიყვანოთ?
ამ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს: მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს შიმშილობა დაუშვებელია.
მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დიეტოთერაპია. არასწორ, არაადეკვატურ კვებას ან კვების შეზღუდვას შესაძლოა მოჰყვეს ხანგრძლივი დიარეა, ჰიპოტროფია და ლაქტოზური უკმარისობა - რძის ნახშირწყლების აუტანლობა.

რუბრიკის სტუმარია ქირურგი გიორგი ხმალაძე

SmileSmileSmile
ორი მეგობარი საუბრობს. ერთი ეკითხება მეორეს: "იყავი თვალის ექიმთან?" "კი". "მერე?" "რა მერე, ასე მითხრა, სახლში წადი და ანბანი ისწავლეო!"

პედიატრიის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია ნაადრევად დაბადებული ახალშობილი. რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი დღენაკლულად? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ასეთი
ახალშობილის მოვლა და აღზრდა? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს ნეონატოლოგი  მედეა სიჭინავა.

რატომ არის, რომ მოზრდილი ბავშვები ზოგჯერ პატარებივით ღუღუნებენ ან გაურკვეველ ბგერებს გამოსცემენ?
სიტყვა "ინფანტილურის" წარმოთქმისას, როგორც წესი, მხედველობაში გვყავს მოზრდილი ადამიანები ან მოზარდები. გამოთქმა "ბავშვთა ინფანტილიზმი" ტავტოლოგიაა, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, "კუჭის გასტრიტი" ან "გულის კარდიოგრამა". მაგრამ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვიც შეიძლება ინფანტილური იყოს. ასეთი პატარა ყალიბდება ადამიანად, რომელსაც არ სურს, დამოუკიდებელი პიროვნება გახდეს.

ჩემი თეკლა მორცხვი, შებოჭილი გოგონაა. სკოლაში თითქმის არავის ელაპარაკებოდა. გადავწყვიტე, შვილს დავხმარებოდი, ვინმეს დამეგობრებოდა. სახლში მოვიპატიჟეთ ანანო, რომელიც თეკლას ძალიან მოსწონდა. გოგონებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა, მალე თამაშიც დაიწყეს.

მოცემული კითხვარით ფასდება პიროვნების უნარი, ობიექტურად დაახასიათოს ადამიანები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კითხვარი აღწერს 12 სხვადასხვა სიტუაციას, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა აღქმასა და შეფასებასთან. თითოეულ ამ სიტუაციაზე სხვადასხვაგვარად შეიძლება რეაგირება. სამი შესაძლო ვარიანტიდან შეარჩიეთ ერთი.

ზაფრანა სანელებლების მეფედ არის აღიარებული და მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის არის უძველესი სანელებელი. სახელწოდება ”ზაფრანა” წარმოდგება არაბული სიტყვისგან ”ზა-ფრან”, რაც ნიშნავს ”იყო ყვითელი”. საკუთრივ მცენარის ყვავილი ღია იისფერია, ხოლო ბუტკოს სამი სურნელოვანი დინგი, რომელიც, ფაქტობრივად, გამოიყენება სანელებლად - ნარინჯისფერ-მოწითალო.

სამი ულუფა დღეში
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში - აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ფინეთში, შვედეთსა და ავსტრალიაში - რძე და რძის ნაწარმი მეტად პოპულარულია. ამ ქვეყნებში ასეთი დევიზიც კია გაბატონებული: სამი ულუფა დღეში (3 a day). სხვათა შორის, მრავალ ქვეყანაში რძეს მენეჯერთა სამელსაც კი უწოდებენ.

ყველას გვსმენია მენსტრუაციისწინა სინდრომზე, მრავალი ქალი კი ამ სინდრომს კარგად იცნობს, მაგრამ რას წარმოადგენს იგი, დანამდვილებით ცოტამ თუ იცის.

სალბის ნახარში  დამწვრობას შველის

ძალიან პატარა გავთხოვდი. საოჯახო საქმისა არაფერი გამეგებოდა და როდესაც ოჯახის სიმძიმე დამაწვა მხრებზე, ძალიან გამიჭირდა. ხელს წამდაუწუმ ან ვიჭრიდი, ან ვიწვავდი... ასეთ დროს მშველოდა სალბის ფოთლების ნახარშის საფენები:

ასაკის მომატება თვალშისაცემ პრობლემას უქმნის როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ეს საყოველთაო პრობლემა ჭარბი წონაა. ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის მრავალი მეთოდი არსებობს: ცნობილი ადამიანები გვთავაზობენ მათ მიერ გამოცდილ დიეტებს, ვარჯიშის სხვადასხვა სისტემას, ზოგი უპირატესობას ”სასწაულმოქმედ” კაფსულებს ანიჭებს, რომელთაც თურმე უნარი შესწევთ, ასტრონომიული სისწრაფით დააკლებინონ წონა მსურველს...

ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ანტიბიოტიკების მიღება რომ არ დასჭირვებოდეს. მოსალოდნელია თუ არა ამ პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქცია? როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი გართულებები? რჩევისთვის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” ექიმ ალერგოლოგს ირინა დიდმანიძეს მივმართეთ.

რომელ ქალს მიიჩნევს მამაკაცი ყველაზე სექსუალურად? იმას, ვისთანაც თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად წარმოჩენა შეუძლია. ამიტომ თუ ქალს სურს, მამაკაცის არსება დაიპყროს, სექსუალურ სტიმულატორებზეც მანვე უნდა იზრუნოს.

კომშის კულტივირების ისტორია თითქმის 4000 წელს ითვლის. მისი სამშობლო კავკასია და ირანის მიმდებარე რეგიონებია. ჩვენს ქვეყანაში კომშის ველური სახეობებიც გვხვდება.
როგორი პირობები უნდა შევუქმნათ კომშს, შემოდგომაზე მისი სურნელოვანი ნაყოფი რომ ვიგემოთ?

mkurnali.geგაიშიფრა კიბოთი დაავადებულის გენი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა კიბოთი დაავადებული ქალის გენის სრულყოფილად გაშიფვრა მოახერხეს. ამასთანავე, მათ აღმოაჩინეს ათი მუტაცია, რომლებითაც განპირობებული იყო მწვავე მიელოლეიკოზი.

mkurnali.ge- ძალიან მიჭირს ჩემს შეყვარებულთან იმაზე ლაპარაკი, რაც მომწონს, რაც ჩემთვის ძვირფასია. როცა ვუყურებთ ფილმს, რომელიც მე მომწონს, ვცდილობ, მას ჩემი შეყვარებულის თვალით შევხედო და მაშინვე მოსაწყენი და სულელური მეჩვენება. ვშიშობ, ჩემი შეყვარებული ჩათვლის, რომ ცუდი გემოვნება მაქვს. ეკა, 19 წლის

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად