ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #4 (351) მკურნალი #4 (351)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#4 (351) მკურნალი
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
ფასფუდი სკოლაში შესაძლოა ცუდი მოსწრების მიზეზად იქცეს
ცნობილია, რომ ფასფუდი უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ახლახან ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ეს მავნე საკვები ტვინის მუშაობასაც აფერხებს. კვლევის მონაწილე ის ბავშვები, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ სწრაფი კვების ობიექტებს, სხვებზე უარესად სწავლობდნენ მათემატიკას, ზუსტ მეცნიერებებს და უჭირდათ კითხვა. ერთი თეორია ამის მიზეზად მიიჩნევს რკინის დეფიციტს, რომელიც, თავის მხრივ, არაბალანსირებული კვებით არის განპირობებული, მეორე თეორიის მიხედვით კი ცხიმისა და შაქრის სიჭარბე თავისთავადაც ნეგატიურად აისახება სწავლის პროცესზე.

სქესთა შორის ბიოლოგიური და გენდერული განსხვავებანი მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე როდი აისახება - ის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხითაც მნიშვნელოვანია. იქ, სადაც სოციალურ-კულტურული ფაქტორების გავლენით ქალები და გოგონები დისკრიმინაციას განიცდიან, მამაკაცებზე მეტადაა შერყეული სუსტი სქესის წარმომადგენელთა ჯანმრთელობაც. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცისაზე მაღალია, ქალების ცხოვრების ხარისხი რამდენადმე მაინც ჩამოუვარდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ცხოვრების ხარისხს. აქედან გამომდინარე, ქალებს მამაკაცებზე ადვილად ემართებათ ზოგიერთი დაავადება.

კანის დაბერებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: გენეტიკა, ბიოლოგია, დაბინძურებული ჰაერი. ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებებიც დაგვეხმარება.

როგორ შევარჩიოთ ასაკობრივი კრემი
კანის მდგომარეობა ასაკთან ერთად იცვლება და ცხოვრების თითოეულ პერიოდში აუცილებელია ინდივიდუალური და შესაბამისი მოვლა. ასაკობრივი კოსმეტიკის მოხმარება რეკომენდებულია 30-35 წლიდან, კანის მდგომარეობისა და გენეტიკის გათვალისწინებით.

კითხვა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ქალისა და მამაკაცის განმასხვავებელი 100-მდე ნიშანი დაადგინეს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.


ქრონიკული პანკრეატიტის კონსერვატიული მკურნალობა შეზღუდულია. უშუალოდ ქრონიკულ პანკრეატიტზე მოქმედი პრეპარატები პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ ძალისხმევა უმთავრესად რაციონალური დიეტით ტკივილის შემსუბუქებისკენ უნდა იყოს მიმართული. ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების მკურნალობა, სასურველია, სტაციონარში ჩატარდეს. პირველი ორი დღე მიზანშეწონილია შიმშილი და ცოტაოდენი სითხის მიღება. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს საგანგებოდ შედგენილი რაციონის მიხედვით, რომელშიც ცილების სადღეღამისო ოდენობა 100-200 გრამია.

როგორ მოვექცე ახლობელს, რომელიც ყოველთვის გულწრფელი არ არის, უყვარს რაღაცების გამოგონება, ხშირად ცრუობს? მარი, 29 წლის

ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს - ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე, რომ იძულებული ვხდებით, “ვისიმე ან რისამე გადასარჩენად” ტყუილი ვთქვათ, რაღაც გავაზვიადოთ ან დავმალოთ. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძლიერ იტაცებთ ფანტაზიორობა. როგორ მოვახერხოთ, რომ ცრუპენტელას ტაქტიანად მივუჩინოთ თავისი ადგილი, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი ჩვენი უახლოესი გარემოცვიდანაა?

ქალი კაცობრიობის უმშვენიერესი ნაწილია, სიცოცხლის საწყისი, სიყვარულისა და ბედნიერების წყარო, რომელსაც სითბო, მზრუნველობა, სინაზე სჭირდება; ოჯახის ბურჯი, ხშირად - აქტიური და საქმიანი, წარმატებული. ქალის ფენომენთან შეუთავსებელია ისეთი ცნებები, როგორებიცაა ძალადობა, მძიმე სოციალური პირობების გამო დათრგუნვა, უსამართლო და უხეში მოპყრობა, დამცირება, თუმცა ეს ყველაფერი სამწუხარო რეალობაა.

თანამედროვე ინტერიერი მამაკაცებისთვის შეიძლება მრავალი მიმზიდველი ელემენტით გავაფორმოთ. ძლიერი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა აფასებს საცხოვრებელი სივრცის ფუნქციურობას, რაციონალურობას, სიმარტივესა და მოხერხებულობას. ინტერიერის მოწყობის პოპულარული ტენდეციები, რომლებიც მოიცავს ჩაშენებულ კარადებს, თავისუფალ დაგეგმარებას, ტექსტურულ კონტრასტებს, იდეალურად პასუხობს მამაკაცის მთავარ მოთხოვნებს: ყველაფერი იყოს ახლოს, ხელის გაწვდენაზე, ამასთან, არაფერმა გადატვირთოს ოთახი. მამაკაცთა გარკვეული ნაწილი უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ დიზაინს, ბაროკოს, ქანთრის, მაგრამ უმრავლესობას ურჩევნია, ინტერიერის დალაგებამ ბევრი დრო არ წაართვას და ბინა არ გადაიქცეს დეკორატიულ ლაბირინთად, რომელშიც შეუძლებელია საჭირო ნივთების პოვნა.

სკრინინგის პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით. თავდაპირველად პროგრამა მხოლოდ თბილისში ხორციელდებოდა. შემდეგ სკრინინგის სერვისი მთელი საქართველოსთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამჟამად სერვისის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თითქმის ყველა დიდ ქალაქში. დაფუძნებიდან მცირე ხნის შემდეგ ეროვნული სკრინინგცენტრის საქმიანობამ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო.

მამაკაცებს ძლიერ სქესს უწოდებენ, თუმცა ისინი ქალებზე არანაკლებს ავადმყოფობენ. ზოგიერთი დაავადება კი მხოლოდ მათთვის არის დამახასიათებელი. ამჯერად მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ათეულს მოვუყარეთ თავი.

10. მწეველთა დაავადება
თამბაქოსმიერი განგრენა - ამ სახელწოდებით არის ცნობილი მაობლიტერირებელი ენდარტერიიტი. ეს სახელწოდება დაავადებამ იმიტომ მიიღო, რომ შესაძლოა ხანგრძლივი მოწევით იყოს პროვოცირებული, რომლის დროსაც ნიკოტინის გავლენით ვითარდება სისხლძარღვთა სპაზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითება მამაკაცისთვის ნორმალური მოვლენაა, ამ ჰორმონის დაბალმა დონემ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. ტესტოსტერონი ის ნივთიერებაა, რომელიც მამაკაცს მამაკაცად აქცევს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მისი დონის სწრაფი მომატება კუნთების ზრდის, ხმის ტემბრის დადაბლების, სქესობრივი მოწიფების დაჩქარების მიზეზია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტესტოსტერონი ორგანიზმს მამაკაცურ შესაძლებლობებს უნარჩუნებს.

სიცოცხლე, მთელი მისი მრავალფეროვნებით, ერთხელ გვეძლევა და ამიტომაც გვსურს, აზრიანად, მხნედ და ლამაზად გავატაროთ იგი. სამწუხაროდ, სიცოცხლე ზოგჯერ უფრო ადრე წყდება, ვიდრე ეს ბიოლოგიურად არის პირობადებული. სიკვდილთან შეხვედრაც არ იქნებოდა ადამიანისთვის იმდენად ტრაგიკული, თავის დროზე, ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ რომ დგებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივად დაგებადებათ კითხვა: მაინც რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა?

არსებობს მდგომარეობები, როცა სმენა, მხედველობა, ყნოსვა თუ გემოვნება უძლურია საგნებისა თუ მოვლენების აღქმისას და მხოლოდ შეხება გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ზოგიერთი მდგომარეობისა და დაავადების დროს ადამიანი კარგავს შეხებისას რამის შეგრძნების უნარს. არის შემთხვევები, როცა სხეულის ამა თუ იმ არეში ყოველგვარი შეხებისა და ზემოქმედების გარეშე უცნაური შეგრძნებები აღმოცენდება. ქვემოთ შეგრძნების დაკარგვის (ანესთეზიის) და ჩხვლეტის (დაბუჟების) მიზეზების შესახებ ვისაუბრებთ.

შესაძლოა, ეს ბუნების უსამართლობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ოსტეოპოროზის რისკი ქალებს მამაკაცებზე გაცილებ­ით მაღალი აქვთ. ოსტეოპოროზის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მთელ მსოფლიოში ეს დაავადება 200 მილიონ ქალს აქვს. რისი ბრალია ასეთი განსხვავება?

ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმში ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება და ძვლოვანი მასის კარგვა უფრო სწრაფად მი­მდინარეობს, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცის ორგანიზმში. 20-დან 80 წლამდე თეთრკანიანი ქალებ­ი ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის საშუალოდ მესამედს კარგავენ, მაშინ როდესაც მამაკაცებთან ეს მაჩვენებელი მეოთხედს არ აღემატება. ართრიტის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და კანის დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მონაცემები მოწმობს, რომ:

ხშირად დაბადების დღისა თუ სხვა დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო სუფრასთან მოხვედრა გვიწევს. ზოგჯერ ასეთი საზეიმო სუფრა სასჯელად გვექცევა ხოლმე. უგემრიელეს კერძებსა და ტკბილეულზე უარის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ იმას, რაც გვეგემრიელება, ყოველთვის ხალისით როდი ხვდება ჩვენი ორგანიზმი და დღესასწაულის შემდგომი დღეები შესაძლოა ჩაგვამწაროს ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, კოლიკა, ერთი სიტყვით, დისბაქტრიოზის სიმპტომებმა.

ზამთარმა ძალ-ღონე გამოგაცალათ?

* 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ 45 წუთი და გადაწურეთ.

სვით 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირა.

* აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ წყალში გახსნილი 30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
* 10 გრამ კაკლის გამომშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, 45 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
* 2 სუფრის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ნინო ლაბაური, გურჯაანი

საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ: ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუაგულში, სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გვეგონა. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა: “აგიოს ნექტარიოს”. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით, რომ მას ვეთაყვანეთ.

ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაბადებიდანვე იწყება. ის გულისხმობს ახალშობილის სწორად მოვლას, ჰიგიენურ პროცედურებს, დღის რეჟიმის ორგანიზებას. ამ და სხვა საკითხებზე პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი გვესაუბრება.

- არსებობს მოარული აზრი, თითქოს გოგონები ვაჟებზე მეტი წონისანი იბადებიან, მათზე უკეთ უძლებენ ვირუსებს, ერევიან ავ­ადმყოფობას. მართალია თუ არა ეს?

სარძევე კბილები ყურადღებასა და სათუთ მოვლას მოითხოვს. საჭიროა თუ არა მათი მკურნალობა? - ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: დიახ, საჭიროა. უფრო მეტიც - აუცილებელია.

დაზიანებული სარძევე კბილი ბევრ უსიამოვნებას აყენებს პატარას - ტკივილს, დისკომფორტს ჭამის დროს; გარდა ამისა, ის წარმოადგენს ორგანიზმში მუდმივად არსებულ ინფექციის წყაროს და შესაძლოა, შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციის მიზეზადაც იქცეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის პირის ღრუს და დროულად მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს.

არსებობს რელიგიები, რომელთა მიმდევრებიც ვაჟებს პატარაობაშივე აჭრიან ჩუჩას. რა დადებითი შედეგი აქვს ამას? სახიფათო ხომ არ არის?

ასო (პენისი) მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოა. მისი ზომები იცვლება ასაკისა და ინდივიდუალური ნიშნების მიხედვით, ასევე - ორგანოს სისხლით ავსების (ერეგირების) შესაბამისად. ასო ორი ნაწილისგან შედგება:

მყავს ახალშობილი. ეს ჩემი პირველი შვილია, ამიტომ ბავშვის მოვლის გამოცდილება არ მაქვს; რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერი მომწონს. ზოგჯერ ვტირი კიდეც. ამ დროს პატარაც ტირილს იწყებს. არ ვიცი, რატომ. იქნებ ჩემ გამო ტირის?

თქვენ ახლა უამრავი ახალი მოვალეობა გაქვთ და ცდილობთ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოთ, მაგრამ არის ნიუანსი, რომელზეც ბევრი ახალბედა დედა წამოეგება ხოლმე: როცა რამეს კარგად ვაკეთებთ, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ, ხოლო როცა რამე არ გამოგვდის, იქვე ვიწყებთ შეცდომების თვლას...

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად