ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #13 (360) მკურნალი #13 (360)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#13 (360) მკურნალი
ბავშვური ეჭვიანობა - ჩემი უფროსი გოგონა სამი წლისაა. ექვსი თვის წინ მეორე ქალიშვილი შემეძინა. უფროსს უყვარს დაიკო, იცავს, ზრუნავს
ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ
თანამედროვე ონკოლოგია კარდინალურად შეიცვლის სახეს
ონკოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მალე კიბოს მკურნალობაში ახალი ეპოქა დაიწყება. საქმე ისაა, რომ ონკოლოგიაში ქიმიოთერაპია აღარ არის წამყვანი. ონკოლოგები იმედს იმუნოთერაპიაზე ამყარებენ. მკურნალობის ეს მეთოდი ადამიანის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებზე იერიშის მიტანას აიძულებს. იელის კიბოს ცენტრის პროფესორის როი ჰერბსტის აზრით, უახლოეს 5 წელიწადში იმუნოთერაპია ქიმიოთერაპიას შეცვლის.

ზაფხული მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის. ამ დროს ბევრი, უმთავრესად - ქალები, ფეხების შეშუპებას და ტკივილს უჩივის. საღამო ხანს შესამჩნევად სივდება კოჭების არე, ყრუ ტკივილი აღმოცენდება წვივის კუნთებსა და თითებში...

რისი ბრალია ეს - ამინდის, გა­უწყლოების, მოუხერხებელი ფე­ხ­საცმლის?

ქავილის დროს, უწინარეს ყოვლისა, კანის პარაზიტულ დაავადებას ვეჭვობთ და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად შიშნარევი ღიმილით ვსვამთ რიტორიკულ კითხვას მათი არსებობის შესახებ. ხშირად ეს ეჭვი თავისთავად თუ კანის ექიმთან ვიზიტის შემდეგ ქარწყლდება და იწყება ქავილის ნამდვილი მიზეზის ძიება. დღეს უკვე ცნობილია, რომ სხვა მხრივ ჯანმრთელი კანის ქავილი შესაძლოა რომელიმე შინაგანი დაავადების ბრალი იყოს.

თვალების ქავილი უკანასკნელ ათწლეულში მეტად გავრცელებულ პრობლემად იქცა. მასთან საკუთარი მეთოდებით ბრძოლა არარეალური და უშედეგოა, რადგან აუცილებელია შესაბამის გამოკვლევებზე დაყრდნობით ზუსტი დიაგნოზის დროულად დასმა, რაც მხოლოდ კვალიფიციური ექიმ ოფთალმოლოგის კომპენტენციაა.

თვალების ქავილს უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის - გარემოს დაბინძურება და ორგანიზმის ალერგიული რეაქცია, ენდოკრინული დარღვევები, პარაზიტული დაავადებები, თვალის ლორწოვანი გარსის მუდმივი და გადამეტებული გამოშრობა, თვალების ტრავმა.

ქავილი უსიამოვნებათა წყაროა: არ გვასვენებს, არ გვაძინებს, გვაღიზიანებს და ნერვულად გვფიტავს. ქავილის მექანიზმები გამოწვლილვით ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ. არც თავის ტვინში უპოვიათ მისი მარეგულირებელი ცენტრი. შესაბამისად, ამ შეგრძნების კონტროლი დღემდე პრობლემად რჩება, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქავილი დაავადება არ არის; ის სხვა, გაცილებით სერიოზული პრობლემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ქავილი, ისევე როგორც ტკივილი, თავდაცვითი მექანიზმია. ის თავიდან გვაცილებს საფრთხის შემცველ არსებებსა და ნივთიერებებს. მაგალითად, მწერის შეხებისას ადამიანი უმალვე გრძნობს ქავილს და ერიდება ბუზებს, კოღოებს, ტკიპებს, ტილებს.

მწერის ნაკბენი უმეტესად უკვალოდ გაივლის, მაგრამ ისეც ხდება, რომ მძიმე გართულების და ლეტალური დასასრულის მიზეზადაც კი იქცევა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა წვრილმანის გათვალისწინებას და კბენისშემდგომი მექანიზმების ცოდნას. ეს საშიში სიტუაციების დროულ გამოვლენაში დაგვეხმარება და, ამავე დროს, საშუალებას მოგვცემს, სათანადო ზომები მივიღოთ მათ თავიდან ასაცილებლად.

ცხვირის ქავილი ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. უსიამოვნო შეგრძნება ცხვირის ღრუში, დისკომფორტი, გახშირებული ცხვირცემინება ხშირად ალერგიული რეაქციის გამოხატულებაა. ამ დროს ცხვირის ლორწოვანი შუპდება, სუნთქვა ფერხდება, რის გამოც ბევრი თვითნებურად იყენებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს. ამ პრეპარატების გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს - მიჩვევას იწვევს და საშიშია. ეფექტიანია და გაცილებით უსაფრთხო ცხვირის ღრუში სხვადასხვა ხსნარის გამოვლება.

ყველამ იცის, რომ ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა ხშირად ცალკეულ დაავადებათა (მათ შორის - კანის პათოლოგიების) განვითარების ან გამწვავების მაპროვოცირებელი ფაქტორია. გამოხატულ სიმპტომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კანის ქავილს. “ნერვულ ნიადაგზე” ზოგს ხელები, ფეხები ან თავი ექავება, ზოგს კი ანალური მიდამო.

კანის ქავილის მექანიზმზე, მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი-დერმატოვენეროლოგი, კოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე.

- ქალბატონო ნინო, შეიძლება თუ არა, ისეთი სიმპტომი, როგორიც კანის ქავილია, დამოუკიდებელ ნოზოლოგიად განვიხილოთ?

ყოველგვარი სახეობის ეპილაციის აბსოლუტური უკუჩვენებებია:

* კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
* შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსირებული სტადია;
* ვარიკოზული დაავადება (ეპილაციის პროცედურის ჩატარების ზონაში);

45 წლიდან მამაკაცის ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაშინაც კი, თუ ის აქტიურ, ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, სწორად იკვებება და მისდევს სპორტს.

ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს ავად, თუმცა არსებობს ერთგვარი ასაკობრივი მიჯნა, რომლის გადალახვისას იზრდება მრავალი დაავადების წარმოშობის ალბათობა. მამაკაცისთვის წყალგამყოფი ხაზი 45 წელია. სწორედ ამ ასაკიდან მოყოლებული იჩენს თავს პრობლემათა მთელი წყება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (სსდ) სამედიცინო მომსახურების ის რგოლია, რომელსაც ყველაზე რთულ, ზოგჯერ კრიტიკულ სიტუაციებში უხდება თავისი მოვალეობის შესრულება და რომლის ოპერატიულ მოქმედებაზეც ხშირად ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. სასწრაფოს ექიმები ათეულობით წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ხშირად - ანაზღაურების გარეშე, შიშველი ხელებით, საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სამედიცინო მომსახურების ამ უმნიშვნელოვანეს რგოლში წლობით არსებული ხარვეზები, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახებოდა მძიმედ, სასწრაფო დახმარების ექიმებსაც ულახავდა რეპუტაციას.

კბილის ტკივილის დასაამებლად
კბილის ტკივილი ყველას გამოუცდია, ამიტომ აღარ მოვყვები იმის აღწერას, როგორი მტანჯველია. ერთხელ, სოფელში, კბილი ამტკივდა. ექიმთან წასვლის არც დრო მქონდა და არც საშუალება. მეზობელმა შინაური წამალი მომიმზადა, რომელმაც იმავე წუთს მომგვარა შვება. წამლის მომზადება თავადაც ვისწავლე და არაერთხელ დავხმარებივარ ოჯახის წევრებს.

გსურთ დღეგრძელობა? მისდიეთ იაპონელთა რჩევებს. მათი წყალობით ჯანმრთელობასაც დიდხანს შეინარჩუნებთ და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებთ.

* მობილური ტელეფონი გამოყენებისას აუცილებლად მა­რცხენა ყურთ­ან მიიდეთ.
* დღე-ღამეში ერთ ფინჯან ყავაზე მეტს ნუ დალ­ევთ.
* წამალს ცივ წყალს ნუ მიაყოლებთ.

ბუნებასთან ერთად იღვიძებენ ალერგიული დაავადებებიც. ჩივილები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საქმეში რადენიმე სპეციალისტი ერთვება: პედიატრი, ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი, დიეტოლოგი... რა საჭიროა ეს და, საზოგადოდ, როგორია ალერგიული დაავადების საფრთხე მცენარეთა ყვავილობისას, ამის შესახებ პედიატრი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება:

- ძნელად ვიპოვით ოჯახს, რომლის თუნდაც ერთ წევრს ალერგია არ ჰქონდეს, მაგრამ უფროსებმა ასე თუ ისე იციან თავიანთი დაავადების მართვა; როცა საქმე ბავშვს ეხება, ერთიორად მეტი ყურადღება გვმართებს. როგორ ამოვიცნოთ ალერგია და როგორ მოვიქცეთ მისი ნიშნების შემჩნევისას?

ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირად გვესმის მშობლების წუხილი იმის თაობაზე, რომ მათი პატარა თავნებაა. თანაც, თუ წინათ დედ-მამა უბრალოდ ამბობდა, რომ ბავშვი მეტისმეტად განებივრებულია, ახლა ამას “მეცნიერული”, “ფსიქოლოგიური” “ტერმინოლოგიაც” ემატება: გვესმის, რომ ბავშვი უმართავია, არაფერი ესმის, არაფერი ანაღვლებს. ამ “უმართავობას” მშობლები სხვადასხვანაირად ხსნიან და აბრალებენ ყველაფერს, გენეტიკით დაწყებული, ეკოლოგიით დამთავრებული. რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიაა დამნაშავე. მაშ, რით ავხსნათ, რომ ასე უცნაურად იქცევა გარდატეხის ასაკში თითქმის ყველა მოზარდი?! მერე კი უცებ აღმოჩნდება, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეკოლოგიის მავნე გავლენაზე საუბრობენ, სკოლაში სულაც არ იქცევიან ასე ცუდად - სწავლობენ, ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ, არც ზრდილობის წესებს არღვევენ...

თუ ბავშვს ჩვილი ასაკიდანვე დავაწყებინებთ ცურვას, მას არასოდეს ექნება წყლის შიში, რომლითაც მილიონობით ადამიანია შეპყრობილი. მაინც როდის და როგორ ვასწავლოთ ჩვილს ცურვა? ამის შესახებ პედიატრი დარეჯან შენგელია გვესაუბრება.

- რა ასაკში ვაზიაროთ ბავშვი წყლის სტიქიას?

ფერისადმი ბავშვის დამოკიდებულებას ფსიქოლოგთა მრავალი კვლევა მიეძღვნა და დღემდე შესწავლის საგანია. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით შემოვიფარგლებით, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია იმის გასაგებად, რას ფიქრობს და გრძნობს ბავშვი, როცა ხატავს.

მიიჩნევა, რომ ფერის შეგრძნება თანდაყოლილია. ერთნი წითელს ანიჭებენ უპირატესობას, მეორენი - ლურჯს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრების პირობები და ამა თუ იმ კულტურისადმი კუთვნილებაც. ფსიქოლოგების აზრით, ყველა ფერს თავისი დატვირთვა აქვს. ფერი შესაძლოა ასახავდეს შიშს, სევდას, მრისხანებას, სიყვარულს. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია პირობითობა.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად