ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი # 18 მკურნალი # 18
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
# 18 მკურნალი

კომპიუტერული სარკე - თვალების მხსნელი

ავსტრალიელმა გამომგონებელმა სტივენ ეტვუდმა შეიმუშავა თვალის დატვირთვის შესამცირებელი მოწყობილობა - კომპიუტერული სარკე Imait, რომელიც მონიტორის ზემოთ თავსდება და მომხმარებელს მის უკან ოფისის ფართო კუთხით დანახვის საშუალებას აძლევს.
კომპიუტერული სარკის კონსულტანტების აზრით, ეს მოწყობილობა გაიძულებთ, თვალი ახამხამოთ და ფოკუსირება ცვალოთ, კომპიუტერთან მუშაობისას კი ერთიც და მეორეც მეტად მნიშვნელოვანია თვალების გადაღლის შესამცირებლად.

გავიდა ზაფხული, დავუბრუნდით ჩვენს ქალაქურ ბინებს, გამოვიკეტეთ ოთხ კედელში, მაგრამ ცხოველის ყოლის სურვილი მოსვენებას არ გვაძლევს. რა უნდა იცოდეს ძაღლის მომავალმა მფლობელმა? კითხვა სულაც არ არის მარტივი, მით უმეტეს - თუ შინ პატარა ბავშვი გყავთ.

 მოგეხსენებათ, მედიცინაში ათი და ოცი წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ ტრადიციულ შეხედულებებს გადავხედოთ, მით უფრო - დღეს, როცა ინფორმაციის ნაკადი უზარმაზარია და სამედიცინო მეცნიე-რებებიც ელვისებურ პროგრესს განიცდის. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველს გავაცნოთ თანამედროვე შეხედულებები ისეთი კარგად ნაცნობი პათოლოგიის შესახებ, როგორიც ქოლეცისტიტია.

შვებულების შემდეგ ათიდან ცხრა შვებულების შემდგომ სინდრომს უჩივის. რეაკლიმატიზაცია - ორგანიზმის ხელახალი მიჩვევა ცხოვრების შვებულებამდელ რეჟიმთან - ადამიანებში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ერთნი აგზნებულნი და გაღიზიანებულნი არიან, მეორენი - დათრგუნულნი, ძალაგამოლეულნი, უჩივიან თავის ტკივილს, ძილის დარღვევას, ძლიერ ოფლიანობას, უგუნებობას.

 უხილავი, მაგრამ მავნებელი ალბათ, გაგიგონიათ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მრავალ პრობლემას უდებს სათავეს, თანაც მისგან არც ღრუბლიან ამინდში ვართ დაზღვეულნი.
განასხვავებენ ულტრაიისფერი სხივების 3 სახეობას. A სხივებს კანი და ბროლი შთანთქავს. მათი დამსახურებაა ნამზეური და D ვიტამინი. B სხივები თვალის რქოვანაზე ზემოქმედებისას მის დაზიანებას იწვევს. C სხივები ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

 ამბლიოპია (ზარმაცი თვალი) მხედველობის სიმახვილის დაქვეითებაა, რომელსაც ცალი თვალის სიზარმაცე, უმოქმედობა იწვევს. ამ დროს თვალში ორგანული ცვლილებები არ აღინიშნება. ჰიპოკრატემ ამბლიოპიას უწოდა დაავადება, როდესაც პაციენტი ვერაფერს ხედავს თვალით, ხოლო ექიმი - თვალში.
რითია განპირობებული ამბლიოპიის დროს მხედველობის დაქვეითება, რა აზარმაცებს თვალს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, მოდით, პრობლემის არსს ჩავწვდეთ.

 თუ ფიქრობთ, რომ მზის სათვალე მხოლოდ მორიგი ახალი აქსესუარია ზაფხულის სეზონისთვის და ამ მოდური ნივთის საუკეთესო არჩევანი მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელებშია - შეგიძლიათ სტატიის კითხვა არც გააგრძელოთ. ისე კი, ამ საკითხისადმი თუ ამგვარი მიდგომა გაქვთ, სავსებით მოსალო-დნელია, რომ ვეღარც შეძლოთ კითხვა...

 რა უნდა იცოდნენ მშობლებმა მხედველობის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მხედვე-ლობის პროფილაქტიკური კონტროლია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია სკოლის ასაკის
ბავშვებისა და შუა ხნის ადამიანებისთვის.

 ”გაუფრთხილდი თვალისჩინს, თუ გსურს, სამყარო მუდამ ლამაზი გეჩვენებოდეს”, - მწერლის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინღა ვრწმუნდებით, როცა მხედველობას - სიმახვილე, საგანთა კონტურებს კი სიმკვეთრე აკლდება. თვალს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ორგანოს, ზრუნვა, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმ საკვებით მომარაგება, რომელიც დადებითად მოქმედებს თვალსა და მხედველობაზე.

 6 წლის ბავშვების უმრავლესობა სიხარულით ელის ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც სულაც არ სურს სკოლაში წასვლა. რისი ბრალია ეს?
მშობლები უამრავ დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ, რათა პატარა სკოლისთვის სათანადოდ მოამზადონ.

 თქვენი ბინა სინათლითა და ნათელი ფერებით აივსება, თუ განათების პრობლემას ნოვატორულად და გონივრულად მიუდგებით, რომ არასწორმა განათებამ არ დათრგუნოს თქვენი ფსიქიკა, არ იმოქმედოს თქვენს ნერვულ სისტემაზე და, რაღა თქმა უნდა, მხედველობაზე.

 მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უმეტესად ბავშვობაში იწყება. პატარა ვერ გადმოსცემს, რა აწუხებს, ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა იწვევს თვალის ამა თუ იმ პათოლოგიას, რათა შვილს ცხოვრების სწორი რეჟიმი შეუქმნან და მის მხედველობაზე იზრუნონ. გვესაუბრება ოფთალმოლოგი
მაია კავლელაშვილი.

 თვალის დაზიანება შესაძლოა სხვა ორგანოთა დაავადებებს უკავშირდებოდეს. რომელი პათოლოგიები შეიძლება იქცეს თვალის დაზიანების მიზეზად, როგორ ვლინდება ეს მდგომარეობა და გვაქვს თუ არა საშუალება, თავიდან ავიცილოთ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს პათოლოგია? - ამ და სხვა შეკითხვებით ვესტუმრეთ თვალის სნეულებათა კლინიკა ”მზერას”. გვესაუბრება კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი გიორგი ჩიჩუა.

 თვალის სიჯანსაღეზე დამოკიდებულია არა მარტო მხედველობის ხარისხი, არამედ თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებაც. როგორ შევინარჩუნოთ თვალისჩინი, როგორ მოვიქცეთ, რომ სათვალე არ დაგვჭირდეს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თვალის განყოფილების გამგე, კლინიკა ”ოპტიმედის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი საშა ალექსიძე.

 თვალი, ადამიანის მხედველობის ორგანო, ორი ძირითადი სტრუქტურისგან შედგება. ერთი რეცეპტორული აპარატია, რომელსაც გარეგან და შინაგან გამღიზიანებელთა აღქმა და მიღებული ინფორმაციის თავის ტვინამდე მიტანა ევალება, მეორე კი - თვალის ოპტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფოკუსირდება სინათლის სხივები და მიიღება საგანთა მკაფიო გამოსახულება.

 რატომ ამძიმებს შიზოფრენიას მარიხუანას გამოყენება

ამერიკელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ შიზოფრენიით დაავადებულებს საგრძნობლად აქვთ დაქვეითებული ტვინის ჰაშიშოიდური რეცეპტორების რიცხვი. ეს ხსნის, რატომ მძიმდება დაავადება მარიხუანას გამოყენებისას. I ტიპის (CB1) ჰაშიშოიდური რეცეპტორების ერთ-ერთი ეფექტია ხანმოკლე მეხსიერებაში მონაწილე ნეირომედიატორის გამა-ამინოცხიმოვანი მჟავას (გაცმ) დონის დაქვეითება.

 4 ულუფა,
თითოეული - 440 კკალ
ცილები - 41 გ,
ცხიმები - 19 გ,
ნახშირწყლები - 31 გ

საჭიროა: 4 ცალი 150-გრამიანი შნიცელი, 800 გ კარტოფილი, 2 თავი ხახვი, 250 მლ ბულიონი, 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი, 8 სუფრის კოვზი ზეთი, 1-2 ღერი მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში, 2 კონა ბოლოკი, კამისა და ოხრახუშის ფოთლები, მარილი, შავი პილპილი.

 პნევმონია არის ფილტვების ინფექციური დაავადება, რომელიც დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და როგორც გართულება, სხვა დაავადებასაც დაერთოს. პირველ შემთხვევაში ამბობენ, რომ პნევმონია პირველადია, მეორე შემთხვევაში - მეორეული.

 ლუდს დღეს ”მსუბუქ”, კოკა-კოლასა და ლიმონათის მსგავს გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევენ. მეტიც - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვარწმუნებენ, რომ ის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მიირთვით ლუდი და ჰიპოვიტამინოზი ვეღარ შეგაშინებთ, მასში არსებული საფუარი აძლიერებს თმას და აახალგაზრდავებს კანს!

 მოკლე ისტორიული ექსკურსი

თამბაქოს სამოცამდე სახეობა არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ ორია ძირითადი: ნიკოტიანა ტობაკუმ და ნიკოტიანა რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა სადღეისოდ მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული.

 ალგოთერაპია ზღვისა და ოკეანის წყალმცენარეებითა და სილით მკურნალობაა. თალასოთერაპიის ეს მიმართულება დღეს უკვე მრავალ ქვეყანაშია პოპულარული და წარმატებით დანერგილი. წითელი და მურა წყალმცენარეები მცენარეული სამყაროს უძველესი წარმომადგენლები არიან.

 ყაბზობა ერთობ დელიკატური პრობლემაა, რომელზე საუბარს დღესაც ერიდებიან. ალბათ ამიტომ, ის უამრავი მითით არის გარემოცული. The American Journal of Gastroenterology-ში დაიბეჭდა ნაშრომი, რომლის ავტორიც ცდილობს, რამდენიმე კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ყაბზობის ირგვლივ არსებული შეხედულებები გააბათილოს.

 აიღეთ სალბი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. ივლეთ პირის ღრუში თბილი-თბილი. ყლუპი პირის ღრუში დიდხანს გააჩერეთ. პროცედურა ხშირად იმეორეთ. აიღეთ წვრილად დაკეპილი ჟოლოსა და პიტნის ფოთლები, დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი, სამი დღით დააყენეთ მინის ჭურჭელში, შემდეგ გაწურეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.

 

ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ვარდისფერი, ამობურცული, გლუვი და პრიალაა. მისი ფორმის, კონფიგურაციისა და ფერის შეცვლა ორგანიზმში მიმდინარე დარღვევათა ნიშანია. თუ კარგად დავუკვი-რდებით, ფრჩხილების ფერის მიხედვით დიაგნოზის დასმაც კი შეიძლება.

 პედიკულოზი, დატილიანება, არის ადამიანის სხეულზე წვრილი სისხლისმწოველი მწერის - ტილის პარაზიტობა. დატილიანების პირობებს ქმნის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაუცველობა და ხალხის სიმჭიდროვე.

მოხდენილი სხეული - ნაბიჯი განქორწინებისკენ

 იტალიური გაზეთის La Stampa-ს კორესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ კერძს მეუღლეების ურთიერთობაში განხეთქილების შეტანაც კი შეუძლია.

 რუბრიკის სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ექიმი-თერაპევტი თემურ წილოსანი

SmileSmileSmile
მამაკაცი ურეკავს ვეტერინარს: ”იცით, რა, ახლა თქვენთან ჩემი სიდედრი მოვა პატარა ძაღლთან ერთად. ძალიან გთხოვთ, ყველაზე ძლიერმოქმედი შხამი მისცეთ. არ მინდა, საწყალმა დიდხანს იწვალოს...” ვეტერინარი: ”ადვილი საქმეა, მეგობარო, მაგრამ ძაღლი სახლს მარტო მოაგნებს?!”

 სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დროდადრო ყოველი დედა უნდა მოსწყდეს შვილს. ეს ბუნებრივია და უფრო მეტიც - სასარგებლოც კი. ზოგიერთი დედა შვილს გვერდიდან არ სცილდება, სურს, მთელი თავისი დრო და ძალისხმევა პაწაწინას მოახმაროს, მაგრამ გადის დრო და ამჩნევს, რომ მალე იღლება, იოლად ღიზიანდება, დროდადრო ბავშვისადმი გულგრილობა იპყრობს.

 უამრავი ქალი დღეს მარტო ზრდის შვილს. მამის ადგილი სახლშიც და ბავშვის ცნობიერებაშიც ცარიელია. როგორ ამოვავსოთ ეს სიცარიელე? როგორ ვესაუბროთ ბავშვს მამაზე, როცა ის იშვიათად ნახულობს შვილს ან საერთოდ არ აღელვებს მისი არსებობა?

 ჩვილს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, ჭამის თანდაყოლილი ინსტინქტი აქვს. თუ საჭმელი არ ეყო, იტირებს და კიდევ მოითხოვს. კუთვნილი ულუფა ბოლომდე თუ არ დალია, ნუ დააძალებთ - მომდევნო ჭამისას დანაკლისს აუცილებლად აინაზღაურებს. თუ დროზე ადრე გაიღვიძა და ატირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შია.

აი, უკვე რამდენი წელია, შაკიკი მტანჯავს. სულ ახლახან წავიკითხე, რომ ეს დაავადება თურმე ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის შებრალება სჩვევიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.

თანამედროვე ვაჟების სქესობრივი მომწიფება 15-18 წლის ასაკში სრულდება. ამავე ასაკიდან აღელვებთ მათ ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის აქტუალური პრობლემა - ერექციული დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიის მიზეზად იქცეს. ამ პრობლემის მიზეზი ცოტამ თუ იცის...

ეგზემისა და ფსორიაზის პრობლემა კვლავინდებურად აქტუალურია. მათ შესახებ ბევრი იწერება. ჩვენი მკითხველიც უამრავ შეკითხვას გვიგზავნის. ამ დაავადებათა მკურნალობის არატრადიციული, ალტერნა-ტიული მეთოდები კლასიკურზე არანაკლებ პოპულარულია, არც სახალხო მკურნალთა თამამი განცხა-დებები: ”ვმკურნალობ ფსორიაზს”, ”გაგათავისუფლებთ ეგზემისგან” - გახლავთ იშვიათი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დაავადებულთა რიცხვი დიდია.

mkurnali.ge ცოტა ხნის წინ თმა შევიღებე და ვარცხნილობა შევიცვალე. ახლა გაცილებით უკეთ გამოვიყურები, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს მეგობარს, ცოტა არ იყოს, შურს ჩემი. როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან, მკბენს და ენამწარობს. ძალიან მტკივა გული, როცა ვხედავ, როგორ ინგრევა ჩვენი ურთიერთობა.
ელენე, 19 წლის

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად