ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #18 (365) მკურნალი #18 (365)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#18 (365) მკურნალი
ბაღში წასვლა პატარას სტრესის მიზეზად რომ არ ექცეს, ამისთვის წინასწარ უნდა მოვემზადოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის საბავშვო ბაღში
ყველამ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზი დაუსვეს, იცის, რომ დიაბეტი მხოლოდ დაავადება კი არა, ცხოვრების წესიცაა.
ვისაც გადაწყვეტილი აქვს, სამუდამოდ დაემშვიდობოს მეჭეჭებს, ზედმიწევნით უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. ის, რაც შეიძლება ერთისთვის, მეორისთვის შესაძლოა კატეგორიულად დაუშვებელი აღმოჩნდეს. მაშ ასე, მოდი, ერთად გავეცნოთ მეჭეჭების მოსაცილებელ ყველაზე უვნებელ საშუალებებს. მეჭეჭები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. როგორც გაირკვა, ყოველ მესამე ადამიანს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ერთხელ მაინც ჰქონია ეს კანზედა წანაზარდი.

ძნელად იპოვით ადამიანს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ არ ეგრძნოს გულის ფრიალი. მოგეხსენებათ, ადამიანის გული ორგანიზმის მთავარი ძრავაა - ტუმბო, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით მთელი ორგანიზმიდან გადატუმბავს უჯრედების მიერ გამოყენებულ სისხლს და იმავდროულად მთელ ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით მდიდარი სისხლით ამარაგებს. გულის კუნთი მთელი სიცოცხლე შეუსვენებლად ემსახურება ადამიანს. იგი განუწყვეტლივ იკუმშება განსაზღვრული ტემპითა და რიტმით. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა რიტმულია და ავტომატური, ესე იგი დამოკიდებული არ არის ადამიანის ნებაზე.

გულის ფრიალი არის გულისცემის აჩქარების, არარეგულარულობის, გაძნელების ან ერთდროულად ამ ყველაფრის შეგრძნება. პაციენტი შესაძლოა მიუთითებდეს ამ შეგრძნებაზე გულმკერდის, ყელის ან კისრის არეში. გულის ფრიალი ბევრს აშინებს. საბედნიეროდ, ის უმეტესად უწყინარია და თავისთავად გაივლის, თუმცა მისი ზოგიერთი შემთხვევა გულის დაავადებითაცაა განპირობებული. ასეთი გულის ფრიალი თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის, კოფეინის შემცველი ან ცხელი სასმლის მიღების, თამბაქოს მოწევის შემდეგ და მოსვენების დროსაც კი.

ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობა გვიქმნის. თვალში გვხვდება მოდური ჩაცმულობა, ლამაზი ვარცხნილობა... მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას სახე იპყრობს. სახის ფერს ქალისთვის ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ეგვიპტელი ქალები მუქი კანის გასაბაცებლად სპეციალურ მათეთრებელსა და ფერუმარილს იყენებდნენ. აზიაში დიდგვაროვანი ბანოვანები სახეზე ბრინჯის პუდრს ისვამდნენ და სწორედ ეს განასხვავებდა მათ უბრალო ხალხისგან.

როგორც ამინდი - მოსავალზე, ისევე მოქმედებს ძლიერი ემოციები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზოგ უსიამოვნებას შეიძლება პოზიტიური განწყობით ვძლიოთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გახანგრძლივებულ ემოციაზე - როგორც უარყოფითზე, ისე დადებითზეც - გული მტკივნეულად რეაგირებს. თუ ცხოვრებას მეტისმეტად “მივიტანთ გულთან”, უსიამოვნებები არ აგვცდება. გულის მუშაობაზე გავლენას ახდენს შიშიც და შეშფოთებაც, ცხოვრებისეულ პრობლემებზე კონცენტრირებაც, მღელვარებაც და ბრაზიც, მრისხანებაც და გადაჭარბებული მხიარულებაც...

არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის წამალიც ხალხური მედიცინის წიაღში არ მოიპოვებოდეს. ამ მხრივ არც გულის ფრიალი და მისი რიტმის ცვლილებაა გამონაკლისი. ხალხური მედიცინა ამ დროს უმთავრესად კატაბალახას ფესვებს, კუნელის ნაყოფს, შავბალახას, პიტნას, კრაზანასა და ბარამბოს გვთავაზობს. არსებობს როგორც ამ მცენარეთა ნაკრებისგან შექმნილი, ისე თითოეული მათგანის საფუძველზე დამზადებული ნაყენები და ნახარშები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის რეცეპტს.

დღეს უმაცივროდ ცხოვრება წარმოუდგენელია. ის ჩვენი კეთილი დამხმარე, საკუჭნაოსა და სარდაფის შემცვლელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ შევინახოთ მასში, რათა საკვებმაც შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები და მაცივარიც მეტხანს გვემსახუროს.

საკვების შენახვის ვარიანტებს მაცივრის განყოფილებები გვკარნახობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ძირითადი წესიც:

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

გულის ფრიალს ხშირად ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებაც იწვევს. ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ დისკომფორტი გულის არეში სამკურნალოდ დანიშნული ამა თუ იმ წამლის შედეგია. ეს საყურადღებო დეტალია, მეტადრე - ექიმებისთვის, რადგან ხელაღებით, საფუძვლიანი გამოკვლევისა და მონაცემთა შეჯერება-ანალიზის გარეშე დანიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტს. რომელი პრეპარატი იწვევს ტაქიარითმიას, რომელი უნდა დაინიშნოს სიფრთხლით? ამ და გულის ფრიალთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ “იუნონას” ექიმი კარდიოლოგი ხათუნა ოსიაშვილი:

ადამიანს ზოგჯერ საშინლად “უფრიალებს” გული ან გულის “ამოვარდნის” ძლიერი შეგრძნება აქვს, ამასთან ერთად, სისუსტე ეუფლება, თვალთ უბნელდება, სიკვდილის შიში იპყრობს... სასწრაფოდ კარდიოლოგთან!

სამწუხაროდ, კარდიოლოგის მიერ დანიშნული კვლევით არითმიის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ვერც მკურნალობის სტანდარტული სქემები ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას.

ძირხვენები, იგივე ფესურა ნაყოფები, ამინმჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობით ბევრ სხვა ბოსტნეულს უსწრებს. მათგან უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება შეიძლება, მათ შორის - წვნიანებისაც, რომლებსაც კვებასთან ერთად ორგანიზმის გამწმენდი ფუნქციაც აკისრია.

სტაფილო
სტაფილო მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და აფერხებს ორგანიზმის დაბერებას. სტაფილოს ბევრ კერძს ამატებენ - ბოსტნეულის წვნიანებს, სალათებს, თევზეულს, გემოვნებისამებრ - ხორცსაც. უმი სტაფილო ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ღვიძლისა და კუჭის დაავადებების დროს უმი სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის.

ახალი რუბრიკით მოგცემთ პატარ-პატარა რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, თავად გაუმკლავდეთ ჯანმრთელობის ამ თუ იმ პრობლემას.

ხერხემალი არასოდეს შეგაწუხებთ, თუ...
ყველამ იცის, რომ ხერხემლის მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ცოტა თუ აკეთებს რამეს მისი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. არადა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათაგან ყველაზე მეტად ხერხემლის პათოლოგიებია გავრცელებული. განსაზღვრული ასაკის შემდეგ ადამიანს ხერხემალში უსიამოვნო შეგრძნებები უჩნდება, რომლებიც დროთა განმავლობაში დაავადებაში გადაიზრდება. ამ სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხერხემლის სიჯანსაღეზე ზრუნვა.

წყლის, ტუტეებისა და მჟავების ხანგრძლივი ზემოქმედება ფრჩხილებს აზიანებს. ისინი მყიფე, ადვილად მტვრევადი ხდება. ფრჩხილების გამაგრებას ხელს უწყობს შემთბარი ზეითუნის ზეთის აბაზანები რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენით. იმავე მიზნით ფრჩხილების გარშემო, კანში, შეგიძლიათ შეიზილოთ ლიმონის წვენი, ხოლო თავად ფრჩხილებზე A, D და E ვიტამინების შემცველი ცხიმიანი კრემი წაისვათ. სასარგებლოა აგრეთვე მცენარეული ზეთისა და ვაშლის ძმრის (თანაბარი პროპორციით) ნარევის აბაზანები.

მამას, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ქალიშვილის აღზრდაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თუ მამაკაცს სურს, მისი ქალიშვილისგან ნამდვილი ლედი დადგეს, შესაბამისადაც უნდა მოექცეს მას.

როგორ უნდა აღზარდოს მამამ გოგონა?
უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით. გოგონა, რომელსაც სიყვარული და ალერსი არ აკლდა, კეთილ, გულისხმიერ პიროვნებად გაიზრდება, იქნება შესანიშნავი ცოლი და სამაგალითო დედა. მამა უნდა მეგობრობდეს კიდეც თავის ქალიშვილთან.
ადამიანმა საკუთარ სახლში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, ამიტომ ინტერიერი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ირგვლივ წესრიგი და მყუდროება სუფევდეს. აბა, სცადეთ და მოაშორეთ ლარნაკები, ფუმფულა ბალიშები, ეფექტური სანათები, სამშვენისები - ბინა მაშინვე დაკარგავს მომხიბვლელობას. კოსტიუმს, როგორც ცნობილია, აქსესუარები “ქმნის”. ეს პოსტულატი ინტერიერთან მიმართებითაც არანაკლებ აქტუალურია. სწორედ დეკორის წვრილმანები სძენს ბინას პეწს, მყუდროებასა და ინდივიდუალობას.

ზაფხული შვებულებისა და არდადეგების, ლა­შქრობებისა და მოგზაურობის, ემოციებისა და შთაბეჭდილებების დროა... თუმცა ხიფათიც იქვეა ჩასაფრებული. ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა და შეიძლება, მძიმედ დავშავდეთ, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმას კი ხშირად გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვება. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ნეიროქირურგი გიგა კვარაცხელია.

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

დრესკოდი ჩაცმის დაწესებული სტილია. თავად ცნება “დრესკოდი” (ინგლ. დრესს ცოდე - ტანსაცმლის კოდექსი) დიდ ბრიტანეთში გაჩნდა და მალე ჩაცმის რეგლამენტის აღსანიშნავად მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში გავრცელდა.

დრესკოდი ოფიციალური ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ჩაცმის სტილია, რომელსაც, ჩვეულებრივ, მიუთითებენ მოსაწვევში ან ღონისძიების ანონსში. ყველა სტილს თავ-თავისი სახელწოდება აქვს. მაგალითად, White tie, Ultra formal საზეიმო ღონისძიებების დრესკოდია, ისეთებისა, როგორებიცაა დიპლომატიური მიღება, ქორწინების ცერემონია, ჯილდოს გადაცემა.

როგორ დავამყარო კავშირი დროსთან, რომ საკუთარი ცხოვრება არ გავფლანგო, როგორ წარვმართო ის?

დროისადმი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. როგორ ავაგოთ ის სწორად? ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ უნარი შესწევს, დაგეგმოს და ნაწილობრივ გათვალოს თავისი მომავალი. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს წარსულს, ვეყრდნობით შეძენილ გამოცდილებას, ვაწყობთ გეგმებს, ვოცნებობთ ხვალინდელ დღეზე... მაგრამ წარსულსა და მომავალს შორის არსებობს აწმყო - წერტილი, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. რამდენად სწორად ვახერხებთ აწმყოში ორიენტირებას?

შეცდომები მოსდით არა მხოლოდ გამოუცდელებსა და ახალბედებს, არამედ მათაც, ვინც მრავალი წელია სპორტულ დარბაზში დადის. განვიხილოთ ზოგიერთი გავრცელებული შეცდომა.

1. განეწყვეთ
არასოდეს გიცდიათ ვარჯიშისთვის განწყობის შექმნა? იცით თუ არა, რომ ვარჯიშის ხარისხი და, ამის კვალობაზე, შედეგიც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სწორ განწყობაზე? მის შექმნაში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მონაწილეობს. მაგალითად, ძალიან უნდა მოგწონდეთ ფორმა, რომელიც ვარჯიშის დროს გაცვიათ, დარბაზი, სადაც ვარჯიშობთ და, რაღა თქმა უნდა, გარშემო მყოფები.

დადგა სექტემბერი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, D ვიტამინის კუთვნილი ულუფა მიიღოთ. ხავერდოვანი სეზონი სანაპიროზე საოცრად სასიამოვნოა. მზის აქტივობა სექტემბერშიც მაღალია. თუ უსაფრთხოების წესებს დავიცავთ, ულტრაიისფერი სხივები მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს.

გარუჯვას აპირებთ? არ დაივიწყოთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. უმეტესობა მოუთმენლად ელის ზაფხულს, ამიტომ ერთი მზიანი დღის დაკარგვაც არ სურთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია! რამდენადაც გულუხვია, იმდენადვე ცბიერი და ვერაგია მზე. სახესა და ყელზე არსებული ნაოჭების ნაწილი სწორედ მისი დამსახურებაა. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კი სულ რამდენიმე უბრალო რჩევის გათვალისწინება კმარა.

მოტეხილობა მალე რომ შეხორცდეს

რამდენიმე ხნის წინ ფეხი მოვიტეხე. ცხადია, მაშინვე დამადეს თაბაშირი და ხანგრძლივი წოლითი რეჟიმიც გამომიწერეს, მე კი გადავწყვიტე, მოტეხილი ძვლის შეხორცების დასაჩქარებლად შინაური საშულება მეცადა. სიამოვნებით გაგიზიარებთ რეცეპტს:

  • 1/3 ჩაის კოვზ კარგად დაფხვნილ კვერცხის ნაჭუჭს დაუმატეთ 1/3 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი და მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ.
ლალი შამუგია, ხობი

ზოგი ჩვენგანი ძალზე უცნაურად იქცევა, მაგრამ ვიდრე შორიდან არ შეხედავს საკუთარ თავს, ამას ვერც კი ამჩნევს. მეცნიერებმა სცადეს იმის ახსნა, რატომ არ ცვლის ადამიანი გალეული ტუალეტის ქაღალდის რულონს, რატომ იცინის მაშინ, როცა ტირილია საჭირო, უყვარდება ფსიქოპათი და სხვა.

1. რატომ არ ცვლიან ტუალეტის ქაღალდის რულონს
ტუალეტიდან გამოსვლისას, ალბათ, ძნელი არ უნდა იყოს გალეული რულონის ახლით შეცვლა, მაგრამ უმეტესობა ამას არ აკეთებს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი სიზარმაცე კი არა, სტიმულის უქონლობა და იმის განცდაა, რომ ამ “უსარგებლო” საქმისთვის არავინ დაგაჯილდოებთ. იგივე ხდება, როცა ნაგვის გადაყრა ან თეფშების რეცხვაა საჭირო.

თავდაპირველად ყველა ახალშობილს ერთი და იმავე ფერის - მონაცრისფრო თვალები აქვს. 2-3 წლის ასაკში თვალის ფერადი გარსი იღებს თავის ჭეშმარიტ ფერს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. და ეს ერთადერთი მეტამორფოზა როდია, რასაც ჩვილის თვალები განიცდის... გვესაუბრება პედიატრი მედეა სიჭინავა.

- როგორ ფორმირდება ჩვილის მხედველობითი აპარატი?

მცდელობა, შვილი დამოუკიდებლად თამაშს მიაჩვიონ, ბევრისთვის კრახით მთავრდება. თუ დავფიქრდებით, ეს სულაც არ არის უცნაური. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი იოლად იპოვის გასართობს; პრობლემა ის არის, რომ მას ჯერ კიდევ არ ესმის, რა შეიძლება და რა - არა, რა არის ცუდი და რა - კარგი. მაგალითად, ბავშვს შეუძლია, ქვაბს კოვზი ურახუნოს და წარმოიდგინოს, რომ დოლზე უკრავს; ხალიჩაზე ფქვილი დაყაროს და წარმოიდგინოს, რომ თოვლი მოვიდა ან ჩამოხიოს შპალერი და იმხიარულოს.

გოგონა 15 წლისაა. სულ შინ ზის, არსად დადის, გარდა სკოლისა, არ ჰყავს მეგობრები. გამუდმებით რაღაცას კითხულობს, ბეჭდავს, ინტერნეტში აქვეყნებს და გამოხმაურებას ელის. დედა ღელავს, ცდილობს, შეცვალოს შვილის ცხოვრების წესი, მაგრამ არაფერი გამოსდის.

სავარძელი, კომპიუტერი და მუსიკა ასეთ ბავშვებს სავსებით ჰყოფნით, ხოლო შეშინებულ მშობლებს კითხვაზე: “რა გჭირს?” - სტანდარტულად პასუხობენ:

ახალი რუბრიკით „პედიატრიის ცნობარი“ გესაუბრებით ბავშვთა ასაკის დაავადებებზე, მათი მკურნალობისა და თავიდან აცილების გზებზე, ბავშვების სწორ კვებაზე, აღზრდასა და განვითარებაზე. ვეცდებით, მოვახდინოთ ამ პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების სისტემატიზაცია, რათა რუბრიკაში თქვენთვის საინტერესო საკითხის პოვნა გაგიადვილდეთ.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად