ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი მაისი მკურნალი მაისი
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
მაისი მკურნალი
ჰოლივუდში გავრცელებული ანეკდოტის მიხედვით, თუ ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ უმაკიაჟოდაა, ე. ი. BB კრემს იყენებს.
ჰიპერტონიული კრიზი არის მდგომარეობა, რომელიც არტერიული წნევის მკვეთრად მომატების გამო ვითარდება (არ არის აუცილებელი, წნევამ განსაკუთრებულად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიოს). ის ხასიათდება გარკვეული სიმპტომებით, უპირველესად, ნერვული, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა ორგანოთა მხრიდან. ჰიპერტონიულ კრიზს არ გააჩნია არტერიული წნევის კონკრეტულად დამახასიათებელი ციფრები, ანუ ვიღაცისთვის კრიზი შესაძლოა ვერცხლის წყლის სვეტის 130 მმ-ზეც განვითარდეს, ვიღაცისთვის კი 200 მმ-ზე უფრო მაღალ მაჩვენებელზე.

საბედნიეროდ, ჰიპერტონიული კრიზი გართულების სახით შედარებით იშვიათად გვხვდება და ძირითადად, არტერიული ჰიპერტენზიის არაადეკვატურ მკურნალობას უკავშირდება. კრიზის პროვოცირება შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობოს: სტრესულმა მდგომარეობამ, ფიზიკურმა გადატვირთვამ და სხვა. ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტთან ჰიპერტონიული კრიზი შესაძლოა განვითარდეს, თუ ის რაიმე მიზეზით შეწყვეტს შესაბამისი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებას. ზოგჯერ კრიზი ჰიპერტონიის გამოვლენის პირველი ნიშანია ხოლმე იმ პირებთან, რომლებმაც საერთოდ არც იცოდნენ დაავადების შესახებ (იგულისხმება არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა).


ჰიპერტონიული კრიზის ძირითადი სიმპტომები

ჰიპერტონიული კრიზის ძირითადი სიმპტომებია:

  • ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით კეფის არეში, ზოგჯერ საფეთქლის არეში პულსაციის შეგრძნებით;
  • მხედველობის დარღვევა, ზოგჯერ თვალების წინ ჭიანჭველების ცოცვის სახით გამოვლენილი, ზოგჯერ კი მხედველობის ველთა გარკვეული გამოვარდნით. აღნიშნული სიმპტომები განპირობებულია თვალის ბადურასა და მხედველობის ნერვის სისხლის მიმოქცევის დარღვევით;
  • გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, რომელიც ვერ უმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას:
  • ემოციური აგზნება;
  • სახის კანისა და ლორწოვანი გარსის ჰიპერემია (სიწითლე);
  • ზოგჯერ მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
  • ქოშინი, განპირობებული გულის მარცხენა პარკუჭის დატვირთვის გაძლიერებით;
  • ზოგჯერ კრუნჩხვა;
  • განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის კეროვანი სიმპტომები.

გახსოვდეთ, ჰიპერტონიული კრიზი არ არის მხოლოდ არტერიული წნევის უცაბედად და მკვეთრად მომატება, რომელსაც თავის ტკივილი ახასიათებს! ჰიპერტონიულ კრიზს ახლავს ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მხრივ სხვადასხვა სახის გართულებათა რისკი, კერძოდ, მას შესაძლოა მოჰყვეს: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა ან კომის განვითარება (ენცეფალოპათია), სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გულის უკმარისობა, სტენოკარდია, ფილტვების შეშუპება, რომელიც, თავის მხრივ, მარცხენა პარკუჭის უეცრად განვითარებული უკმარისობის შედეგია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ანევრიზმა, ეკლამფსია (ვითარდება ორსულობის დროს).


პირველი დახმარება ჰიპერტონიული კრიზის დროს
ჰიპერტონიული კრიზის განვითარება არა მხოლოდ პაციენტებისთვის, ახლობლებისთვისაც მძიმე და საგანგაშოა. ასეთ დროს პირველი დახმარება მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, ამისთვის კი სათანადო წესების ცოდნა ყველასთვის აუცილებელია.

ჰიპერტონიული კრიზის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე არ უნდა დაიბნეთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გახსოვდეთ, ჰიპერტონიული კრიზი სწრაფად ვითარდება და ხშირად საჭირო ხდება პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰიპერტონიული კრიზი პირველად განუვითარდა, ან კიდევ გამოკვეთილია გართულებული ჰიპერტონიული კრიზის ნიშნები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი საწოლში უნდა მოაკალათოთ ნახევრად მჯდომარედ, რაც შეიძლება მოხერხებულად (ამისათვის ბალიშები გამოიყენეთ). ასეთი პოზიცია საჭიროა ორთოპნოეს (სულხუთვის შეტევა) თავიდან ასარიდებლად. აუცილებელია პაციენტისათვის ფეხების ჩათბუნებაც; ამისათვის შეგიძლიათ ფეხები ცხელ წყალში ჩააყოფინოთ, ტერფები და წვივები სათბურათი დაუთბუნოთ ან კიდევ წვივებზე მდოგვის საფენები დაადოთ. აღმოცენებულ კანკალსა და ციებ-ცხელებას მხოლოდ აღნიშნული პროცედურებით დაძლევთ. ჰიპერტონიული კრიზის დროს პაციენტი უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერით, სარკმელი მაინც უნდა გამოაღოთ. გარდა ამისა, უნდა დაალევინოთ ის მედიკამენტი, რომლითაც ის მკურნალობდა. ძლიერი თავის ტკივილისას შეგიძლიათ მისთვის ჩვეული შარდმდენიც დაუმატოთ (თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს მკურნალობის კურსში ამ ჯგუფის პრეპარატი ჰქონდა ჩართული). მკერდის ძვლის უკან ტკივილის განვითარებისთანავე რეკომენდებულია ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. სხვა (ახალი ანტიჰიპერტენზიული) პრეპარატების მიღება ექიმის მოსვლამდე დაუშვებელია. შემდგომი ტაქტიკა ექიმის გადასაწყვეტია (ის საჭიროებისამებრ თავად გადაწყვეტს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის ინტრავენურად შეყვანას).

ჰიპერტონიული კრიზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. ამ დროს დიდი რაოდენობით სტრესული ჰორმონები გამოიყოფა, ავადმყოფს შიში, განგაში და მოუსვენრობა იპყრობს. ამიტომაც აუცილებელია მასთან ალერსიანი და კეთილგანწყობილი საუბარი, მისი დამშვიდება, დარწმუნება, რომ საგანგაშო არაფერია და მისი მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

პანიკა და ყვირილი ამ დროს ყოვლად დაუ­შვებელია! ამით კიდევ უფრო დაამძიმებთ პაციენტის მდგომარეობას, უფრო მეტად გაუღრმავებთ ისედაც მოჭარბებული შიშისა და განგაშის შეგრძნებას!

გახსოვდეთ, თქვენს თავდაჭერილ საქციელზე, ალერსიან მოპყრობასა და დროულად აღმოჩენილ პირველ დახმარებაზე დიდად არის დამოკიდებული პაციენტის შემდგომი მდგომარეობა!
- მანიკა, რა არის შენთვის ჯანსაღი ცხოვრება?

- ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრება ასოცირდება კვებასთან, აქტიურ ცხოვრებასა და ძილთან. თუმცა მე ამ ყველაფერს ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ნაკლებად ვახერხებ. ჩემი დღე საკმაოდ გრძელია. დილით 6 საათზე მიწევს ადგომა, შესაბამისად, დღის განმავლობაში უფრო მეტ საკვებს ვიღებ, ვიდრე ჩვეულებრივ იღებენ ხოლმე. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ტკბილი.
მაღალი არტერიული წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყველა პაციენტს ებადება სავსებით ბუნებრივი კითხვა - რა არის მომატებული წნევის მიზეზი, ხომ არ უკავშირდება ის რაიმე დაავადებას?
ჰიპერტონიის, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადებების (მაგალითად შაქრიანი დიაბეტის ან ბრონქული ასთმის) სრულად განკურნება წარმოუდგენელია. თუმცა დაავადების კონტროლი შესაძლებელია, ეს კი გულისხმობს გამწვავებებისა და გართულებების არიდებას, მრავალი წლის განმავლობაში ნორმალური მდგომარეობისა და შრომის უნარის შენარჩუნებას.
ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური ტუმბო - გული მუდმივი შეკუმშვებით მთელ ორგანიზმს, თითოეულ ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ სისხლს მუდმივად აწვდის.

ჩაკეტილ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოძრაობისას სისხლი აწვება მათ კედლებს და ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას, რომელიც ვერცხლისწყლის სვეტით მილიმეტრებში იზომება და ორი მაჩვენებელი გააჩნია: ზედა - სისტოლური, ქვედა - დიასტოლური წნევა.

დაბალი წნევის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, რომელთა შესახებაც გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ „ალმედის“ ოჯახის ექიმი ეკა ილურიძე.

- ქალბატონო ეკა, როგორია არტერიული ჰიპოტონიის კლინიკური ნიშნები?

- არტერიულ ჰიპოტონიას ახასიათებს სისტოლური წნევის 100 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალი, ხოლო დიასტოლურის 60 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები მყარი მაჩვენებელი.

სტომატოლოგიურ კაბინეტში გულისცემის აჩქარება, ალბათ, ყველასთვის ნაცნობი სიმპტომია... გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ახლა კლინიკა “დენტალ სთარში” საკუთარი ნებითა და სურვილით შევდივარ, ოღონდ ამჯერად არა პაციენტად, არამედ ჟურნალისტ-დამკვირვებლად,
არტერიული ჰიპერტენზია საშიშია სწორედ თანმხლებ გართულებათა გამო, რომლებიც არცთუ იშვიათად ფატალურია. სწორედ მძიმე გართულებათა გამოა არტერიული ჰიპერტენზია საინტერესო და საყურადღებო, თორემ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან ხომ რეალურად მხოლოდ თავის ტკივილი შეიძლება გამოიყოს. სამწუხაროდ, აღნიშნულ პათოლოგიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაერთი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მათ შორისაა:

მაღალი არტერიული წნევის ერექციულ დისფუნქციასთან კავშირის განხილვამდე მოკლედ შეგახსენებთ მამაკაცის სასქესო ასოს ანატომიას. როგორც მორფოლოგიური აგებულებით, ასევე ფუნქციური როლის მიხედვით, ასოს ძირითადი ნივთიერება შედგება ერთმანეთისაგან გამორჩეული ორი ნაწილისაგან - ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან, რომელიც მისი უმეტესი ნაწილია და შუაზე ორადაა გაყოფილი ღარით და ასოს კენტი ღრუბლისებრი სხეულისაგან. ასოს მღვიმოვან ნაწილს სხვაგვარად ერექციულ (ერეცტორ - გამმართველ) ნაწილსაც უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ასოს ერეგირების ფუნქცია. მღვიმოვანი სხეული შედგება მრავლობითი წვრილი არტერიებისა და ვენებისაგან, გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისა და მღვიმოვანი ხარიხებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან თავისუფალ სივრცეებს, ე.წ. მღვიმეებს გამოყოფს.

ნაცნობის ვალი მქონდა. მოულოდნელად ხე­ლში ფული ჩამივარდა. აღარ მინდოდა, ვალის დაბრუნება გადამედო, მაგრამ მივლინებაში მივდიოდი და არ მეცალა, ამიტომ ფული - საკმაოდ მოზრდილი თანხა - ჩემს დას დავუტოვე გადასაცემად, მან კი დახარჯა... ახლა მეფიცება, დაგიბრუნებო, მაგრამ ვიცი, ამდენ ფულს ვერსად იშოვის. როგორ მოვიქცე? რაც მთავარია, როგორ შევხედო თვალებში ჩემს ნაცნობს? ელენე, 29 წლის

მსოფლიოს დიეტოლოგებისა და მედიკოსების აზრით, ძალიან ცდებიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე. მას თავისი კვებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. ოსპი მიჩნეულია დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად.
სამწუხაროდ, ცოფი 21-ე საუკუნეშიც აქტუალურ სამედიცინო პრობლემად რჩება. შესაბამისად, აქტუალურია ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიული) ვაქცინაციის (აცრის) საკითხიც. არც არის გასაკვირი, აცრას ხომ ხშირად მძიმე გართულებები ახლავს ზოგადი, ადგილობრივი თუ ალერგიული რეაქციების სახით. ამის გამოა, რომ დაზარალებულები (ამა თუ იმ ცხოველისაგან დაკბენილ-დაკაწრულები) ხშირად ბჭობენ, ღირს კი აცრის ჩატარება საერთოდ?! ზოგჯერ თავსაც იკავებენ ვაქცინაციისაგან.

ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი დაავადების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა. დაავადების გამოვლენამდე სისხლის მაჩვენებლები შეიძლება განგაშის სიგნალს იძლეოდეს. ლაბორატორიული ანალიზი შემდგომი ძიების გზას გვკარნახობს, ამიტომ რეგულარული პროფილაქტიკური კვლევა დროული მკურნალობის საწინდარია. თანამედროვე ლაბორატორიაში ანალიზების ჩასაბარებლად სწორად მომზადება კი ზუსტი დიაგნოზის წინაპირობაა.

ჯანსაღად კვებისათვის უმნიშვნელოვანესია საკვები პროდუქტის ხარისხი, რაზეც, უპირველესად, პროდუქტის იერსახე მეტყველებს. რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების შერჩევისას?

პროდუქტის შეძენისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომ უაზრო ხარჯი სანანებელი არ გაგიხდეთ და ჯანმრთელობასაც არაფერი ავნოთ. ვიდრე მარკეტინგული ხრიკები გაგაბრუებთ და მაღაზიის დახლებზე მიმზიდველად განთავსებული მრავალფერი პროდუქტი თვალს აგიჭრელებთ, პროდუქცია გულდასმით შეისწავლეთ, გაარკვიეთ, რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა ესა თუ ის პროდუქტი.

ყველაზე აუცილებელი რჩევები განსაკუთრებით ახალბედა დიასახლისებისათვის

ფაიფურისა და თიხის ჭურჭელი დიდხანს გაძლებს, თუ გამოყენებამდე ჯერ ცივ წყალში გააჩერებთ, შემდეგ კი ცხელს გადაავლებთ.

შიგნიდან გაშავებულ ქვაბს ფერი დაუბრუნდება, თუ მასში ვაშლისა და მსხლის კანს მოხარშავთ.

წითელი მოცხარი თირკმლების საიმედო მცველია

რთულად მიმდინარე ორსულობის შემდეგ წელის ქრონიკული ტკივილები დამეწყო. რადგან ბავშვს ბუნებრივად ვკვებავდი, ქიმიურ პრეპარატებს თავი ავარიდე და პრობლემის მოგვარება ხალხური საშუალებებით ვცადე. უკვე რამდენიმე წელია, ამ რეცეპტით ვმკურნალობ, ყოველ წელს ვიტარებ პროფილაქტიკას და დარწმუნებულიც ვარ, რომ მოცხარი თირკმლების საუკეთესო დამხმარეა:

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რაქიტი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ პედიატრ მარინა აფციაურს.

- რატომ არის რაქიტის პრობლემა კვლავ აქტუალური?
პარენქიმული სიყვითლე
თიროზინემია - გენეტიკური დეფექტით განპირობებული ფერმენტის (თიროზინტრანსამინაზა და სხვა) ნაკლებობაა, რომელიც საკვებიდან მიღებული თიროზინის ცვლის დარღვევას იწვევს.
ბევრ მშობელს აინტერესებს, როგორ აზროვნებს მისი შვილი: რაზე ფიქრობს, ოცნებობს, რა აწუხებს, რა აინტერესებს, როგორ აფასებს საკუთარ თავს, დედ-მამას, გარშემომყოფებს, თავის თანატოლებს, როგორ აგებს მათთან ურთიერთობებს. არსებობს თუ არა რაიმე საშუალება ამის გამოსაკვლევად? მშობელი ბავშვის ტესტირებას გართობად და თამაშად აღიქვამს. ვთქვათ, ბავშვმა დახატა სახლი ან ხე - განა შეიძლება ამის მიხედვით მის ხასიათზე მსჯელობა? - ეჭვით კითხულობენ ისინი. სინამდვილეში კი მართლაც ბევრი რამის გაგება შეიძლება ამ ნახატიდან, არა მხოლოდ იმაზე, სწორად ვითარდება თუ არა ბავშვი, იმაზეც, საკმარის ყურადღებას უთმობენ თუ არა მას მშობლები. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნახატი ყოველთვის გამოხატავს ბავშვის სათქმელს, რომელიც გარკვეულ ხატებად არის დაშიფრული. ამ შეტყობინებათა გაშიფვრა კი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გამოცდილი ფსიქოლოგის დახმარებით, თუმცა მანამდე შეგიძლიათ ბავშვის ტესტირება თავადაც სცადოთ.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად