ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #26 (347) მკურნალი #26 (347)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#26 (347) მკურნალი
ყველა მშობლისთვის ნაცნობია პერიოდი, როცა მათი შვილი ჩხუბს იწყებს. ჯერ კიდევ გუშინ მშვიდი და თვინიერი პატარა უეცრად
არიან ადამიანები, რომლებსაც ახალი წელი არ ახარებთ. ამაღლებული განწყობის ნაცვლად უგუნებობა, მოწყენილობა და
ვიდრე მსოფლიოში 2015 წლის რეიტინგს შეადგენდნენ, გვსურს, 2014-ის ყველაზე ძვირიანი
საახალწლო არდადეგები ზაფხულზე არანაკლებ მშვენიერი დროა მოგზაურობისთვის.
ახალი წელი მრავალი ჩვენგანის საყვარელი დღესასწაულია. სასიამოვნო მოულოდნელობებს,
მე გახლავართ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც თავისთავად შემძინა ცოდნა და გამოცდილება და მინდა, არასამედიცინო, უბრალო ენით გაგიზიაროთ. თუ ვინმეს დაეხმარება, ძალიან გამიხარდება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) არ არის ორგანული დაავადება, ის არის ფუნქციური მოშლილობა, რომელიც გარკვეულ ორგანოზე (ამ შემთხვევაში - ნაწლავებზე) ვლინდება და სხვა მიზეზით გამოწვეული დროებითი მდგომარეობაა.

მურმან ხაჩიძე, 54 წლის: სისხლის კვლევებით დადასტურდა, რომ კრეატინინი იყო 400 ერთეულამდე აწეული და სასწრაფოდ მესაჭიროებოდა დიალიზზე გადასვლა. ეს რომ თავიდან ამეცილებინა, გადავწყვიტე, ქალბატონ ლელას ნაყენით მემკურნალა. დავიწყე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: კრეატინინი მინიმუმადე დავიდა - 150 გახდა. უკვე 12 კურსი ჩავიტარე და ახლაც მკურნალობის პროცეში ვარ. რაც მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ.

საუბრობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე შიოშვილი.

- რა არის პროსტატიტი? ვის ემუქრება ეს დაავადება?
- პროსტატიტი არის წი¬ნამდებარე ჯირკვლის ანთება. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა უროლოგიურ სფეროში. ანთების განვითარების მიზეზი არის ჯირკვალში მოხვედრილი ინფექციური აგენტი, თუმცა მხოლოდ ინფექციური აგენტის მოხვედრა არ განსაზღვრავს დაავადების განვითარებას.

თანამედროვე საუკუნეში მილიონობით ადამიანი მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს, ბუღალტრები და ოფისმენეჯერები, რედაქტორები და მუსიკოსები, მძღოლები და კომპიუტერთან მომუშავენი, უნარშეზღუდულთა ეტლს მიჯაჭვული ადამიანები - ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. უსასრულოა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც საათობით ჯდომის შემდეგ მენჯის მიდამოების, დუნდულა კუნთების, ზურგისა და წელის ტკივილს უჩივიან, წლობით იტანჯებიან ამ პრობლემებით და მკურნალობისთვის უამრავ თანხას ხარჯავენ. არადა, გამოსავალი არსებობს - თქვენ "დუალუქსი" დაგეხმარებათ.

ახალი მეთოდი ქრონიკული ტკივილის დაძლევაში დაგვეხმარება
სენტ-ლუისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს მღრღნელების განკურნება ნერვების დაზიანების შედეგად განვითარებული ქრონიკული ნეიროპათოლოგიური ტკივილებისგან, რასაც ვირთხების თავისა და ზურგის ტვინში A3 რეცეპტორის გააქტიურების გზით მიაღწიეს. ეს რეცეპტორი ხელს უწყობს დისკომფორტის გრძნობის დაქვეითებას.

ამქვეყნად ბევრი ლამაზი დღესასწაულია, მაგრამ ახალი წელი ყველასაგან გამოირჩევა - ეს ხომ მართლაც ზღაპრული, ჯადოსნური დღეა. ყველა სასწაულს ელის, აცილებს ძველ წელს და ხვდება ახალს - ახალი სურვილებით, ოცნებებით, იმედებით.

საქართველოში ახალი წელი ოჯა­ხური დღესასწაულია - ყველა ერთ ჭერქვეშ ხვდება ახალ წელს საზეიმო სუფრით, ტრადიციული კერძებით. ამას ემატება საზეიმოდ მორთული სახლი, ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოები, გირლანდები, სანთლები...

წელიწადის ცივი დრო კანის ღია ადგილების განსაკუთრებულად მოვლას გვკარნახობს.

გააკეთეთ ყველაფერი პირიქით

ზამთარში კანის მოვლის მთავარი თავისებურებაა პროცედურების “გრაფიკის” შეცვლა. თუ ზაფხულში დამატენიანებელ კრემს დღისით იყენებდით, ხოლო მკვებავს - ღამით, ზამთარში ყველაფერი პირიქით უნდა გააკეთოთ.

აი, მოახლოვდა ახალი წელიც. განწყობა? - ეს სიტყვა მომართვას, აწყობას უკავშირდება. განსაზღვრულ დონემდე ჩვენ საკუთარი ფიქრების, აზრებისა და ცხოვრებისეული გარემოებების ბატონ-პატრონები ვართ, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე პრაქტიკული და ნაცადი რჩევა, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გვესმის ნაცნობებისა თუ უცნობებისგან, რომ საახალწლო განწყობა არ აქვთ.

ყველამ, ვინც თუნდაც ერთხელ შეხვედრია ახალ წელს, კარგად იცის - აქ რაიმე ახლის მოგონება თითქმის შეუძლებელია. და მაინც, ყველაფერი როდია დაკარგული - ზოგჯერ შეიძლება ტრადიციის დარღვევა და პარტნიორისთვის რომანტიკული საღამოს მოწყობა ნათესავებთან ერთად ჯდომისა და პრეზიდენტის სიტყვის მოსმენის ნაცვლად. წინ ხომ უამრავი ახალი წელი გელით, რატომაც არ უნდა მიუძღვნათ თუნდაც ერთი მათგანი საყვარელ ადამიანს?

საზეიმო განწყობის შექმნა ჩვენს ხელთაა. ქვეყანაში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, ყოფითი პრობლემები საშუალებას არ გვაძლევს, მთელი არსებით გადავეშვათ საახალწლო ორომტრიალში და მოახლოებული დღესასწაულით დავტკბეთ. კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება, ხოლო თუ სასოწარკვეთას მივეცემით, ზეიმი გაუფერულდება, ამიტომ, მიუხედავად დროებითი სირთულეებისა, სათანადო განწყობის შექმნას უნდა ვეცადოთ.

ახალი წელი ყოველთვის ახალ მიზნებთან, ახალ ოცნებებთან ასოცირდება, ამიტომაც უმრავლესობა სიხარულით ეგებება მას. იმედი იმისა, რომ დამდეგი წელი გასულზე უკეთესი იქნება, ადამიანს ამაღლებულ განწყობას ჰგვრის. უკეთეს მომავალზე ფიქრი, პოზიტიური აზროვნება, ახალსა და ახლებურზე ორიენტაცია სიხარულის განცდასა და ენერგიის მატებას იწვევს. ახალ წელს ყველა ცდილობს გაილაღოს, საყვარელი ადამიანები გაახაროს და თვითონაც გაიხაროს.

ახალი წელი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი დღესასწაულიც არის, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა სადღესასწაულო განწყობა წაგვიხდინოს.



დიდთოვლობა მინესოტაში
1998 წელი მინესოტის ერთ-ერთ სასტუმროში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მთელ შტატში გაითიშა ელექტროენერგია - დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. თოვლით დაფარულ სასტუმროსთან მიახლოებაც კი შეუძლებელი იყო. არც გამათბობელი მოწყობილობები მუშაობდა.

ხორცი

რეკომენდებულია: საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის, ინდაურის მჭლე, მოხარშული, ხორცსაკეპში გატარებული ხორცი მყესების, ფასციის, კანის გარეშე, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, მოხარშული ხორცის პაშტეტი.

ვირუსული კონიუნქტივიტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი სოფია იმედაშვილი.

მცირე ანატომიური ექსკურსი
კონიუნქტივა თვალის გარეთა შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც ასრულებს ბარიერულ, დამატენიანებელ, მკვებავ ფუნქციებს. იგი ფარავს ხილულ თეთრ გარსს (სკლერას) და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს.

სკოლიოზის შესახებ გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ გურგენიძე:

- სკოლიოზი, ხერხემლის სვეტის გამრუდება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის, სტატისტიკის თანახმად, დედამიწის მოსახლეობის 40-50%-ს აწუხებს. ვფიქრობ, მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა, მსოფლიოში ყველას რომ ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.

ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობაში ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემას თავისი წვლილი შეაქვს. არც კბილებია გამონაკლისი. კბილები პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი სისტემის პირველი რგოლის, მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომელთა დანიშნულებაა, დაანაწევრონ და დაღეჭონ სხვადასხვა ტიპის საკვები. კბილები დიდ როლს ასრულებს სწორ მეტყველებაშიც. აღარაფერს ვიტყვით მათ ესთეტიკურ ფუნქციაზე. მუდმივი კბილების დაკარგვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ მთელი ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც. მუდმივი კბილების დაკარგვის ნეგატიურ შედეგებზე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტ-ლაინის” ხელმძღვანელი, ექიმი სტომატოლოგი ნანა ცომაია გვესაუბრება:

არსებობს მოსაზრება, რომ სურდო, ვუმკურნალებთ თუ არა, ერთ კვირაში გაივლის, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ის უფრო მეტხანს გაგრძელდა? ქრონიკული სურდოს მიზეზად შესაძლოა იქცეს ინფექცია. ბანალური ინფექცია, თუ არახელსაყრელი ფაქტორები დაერთო, შესაძლოა გაჭიანურდეს. ასეთი ფაქტორებია:


ორსულის მთავარი საზრუნავი შვილის ჯანმრთელობაა, ამიტომ, ბუნებრივია, იგი ცდილობს, აკონტროლ­ოს საკუთარი ცხოვრების წე­სი, ვინაიდან ამ პერიოდში ბევრ რამეს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. სიფრთ­ხილე საჭიროა კოსმეტიკური საშუალებების მიმართაც. ორსულმა არ უნდა იხმაროს კოსმეტიკა, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს და ნაყოფისთვის ზიანის მიყენება შეუძ­ლია. კოსმეტიკას, რომელიც სრულიად უვნებელია არაორსული ქალისთვის, ორსულობისას ხშირად არასასურველი გვერდითი ეფექტები აქვს, მაგრამ ისინი ვლინდება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ეფექტებს ჩვენ მაშინვე ვერ ვამჩნევთ და ვაგრძელებთ კოსმეტიკის გამოყენებას, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის განვითარება და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზადაც იქცეს.

ადენოიდებს შეიძლება მცენარეული ნაყენითაც ვუმკურნალოთ
ადენოიდები (გლანდები) ბევრ ბავშვს აწუხებს, რასაც თან ახლავს ხშირი გაციება, ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე. მოგვიანებით ამას შეიძლება დაერთოს სახსრებისა და გულის პრობლემებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადენოიდებს დროულად და სათანადოდ ვუმკურნალოთ, რადგან ეს წარმონაქმნები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესშიც. ჩემს შვილს ძალიან მოუხდა ასეთი წამალი:
მშობლებს ძალიან გვინდა, ჩვენმა შვილებმა ზამთრის არდადეგებზე სულითა და გულით იმხიარულონ, მიიღონ ახალი შთაბეჭდილებები, გაკაჟდნენ. როგორ შევადგინოთ დასვენების პროგრამა?

1. გამგზავრება ზამთრის კურორტზე
საქართველოს ზამთრის კურორტებზე, - ბაკურიანში, გუდაურში, ბეთანიაში, სვანეთში, - კომფორტულ კოტეჯებსა და სასტუმროებში, იმართება სპორტული შეკრებები, ჰყავთ პროფესიონალი მწვრთნელები სათხილამურო სპორტისთვის მოსამზადებლად. იქ ბავშვები შეიძენენ ახალ მეგობრებს, მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში, ისრიალებენ სუფთა ჰაერზე, გაკაჟდებიან, იმხიარულებენ და დაისვენებენ.

სულ რამდენიმე წუთის წინ ბავშვი მხიარულად თამაშობდა, ახლა კი კოპები შეუკრავს და, როგორც ჩანს, ისტერიკის მორიგი სეანსისთვის ემზადება. რა უნდა მას? რატომ იქცევა ასე? როგორ ჩავახშოთ ემოციათა ქარიშხალი?

უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვისთვის არ არსებობს ცნებები “მერე, ცოტა ხნის შემდეგ, მალე”. მისი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ვერაფრით გააგებინებთ, რატომ არ შეიძლება სასურველის დაუყოვნებლივ მიღება.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად