ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #5 (326) მკურნალი #5 (326)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#5 (326) მკურნალი
ზოგი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ გაპარსვის შემდეგ კანი არასოდეს გაუღიზიანდება. მართლა ასეა თუ არა? პირიქით, მამაკაცები ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას. პარსვის დროს თმის ღერის ბასრი წვერი ერჭობა კანში, რაც იწვევს ანთებას და გაპარსვის შემდეგ გაღიზიანებას (ფსევდოფოლიკულიტი), ტკივილს და ქავილს. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, ერთხანს პირი აღარ გაიპარსოთ. მით უმეტეს, ოდნავ მოზრდილი წვერი ნებისმიერ მამაკაცს ამშვენებს და, ამასთან, მოდურიცაა.

ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. სწორედ ძილია ჩვენი ენერგიისა და მხნეობის, ამაღლებული გუნება-განწყობისა და კარგი თვითშეგრძნების წყარო. ყველას კარგად მოეხსენება, რომ უძილობა ჯანმრთელობისთვის მეტად მავნებელია, სერიოზულ პრობლემებს უდებს სათავეს. ამ ტესტით შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენად სწორად გძინავთ და დროა თუ არა, მიაკითხოთ სომნოლოგს - ძილის სპეციალისტს.

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები
სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს თავის ტვინის მასტიმულირებელი და გონების გამააქტიურებელი პროდუქტების სია. პირველ ადგილს ომეგა-3 მჟავათი მდიდარი თევზის ქონი იკავებს. ომეგა-3 თავის ტვინის რუხი ნივთიერების გამომუშავებაში მონაწილეობს. თევზის მიღება საჭიროა კვირაში 1-2-ჯერ. თევზის ქონს მოსდევს რძე და რძის ნაწარმი. მათში არსებულ ნაერთებს ადვილად იწოვს თავის ტვინი. ისინი უჯრედებში ცვლის პროცესებს აუმჯობესებს, რაც დადებითად აისახება ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

ქალებს ხშირად გვჩვევია ექიმთან ვიზიტის გადადება და თუ ეს დღის წესრიგში დადგა, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული მომხდარა. დაავადების იმ სტადიაში აღმოჩენა, როდესაც იგი მყარად არის ფესვგადგმული ორგანიზმში და საგრძნობლად არყევს ჯანმრთელობას, არცთუ სასიამოვნოა. აქ უნდა დავფიქრდეთ, რატომ მეორდება ასეთი რამ რეგულარულად. იქნებ იმიტომ, რომ უყურადღებოდ ვეკიდებით კანის გამაფრთხილებელ სიგნალებს? კანი ყოველთვის გვაფრთხილებს ორგანიზმში არსებული პრობლემების შესახებ. თავდაპირველად ის მოკრძალებით მიგვითითებს, მოგვიწოდებს, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ ორგანოებსა და სისტემებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის სიგნალებს უგულებელვყოფთ, გადადის ყვირილზე. მაშ, რის შესახებ გვაფრთხილებს კანი?

ახალდაფქული ყავის მათრობელა სურნელი ადამიანთა უმრავლესობას სასიამოვნო თრთოლას ჰგვრის. ბევრი მიიჩნევს, რომ ის სჯობია კიდეც ნატიფი ფრანგული სუნამოების სურნელს. ვისაც ნამდვილად ასე მიაჩნია, ალბათ ღირს, პროფესია ბუნების ამ საოცრებას დაუკავშიროს და ყავის დამზადების მაღალი კლასის სპეციალისტი გახდეს.

ბარისტას - ყავის სახარში მანქანის ოპერატორის - პროფესიის არსი დღესაც არ შეცვლილა, თუმცა დროთა განმავლობაში მოდუღებას უფრო რთული ოპერაციები დაემატა: სასმლის ზედაპირზე ნახატის შექმნა, ყავის მორთვა, ახალი “კოქტეილებისა” და მათი სახელების მოფიქრება.

იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი რამაა, რითაც ბუნებამ დაგვასაჩუქრა. კარგი იმუნიტეტი ჯანმრთელობის საწინდარია. მისი მეშვეობით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეჭრილ უცხო სხეულებს და მიკროორგანიზმებს (ვირუსებს, სოკოებს, მიკრობებს), რითაც მრავალი სნეულებისგან გვიცავს. იმუნიტეტის დაქვეითებას ბევრი რამ იწვევს. ის ქვეითდება უმეტესად ზამთარში, როცა ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება, ამიტომ საჭიროა, მივიღოთ საკვები, რომელიც მათ გაძლიერებაში დაგვეხმარება.

არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ გამოგონილი პერსონაჟები გაცილებით მეტ სახელს იხვეჭენ, ვიდრე რეალური გმირები. მათ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. ამ სტატიით ათ ყველაზე პოპულარულ გამოგონილ ექიმს - წიგნების, ფილმებისა და სერიალების გმირებს - გაგაცნობთ.

1. გრეგორი ჰაუსი, “დოქტორი ჰაუსი”
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოგონილ ექიმად გრეგორი ჰაუსი ითვლება, სერიალ “დოქტორ ჰაუსის” პერსონაჟი, რომლის სახეც ეკრანზე ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორიმ გააცოცხლა.

გული სასიცოცხლო მნიშვნელობით მეორე ორგანოა, რომელიც ფუნქციებით მხოლოდ ორგანიზმის უმაღლეს მაკონტროლებელს - თავის ტვინს ჩამოუვარდება.  გულსისხლძარღვთა დაავადებებმა დღემდე გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარმა ომებმა ერთად. სტატისტიკის თანახმად, მიოკარდიუმის ინფარქტების უმეტესობა ვითარდება ორშაბათობით, დილის 7.00-დან 10.00 საათამდე.

უეცრად აღმოცენებული არასასიამოვნო შეგრძნება და ჩხვლეტა გულმკერდში.... ეჭვი, რომ ყველაფრის მიზეზი გულია... უმალვე შიში გვიპყრობს და ექიმისაკენ მივიჩქარით, ზოგჯერ კი მკურნალის მშვიდი საუბარი და მის მიერ გულის დაავადების უარყოფაც ვერ გვიბრუნებს დაკარგულ სიმშვიდეს. სხვა ექიმს მივმართავთ, ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ მართლაც ჯანმრთელი გული გვაქვს, ვიტარებთ სხვადასხვა თანამედროვე კვლევას, ეჭვი კი მაინც არ გვაძლევს მოსვენებას.

ჩემს 38 წლის ქალიშვილს ამას წინათ საკვერცხის კისტის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ოპერაციის წინა დღეს თერაპევტთან გასინჯვაზე მივედით. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ეს გასინჯვა წმინდა ფორმალობა იყო. ის კი არა, არც ვაპირებდით მისვლას. ჩემი ქალიშვილი არაფერს უჩიოდა. გასინჯვაზე თერაპევტს მისი გულის ტონები არ მოეწონა, კარდიოგრამაზეც ცვლილებები აღმოჩნდა. თერაპევტის დაჟინებული თხოვნით, ჩავიტარეთ ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა და კარდიოლოგის კონსულტაცია. კარდიოლოგმა მოგვილოცა - კიდევ კარგი, მოხვედით, შეიძლებოდა, თქვენი შვილი საოპერაციო მაგიდაზე დარჩენილიყოო. დაუსვეს დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი. დღემდე ვლოცავთ იმ თერაპევტს. მისი დაჟინებული მოთხოვნა რომ არა, შესაძლოა, ჩემი შვილი დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გთხოვთ, მოგვიყვეთ ამ დაავადების შესახებ.

გულმკერდის არეში ტკივილი მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. გულის დაავადებებით გამოწვეული ტკივილის მიზეზებზე, სიმპტომებსა და დიაგნოსტიკის საშუალებებზე გვესაუბრება „ამტელ-ჰოსპიტალი I კლინიკურის” ექიმი კარდიოლოგი გრიგოლ დუნდუა.

- ბატონო გრიგოლ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში?
- გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა, კერძოდ, სტენოკარდიული შეტევა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

ქავილი, სიწითლე, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სურდო - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სეზონურ ალერგიას ახასიათებს.  გაზაფხული ალერგიული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო, უსიამოვნო სიურპრიზების პერიოდია. მცენარეთა მტვერი ზოგში  - მსუბუქ, ზოგში კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მათ ისღა დარჩენიათ, მოთმინება მოიკრიბონ და დაელოდონ დროს, როცა ყვავილობა დასრულდება და პრობლემებიც გაივლის. მოდი, ერთად გავიგოთ, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ალერგიის სეზონური გამწვავებისას.

ჰოლტერის მონიტორინგზე როგორც კვლევის მეთოდზე გვესაუბრება “New hospitals”-ის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ჩაგუნავა.

- ქალბატონო ქეთევან, კვლევის რა მეთოდია ჰოლტერის მონიტორინგი?
- ჰოლტერის მონიტორინგი კვლევის ფართოდ გავრცელებული და მაღალინფორმაციული მეთოდია. ის წარმოადგენს ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ხანგრძლივ რეგისტრაციას. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნორმან ჰოლტერმა პირველად გამოიყენა პორტატიული მოწყობილობა ეკგ-ის ხანგრძლივი რეგისტრაციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის შემდგომი დახვეწის ფონზე შექმნილი აპარატურით ჩატარებულ გამოკვლევას სხვა სახელწოდებებიც აქვს:

ჩემს ახლო ნათესავებს შორის საშინელი უთანხმოება ჩამოვარდა დიდი ბებიის ბინის გამო, რომლის თაობაზეც მას ანდერძი არ დაუტოვებია. ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევიკრიბეთ მოსალაპარაკებლად, მაგრამ ყველაფერი გაწევ-გამოწევითა და მუქარით დასრულდა. როგორ შეიძლება კონფლიქტის მოგვარება? თიკო, 25 წლის

სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციებში ადამიანები არცთუ საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებენ. მათზე ზემოქმედება ალბათ გაგიჭირდებათ, თუმცა შეგიძლიათ, თავი ღირსეულად დაიჭიროთ, არ დაკარგოთ ადამიანის სახე. ნუ ჩაერთვებით დავაში და კეთილგონიერება გამოიჩინეთ.

დიდი ხანია, ჩემი ქმარი თავბრუხვევას უჩივის. ექიმმა მას კისრის ოსტეოქონდროზის დიაგნოზი დაუსვა. ეგებ გამარკვიოთ, რა კავშირი აქვს კისრის ოსტეოქონდროზს ამ ჩივილთან და კიდევ რომელი დაავადებები იწვევს თავბრუხვევას.

თავბრუხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. სიხშირით მას მეორე ადგილი უკავია ნევროლოგიურ დაავადებებს შორის თავის ტკივილის შემდეგ. თავბრუხვევად ხშირად მიიჩნევენ სრულიად სხვადასხვა შეგრძნებებს:

ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებია. რუსეთსა და კავკასიაში ის XVII საუკუნეში შემოვიდა დასავლეთ ევროპიდან. ევროპელებისთვის ყვავილოვანი კომბოსტო საყვარელი დიეტური პროდუქტია. მას ყველა ევროპელი მიირთმევს. ჩვენში ამ ბოსტნეულს რატომღაც მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა და აქვს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხანს მისდამი დამოკიდებულება რამდენადმე შეიცვალა - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ყვავილოვანი კომბოსტოს სასარგებლო თვისებები, მას საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი გაუჩნდა და ფასიც დაედო. ყვავილოვანი კომბოსტოს მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ თეთრთავა კომბოსტოზე გაცილებით ნაკლებ უჯრედისს შეიცავს, ამიტომ ადვილი მოსანელებელი და ასათვისებელია და რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

მხედველობის შენარჩუნება არც ისე ძნელია
თვალისჩინი ღრმა სიბერემდე რომ შეგრჩეთ, ასაკში შესვლისას აუცილებელია სწორი კვება, რაციონში უნდა ჭარბობდეს ხილი და ბოსტნეული, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი. გარდა ამისა, თვალებს ყოველ დილით ვიბან ცივი წყლით, რომელშიც ცოტაოდენ სუფრის მარილს ვურევ (ნახევარ ჩაის კოვზს ერთ ჭიქაზე). გაითვალისწინეთ, თვალისჩინზე ზრუნვა იმ დროს უნდა დაიწყოთ, როდესაც არაფერს უჩივით, თორემ უკვე შერყეული მხედველობის აღდგენა ძნელია. ეკა ქადაგიშვილი

დედებს შვილების შესახებ უამრავი კითხვა უჩნდებათ, რომლებსაც ფსიქოლოგი პასუხობს. გთავაზობთ მშობლების რამდენიმე კითხვას:

ჩემი ბიჭუნა ორი წლისაა, მხიარული, მშვიდი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი განძია. სამსახურში გასვლას არ ვჩქარობ, მაგრამ გარკვეული დრო (დღეში 3 საათი მაინც) ჩემი თავისთვის მჭირდება. დედას თავისი ცხოვრება აქვს, დედამთილს კი, პირიქით, უყვარს ფუსფუსი, თუმცა მიზეზთა გამო მას ბოლომდე ვერ ვენდობი, ამიტომ ბავშვისთვის ძიძის აყვანა გადავწყვიტე. ძალიან გამიმართლა, შეს­ანიშნავი ძიძა ვიპოვე, მა­გ­რამ გაირკვა, რომ ორივე ბებიას სურს ბავშვზე ზრუნვა და მიაჩნიათ, რომ “ოჯახში უცხო ადამიანის შემოშვება საჭირო არ არის”. როგორ მოვიქცე, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს და არც მე დავზარალდე? ანი, 25 წლის

პატარა გაჭირვეულდა, დააწყებინა ცემინება, ხველა, აუწია ტემპერატურამ... ასეთ დროს ექიმის მოსვლამდე მშობელს პირველი დახმარების გაწევა უნდა შეეძლოს. მოდი, გავიგოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გვქონდეს ამისთვის საოჯახო აფთიაქში. გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე.

- ყველამ ვიცით, რომ თვითმკურნალობა საშიშია, მეტადრე მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება, მაგრამ როცა პატარა ავად არის და წუხს, ნუთუ გულხელდაკრეფილი უნდა ველოდოთ ექიმის მოსვლას? იქნებ შეგვიძლია, მანამდე ბავშვს მდგომარეობა ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ?

ზამთრის ერთფეროვან დღეებს ფერადი საკვები უხდება. ბავშვისთვის საკვების ფერადოვნება მეტად მნიშვნელოვანია, მენიუს გაფერადებაში კი დაგეხმარებათ მიწისქვეშა და მიწისზედა ნაყოფის ფერთა გამა. ამჯერად ყურადღება ჭარხალსა და გოგრაზე შევაჩერეთ. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- ოქროსფერი გოგრა შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში თქვენს სახლში ზაფხულის მზის სითბოს შემოიტანს. უსაფუძვლოდ როდი უყვართ მეზღაპრეებს ეს სასწაულმოქმედი ბოსტნეული - ალაბთ გახსოვთ, კონკია გოგრის ეტლით გაემგზავრა წვეულებაზე, ჰარი პოტერის საყვარელი სასმელი კი გოგრის წვენია.

თუ პატარა ხშირად ჭირვეულობს, ტირის, ხოლო მისი ყიფლიბანდი ხელით შეხებისას პულსირებს, შეიძლება ვიეჭვოთ ქალასშიდა წნევის მომატება. რას ნიშნავს ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? გვესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე.

- რას ნიშნავს ქალასშიდა წნევის მომატება?
- თავის ტვინი “ჩაძირულია” ლიქვორში - თავ-ზურგტვინის სითხეში. ქალასშიდა წნევის მომატებისას ეს სითხე აწვება თავის ტვინს.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად