ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი # 17 მკურნალი # 17
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
# 17 მკურნალი

6 ულუფა,
თითოეული - 220 კკალ
ცილები - 8 გ,
ცხიმები - 9 გ,
ნახშირწყლები - 5 გ

საჭიროა: 1 კგ თევზი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი, შავი პილპილი;
მარინადისთვის - 3 ცალი სტაფილო, 1 ნიახურის ძირი, 3 თავი ხახვი, 5 სუფრის კოვზი ზეთი,

ყლაპვის გაძნელების სინდრომი არაერთ ინფექციურ დაავადებას ახასიათებს. მათ შესახებ გვესაუბრება ინფექციურ პათოლოგიათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, მედიცინის
დოქტორი თეა კაკაბაძე:

 ყლაპვის გაძნელებას მრავალი მიზეზი აქვს. შესაძლოა, ის სრულებითაც არ უკავშირდებოდეს საყლაპავში  მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს.

  • თუ ყლაპვა დროგამოშვებით გიჭირთ, თანაც ზოგჯერ მკვრივ საჭმელს უფრო ადვილად ყლაპავთ, ვიდრე თხელს, სავარაუდოდ, საყლაპავის სპაზმი ან მისი დივერტიკული გჭირთ.

დადგა ზაფხული და გრიპის სეზონიც დასრულდა. აღარც სურდო უნდა იყოს ხშირი, თითქოს ბრონქიტი და ხველაც აღარ გვახსენებს თავს... სამაგიეროდ, დადგა ზაფხულის სეზონური დაავადებების დრო. რა საშიშროება გვემუქრება წლის ამ პერიოდში? ამაზე გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს
ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმი ირმა ცინდელიანი.

ანემია - ეს სიტყვა ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვესმის. გადავწყვიტეთ, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმის - რკინადეფიციტური ანემიის შესახებ გესაუბროთ და ამ მიზნით ქალაქის პირველი კლინიკური საავადემყოფოს ზოგადთერაპიულ კლინიკას ვეწვიეთ. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ექიმი მზია კოხტაშვილი.

ნანომედიცინა მიზნად ისახავს ადამიანის სხეულში, უმთავრესად - სისხლში, ინექციის მეშვეობით შეიყვანოს სპეციალური მოწყობილობა - მიკროსკოპული რობოტი, რომელიც დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება.

 რა ასაკიდან შეიძლება ვაბანაოთ ბავშვი მდინარეში, ტბაში, ზღვაში? როგორ ვასწავლოთ მას ცურვა და რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მთელი ოჯახითურთ აგარაკზე მივემგზავრებით? არაფერია იმაზე სასიამოვნო სანახავი, ვიდრე წყალში მოჭყუმპალავე პატარაა. მხიარული შეძახილები, სველი კულულები, წყლის წვეთები ფუნჩულა სახეზე... მაგრამ მშობლებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ, რადგან ცურვისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 ალერგია და დედის კვება კვებითი ალერგიის ერთ-ერთი უსიამოვნო მხარე ის არის, რომ შეიძლება, პრაქტიკულად ნებისმიერმა პროდუქტმა გამოიწვიოს. მაშ, როგორ მოვიქცეთ? აი, რას გვირჩევენ დიეტოლოგები: კვებითი ალერგიის დროს საცდელი დიეტა, ჩვეულებრივ, ორი თვით ინიშნება, ორი თვის შემდეგ კი რეკომენდაციები სულ უფრო და უფრო მსუბუქდება.

ზაფხული შესანიშნავი დროა, რომ მომავალი პირველკლასელი სკოლისთვის მოვამზადოთ, თუმცა პედაგოგები გვირჩევენ, პატარა ანგარიშითა და ასოების გამეორებით არ გადავღალოთ. ჯობს, ამისთვის თამაში მოვიშველიოთ. თამაში, რომელსაც აქვს სიუჟეტი და როლებიც განაწილებულია, 5-6 წლის ბავშვის ძირითადი საქმიანობაა. ასეთი თამაში მოიცავს სამ მნიშვნელოვან კომპონენტს: მოტივაციას, თავისუფლებას და გონებრივ განვითარებას. სწორედ ეს არის ის სამი ქვაკუთხედი, რომლებსაც ემყარება კარგი სწავლა. მოდით, გავეცნოთ თითოეულ მათგანს.

ხანგრძლივი მგზავრობის წინ მრავალი წვრილმანის გათვალისწინება მოგიწევთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, როგორ გადაიტანს მოგზაურობას თქვენი პატარა. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ ბავშვს სუსტი ვესტიბულური აპარატი აქვს.
ვესტიბულური აპარატის არასრულფასოვნების გამო პატარა ბავშვი ავტომანქანაში დაახლოებით იმავეს გრძნობს, რასაც ასტრონავტი, რომელიც დედამიწიდან ორბიტაზე გადის. თქვენი ვალია, ყველა ღონე იხმაროთ, რათა პატარა მოგზაურს მგზავრობა გაუადვილოთ.

დღეს მობილური ტელეფონის გარეშე პირველკლასელებიც აღარ დადიან. ეს, ერთი მხრივ, ძალზე მოხერხებულია, რათა ბავშვს ნებისმიერ დროს შეეძლოს მშობლებთან დაკავშირება, მაგრამ არის მეორე მხარეც: თუ პატარას მობილური არ ვუყიდეთ, გაგვინაწყენდება და შესაძლოა, დეპრესიაშიც კი ჩავარდეს იმის გამო, რომ ”მობილური ყველას აქვს მის გარდა”.

ადამიანებს სიცხესთან ბრძოლის უამრავი საშუალება გვაქვს: გამაგრილებელი სასმელები, ცივი ლუდი, აუზი, გრილი შხაპი... ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს კი არც ონკანის მოშვება შეუძლიათ და ვერც
”კოკა-კოლათი” გაგრილდებიან. უზომო სიცხისგან ცხოველების დაცვაზე სწორედ ჩვენ, მათმა მფლობე-ლებმა უნდა ვიფიქროთ.

 არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მგზავრობა მძიმე გამოცდის ტოლფასია. ზღვის ავადმყოფობას შიგნითა ყურში მდებარე ვესტიბულური აპარატის გაღიზიანება იწვევს. როდესაც გარემომცველი საგნები დიდხანს მოძრაობს ჩვენს თვალწინ, გვეუფლება სისუსტე, ვგრძნობთ თავბრუხვევას, გულისრევას, ზოგჯერ შეუკავებელი პირღებინება გვეწყება.

 A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც კი მოიხსენიება.

რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის.

რას აკეთებს ქალი, როდესაც შეიტყობს, რომ ორსულად არის? მიდის უახლოეს ჯიხურში,ყიდულობს ორსულებისთვის განკუთვნილ ჟურნალებს, რჩევას სთხოვს მეგობრებს, ნათესავებს, მაგრამ სარწმუნო ინფორმაციას ვერავისგან იღებს. სამაგიეროდ, ეცნობა უამრავ მითს ორსულობისა და მშობიარობის შესახებ. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ბელგიელებმა ოვულაციის პროცესის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს

ბელგიელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველად ვიდეოკამერით გადაიღეს ოვულაციის პროცესი. ეს მოხდა ორი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა ბელგიელმა ქირურგებმა შემთხვევით მიიღეს ამავე პროცესის მაღალხარისხოვანი ფოტოგამოსახულება. ლუვენის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა სტეფან ჰორდტსმა და ივო ბროსენსმა გადაღებისთვის ტრანსვაგინალური ლაპაროსკოპია გამოიყენეს.

 მავნე ჩვევის მსხვერპლი

ამერიკელმა ქირურგებმა 18 წლის გოგონას კუჭიდან 4,5 კგ-იანი თმის გორგალი ამოუღეს.
ქალიშვილი მუცლის ტკივილს, პირღებინებას, ყლაპვის გაძნელებას და წონის სწრაფ კლებას უჩიოდა - 5 თვის განმავლობაში მან დაახლოებით 18 კგ დაიკლო.

სტატისტიკის თანახმად, გაყრის შემდეგ უმრავლესობა ხელახლა ქმნის ოჯახს, მაგრამ მეორე ქორწი-ნებისას თავჩენილი პრობლემები ძლიერ განსხვავდება იმ სირთულეებისგან, რომლებიც პირველ
თაფლობის თვეს იჩენს თავს.

დახეთქილი კანის შველა არც ისე ძნელია

რამდენიმე წელია, მშენებლობაზე ვმუშაობ, ხელები დღენიადაგ ქვიშასა და ცემენტში მაქვს. სხვებივით ხელთათმანებით მუშაობა მიჭირს, ამიტომ კანი მუდამ დახეთქილი მაქვს. ათასნაირი მალამო ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ბოლოს მეგობარმა რამდენიმე მცენარეული საშუალება მასწავლა და შვებით ამოვისუნთქე.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ელგუჯა გობრონიძე

SmileSmileSmile
"ყველაფერი რიგზე იქნება, - ამშვიდებს ექიმი პაციენტს, - ოღონდ უფრო მეტი იარეთ ფეხით, დღეში ერთი საათი მაინც, განურჩევლად იმისა, როგორი ამინდი იქნება". "სიამოვნებით, ექიმო, - პასუხობს პაციენტი, - ოღონდ როდის - ვიდრე ფოსტას დავარიგებ თუ ფოსტის დარიგების შემდეგ?"

ახალშობილს თავზე, ქალას ძვლებს შორის, პატარა ღია უბანი აქვს, რომელიც ნელ-ნელა იხურება. სწორედ ეს არის

ყლაპვა, ისევე როგორც წოვა, ახალშობილის თანდაყოლილი ფიზიოლოგიური რეფლექსია. მისი გაძნელება პათოლოგიაზე მიუთითებს. როდის და რატომ უჭირთ ბავშვებს ყლაპვა? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი დარეჯან შენგელია გვიპასუხებს.


შეიძლება თუ არა, ყლაპვის გაძნელება ნევროგენულმა მიზეზებმა გამოიწვიოს? როგორ მკურნალობენ დღეს ასეთ პაციენტებს? ამ საკითხებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მაია მგალობლიშვილი.

ამ შეკითხვით მივმართეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმს, ქალბატონ მარინა ცომაიას.

- რას ვგულისხმობთ, როცა ყლაპვის გაძნელებაზე ვსაუბრობთ და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?

- ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია არის მდგომარეობა, როდესაც ჭირს პირის ღრუში მოხვედრილი საკვების კუჭისკენ გადაადგილება. ყლაპვის გაძნელებას ხშირად თან ახლავს ტკივილი. ზოგჯერ პაციენტი საერთოდ კარგავს ყლაპვის უნარს.

ბევრს მიაჩნია, რომ სილამაზის ძიება ადამიანმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო. სინამდვილეში ეს ფენომენი ისევე ძველია, როგორც ადამიანთა მოდგმა. გარეგნობის გასაუმჯობესებელი ქირურგიული პროცედურებიც კი არ არის ჩვენი დროის გამოგონება.

ყლაპვის გაძნელება - დისფაგია - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თანმხლები სინდრომია. ავადმყოფი მას აღიქვამს, როგორც საყლაპავ მილში ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

რამდენად დაკვირვებული ხართ?

1. როდესაც რომელიმე ორგანიზაციაში შედიხართ:
ა) ყურადღებას აქცევთ მაგიდებისა და სკამების განლაგებას;
ბ) ყურადღებას აქცევთ ნივთების ზუსტ განლაგებას;
გ) ათვალიერებთ კედლებს.

mkurnali.ge ჩემი მოზარდი ბიჭუნა თავისი გარემომცველი წრის გავლენის ქვეშ მოექცა. ახლახან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა შინ... მერე ამაყად გამოაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად ლუდი მიირთვა. როგორც ჩანს, სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ უკვე დიდია. მაგრამ ალკოჰოლი ხომ საშიშია? როგორ ვესაუბრო მას ამ თემაზე? ნინო, 37 წლის

დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად