ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #17 (364) მკურნალი #17 (364)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#17 (364) მკურნალი
გთავაზობთ სპეციალისტთა მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ გავუფრთხილდეთ გულს.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ხახვის ფურცლის ნაყენი სცადეთ

ჩემი სამუშაოს წყალობით მთელი დღე ფეხზე დგომა მიხდებოდა. შედეგად მივიღე უამრავი პრობლემა, მათ შორის - ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ერთხანს ოპერაციაზეც კი ვფიქრობდი,
როგორ ვუმკურნალოთ გულძმარვას და რა არის ის თანამედროვე მედიკამენტი, რომელსაც გვთავაზობენ მედიკოსები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები ფართოდაა გავრცელებული. მათ შორის წამყვანი როლი უჭირავს გასტრიტს, კუჭის წყლულოვან დაავადებას და რეფლუქს ეზოფაგიტს.

სიმპტომები, რომლებიც აღნიშნულ დაავადებებს ახასიათებს არის გულძმარვა - „წვის“ შეგრძნება კუჭის არეში - იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიგნალი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება.

ინტიმური ცხოვრების გახანგრძლივების გარანტი
სქესობრივ დისფუნქციას ხშირად განაპირობებს დაძაბული ცხოვრების რიტმი, მუდმივი სტრესი, ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სარეგულაციო მექანიზმების დარღვევას იწვევს. ბოლო ხანს ეს პრობლემა ახალგაზრდა თაობასაც შეეხო, რასაც ხელი შეუწყო უხარისხო საკვებით, ალკოჰოლით, ნიკოტინით, ხშირ შემთხვევაში - ნარკოტიკებით ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ. სქესობრივი დისფუნქცია 50-60 წელს გადაცილებულ მამაკაცებშიც არანაკლებ მტკივნეულად აღიქმება. ამ ასაკში თავს იჩენს ჰიპერტონია, სტენოკარდია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე (ადენომა) და სხვა. გასათვალისწინებელია ქალთა პრობლემებიც: დასამალი არ არის, რომ მათ ხშირად აწუხებთ სქესობრივი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული სირთულეები, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ამის აფიშირება არ ხდება და ქალები დაჩაგრულები რჩებიან, ამის გამო ოჯახს ხშირად ბზარი უჩნდება.
საუბრობს, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - მაია პარკაული.

სიყვარულს დაცვა სჭირდება.თითოეული ჩვენი არჩევანი კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაზე. XXI საუკუნეში, ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებით, ჩვენ თავად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ცხოვრება, როგორიც გვსურს.... სასურველი ბავშვი, სასურველ დროს... და იმდენი შვილი რამდენიც გვინდა.

დაბადების თარიღი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზეო, დაასკვნა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა. მეცნიერებმა შეიმუშავეს მათემატიკური მეთოდი, რომელიც ადამიანის დაბადების თვესა და მომავალში ავადმყოფობის რისკს შორის კავშირის დადგენის საშუალებას იძლევა. მრავალრიცხოვანი მონაცემის დამუშავების შედეგად მეცნიერებმა 55 დაავადებასა და დაბადების თარიღს შორის სტატისტიკური კავშირის დამადასტურებელი “ვარსკვლავური” ალგორითმი გამოიყვანეს.

ხერხემლის დაავადებები კაცობრიობას ყოველთვის აწუხებდა, დღეს კი ამ პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი. შრომისუუნარობის შემთხვევათა 10-15% სწორედ ხერხემლის დაავადებების წილად მოდის. საექიმო სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის დაავადებები თანაბრად ემართებათ ტველა ასაკის ადამიანებს და განსაკუთრებით აჩქარებს დაბერების პრცესს.

ბევრმა არ იცის, რომ პათოგენური სოკოები - მიკრობული ორგანიზმები, რომლებიც მიკოზებად წოდებულ სოკოვან დაავადებებს იწვევს, რადიკალურად განსხვავდება იმ ქუდიანი სოკოებისგან, ადამიანი საკვებად რომ იყენებს. ამჟამად მიკრობულ სოკოთა 100 ათასი სახეობაა ცნობილი. 500-მდე სახეობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. მიკრობული სოკოები წლობით ბინადრობენ ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ მაშინ შევიტყობთ ხოლმე, როდესაც ისინი ხელშემწყობ ფაქტორთა გავლენით ინფექციურ პროცესებს უდებენ სათავეს.

სიბრძნის კბილებს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ სხვებზე გვიან ამოდის - დაახლოებით იმ ასაკში, როდესაც ადამიანის გონებრივი განვითარება-ჩამოყალიბება დასრულებულად მიიჩნევა. ამას ერთგვარი ქრესტომათიული დატვირთვა ენიჭება, თორემ სიბრძნეს, დარბაისლობას და გონიერებას კბილებთან რომ არაფერი აქვს საერთო, ყველამ ვიცით. საინტერესოა, რომ დღეს სიბრძნის კბილებს (მე-8 წყვილს, იმავე მესამე მოლარებს) რუდიმენტულ ორგანოებად მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ საკვები რაციონის სახეცვლილების (მყარ და მკვრივ საკვებზე მოთხოვნილების შემცირების) შედეგად ამ კბილებმა ფუნქცია დაკარგა. ამის საბუთად სპეციალისტებს მოჰყავთ ის ფაქტიც, რომ გახშირდა სიბრძნის კბილების უქონლობა - ე.წ. მესამე მოლარების პირველადი ადენტია. ასეა თუ ისე, სიბრძნის კბილები და მათთან დაკავშირებული პრობლემები ბევრს აწუხებს, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ სტომატოლოგიური კლინიკების “Hაპპყ Dენტალ” და “Yოურ შმიმეყ” ექიმ სტომატოლოგს, ქირურგსა და ორთოპედს შალვა ვაწაძეს:

მოგეხსენებათ, ყოველგვარი პათოლოგიის, მათ შორის - სოკოვანი ინფექციის, დიაგნოსტიკაში, კლინიკური სურათის შესწავლასა და ცალკეულ სიმპტომთა გამოვლენასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ კვლევასაც. სოკოვანი ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა არც ისე მარტივია, ამიტომ ის ყველა ლაბორატორიაში არ ტარდება. მეტიც - ამ დარგის უშუალო სპეციალისტები: მიკოლოგები, მიკრობიოლოგები, - უმეტესად თავს არიდებენ მკითხველისათვის საინტერესო საკითხებზე საუბარს.

ადამიანებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ განსაზღვრული პროდუქტის ჭამის ძლიერი მოთხოვნილება ორგანიზმში ამა თუ იმ ნივთიერების დეფიციტის მანიშნებელია. ამერიკელი მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და გამოავლინეს მჭიდრო კავშირი “რამის შეჭმის ძლიერ მოთხოვნილებასა” და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. მაგალითად, ლიმონის ჭამის გადაულახავი მოთხოვნილება იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა, ნაღვლის ბუშტი ან ღვიძლი გქონდეთ დაზიანებული. კომბოსტოს ჭამის ძლიერი სურვილი იძლევა სიგნალს ნაწლავთა პრობლემების შესახებ. მათ, ვინც ცხიმისა და ზეთისხილისადმი ლტოლვას გრძნობს, ყურადღება უნდა მიაქციონ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას. ვისაც ვაშლის დანახვაზე “ნერვული კანკალი” ეწყება, შესაძლოა ქოლესტერინის სიჭარბე და გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს.

აშრევებული და მყიფე ფრჩხილები მრავალი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა. საქმე აქამდე რომ არ მივიყვანოთ, ფრჩხილების მოვლა ყველა გოგონამ უნდა იცოდეს.

სწორი კვება
ფრჩხილების აშრევებისა და სიმყიფის მთავარი მიზეზი ვიტამინებისა და მიკროელემენტების (კალციუმის, თუთიის, სილიციუმის, D ვიტამინის, ამინმჟავების) ნაკლებობაა. ამინმჟავებისა და მიკროელემენტების დეფიციტი შეიძლება აღმოიფხვრას კვების კორექციით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ცილებით მდიდარი სურსათის რაციონში ჩართვით.

შაქრიანი დიაბეტის ისეთ გართულებებზე, როგორებიცაა დიაბეტური ნეიროპათია და ანგიოპათია, გვესაუბრება აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ “ენმედიცის” ექიმი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ციური ბობოხიძე.

- რა არის დიაბეტური ნეიროპათია?
- დიაბეტურ ნეიროპათიას უწოდებენ დიაბეტით დაავადებულის პერიფერიულ ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება დიაბეტის ჩამოყალიბებიდან 5-6 წლის შემდეგ პაციენტებთან, რომლებიც არღვევენ რეჟიმს და სისხლში გლუკოზის დონე დიდხანს აქვთ ნორმაზე მაღალი, თუნდაც დღის მხოლოდ ერთ მონაკვეთში.

დარიჩინი და თხილეული კიბოს წინააღმდეგ
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ დარიჩინის ალდეჰიდს (ნაერთი, რომელიც დარიჩინს სპეციფიკურ არომატსა და გემოს აძლევს) კოლორექტალური (ნაწლავის) კიბოს დამარცხება შესძლებია. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - საცდელი ცხოველების საკვებ რაციონში დარიჩინის ალდეჰიდი ჩართეს და დარწმუნდნენ, რომ დარიჩინი მათ კოლორექტალური კიბოსგან იცავდა.

წონის დაკლების მსურველთათვის დიეტა ის მაშველი რგოლია, რომელზეც ისინი დიდ იმედს ამყარებენ. უამრავი ტიპის დიეტა არსებობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ცილოვანსა და ბოსტნეულისას ეფექტით ვერც ერთი ვერ შეედრება. და მაინც, ყველას აწუხებს კითხვა: რომელი დიეტა ჯობია - ცილოვანი თუ ბოსტნეულისა? პასუხის მისაღებად, მოდი, ცალ-ცალკე გავიცნოთ თითოეული მათგანის ღირსებები და ნაკლოვანებები.

ყველასათვის კარგად ცნობილი კანის, პირის ღრუსა თუ სასქესო სისტემის სოკოვანი დაავადებების გვერდით არსებობს სისტემური სოკოვანი ინფექციებიც, რომლებიც ორგანოთა სხვადასხვა სისტემას აზიანებს. განასხვავებენ ოპორტუნისტულ და პირველად სოკოვან ინფექციებს.ოპორტუნისტულია ინფექცია, რომლის გამომწვევიც ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანს ვერ აავადებს, მაგრამ ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებით დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე ავადმყოფობას იწვევს. მისგან განსხვავებით, პირველადი სოკოვანი ინფექცია ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს.

კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვან ინფექციას ზედაპირულ მიკოზებს ანუ დერმატომიკოზებს მიაკუთვნებენ. პათოლოგიას უმეტესად დერმატოფიტები იწვევს - სოკოები, რომლებსაც კერატინის ათვისების უნარი აქვს. დერმატოფიტებს მიეუკუთვნება Microsporum, Trichophyton და Epidermophyton სახეობის სოკოები. მათ ინფექციის წყაროზე დამოკიდებულებით ზოოფილურ, ანთროპოფილურ და გეოფილურ სოკოებად ყოფენ.

კანდიდოზი კანდიდას ჯგუფის საფუარისებრი სოკოებით გამოწვეული დაავადებაა. მართალია, მას ვენერულ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ (რადგან სქესობრივი გზითაც გადაედება), მაგრამ არსით სულაც არ არის ასეთი, რადგან შესაძლოა სხვა მიზეზითაც განვითარდეს. სოკოს სპორები ადამიანის ორგანიზმში ხვდება კონტაქტური გზითაც (ხილის, ბოსტნეულის, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით და სხვ.) და ჰაერწვეთოვანი გზითაც. კუჭიდან, ნაწლავებიდან, ფილტვებიდან თუ კანიდან ისინი აღწევენ შინაგან ორგანოებში და ცხვირის დანამატ ღრუებში, ნუშურა ჯირკვლებში, კუჭში, სახსრებში, ნაწლავებსა და ფილტვებში იწყებენ გამრავლებას.

ურინოთერაპიის - მკურნალობის ამ საეჭვო მეთოდის შესახებ ბევრს გაუგონია. აი, თანამედროვე მეცნიერები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ცხოველქმედების ნარჩენები ნამდვილად შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ მაღალი ტექნოლოგიების განსავითარებლად. გაგაცნობთ შარდის გამოყენების იმ მეთოდებს, რომლებიც კიდევ უფრო წინ წასწევს მეცნიერებასა და ტექნიკურ პროგრესს.

სოკოვანმა ინფექციამ კანის ნებისმიერ უბანზე შეიძლება მოიკიდოს ფეხი. თავის თმიანი ნაწილის სოკოვან დაავადებებზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ „მედისონისა“ და სამედიცინო ცენტრ „ესთერის“ ექიმი დერმატოლოგი ნინო მოსაშვილი:

- სოკოვანი დაავადება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა სახეობის სოკოთია გამოწვეული. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ლოკალიზაცია და კლინიკური ნიშნები აქვს. სოკოვანი დაავადება იკურნება, მაგრამ ხშირი რეციდივი ახასიათებს და არ ტოვებს მყარ იმუნიტეტს. სოკოვანი დაავადებები ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მოდი, ამჯერად თავის თმიანი ნაწილის სოკოვან დაავადებებზე ვისაუბროთ.

თვალის, ცხვირისა თუ ყურის მიკოზები ბევრისთვის მწვავე სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს. ამ დაავადებებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, შესაბამისად, მკურნალობაც სხვადასხვაგვარი სჭირდება.

თვალის სოკოვანი დაზიანება - ოკულომიკოზი
თუ 30-40 წლის წინათ ოკულომიკოზი საკმაოდ იშვიათ პათოლოგიად მიიჩნეოდა, ბოლო ხანს ის დღითი დღე ხშირდება. სოკოვანმა პათოლოგიამ შესაძლოა დააზიანოს თვალის ნებისმიერი ნაწილი, მათ შორის - ქუთუთო, კონიუნქტივა, საცრემლე აპარატი, თვალის კაკალი, თვალის კაკლის ორგანოები - რქოვანა, სკლერა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, ბადურა, მინისებრი სხეული და თვალის ნერვიც კი. თვალის მიკოზების გახშირებას სპეციალისტები ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითებას და ინფექციური პროცესების გააქტიურებას უკავშირებენ.

სოკოები, ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი, ბუნების ნაწილია. მათ გამუდმებით აქვთ ჩვენთან კონტაქტი, მაგრამ დაავადებას ყოველთვის არ იწვევენ. მშვიდობიან თანაარსებობას მხოლოდ არახელსაყრელი პირობები არღვევს. ბუნებაში სოკოს 120 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ამათგან 100-მდე სახეობა პათოგენურია და ადამიანის ინფექციურ დაავადებებს იწვევს.

მამაკაცებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ ნაწარმს თანამედროვე ბაზარზე გაცილებით ნაკლები ადგილი უკავია, ვიდრე ქალებისთვის განკუთვნილს, მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც თავის მოვლა უმნიშვნელო რამედ სულაც არ მიაჩნიათ.


ბავშვის გამო ყოფილ ქმართან ურთიერთობას აგრძელებთ - ბავშვს მამას ხომ ვერ წაართმევთ! ყველაფერი რიგზე იყო, სანამ “ახალი” ცოლი არ გამოჩნდა. ახლა წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ გაუშვათ ბავშვი მამასთან სტუმრად - იქ ხომ, ბუნებრივია, ის ქალი იქნება! როგორ უნდა შეეგუოთ თქვენს ცხოვრებაში მის არსებობას?

ვინ არის “ის”?
ყოფილი ქმრის ცოლთან ურთიერთობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა თქვენ შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროთ თქვენი რისხვისა თუ კრიტიკული განწყობის მიზეზი.

არის შემთხვევები, როცა თითისტოლა ბავშვი თავისას არ იშლის - იმიტომ კი არა, რომ რაღაც ძალიან უნდა, არამედ იმისთვის, რომ რაც ერთხელ მოითხოვა, აღარ გადათქვას. ის არ ითვალისწინებს, რომ გარემოებები შეიცვალა. სწორედ ასეთი საქციელია სიჯიუტე.

როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეს შორის? პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ, კარგად დავფიქრდეთ და საკუთარი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ - ჩვენ ხომ ახლა ვსწავლობთ, როგორ უნდა ვიყოთ კარგი მშობლები! მოიფიქრეთ? რასაკვირველია, თქვენი პასუხი მართალია! მიზანსწრაფულობაა, როცა პატარას რაღაც უნდა და დაჟინებით ცდილობს, მიაღწიოს საწადელს, ჯიუტი ბავშვი კი ისევ და ისევ ითხოვს იმას, რაც შესაძლოა უკვე აღარც უნდოდეს ან ისე ძალიან აღარ უნდოდეს. რითაც არ უნდა სცადოთ მისი ცდუნება - კანფეტით, სათამაშოთი თუ გასეირნებით, პატარა კვლავ თავისას იმეორებს. სიტუაცია რთულია, რადგან არც ყვირილი ჭრის, არც წამორტყმა, არც მუქარა.

ფრჩხილების სწორი მოვლა მნი­შვნელოვანია როგორც ჰიგიენის თვალსაზრისით, ასევე იმისთვისაც, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე გამოვუმუშაოთ მათი მოვლის ჩვევა. გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე.

- რა უსიამოვნებას უქადის პატარას მოუვლელი ფრჩხილები?

ბავშვი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებას პირის ღრუში, ჭირვეულობს და ჭამაზე უარს ამბობს... თუ ყელის ტკივილიც გამოირიცხა და ვერც უგუნებობის სხვა მიზეზის დადგენა მოხერხდა, პატარა სტომატოლოგთან უნდა მივიყვანოთ. გვესაუბრება კლინიკა “ალბა დენტის” სტომატოლოგი თამარ წერეთელი.

- კბილი თუ არ სტკივა, რა საჭიროა სტომატოლოგი?
- პირის ღრუს ლორწოვანის უმნიშვნელო ტრავმის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სტომატიტიც, გინგივიტიც და ჰეილიტიც. მშობლები უნდა იცნობდნენ თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და შეეძლოთ მათი ერთმანეთისგან განსხვავება, რათა მკურნალობა არ დაგვიანდეს.

ბურახს წყლისა და ალაოსგან ამზადებენ. თხიერი ცომი განიცდის ფერმენტაციას. შემდეგ მას აზავებენ წყლით და ამატებენ საფუარს, შაქარს, არომატულ დანამატებს. დუღილის შედეგად ამ ნაზავისგან მიიღება ბურახი. არომატულ დანამატებად იყენებენ ხილისა და კენკრის წვენს. ბურახს შესანიშნავ გემოსთან ერთად აქვს სასარგებლო თვისებებიც - ის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულების სასმელია. ბურახი ავიტამინოზის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებაა, რადგან მასში უხვადაა აუცილებელი ვიტამინები და მიკროელემენტები: B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ასევე - ამინმჟავები, რძემჟავა ფერმენტები. ბურახი შესანიშნავად აგრილებს და კლავს წყურვილს, აქრობს დაღლილობას და ზრდის შრომის უნარს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბურახის ძირითადი კომპონენტი, ალაოს ექსტრაქტი, გლუკოზაზე ეფექტურია და ზრდის კუნთოვან მუშაობას. ამასთან, მისი წყალობით სისხლში უფრო მეტხანს ნარჩუნდება შაქრის დონე და ნაკლებად წარმოიქმნება დაღლილობის გამომწვევი ნივთიერებები.

ორ წლამდე მშვიდი, დამყოლი ბავშვი იყო, მაგრამ უეცრად შეიცვალა - თუ შეამჩნია, რომ ვინმეს მისი სათამაშოს აღება სურს, საშინლად ნერვიულობს. როგორ გადავაჩვიო სიხარბეს?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, საიდან იღებს სათავეს სიხარბე. ხშირად ამისკენ თავად მშობლები უბიძგებენ ბავშვს.
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად