ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #15 (362) მკურნალი #15 (362)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#15 (362) მკურნალი
1. თქვენთვის რომ ეკითხათ: „როგორ ავიცილოთ თავიდან ავადმყოფობა?“, მაშინვე უპასუხებდით, რომ უნდა მივიღოთ ანტიოქსიდანტები და ვიტამინი C. როგორც ჩანს, არსებობს ზოგიერთი საკმაოდ უცნაური, თუმცა ეფექტური მეთოდი გაციებასა და გრიპთან საბრძოლველად.


" XXI - საუკუნის მედიცინის "ცენტრში ექიმი -ტრანსფუზიოლოგი თინათინ კობახიძე ახალ თანამედროვე, ბოლო თაობის ამერიკული წარმოების აპარატით ატარებს პლაზმა-ფერეზის პროცედურას, რომელიც მიმართულია სისხლის გასაწმენდად სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან. აპარატი ახდენს ჰემოკორექციას, სისხლს აცლის ტოქსინებს და გაწმენდილ ,სუფთა სისხლის ფორმიან ელემენტებს უკან უბრუნებს ორგანიზმს. გამოიყენება ასობით დაავადების სამკურნალოდ თანამედროვე მედიცინაში და ბრწყინვალე შედეგებიც გვაქვს.
"კამელინის" ბაზაზე დამზადებული სანთლების"კამელინ მ4"- ის შექმნას წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში."კამელინ მ4"-ს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის. წამლის ეს ფორმა მოხმარებისთვის ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა."კამელინ მ4" გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესების და ბუასილის მკურნალობაში.

„ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია“. იმას, თუ რას მივირთმევთ, გავლენა აქვს არა მარტო ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ აზროვნებაზეც, განწყობაზეც და ჩვენს ბუნებრივ სურნელზეც კი. სწორი კვება ბავშვობიდანვე აყალიბებს იმუნურ სისტემას და ორგანოების გამართულად ფუნქციონირების საწინდარია.

დღევანდელ პერიოდში, როდესაც ბაზარზე უამრავი დასახელების პროდუქტია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ, რახან სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

აპენდექტომია შესაძლოა ანტიბიოტიკებმა შეცვალოს
ფინელი მეცნიერები ამბობენ, რომ აპენდიციტის სამკურნალოდ ოპერაციის გაკეთება არ არის აუცილებელი; თავიანთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ისინი ამტკიცებენ, რომ ანტიბიოტიკებს შეუძლია, ქირურგიული მკურნალობის ალტერნატივად იქცეს. კვლევაში მონაწილეობდა 18-დან 60 წლამდე ასაკის 500 პაციენტი, რომელთაც აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს. საკონტროლი ჯგუფი შედგებოდა მოხალისეებისგან, რომელთა ნახევარს აპენდექტომია გაუკეთეს, ნახევარს კი ანტიბიოტიკ ერტაპენემით უმკურნალეს.

ქალთა უნაყოფობაზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომი დაწერილა, მამაკაცთა უშვილობაზე ხმამაღლა საუბარი კი მიღებული არ არის, რადგან არ შეიძლება, ძლიერ სქესს სისუსტე ჰქონდეს.

მრავალი მამაკაცი ცდილობს, საკუთარი მამობრივი უუნარობა ქალს გადააბრალოს, მაგრამ სტატისტიკა მოწმობს, რომ უშვილო წყვილთა 45%-თან სწორედ მამაკაცია უნაყოფო. შვილოსნობის უნარი სქესობრივ აქტივობაზე არ არის დამოკიდებული. მთავარია გამომუშავებული სპერმის ხარისხი და რაოდენობა.

კანზე არსებული ძველი ნაწიბურების უკვალოდ გაქრობა ქირურგიული გზითაც კი შეუძლებელია. მხოლოდ კანის დიდი უბნის გადანერგვის ძვირად ღირებული და რთული ოპერაცია თუ გაუმკლავდება ამ პრობლემას. ახალი ნაიარევები კი შეიძლება ხალხური საშუალებებით მოვიშოროთ, თუმცა ამისთვის საკმაო დრო და მოთმინებაა საჭირო. ნაწიბურების მოსაშორებელ ხალხურ საშუალებათა არსენალი ფართოა. შევარჩიოთ რამდენიმე მათგანი და გამოვიყენოთ, სანამ დამაკმაყოფილებელ შედეგს არ მივიღებთ.

ზაფხულის დადგომისთანავე ჩნდება დასვენების, განტვირთვის, საოჯახო და ყოფითი პრობლემებისგან თავის დაღწევის მოთხოვნილება. ამ პერიოდში ადამიანები უმეტესად გარეთ იკვებებიან, ცდილობენ, გაეცალონ ჩვეულ გარემოს და ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ ყოველდღიური საზრუნავი. სტუმრობენ საზაფხულო კაფეებს, რესტორნებს, ზღვის სანაპიროზე მოწყობილ ბუნგალოებს, ბარებს თუ სწრაფი კვების ობიექტებს, აგემოვნებენ მწვადს, პიცას, სალათებს, ნამცხვრებს, ნაყინს, ცივ სასმელებს და უამრავ სხვა ნუგბარსა და სასუსნავს.

ადამიანის სხეული ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისგან შედგება, რომლებიც უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეშია გახსნილი. არაორგანული ნივთიერებებია მინერალები, რომელთა წილად სხეულის შემადგენლობის დაახლოებით 4% მოდის. ნორმალური ცხოველქმედებისთვის ადამიანს ყოველდღიურად 100 მგ ძირითადი მინერალი და 100 მგ-მდე მიკროელემენტი სჭირდება.

დღეს ცნობილია, რომ ჯანსაღი კვება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების ბალანსირებულ მიღებასთან ერთად აუცილებელი მინერალებით ორგანიზმის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. ქვემოთ იმაზე ვისაუბრებთ, რა მნიშვნელობა აქვს მინერალებს გულისა და თირკმლის დაავადებების დროს, შეგვიძლია თუ არა, მათი მეშვეობით არასასურველი გართულებები თავიდან ავიცილოთ.

მეტი მაგნიუმი
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მაგნიუმის დეფიციტს მჭიდრო კავშირი აქვს არტერიული წნევის მომატებასთან, ზოგი მათგანი კი იმაზეც მიუთითებს, რომ მაგნიუმის დანამატების გამოყენებით შესაძლებელია გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.

დოქტორი ლინუს პოლინგი, ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი, ამტკიცებს: “ნებისმიერი დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის დროს შესაძლებელია მინერალების დეფიციტის აღმოჩენა”. მინერალები ის ქიმიური ელემენტებია, რომლებიც დედამიწის ქერქში მოიპოვება. ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის და მრავალ პროცესში მონაწილეობს:

მინერალები აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის. სამ­წუხაროდ, ხშირად ვა­წყ­დებით მათ ნაკლებობას. რა შეიძლება მოჰყვეს ამას და როგორ აღმოვფხვრათ მიკროელემენტების დე­ფი­­ცი­­ტი? ამის შე­სახებ პედიატრი ლალი მახარაშვილი გვესაუბრება:

- მინერალები ვიტამინებთან ერთად დიდ როლს ასრულებს მზარდი ორგანიზმის ფუნქციობაში, ზრდა-განვითარებაში. დადგენილია, რომ ორგანიზმისთვის შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს 13 ვიტამინს და 32 მიკროელემენტს. არც ერთ მათგანს არ შეუძლია მეორის ფუნქციის შესრულება. მიკროელემენტები და ვიტამინები საკვებში მიკროდოზებითაა და უზრუნველყოფს:

ძვლებს ჩვენს ორგანიზმში მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო, ძვლებიც სხვადასხვა სახეობის ქს­ო­ვილისგან შედგება, რომელთა შორისაც ძირითად ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა - ძვლის ქსოვილი. ძვალს რთული აგებულება და ქიმიური შემადგენლობა აქვს. ზრდასრული ადამიანის ძვლის შემადგენლობის 50% წყალია, 28,15% - ორგანული ნივთიერებები, ხოლო 21,85% - არაორგანული ნივთიერებები: კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და სხვა ელემენტების ნაერთები.

ჰემოსიდეროზი პიგმენტური დისტროფიის სახეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმის ქსოვილებში ჭარბად ლაგდება რკინის შემცველი პიგმენტი ჰემოსიდერინი. ჰემოსიდერინი ჰემოგლობინის ფერმენტული დაშლის შედეგად წარმოიქმნება. მისი სინთეზი სპეციალურ უჯრედებში - სიდერობლასტებში მიმდინარეობს. ნორმაში ეს პიგმენტი მცირე რაოდენობით გვხვდება ღვიძლის უჯრედებში, ელენთაში, ძვლის ტვინსა და ლიმფურ ქსოვილში, ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის დროს კი შესაძლოა ჭარბად დაგროვდეს ქსოვილებში. განასხვავებენ დაავადების ადგილობრივ ანუ ლოკალურ და საერთო ანუ გენერალიზებულ ფორმებს. პირველს მიეკუთვნება კანისა და ფილტვების ჰემოსიდეროზი, მეორე ფორმის დროს კი ჰემოსიდერინი ლაგდება ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში, ძვლის ტვინში, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლებში.

წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისთვის. ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობა მის გარეშე შეუძლებელია. თუ ცოცხალ არსებას წყლით მომარაგებას შევუწყვეტთ, გაცილებით სწრაფად დაიღუპება, ვიდრე შიმშილობისას. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) ყველა პროცესი წყლის მონაწილეობით მიმდინარეობს. წყალი უნივერსალური გამხსნელი და ბიოქიმიური პროცესების აქტიური კომპონენტია. ის სისხლის, ლიმფისა და ქსოვილოვანი სითხის შემადგენელი ნაწილია და მარილებთან ერთად ორგანიზმის შინაგანი გარემოს შექმნაში მონაწილეობს. მისი მუდმივი მიწოდება კი იმიტომ არის აუცილებელი, რომ ორგანიზმი მას განუწყვეტლივ კარგავს შარდთან, ოფლთან, განავალსა და ამონასუნთქ ჰაერთად ერთად.

ბავშვთა განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული პათოლოგიები შესაძლოა სხვადასხვა ხარისხით იყოს გამოხატული და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარი გავლენა მოახდინოს მზარდ ორგანიზმზე. არსებული ანომალიებიდან შედეგობრივი თვალსაზრისით ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნევა დენდი უოკერის სინდრომი. ამ დროს აღინიშნება თავის ტვინის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ირღვევა ტვინის ქსოვილის მკვებავი სითხის - ლიქვორის დინება. დენდი უოკერის სინდრომს ახასიათებს ნათხემის განუვითარებლობაც. პათოლოგიური ნიშნები ნაყოფის განვითარების მძიმე მანკის დამადასტურებელია. ისინი, ფაქტობრივად, მუცლად ყოფნის დროს ყალიბდება.

რკინა ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია. ის მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, სისხლის წარმოქმნის, სუნთქვისა და იმუნობიოლოგიურ პროცესებში. ადამიანის ორგანიზმისთვის რკინის უდიდესი მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ ის სისხლისა და ასეულობით ფერმენტის შემადგენლობაში შედის.

რკინას მრავალი ცილა შეიცავს:

* უპირველეს ყოვლისა, ჰემოგლობინი, რომელსაც ჟანგბადი ფილტვებიდან უჯრედებში, ქსოვილებსა და ორგანოებში გადააქვს, ჟანგბადის გაცემის პარალელურად კი უჯრედებიდან გამოაქვს ნახშირორჟანგი;

მინერალურს ისეთ წყალს უწოდებენ, რომელიც შეიცავს გახსნილ მარილებს, მიკროელემენტებს და ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 2000-ზე მეტ მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა სამკურნალოდ. დადგენილია, რომ სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებას ზოგჯერ წამლებზე ეფექტურად კურნავს. მინერალური წყალი უფერო გამჭვირვალე ან მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხეა, იმ სპეციფიკური გემოთი და სუნით, რომელიც მასში გახსნილი ნივთიერებისთვის არის დამახასიათებელი.

მიყვარს იასამნის ყვავილობა: ქუჩები სავსეა ულამაზესი თა­იგულებით, ტრიალებს თავბ­რუდამხვევი სურნელი... ალბათ, ამ დროს თქვენც ზღაპარში გგონიათ თავი. მაგრამ იცოდით, რომ ამ საოცარ ყვავილს უამრავი სამკურნალო თვისებაც ჰქონია?

იასამნის სურნელი არც ერთ სხვა სურნელში არ აგერევა. ყვავილობის დროს მისი ბუჩქი ფუმფულა ყვავილებით არის მორთული. ეს ყვავილები შეიძლება იყოს თეთრი, იისფერი, შროშანისფერი (მოცისფრო) და წითელიც კი. მათი სურნელი საოცრად პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ორგანიზმში ამა თუ იმ მინერალის ცვლას, ჩვეულებრივ, ცალკეული ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირკვლები არეგულირებს. მინერალების ნაკლებობა ან სიჭარბე, თავის მხრივ, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციობაზე აისახება. რომელი მინერალების ცვლა ირღვევა ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციური ცვლილებებისას, რა სიმპტომებით გამოიხატება ეს ძვრები ორგანიზმში, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ჯირკვლების მიერ კონტროლირებადი მინერალების სიჭარბემ ან ნაკლებობამ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ნათმელაძე.

ჩირქოვანი ჭრილობებისა და ტროფ იკული წყლულის მოსაშუშებლად
მყავს მოხუცი დედა, რომელსაც ხშირად უმიზეზდება ჭრილობები. იყო შემთხვევა, დაუჩირქდა კიდეც. ასეთ დროს დედას ვუკეთებ კომპრესს, რომელიც მეზობელმა მასწავლა.
თავად ამ კომპრესს არა მარტო ჭრილობების, არამედ ტროფიკული წყლულის შესახორცებლადაც წარმატებით იყენებს.

ხშირად მიჩნდება სურვილი, გავექცე ყველასა და ყველაფერს. მთრგუნავს უხეშობა, არასასიამოვნო გამოხედვა, უპატივცემულო მოპყრობა. მაღელვებს, რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. როგორ აღვიდგინო სულიერი წონასწორობა?

თუ მეტისმეტად ხშირად ფიქრობთ ყველასა და ყველაფრისგან გაქცევაზე, ეს ნიშნავს, რომ დროა, წესრიგი დაამყაროთ საკუთარ სულში და გადადგათ, სულ ცოტა, ხუთი ნაბიჯი ჰარმონიისკენ.

ყველა მოსწავლის მშობელი ოცნებობს იმ დღეზე, როცა სკოლიდან დაბრუნებული მისი შვილი ისადილებს, ცოტას დაისვენებს და თავისით, ხვეწნა-მუდარისა თუ მკაცრი მითითების გარეშე შეუდგება გაკვეთილების მომზადებას. ბუნებრივია, დედ-მამას სურს, მათი შვილი ბეჯითი, ყურადღებიანი, გამჭრიახი იყოს, ადვილად ამზადებდეს საშინაო დავალებებს, უფროსების დახმარება იშვიათად სჭირდებოდეს და წარმატებებით ახარებდეს მშობლებს.

არსებობს მოსაზრება, რომ ჩვილი დედის რძესთან ერთად საკმარისი რაოდენობის სითხეს იღებს. თუ ძუძუს ვაწოვებთ, მას მართლაც არ სჭირდება წყალი, მაგრამ აუცილებელია ხელოვნური კვების დროს, ზაფხულში კი წყურვილი ბავშვმა ჩვენსავით, მოზრდილებივით, წყლით უნდა მოიკლას. გვესაუბრება პედიატრი მედეა სიჭინავა.

- სჭირდება თუ არა წყალი ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს?

ცნობილია, რომ ბავშვები სიამოვნებით ბაძავენ დიდებს, მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსების მაგალითი ყოველთვის დადებითი როდია. და ერთ დღესაც შესაძლოა თქვენი შვილის ბაგეთაგან უწმაწური სიტყვები გაიგონოთ. ასეთ დროს ბევრი მშობელი კარგავს წონასწორობას, აღარ იცის, რა იღონოს, როგორ მოიქცეს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ფსიქოლოგების აზრით, ამაში არაფერია გასაკვირი - ადრე თუ გვიან ბავშვი თავადაც წარმოთქვამს ქუჩაში თუ ტელეეკრანიდან გაგონილ უხამს სიტყვებს. არც პრობლემაა განსაკუთრებით რთული – მაშინაც კი, თუ მშობლის მაგალითი სავალალოა, პატარას სწრაფად და უმტკივნეულოდ შეიძლება დავავიწყოთ ბილწსიტყვაობა. ქვემოთ სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ მივაღწიოთ მიზანს.

სინაზის წუთები
ბედნიერი დედა ვარ. მყავს სამი შესანიშნავი შვილი. უფროსი გოგონა ექვსი წლისაა, შუათანა - სამის, უმცროსი ბიჭუნა კი მხოლოდ ხუთი თვის. მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, როცა ოჯახში იბადება მეორე ან მესამე ბავშვი, უფროსი შვილები ძალიან განიცდიან ყურადღების დეფიციტს. გარდა ამისა, დედის გადაღლილობაც იჩენს თავს - დედა ნერვიულობს, შფოთავს, მუდამ გამოუძინებელია, ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება, მოუსმინოს, მიუალერსოს, დაამშვიდოს თითოეული.

დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად