ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #11 (332) მკურნალი #11 (332)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#11 (332) მკურნალი
როცა ნაღვლის ბუშტში 15 მმ-იანი კენჭი გაქვს, აუცილებელია თუ არა ოპერაცია? რა შეიძლება გამოიწვიოს მან? შეიძლება თუ არა კენჭის გაქრობა მკურნალობით?

სტატისტიკის მიხედვით, ნაღვლოვანი ქვები მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ქალებში ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება. ამის მიზეზია ქალური ჰორმონები - ესტროგენები, რომლებიც ანელებენ ნაღვლის გამოყოფას. როგორ მოვიქცეთ, თუ ქვები აღმოგვაჩნდა?

- რამდენად ხშირია ქალებში შარდის შეუკავებლობა?
- შარდის შეუკავებლობა და ქრონიკული ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება - ქალის ორი უდიდესი უროლოგიური პრობლემაა. ორივე საკმაოდ არის გავრცელებული.

- რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?
- ძირითადად - შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანება, რაც ასაკობრივი ცვლილებების ბრალია.
ჩაი სიცოცხლის ელექსირია
ჩაის მარგებლობას მრავალრიცხოვანი კვლევა ადასტურებს, თუმცა მისი თითოეული ტიპი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანზე. მწვანე ჩაის შემადგენლობაში უხვად შემავალი გალატ ეპიგალოკატექინი (EGCG ) ხელს უწყობს მრავალი დაავადების პროფილაქტიკას, მათ შორის - შარდის ბუშტის, ძუძუს, ფილტვის, კუჭის კიბოსი და ალცჰაიმერის დაავადებისას. გარდა ამისა, ის ამცირებს სტრესს და ასტიმულირებს ცხიმის წვას.

ბაზარი სავსეა საეჭვო წარმომავლობის პარფიუმით, ამიტომ სასურველია, შეგვეძლოს ნამდვილის ამოცნობა.

არსებობს ყალბი პარფიუმის წარმოების სამი ვარიანტი: ასლი, ვერსია და ვარიაცია. ასლი ყველაზე ადვილი ამოსაცნობია: იმიტირებულია შეფუთვა, ფლაკონის ფორმა და ლოგოტიპი. ნუ დაიჯერებთ, თუ გეუბნებიან, რომ სუნამო ჩამოსხმულია ლიცენზიით - პარფიუმერიული კომპანიები არ გასცემენ ნებართვას იმაზე, რასაც თავად აწარმოებენ.

თვალს, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანოს, მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. არსებობს პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. მათი ნუსხა საკმაოდ ვრცელია, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება შავ მოცხარს.

შავი მოცხარი
დიდი ხანია ცნობილია, რომ შავი მოცხარი საგრძნობლად აუმჯობესებს ღამის მხედველობას, ზრდის მხედველობის სიმახვილეს და მხედველობის ველს, ამცირებს თვალების გადაღლას. ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული, რომ ის ერთიათად აჩქარებს ბადურაში მიმდინარე აღდგენით პროცესებს.

მამაკაცებს ყველაფრის გადადება სჩვევიათ, კარგა ხანს არ აქცევენ ყურადღებას ავადმყოფობის აშკარა ნიშნებს და ექიმთან მაშინღა მიდიან, როდესაც დაავადება უკვე შორს არის წასული და ძლიერი დისკომფორტის მომგვრელია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის გადიდება?
ქვემოთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს მიმოვიხილავთ.

მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი პასუხების ჩასაწერად. დალაი-ლამას ტესტი სულ სამი კითხვისაგან შედგება, თუმცა პასუხების ჩანიშვნა ტესტის ბოლომდე მოგიწევთ. პასუხები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე გაარკვევთ, როგორი ხართ სინამდვილეში. კითხვებს თანამიმდევრობით უპასუხეთ. მომდევნო კითხვები წინასწარ არ წაიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. დავალება შეასრულეთ დაკვირვებით და აუჩქარებლად!

“ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო”, - ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინასა და კულინარიას, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ყაყაჩო ბალახოვანი მცენარეა. არსებობს მისი ერთწლიანი და მრავალწლიანი სახეობები, რომლებიც ხარობს როგორც სუბტროპიკულ, ასევე ზომიერი და ცივი კლიმატის ზონებში. მცენარის სახეობათა უმრავლესობა მცირე ტენის პირობებში იზრდება, სტეპებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში.

პათოგენური ბუნების ბიომინერალებს ხალხში ქვებს ან კენჭებს უწოდებენ. სადღეისოდ ცნობილია 80-მდე ასეთი ბიომინერალი.

ბიომინერალები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე მინერალებია. მათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ძვლები და კბილები. ზოგიერთი მინერალი მეტ­ად სასარგებლოა - მათ გარეშე წარმოუდგენელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიურ პროცესთა ნორმალური მიმდინარეობა, ზოგზე კი იმავეს ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებიც ცვლიან ორგანიზმში ბიოქიმიურ პროცესთა მიმდინარეობას, სპექტრსა და არეალს, ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშ, პათოგენური ბუნების ახალწარმონაქმნებად ყალიბდებიან და მძიმე დაავადებებს უდებენ სათავეს.

დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსიის მეთოდი პრაქტიკაში მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში დაინერგა. ამ მეთოდმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა არა მარტო შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობაში, არამედ მედიცინის სხვა სფეროებშიც. მკურნალობის ამ მეთოდის წარმატების საიდუმლო ის გახლავთ, რომ ლითოტრიფსია არაინვაზიური, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტურია.

ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანში მიმოფანტულია მცირე სანერწყვე ჯირკვლები (ტუჩებისა, ლოყებისა, ენისა და სასისა). მათ გარდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნერწყვით უზრუნველყოფას ემსახურება სამი წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვალი, რომლებიც, მცირე ჯირკვლებისგან გასხვავებით, ლორწოვანი გარსის გარეთ მდებარეობს დამოუკიდებელი ორგანოების სახით. ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვალი ყბაყურა ჯირკვალია. მას წაგრძელებული სამკუთხედის ფორმა აქვს. ყბაყურა ჯირკვლის სადინარი წინა ზედა ნაწილში ტოვებს ჯირკვალს, ხვრეტს ლოყის კუთხესა და პირის ლორწოვანს და იხსნება პირის ღრუში, ზედა მეორე ძირითადი კბილის დონეზე. ყბაყურა ჯირკვლის სისქეში გაივლის გარეთა საძილე არტერიისა და სახის (მეშვიდე წყვილი) ნერვის ტოტები, რაც საგრძნობლად ართულებს მდგომარეობას ამ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევისას.

“მარილებს” ჩვენ მრავალი დაავადების მიზეზად მივიჩნევთ, ერთ-ერთი ორგანო კი, რომელიც მათი მავნე ზემოქმედების სამიზნედ მიგვაჩნია, თირკმელია. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად საშიშია რეალურად “მარილების” ზემოქმედება თირკმელზე და რა ხდება მათი “დალექვის” შემთხვევაში.

მარილი და თირკმელი
ჩვენი ორგანიზმი ზედმეტ სითხეს თირკმლის მეშვეობით ფილტრაციის შედეგად იცილებს შარდთან ერთად. აღნიშნული პროცესის რეგულირებისთვის აუცილებელია ნატრიუმისა და კალიუმის ნორმალური ბალანსი.

ზოგჯერ უარს ვამბობ მეუღლესთან ინტიმურ სიახლოვეზე, მაქვს ჩემი ქალური ჩივილები, განვიცდი გარკვეულ დისკომფორტს გარეგნობის გამოც. ვამჩნევ, რომ მეუღლე უკმაყოფილო რჩება. ხომ არ შემიქმნის ეს პრობლემებს მასთან ურთიერთობისას?

გარეგნობა და სქესობრივი ურთიერთობა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ამას სექსოლოგებიც ადასტურებენ. სხვადასხვა ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ისინი ყოველთვის ეკითხებიან, კმაყოფილნი არიან თუ არა საკუთარი გარეგნობით.

- ქალბატონო ნანა, რა არის „მარილების დაგროვება“?
- ის, რასაც ხალხში მარილების დაგროვებას უწოდებენ, სინამდვილეში ოსტეოართროზია - სახსრების ქრონიკული არაანთებითი დეგენერაციული დაავადება. მისი საფუძველია სახსრის ხრტილის პირველადი დეგენერაცია, რასაც მოჰყვება ძვლების სასახსრე ზედაპირის ცვლილებები, გვერდითი ოსტეოფიტების წარმოქმნა, დაბოლოს, სახსრის დეფორმაცია. ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - შემთხვევათა 60-70% სწორედ მის წილად მოდის - და ხშირად იწვევს შრომისუუნარობასა და ადრეულ ინვალიდობას.

ბოლო ხანს გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები. როგორ ხდება ამ მდგომარეობის მართვა, როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი? გვესაუბრება პროფესორ გ. აბზიანიძის სახელობის ანგიოლოგია-ანგიოქირურგიის აკადემიური კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ინგა სისვაძე.

- ქალბატონო ინგა, როდის და რატომ წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში კვანძი?

მენინგიტის ხსენება ყველას შიშის ზარს გვცემს, რადგან ამ დაავადებას მართლაც ბევრი გართულება და საგულისხმო ნარჩენი მოვლენები ახასიათებს. რა დაავადებაა დღეს გავრცელებული ენტეროვირუსული მენინგიტი? ენტეროვირუსული მენინგიტი არ გახლავთ ჩვეულებრივი მენინგოკოკური ანუ მენინგოკოკით გამოწვეული მენინგიტი; ეს ენტეროვირუსით გამოწვეული მენინგეალური სინდრომია.

მე მაღიზიანებს ჩემი შეყვარებულის არაპუნქტუალობა. ის საკმაოდ არაორგანიზებულია. მაგალითად, შევთანხმდით შეხვედრაზე - ის აუცილებლად დაიგვიანებს საათით ან საათ-ნახევრით. მე კი გამუდმებით ველოდები. ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ამის მოთმენა? თამუნა, 22 წლის

რატომ ინახავთ წყენას გულში, რა საჭიროა ამის დამალვა? აუცილებლად უთხარით შეყვარებულს ამის შესახებ. რა თქმა უნდა, სკანდალის გამართვა არ ღირს, მაგრამ თქვენმა შეყვარებულმა უნდა იცოდეს, რომ დაგღალათ მისმა ასეთმა ქცევამ.

ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამანისთვის არის დამახასიათებელი: შიმშილს, წყურვილს, შიშს და ტკივილს”. გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალთი არსებობს.

თუ მიგაჩნიათ, რომ გამყიდველმა ან მომსახურე პერსონალმა მოგატყუათ, გირჩევთ, მოიქცეთ ასე:

1. არ მოგერიდოთ, არ დაგეზაროთ. ხშირად მომხმარებელი იმის გამო იჩაგრება, რომ პრეტენზიის განცხადებისა რცხვენია, ეშინია ან უბრალოდ ეზარება. უნიათო მომსახურე პერსონალსაც სწორედ ამის იმედი აქვს. თუ მომხმარებელმა ხმა ამოიღო, მომსახურე პერსონალი აგრესიული თავდასხმით, დაცინვით, სხვა მომხმარებლებთან დაპირისპირებით ეცდება მის გაჩუმებას. ნუ შეუშინდებით ამას. იცოდეთ, თქვენ გაქვთ უფლებები და მათი დაცვით სასარგებლო საქმეს აკეთებთ!

პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში უკვე ერთი წელია შეიტანეს ვაქცინაცია როტავირუსული ინფექციის წინააღმდეგ. მშობლების უმრავლესობა ამ დაავადებას არ იცნობს, არ იცის, რა საფრთხეს უქადის იგი ჩვილს, ამიტომ ხშირად გაისმის კითხვა: ავცრათ თუ არა? გვესაუბრება თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი, პედიატრი რუსუდან კობახიძე.

- რას წარმოადგენს როტავირუსი?
- როტავირუსი ჩვილებში მძიმე გასტროენტერიტის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების - ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამ ინფექციას მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ბავშვი ეწირება, ხოლო ორ მილიონზე მეტი მისი მიზეზით საავადმყოფოში ხვდება.

ჩვილის რაციონში დამატებითი საკვების შეტანა მხოლოდ ფაფებითა თუ ბოსტნეულის სუპებით მის გამრავალფეროვნებას როდი გულისხმობს; უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახით დავამატოთ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტები, მათ შორის - კვერცხი და ხაჭო. გვესაუბრება პედიატრი ლალი მახარაშვილი.

კვერცხი
- როდის და რა სახით გავასინჯოთ პატარას კვერცხი?
- კვერცხის მიცემა უნდა დავიწყოთ 8 თვიდან. თავდაპირველად უნდა მივცეთ მხოლოდ გული, რადგან ალერგენები სწორედ ცილაშია. კვერცხის გული შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას:

ჩემი ბიჭუნა 8 წლის გახდა. ერთი და იგივე რამდენიმეჯერ უნდა გავუმეორო, რომ ყურადღება მომაქციოს. ხშირად ჩემს მიმართვაზე არც კი რეაგირებს. არ მინდა, მკაცრად დავსაჯო. როგორ მოვიქცე?

ამ პრობლემას მშობელთა უმრავლესობა ეჯახება. მთავარია, გავიგოთ, რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ უნდა გამოვასწოროთ საქმე. გამოთქვით აზრი მოკლედ და კონკრეტულად. შესაძლოა, ბავშვს იმიტომ არ ესმის თქვენი, რომ თქვენი საუბარი მონოლოგს უფრო ჰგავს.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად