ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი # 22 მკურნალი # 22
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
# 22 მკურნალი

მობილური ტელეფონი უფრო და უფრო მცირე ასაკის ბავშვებს უჭირავთ ხელში. რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას? უპირველეს ყოვლისა, უპირატესობა ცნობილ მწარმოებლებს უნდა მივანიჭოთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ აპარატის უსაფრთხოებაში და მაღალ ხარისხში.
თუ ბავშვი პატარაა, მისთვის მთავარია ტელეფონის გარეგნული იერი - ბავშვისთვის ხომ ის, უპირველეს ყოვლისა, სათამაშოა. ამასთანავე, სასურველია, აპარატი მსუბუქი და გამძლე იყოს.

გადანერგილი ორგანოს მიუღებლობასთან ბრძოლა გრძელდება

SLEZVIG-HOLSAINIS უნივერსიტეტში შეიმუშავეს მეთოდი, რომლის წყალობითაც ორგანოგადანერგილ პაციენტებს იმუნოსუპრესიული პრეპარატების მინიმალური დოზაც კი ეყოფათ, ხოლო ზოგიერთს, შესაძლოა, აღარც კი მოუხდეს მათი მიღება. ჟურნალ Transplant International-ის ცნობით, წინასწარმა კლინიკურმა გამოცდამ ახალი მიდგომის ეფექტურობა დაადასტურა.

 გული ერთგვარი კუნთოვანი ბიოლოგიური ტუმბოა, რომელსაც ევალება, რომ მთელ ორგანიზმს, მის თითოეულ ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს, მუდმივად მიაწოდოს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებული სისხლი. ამის განსახორციელებლად იგი მუდმივად რიტმულად იკუმშება, მოძრაობაში მოჰყავს სისხლძარღვებში გამდინარე სისხლი და უზრუნველყოფს მის სათანადო მოძრაობას. სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობისას აწვება მათ კედლებს და ამგვარი ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას.

რა არის არტერიული ჰიპერტენზია? როგორია ნორმალური არტერიული წნევა? რამდენად აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა? მსგავსი შეკითხვები საკმაოდ ხშირია ჩვენი ჟურნალის მკითხველთა წერილებში. დღეს არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ სასაუბროდ კლინიკა ”გულს” ვეწვიეთ. გვესაუბრება ექიმი-კარდიოლოგი ხათუნა ჯალაბაძე.

ჰიპერტონიული კრიზი მძიმე პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც პროფესიონალურ სამედიცინო ჩარევას და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს. სხვაგვარად შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის
ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის რიტმის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, მხედველობის დაკარგვა. გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე.

ჰიპერტონიის გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, ნებისმიერ პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ შეუძლია ჯანმრთელობას ფასდაუდებელი დახმარება თავადვე აღმოუჩინოს. ამისათვის სულ რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო.

წესი 1. რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა
ასაკისა და ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად,  ჰიპერტონიით დაავადებულმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლოს წნევა, დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს.

დადგენილია, რომ ჰიპერტონიული დაავადება ბავშვობიდან იღებს სათავეს. გვესაუბრება ბავშვთა კარდიოლოგი მაია მღებრიშვილი.


- აქამდე ჰიპერტონიული დაავადება მოზრდილთა ხვედრად მიიჩნეოდა. რამ გამოიწვია მისი გაახალგაზრდავება?

წნევის მაჩვენებლების მატება შეიძლება წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს ყოველგვარი გართულების გარეშე. მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით დაავადების შორს წასულ შემთხვევებში, შესაძლო გართულებების შესახებ ვესაუბრეთ აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის ექიმ-თერაპევტს ლია გოგუას.

ზოგადად ჰიპოტენზია გულისხმობს სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა და ორგანიზმის ღრუებში ჰიდროსტატიკური წნევის დაქვეითებას, არტერიული ჰიპოტენზია კი წარმოადგენს კლინიკურ სინდრომს (სიმპტომთა ერთობლიობას), რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის დაქვეითება მამაკაცებში - ვერცხლისწყლის სვეტის 100/60 მმ, ხოლო ქალებში - 95/60 მმ-ზე დაბლა (ამასთანავე, ჰიპოტენზიას მიაკუთვნებენ სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებელთა ერთდროულად ან ერთ-ერთი მათგანის დამოუკიდებლად დაქვეითებას).

ბედნიერი ქორწინება ჰიპერტონიისგან გვიცავს 

როგორც ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები ბრიგამ იანგის უნივერსიტეტიდან, ადამიანებს, რომლებიც ბედნიერები არიან ქორწინებაში, გაცილებით უფრო დაბალი არტერიული წნევა აქვთ, ვიდრე დაუქორწინებელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გარშემორტყმული არიან მეგობრებით.
მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 204 დაქორწინებული მამაკაცი და 99 მარტოხელა ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა დაახლოებით 30%-ს არტერიული ჰიპერტონია ჰქონდა.

რა არის გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.

კოშმარული სიზმრები ძილში სიარულთან, საუბარსა და ღამის შიშებთან ერთად პარასომნიური ბუნების ძილის დარღვევებს მიეკუთვნება, რომლებიც ძილის ყველაზე ღრმა სტადიაში წარმოიშობა. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 5%-ს ტანჯავს სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ღამის კოშმარები, რომლებიც მათ მოსვენებას გაღვიძების შემდეგაც არ აძლევს - ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ღამით ნანახის უსიამოვნო გავლენისა და ტყვეობის ქვეშ რჩება. რატომ ესიზმრებათ ღამის კოშმარები და რა წარმოადგენს მათ რეალურ საფუძველს? ამის შესახებ ფსიქოლოგი ელზა მესხი გვესაუბრება.

(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)

  • ”ვინ შეძლებს, უწამლოს შეცდომილ ადამის ძეს და განკურნოს სალმობანი სულისა მისისანი, თუ არა ეკლესია, რომელი არს სხეული იესო ქრისტესი, უფლისა ჩვენისა - გზისა, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა”.

ერთი ღერი სიგარეტის მოწევა არც ისე უსაფრთხოა, როგორც დამწყებ მწეველებს ჰგონიათ. ბრიტანელ მკვლევართა აზრით, პირველი ღერი სიგარეტის კვამლის ზემოქმედება შესაძლოა მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდეს და ადამიანი ნიკოტინდამოკიდებულებამდეც კი მიიყვანოს. ლონდონის საუნივე-რსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ბრიტანელმა მოსწავლემ. ბავშვებს 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სულხან კაჭკაჭიშვილი

SmileSmileSmile
ერთხელ, დილით სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთი კათედრის თანამშრომელმა ცუდ გუნებაზე გაიღვიძა: გული ერეოდა, თავბრუ ესხმოდა, პირშიც რაღაც სპეციფიკური გემო ჰქონდა. მოკლედ, ძალიან უცნაურად გრძნობდა თავს. სარკესთან მივიდა, ჩაიხედა და გული კინაღამ შეუწუხდა: ცხვირის ადგილზე ყური ჰქონდა მიბმული, ხელები - უკანალზე დამაგრებული, მუცელზე კი დიდი ასოებით ტატუირება ჰქონდა გაკეთებული: "ახლაც იტყვით, პატივცემულო, რომ ჩემგან ქირურგი არ გამოვიდა?!"

მართალია, რთულია, ბავშვს ვასწავლოთ ფერების სახელწოდებები, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვენიერების გრძნობის განვითარებაა. ბავშვმა, რომელიც გარესამყაროს, საზოგადოების კულტურას ითვისებს, ფერის გარკვეული ეტალონები უნდა გაიცნოს, მან უნდა ისწავლოს არა მარტო ფერთა მრავალფეროვნების აღქმა, არამედ გამოსახოს მათი სიმდიდრეც.

ბავშვის ცნობიერებაში სამყაროს სურათი უფრო და უფრო მკაფიო და ყოვლისმომცველი ხდება. დროა, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვს გამოვუმუშაოთ ყურადღება საგნების მიმართ. სიცოცხლის პირველ სამ თვეს ბავშვი აქტიურად ივითარებს მხედველობით და მოტორულ კოორდინაციას. სამი თვის პატარა უკვე ფლობს თავის სხეულს და მოძრაობის კოორდინირებაც შეუძლია. მიუხედავად ამისა, ყველაზე საინტერესო რამ ჯერ კიდევ წინაა - უნდა დადგეს გარესამყაროს შეცნობის შესანიშნავი პერიოდი.

სითბოს ნელ-ნელა ცვლის სიგრილე და ნესტი. შემოდგომა ილევა და ზამთარი გვიახლოვდება. ზამთრის ყველაზე ხშირი დაავადებაა გრიპი. რა უნდა ვიცოდეთ მის
შესახებ? შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაცვა? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.

გარკვეულ ასაკამდე ბავშვისთვის ფულის ძირითადი დანიშნულება უცნობია და გაუგებარიც. ის, რომ ფული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რამ არის, ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რათა ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ამისთვის კი საჭიროა, თვით მშობლებს ჰქონდეთ ამ აუცილებელი ატრიბუტისადმი სწორი მიდგომა. როგორც დაკვირვებები გვიჩვენებს, ბავშვების უმეტესობა შემდგომში სწორედ ისე ეპყრობა ფულს, როგორც მათ ოჯახებში იყო მიღებული.
სასურველია, თუ ბავშვს არ ჩავუნერგავთ აზრს ფულის ყოვლისშემძლეობაზე, რათა ის მასზე გამუდმებულ ფიქრს არ შეეჩვიოს.

კუნთები ძვლებს მყესების მეშვეობით უერთდება. შეერთების ადგილზე ძვლისსაზრდელა არ არსებობს, ამიტომ მყესები უშუალოდ ძვალშია ჩაწნული. მყესთა კონებს შორის ხრტილოვანი ქსოვილია მოთავსებული, რომელიც აძლიერებს შეერთების ადგილს და ასრულებს ამორტიზატორის როლს კუნთების დაჭიმვის დროს. კუნთების დაჭიმვისას მყესებისა და ძვლების შეერთების ადგილი დიდ დატვირთვას განიცდის. თუ დატვირთვა რეგულარული და ხანგრძლივია, მყესები და, შესაბამისად, ხრტილოვანი ქსოვილი ცვლილებებს განიცდის.

დავუშვათ, ახალგაცნობილ გოგონას დაუნიშნეთ პაემანი ან შეგექმნათ ისეთი სიტუაცია, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მარტო დარჩით - მაგალითად, მატარებლით მგზავრობისას; დგება მომენტი, როდესაც გრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ საუბარი უნდა წამოიწყოთ, მაგრამ რაზე, არ იცით, იმიტომ, რომ არც სკოლაში და არც ოჯახში ამას არ ასწავლიან.

სისხლძარღვების საშუალებით სისხლი სხეულის ყველა უბანს მიეწოდება. განსაკუთრებით დაძაბულად მუშაობენ ფეხებში განთავსებული ვენები, რომლებშიც ყველაზე ხშირად ხდება სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სისხლის შეფერხება. მაგრამ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

კივის ნიღაბი ახალგაზრდულ იერს შეგინარჩუნებთ

კივი რომ ძალიან სასარგებლოა, ალბათ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ის შესანიშნავი კოსმეტოლოგიც არის. მასში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასარგებლოა სახის კანისათვის. კივის აქვს არა მარტო მატონიზებელი, არამედ სამკურნალო ეფექტიც. იგი წმენდს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს.

 ადამიანთა უმრავლესობა ოთახის მცენარეებს განწყობილების მიხედვით ყიდულობს: შევა ყვავილების მაღაზიაში, დაინახავს მცენარეს, მოეწონება და სულ რაღაც ორმოციოდე წუთში ქოთნის ყვავილი მის ჭერქვეშ იდებს ბინას, პატრონი კი მეორე დღესღა იწყებს ფიქრს, სად მოათავსოს სახლის ახალი ბინადარი. შეცდომა იქნება, თუ მცენარეს საცხოვრებელ ადგილს მხოლოდ ესთეტიკური კრიტერიუმებით შეურჩევთ. უნდა იპოვოთ კუთხე, სადაც მცენარე საკმარისად იქნება უზრუნველყოფილი სინათლითა და სითბოთი, ხოლო ავეჯი და განათება მის მშვენებას არ დაჩრდილავს.

16 ულუფა, თითოეული - 455 კკალ. ცილები - 14 გ, ცხიმები - 21 გ, ნახშირწყლები - 50 გ

საჭიროა: ცომისთვის - 8 კვერცხის გული, 5 კვერცხის ცილა, 160 გ შაქრის ფხვნილი, 160 გ ფქვილი,
100-100 მლ გამჭვირვალე შაქრის სიროფი, შავი მოცხარის ლიქიორი და წითელი მოცხარის წვენი;

ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის დროს არტერიული წნევა არცთუ ისე შესამჩნევად იცვლება.

mkurnali.geფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც რთული წარმოშობა აქვს: მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. გარეგნულად ის მხოლოდ კანისმიერი სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ კანის დაავადებად მიაჩნიათ. სინამდვილეში ფსორიაზი სისტემური დაავადებაა, რომელიც კანთან ერთად ორგანიზმის მთელ სისტემებს აზიანებს.

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მძაფრად ვეჯახებით ისეთ პრობლემებს, რომელთა მოგვარება შესაძლებელია სწორი კვებით.
ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ამტკიცებდნენ, რომ ყველა სატკივარი არასწორი კვების ბრალია. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყოველგვარ საკვებზე ავიღოთ ხელი, - სწორი კვება არ არის თვითგვემის სინონიმი, - უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.

mkurnali.ge ჩემს შეყვარებულს ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს, გამუდმებით ეცვლება განწყობილება. არ უყვარს, მზრუნველობას რომ იჩენენ მის მიმართ, თუმცა დახმარებას საჭიროებს. საქმე ის არის, რომ ინვალიდია მხედველობის მხრივ. უკვე ორი წელია ერთად ვართ, მაგრამ არ მაძლევს საშუალებას, გამოვუტყდე სიყვარულში და თვითონაც არ საუბრობს გრძნობებზე. ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევა: მაგალითად, ჩვენ ერთად ვიცინით რამეზე, რამდენიმე წამში უეცრად იცვლება და უხეშად მელაპარაკება ან მექცევა. როგორ მოვიქცე? მარიკა, 28 წლის

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად