ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #14 (361) მკურნალი #14 (361)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#14 (361) მკურნალი
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
დარიჩინი ბევრი დიასახლისის საყვარელი სანელებელია. სპეციფიკურ გემოსა და არომატთან ერთად მას განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებიც აქვს - მასში არსებული ალდეჰიდი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

ამ ნივთიერების ბიოქიმიური თავისებურებანი და მეტაბოლურ პროცესებში ჩართულობა მეცნიერთა კვლევის საგანია. სწორედ მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ საუკეთესო დამხმარე საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას. კერძებსა თუ სასმელებს (ჩაის, ყავას, ჩუმამაწონს, იმავე კეფირს) დამატებული, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ამჟღავნებს. დიაბეტით დაავადებულთათვის შეიძლება დღეში ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი.

ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისთვის ზაფხულის სიცხე ძალზე ხელსაყრელია - სწორედ ამ დროს იწყებენ ისინი აქტიურ გამრავლებას. ამიტომაა, ზაფხულობით ასე რომ ხშირდება მოწამვლა. მის თავიდან ასაცილებლად გულისყურით უნდა მოვეკიდოთ სურსათის შერჩევას და ზედმიწევნით დავიცვათ მისი შენახვის წესები.

რძის ნაწარმი მალფუჭებადი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება, ამიტომ მისი ადგილი მხოლოდ მაცივარშია. ხაჭო, იოგურტი, არაჟანი, ნაღები, მაწონი, კეფირი, ნადუღი და პასტერიზირებული რძე +4 0ც-ზე უნდა ინახებოდეს. სტერილიზირებულმა რძემ შეიძლება 20 გრადუსსაც გაუძლოს.

იმპოტენციის საწინააღმდეგო წამალი კიბოს პროვოცირებას იწვევს
ვიაგრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამალია. ამჟამად მას იყენებენ არა მარტო ერექციული დისფუნქციის, არამედ მრავალი სისხლძარღვოვანი დარღვევის სამკურნალოდაც. ბოლო დრომდე ექსპერტები ვიაგრათი თერაპიის მხოლოდ დადებით მხარეებზე საუბრობდნენ, მაგრამ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ სულ სხვა სურათი წარმოაჩინა. მკვლევრები დიდხანს აკვირდებოდნენ ერექციული დისფუნქციის მქონე ვიაგრას მომხმარებელ 1000 მოხალისეს.

ჩვევად გაქვთ, მიაყოლოთ აბებს ნებისმიერი სითხე, რომელიც კი ხელში მოგხვდებათ? ეს სერიოზული შეცდომაა.

საქმე ის არის, რომ ყოველგვარ წამალს, მცენარეული წარმოშობისასაც კი, აქვს განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია, რეაქციაში შევიდეს საკვებსა თუ სასმელთან (გამონაკლისია მხოლოდ ჩვეულებრივი სასმელი წყალი).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

* ღრძილების დაავადებები, კარიესული კბილები, კბილთაშორისი ჯიბეები.
* საკუთრივ სანერწყვე ჯირკვლების დაზიანება, ნერწყვის დეფიციტი, მისი გასქელება და თვითგაწმენდის შეფერხება.
* კბილის ნაწილობრივი და სრული, მუდმივი და ჩასასმელი პროთეზები - პროთეზოვან კონსტრუქციაში ყველაზე იოლად იჭრება საკვების ნარჩენები და ყველაზე ძნელია მათი მოცილება.

როგორ დავიცვათ ცხელ ზაფხულში კანი გამოშრობისგან? რომელი კრემები, ნიღბები, ტონალური საცხები თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებები გამოვიყენოთ?

კოსმეტოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ კანი სწრაფად დაკარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს, თუ უჯრედებს მოაკლდათ სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი - სითხე. სილამაზის კოქტეილები, რომლ­ებსაც შეიცავს დამანოტივებელი კოსმეტიკა, აღმოფხვრის სიმშრალესა და დაჭიმულობას, რომელიც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. მთავარია, კანს რეგულარულად მოვუაროთ. კანის მოვლისთვის განკუთვნილი მაინც რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური და რამდენად ხშირად შეიძლება მათი გამოყენება?

გულის წასვლა, იგივე სინკოპე, ცნობიერების ხანმოკლე (რამდენიმეწამიანი ან რამდენიმეწუთიანი) დაკარგვაა თავის ტვინის მწვავე ანემიის შედეგად. ის უმეტესად ძლიერი ფსიქიკური სტრესის (მღელვარების, შიშის, უეცარი განგაშის) ფონზე ვითარდება. შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ტკივილმა, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავთა კოლიკამ, ზოგიერთმა, მაგალითად, არტერიული წნევის დამაქვეითებელმა მედიკამენტმა.

წელიწადის ნებისმიერ დროს კლიმატის ცვლილებას კვების ნირის ცვლილებაც ახლავს თან. სასურველია ვიცოდეთ, რა დავამატოთ რაციონს ამა თუ იმ სეზონზე ან რა მოვაკლოთ. ზაფხული ადამიანს სწორი კვების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. ჭარბ კილოგრამებთან გამოთხოვებაც წელიწადის ამ დროს გაცილებით იოლია. მაღაზიებისა და ბაზრების დახლებზე ახალი ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ფართო არჩევანია - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს. გარდა ამისა, გრძელი, ნათელი დღეები და სუფთა ჰაერი პოზიტიური ენერგიით მუხტავს ადამიანს. მაშ, რა ვჭამოთ ზაფხულში, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

როცა ფსიქოთერაპიაზე ჩამოვარდება საუბარი, უმალვე წარმოვიდგენთ ფსიქოთერაპევტის წინ სავარძელში მჯდომ მოდუნებულ პაციენტს, რომელიც საკუთარი პრობლემებისა და განცდების შესახებ უყვება ექიმს. სინამდვილეში მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს და ზოგი მათგანი საკმაოდ უჩვეულოცაა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეფექტური.

წელიწადის ცხელ პერიოდში კანზე ბევრს უჩნდება ამა თუ იმ ტიპის გამონაყარი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი აქვს და გართულების შემთხვევაში მწვავე პრობლემად იქცევა ხოლმე. გამონაყარი დაავადებათა სამი ძირითადი ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი: ინფექციური სნეულებებისთვის, ალერგიული პათოლოგიებისთვის, სისხლისა და სისხლძარღვთა დაავადებებისთვის.

ზაფხულის შვებულებას უმეტესობა ზღვაზე ატარებს. ბუნებრივია, ყველა ქალს სურს, პლაჟზე ისე გამოიყურებოდეს, რომ ქალებმა შურით გააყოლონ თვალი, მამაკაცებმა კი აღფრთოვანებით, მაგრამ მათ ოცნებას ფრთებს აკვეცს ჭარბი წონა. ბევრი ერიდება ღია საცურაო კოსტიუმის ჩაცმას, რადგან ყველა დაინახავს ჭარბ ცხიმს, რომელიც, უნდა შევნიშნოთ, ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უმრავლესობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

წითელი ხიზილალა ჩვენში მუდამ დელიკატესად მიიჩნეოდა. დღეს მისი შეძენა თითქმის ყველა მაღაზიაში შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილად არ არის იაფი და საუკეთესო ხარისხისასაც ყოველთვის ვერ ნახავთ. რა უნდა გავითვალისწინოთ წითელი ხიზილალას შერჩევისას?

წითელი ხიზილალას სახეობები
წითელ ხიზილალას ორაგულისებრთა ოჯახის თევზების: ღურკანას, კალმახის, კეტას და სხვების - ქვირითისგან ამზადებენ. შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები ყველა ჩამოთვლილი სახეობის თევზის ხიზილალას ერთნაირი აქვს, ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით, ზომითა და გემოთი განსხვავდება.

პაპანაქება სიცხეში წყურვილი განსაკუთრებით მძაფრდება. ამიტომ არის, რომ ქუჩასა თუ ტრანსპორტში მრავლად შეხვდებით ბოთლით ხელდამშვენებულ ადამიანებს. ზოგი ცივ კოკა-კოლას სვამს, ზოგი - ლიმონათს, ზოგსაც ლუდი მოუმარჯვებია წყურვილის მოსაკლავად.

როდესაც ბევრ სითხეს იღებთ, მის შერჩევაზე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იზრუნოთ, რადგან ორგანიზმისთვის სულერთი არ არის, რითი მოიკლავთ წყურვილს. შეგახსენებთ, რომ ორგანიზმში წყალი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პაპანაქება სიცხე ორგანიზმის სხვა სისტემებთან ერთად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციაზეც ახდენს გავლენას, ამიტომ ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების რეჟიმს, საკვების ხარისხსა და კალორიულობას.

სიცხე ძლიერ ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას - +26 გრადუსიდან ტემპერატურის ყოველი გრადუსით მომატება მის რამდენიმე პროცენტით დაქვეითებას იწვევს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და რაციონალურ კვებას.

ჟოლო გემოსა და არომატთან ერთად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებითაც გამოირჩევა. მისი ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. სამკურნალოდ სწორედ მწიფე ნაყოფს იყენებენ - როგორც ცოცხალს, ისე ხმელს. ჟოლოს ნაყოფი შეიცავს ეთერზეთს, გლუკოზას, ფრუქტოზას, C და B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის მარილებს, სპილენძს და სხვა მინერალებს, დაბოლოს - პურინებს, ჰეტეროციკლურ ორგანულ ნაერთებს, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებისა და შარდის გამოყოფის გაძლიერების უნარი შესწევს, ამიტომ არ არის რეკომენდებული ნიკრისის ქარითა და ნეფრიტით დაავადებულთათვის. მედიცინაში ჟოლოს ნაყოფს იყენებენ როგორც მადისა და ოფლის მომგვრელ, სიცხის დამწევ, ღებინების საწინააღმდეგო, ამოსახველებელ საშუალებას. ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებებიც.

რას ნიშნავს თმის ჩაზრდა? ეს ის შემთხვევაა, როცა თმის ღერი იხვევა და უკანვე, ფოლიკულში, იწყებს ზრდას. თმა შესაძლოა ჩაიზარდოს სახეზე, კისერზე, ფეხებზე - სხეულის ნებისმიერ ადგილას. ჩაზრდილი თმა მტკივნეულია და ულამაზო, უფრო მეტიც - შესაძლოა დაინფიცირდეს. თუ გამუდმებით გიწევთ არასასურველი თმის პარსვა ან ელექტროეპილატორით მოშორება, ხშირად გექნებათ საქმე ჩაზრდილ თმასთან. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს.

ნაყინი
ალბათ, ვერავის წარმოუდგენია ზაფხული ცივი ტკბილეულის - ნაყინის გარეშე. ის დიდსა თუ პატარას ერთნაირად უყვარს. ამჟამად ნაყინის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. სხვადასხვა ფერის, ფორმისა თუ შემადგენლობის ტკბილეულს შორის ყველა იპოვის სასურველს. შემადგენლობის, უფრო სწორად, რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით ნაყინის სახეობები შეიძლება 5 დიდ ჯგუფად დავყოთ: პლომბირი, ნაღებისა და რძის ნაყინი, მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) მომზადებული ნაყინი, ნაყინი შაქრის სიროფით (ურძეოდ), ნაყინი ხილითა და კენკრით.

ასაკთან ერთად ბევრი მამაკაცი აწყდება სირთულეებს სქესობრივ ცხოვრებაში. 50 წლიდან ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ქვეითდება, რაც ბუნებრივად ახლავს თან დაბერებას. მცირდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავება; სქესობრივი ლტოლვა რჩება, მაგრამ მისი რეალიზაციისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე ახალგაზრდობაში. ასეთ დროს ექიმს, სამწუხაროდ, მამაკაცთა მხოლოდ 5% მიმართავს, რადგან ბატონობს მცდარი აზრი, თითქოს 50 წლის შემდეგ პოტენციის აღდგენა შეუძლებელი იყოს.

მყავს მეუღლე და შვილი. უკვე წამოიზარდა, მალე საბავშვო ბაღში მივიყვანთ. საზრუნავი, რა თქმა უნდა, არ ილევა. ბოლო ხანს თითქმის მთლიანად ბავშვით ვარ დაკავებული. ახლობლები მეუბნებიან, რომ უკვე შეიძლება, ცოტა ამოვისუნთქო და გავიხსენო, რომ მხოლოდ დედა კი არა, ქალიც ვარ და აუცილებლად გამოვნახო დრო საკუთარი თავისა და მეუღლისთვის. როგორ მოვახერხო ეს? იქნებ მართლა დააკლდა სითბო და ყურადღება ჩემს საყვარელ მამაკაცს?

მყავს 1 წლის ბიჭუნა. უმამოდ ვზრდი. ვცხოვრობთ ბებიასა და ბაბუასთან ერთად, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში. მინდა, ჩემი ბიჭი ნამდვილი მამაკაცი დადგეს. მირჩიეთ, რა გავაკეთო ამისთვის.


ძალიან მაშინებს ჩემი უფროსი ვაჟის ეჭვიანობა უმცროსი გოგონას მიმართ, რომელიც მალე დაიბადება. ასაკობრივი სხვაობა მათ შორის 2,5 წელია. წამიკითხავს, რომ ასეთ დროს უფროსი უმცროსის მოსავლელად უნდა წავახალისოთ. რამდენად მართებულია ეს? ბავშვს ხომ თავისი ცხოვრება აქვს... ან იქნებ მე ვცდები?


პირღებინება და დიარეა მწვავე ნაწლავური ინფექციის მაუწყებელია. მას ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები იწვევენ. როგორ დავიცვათ მათგან ან როგორ ვუმკურნალოთ პატარებს? გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე ვიტალი ხარაშვილი.

- მწვავე ნაწლავური ინფექცია წლის ნებისმიერ დროს გვხვდება, მაგრამ მას მაინც ზაფხულისთვის დამახასიათებელ პრობლემად მიიჩნევენ. რატომ?

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად