ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #24 (345) მკურნალი #24 (345)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#24 (345) მკურნალი
წონის დაკლებაზე ვოცნებობ. უკვე ათეულობით ჟურნალი გადავათვალიერე შესაფერისი დიეტის ძიებაში. მეუბნებიან, ნუ იჩქარებ - თავდაპირველად სიმსუქნის მიზეზი უნდა გაარკვიო და მერე იმოქმედოო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

მსუქანთა შორის, დიდი-დიდი, 5%-ია ისეთი, ვისი ზედმეტი წონაც ავადმყოფობით არის გამოწვეული. და მაინც, პირველი სპეციალისტი, რომელთან ვიზიტიც აუცილებელია, არც კოსმეტოლოგია და არც პლასტიკური ქირურგი - ეს ენდოკრინოლოგია.

ჩვენ გარშემო განუსაზღვრელი რაოდენობის ვირუსი ბინადრობს. საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც ზოგიერთ მათგანს ორგანიზმში შეჭრის სურვილი უჩნდება და ამ სურვილს წარმატებით ისრულებს.
უკანასკნელ წლებში კატასტროფულად იმატა იმ ბავშვების რიცხვმა, რომლებსაც ლაპარაკი არ სურთ. რა ხდება? ჩვენ სულ უფრო ხშირად ვსვამთ ამ კითხვას, პასუხს სხვადასხვა წყაროში ვეძებთ, მაგრამ იშვიათად ვპოულობთ. რატომ არ ლაპარაკობენ ბავშვები, ამაზე მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ “ლოგომედის” ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

მუცლად ყოფნის პერიოდში რკინის დეფიციტი ზრდის აუტიზმის რისკს
კალიფორნია-დევისის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები ორსულის კვებასა და აუტიზმს შორის კავშირის დასადგენად. მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი საკვებ ნივთიერებებს მხოლოდ და მხოლოდ დედის ორგანიზმიდან იღებს, ამიტომ ორსულის სწორი კვება მეტად მნიშვნელოვანია. მკვლევართა აზრით, მომავალი დედის რაციონში რკინის დეფიციტი ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს.

ბევრ ქალს ასაკი საერთოდ არ ეტყობა: არავითარი ნაოჭი, კანი - სუფთა და ბზინვარე, სახეზე - ღიმილი. ყველას სილამაზის საკუთარი საიდუმლო აქვს, მაგრამ არსებობს ახალგაზრდობის შენარჩუნების ზოგადი პრინციპებიც.


თირკმლის კიბოს სიმპტომებზე, დიაგნოსტიკის მეთოდებსა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ალ. წულუკიძის სახელობის, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ჭავჭანიძე.

- ბატონო დავით, რამდენად ხშირია თირკმლის კიბო?

საერთო ტესტოსტერონი ორგანიზმში ორი ფრაქციითაა წარმოდგენილი

1. თავისუფალი ტესტოსტერონი, რომელიც თავისუფლად ცირკულირებს სისხლში დამოუკიდებელ მდგომარეობაში. იგი საერთო ტესტოსტერონის 1-2%-ს შეადგენს და წარმოადგენს ბიოაქტიურ ფორმას, ანუ შეუძლია გავლენა მოახდინოს უჯრედებზე.
გარემოში საკმაოდ ბევრი H და N ვირუსია. ამ ვირუსთა კომბინაციები ქმნის უამრავ HN ვირუსს. კომბინაცია A/H5N1 ფრინველის გრიპის ვირუსია, A/H1N1 - ღორის გრიპისა.

A/H5N1 - ფრინველის (ქათმის) გრიპი
ფრინველის გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელმაც პირველად გასული საუკუნის დასაწყისში იტალიაში იჩინა თავი. ევროპაში გავრცელების შემდეგ ინფექცია აფრიკასა და აზიაში აღირიცხა, ხოლო 1925 წელს - ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ფრინველის გრიპის ვირუსით ნებისმიერი ფრინველი შეიძლება დასნებოვნდეს, თუმცა ზოგიერთი სახეობა შედარებით იშვიათად ინფიცირდება.

ამ წესების გაცნობა იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, გაქვთ თუ არა ჭკვიანი ადამიანის თვისებები.

1. ჭკვიანი კაცი ლაპარაკს დუმილს ამჯობინებს.
2. ის არასდროს არავის უსვამს პირდაპირ კითხვებს.
3. არ იყენებს სხვის აზრებსა და სხვისი შემოქმედების ნაყოფს.
4. ჭკვიანი არასოდეს არავის მოუყვება საკუთარი განზრახვებისა და მიღწევების შესახებ. გადაჭარბებული ტრაბახი იწვევს შურს (ძლიერი ენერგეტიკული გზავნილი). ადამიანი თავისი არსით შურიანია. შური ერთ-ერთი უძლიერესი ემოციაა, რომელიც სამყაროში ძლიერ რეაქციებს იწვევს.

ვირუსული კონიუნქტივიტი კონიუნქტივის - თვალის ლორწოვანი გარსის (როგორც სკლერის მფარავის, ასევე ქუთუთოების შიგნითა ზედაპირის ამომფენის) - ვირუსული ინფექციით გამოწვეული ანთებაა. ის უმეტესად ზედა სასუნთქი გზების ადენოვირუსულ ან ჰერპესულ ინფექციას უკავშირდება. შესაძლოა განვითარდეს იმუნიტეტის დასუსტების, უბრალო გაციების ან ყელის ტკივილის დროს. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ვირუსული კონიუნქტივიტი ძალიან გახშირდა. დაავადება გადამდებია და არცთუ იშვიათად ეპიდემიის სახესაც იღებს. კონიუნქტივიტი უამრავმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს.

რა არის ენტეროვირუსული ინფექცია
ეს არის მწვავე ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი, რომლის გამომწვევია ნაწლავის ვირუსი (ენტეროვირუსი). მას ახასიათებს ცხელება და კლინიკური სიმპტომების პოლიმორფიზმი, რომელიც განპირობებულია ცენტრა­ლური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და კუნთოვანი სისტემების, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების დაზიანებით.

რას წარმოადგენს როტავირუსი
როტავირუსი რამდენიმე ტიპისაა. არსებითად, ეს არის ვირუსების ჯგუფი, რომლებიც უმეტესად 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებთან იწვევს ნაწლავურ აშლილობას. ვირუსი აზიანებს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც, რომლებთანაც ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, წაშლილი სიმპტომებით, მსუბუქად მიმდინარეობს. როტავირუსით გამოწვეული დაავადება გადამდებია. იგი გადაედება ინფიცირებული საკვებით (ყველაზე ხშირად - რძის ნაწარმით), კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით (ჭუჭყიანი ხელებით), არსებობს ცნობები როტავირუსული ინფექციის ჰაერწვეთოვანი გზით (ხველითა და ცემინებით) გავრცელების შესახებაც. როტავირუსული ინფექციით ავადობა სეზონურია - უმთავრესად ნოემბრიდან აპრილამდე აღირიცხება.

გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა და რომ მისი ყველა ფორმა გადამდებია. სინამდვილეში სიტყვა “ჰეპატიტი” ღვიძლის ანთებას აღნიშნავს. ის შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც, გამოწვეული ჰეპატიტისა თუ სხვა ვირუსებით, ალკოჰოლით, მედიკამენტებითა და ტოქსინებით. დღეს ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსებზე ვისაუბრებთ.

ჰერპესული ინფექცია მარტივი ჰერპესის ვირუსებით გამოწვეულ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს კანის, ლორწოვანი გარსების, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოთა დაზიანება. ინფექციის გამომწვევი ჰერპესის ოჯახს (Herpes Viridae) ეკუთვნის. ეს ოჯახი აერთიანებს ჩუტყვავილას, შემომსარტყვლელი ლიქენის გამომწვევებს, ციტომეგალოვირუსებსა და ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევს.

ძლიერი იმუნური სისტემა ჯანმრთელობის საფუძველია. მისი მეშვეობით ორგანიზმს შეუძლია გაარჩიოს, გამოყოს და შეებრძოლოს მასში მოხვედრილ უცხო სხეულებს (ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს). ამით იმუნიტეტი მრავალი ავადმყოფობისგან გვიცავს. ხდება ისეც, რომ იმუნური სისტემა სუსტდება. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა. ამ დროს უნდა მივიღოთ საკვები, რომელიც იმუნური ძალების მოძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქათმის გრიპი
ქათმის, უფრო სწორად, ფრინველის გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი (H5N1) იწვევს. ცხოველები, გარდა ფრინველებისა და ღორებისა, ჩვეულებრივ, არ ავადდებიან. ვირუსი გადამფრენ ფრინველებს გადააქვთ. ქათმის გრიპი ადამიანისთვისაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რადგან დასნებოვნების დღემდე აღრიცხულ შემთხვევათა ნახევარი ლეტალურად დასრულდა.

არაყი ძლიერი ალკოჰოლიანი სასმელია (არაბულად “არაკ” - ოფლს ნიშნავს), რომელიც სახამებლის, შაქრის ან სპირტის შემცველი ნედლეულისგან მიიღება. კვების მრეწველობაში მას ამზადებენ უმთავრესად კარტოფილის ან მარცვლეულის რექტიფიცირებული ეთილის სპირტისგან, რომელსაც დარბილებული წყლით აზავებენ და გააქტიურებული ნახშირისა და სილის ფილტრებში ატარებენ. ამგვარად მიღებული არაყი შეიცავს 40, 50 ან 56% ეთილის სპირტს. გემოს გასაუმჯობესებლად არაყს ამატებენ შაქარს, ძმარმჟავა ნატრიუმს და სხვა კომპონენტებს.

ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა მკურნალობაზე ადვილი, იაფი და უსაფრთხოა, მათ შორის - გრიპისაც, მაგრამ თუ მაინც გავხდით ავად, როგორ მოვიქცეთ, მივიღოთ თუ არა ძვირად ღირებული ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს მე-12 პოლიკლინიკისა და კლინიკა „ენმედიცის“ ოჯახის ექიმი ხათუნა თაბაგარი.

- ქალბატონო ხათუნა, როგორ მოვიქცეთ, მივიღოთ ანტივირუსული პრეპარატები გრიპის ან მწვავე რესპირატორული დაავადების შემოტევისას?

ინფექციური დაავადებების დროს იმუნიტეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგი ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ზოგჯერ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ინფექციური აგენტის მიმართ საპასუხო რეაქციები მოზრდილებსა და ბავშვებთან პრინციპულად განსხვავებულია, რაც განპირობებულია ბავშვის ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების ფიზიოლოგიური უმწიფრობით - იმუნური რეაქციების არასრულყოფილებით. თუმცა ბავშვთა ვირუსული ინფექციები თავად ბავშვებთან გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებთან. ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. მათ შორის უმთავრესია მშვიდი ოჯახური ატმოსფერო, ყურადღება და ალერსი, რასაც მშობლები არ აკლებენ ავადმყოფ პატარას. ბავშვთა ასაკის ვირუსულ ინფექციებზე ექიმი ინფექციონისტი ნინო ყურაშვილი გვესაუბრება.

ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული, “არ ავნო” მედიცინის მთავარ პრინციპად მიიჩნევა, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ ექიმები და სხვა სპეციალისტები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მკურნალობის ფრიად საეჭვო მეთოდებს, მათ შორის - ისეთებსაც, რომლებიც დღეს არა მარტო უეფექტოდ, არამედ სახიფათოდაც კი ითვლება.

პირველი პაემანის წინ ძალიან ვღელავ - ვაითუ ის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ძალიან არ მინდა, რამე შემეშალოს. როგორ მოვიქცე?

პირველ რომანტიკულ შეხვედრაზე შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს თავბრუდამხვევ რომანს ან, პირიქით, ისეთი სისულელეები ჩაიდინოთ, რომ პოტენციური შეყვარებული თავქუდმოგლეჯილი გაგექცეთ. ძალიან ძნელია მღელვარებასთან გამკლავება პაემანის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალგაზრდა კაცი ნამდვილად მოგწონთ. იქნებ ამიტომაც არის, რომ ქალიშვილების უმრავლესობა უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგივიდეთ ნაცნობობის დასაწყისში. ალბათ, თქვენც შეიძლება გამოიჩინოთ წინდაუხედაობა. მოდი, შევამოწმოთ:

მეოცე საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში აღმოჩენილი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არ ცნობს ეროვნებას, სქესსა და ასაკს. ის შესაძლოა თითოეულ ჩვენგანს დაატყდეს თავს. აივი ის ვირუსია, რომელთან გამკლავებაც ადამიანის ორგანიზმს ძალიან უჭირს. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მაღალორგანიზებული და რთული ბიოლოგიური აგენტია, რომელსაც მუდმივი ცვლის უნარი აქვს. ამიტომ არის, რომ დღემდე არ არსებობს მასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი.

თუ ქუსლებზე კანი გაგიუხეშდათ
ქუსლებზე კანის გაუხეშებას ბევრი უჩივის. ამ პრობლემას უამრავი მიზეზი აქვს, ქუსლების მოსაშუშებლად კი ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ეს საშუალება გამოიყენოთ:
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში პანტანასას - ყოველთა დედოფლის - სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული.

მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, დაიწერა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა.

ჩემი გოგონა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა თოჯინის ყიდვის წინ დიდხანს ათვალიერებდა მის სახეს და მეუბნებოდა: “ამ თოჯინას ბოროტი სახე აქვს, ამას კი ჭირვეული...” ის ბევრს ფიქრობს, მე კი ყოველთვის ვერ ვხვდები, რას განიცდის. ცოტა ხნის წინ თეატრალურ სტუდიაში დაიწყო სიარული და ბევრი რამ შეიცვალა. იმიტომ ხომ არა, რომ იქ გრძნობების გამოხატვას ასწავლიან? ვერიკო, 29 წლის

ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა შვილთან ერთად პარკში სეირნობს ან მისი მეგობრები ჰყავს სტუმრად - ერთხანს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ უეცრად ერთ-ერთი სტუმარი, სხვისი შვილი, უწესოდ მოქცევას იწყებს. ქცევა თანდათან უფრო და უფრო უმსგავსო ხდება, აშკარაა, რომ უფროსმა რამე უნდა იღონოს.

როგორ მოვიქცეთ ამ დროს, რა შეიძლება და რა - არა, როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა?

როგორ განვუვითაროთ ბავშვს დამოუკიდებლობა, რათა თავდაჯერებულ პიროვნებად გაიზარდოს? უპირველეს ყოვლისა, მას უნდა მივანიჭოთ თავისუფლება - რასაკვირველია, ნებადართულის ფარგლებში. პატარა ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს საშუალება, დამოუკიდებლად შეიცნოს სამყარო - სათამაშოებით, ბგერებით, მოვლენებით. მთავარი კი იმის განცდაა, რა შეუძლია პატარას დედის დაუხმარებლად. ეს მას გულწრფელ აღტაცებას ჰგვრის. მაშ ასე, რა შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს ერთ წლამდე?

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად