ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #2 (323) მკურნალი #2 (323)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#2 (323) მკურნალი
დღესასწაულებმა ჩაიარა, ნუგბარის მარაგი ამოიწურა, საჩუქრები მიღებული და გაცემულია, წინ ჩვეული რუტინა გველის - ბევრს ეს განცდა თრგუნავს, ამას ემატება უმოძრაობისა და გაძლიერებული კვების შედეგად მომატებული კილოგრამები და დეპრესიამდე მივყავართ.

ნუ იჩქარებთ

დღესასწაულებზე მომატებული რამდენიმე კილოგრამის მოცილებას ყველა რატომღაც სასწაულმოქმედი დიეტის დახმარებით ცდილობს. დიეტის დაწყებისას გაიხსენეთ, ჭარბი კილოგრამები მხოლოდ ტვირთი როდია - რამდენიმე დღის განმავლობაში მწირი კვებისას ორგანიზმი ანელებს ნივთიერებათა ცვლას და დიეტის დასრულების შემდეგ მყისიერად მოიმატებთ დაკარგულ კილოგრამებს, შესაძლოა, ცოტა მეტსაც.

გავა-წელის მიდამოს ტკივილი არა მარტო საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, არამედ გინეკოლოგიური დაავადების სიმპტომიც არის. გვესაუბრება საქართველოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი, მეან-გინეკოლოგი მზია დევდარიანი.

- რომელი ქალური დაავადების დროს იჩენს თავს ტკივილი  წელის არეში?

სექსუალური პრობლემები, რომლებიც წელის ტკივილთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული, ვიდრე ექიმებს  ჰგონიათ, უბრალოდ, პაციენტები ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, და თუ ექიმი ამის შესახებ არ გკითხავთ, ჯობს, თავად წამოსწიოთ ეს თემა.

ტკივილი წელის მიდამოში სქესობრივ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ადამიანმა ძლიერი ტკივილის შიშით შესაძლოა თავი აარიდოს ინტიმურ ურთიერთობას და თუ პარტნიორმა ვერ მოისმინა დამაჯერებელი ახსნა, გადაწყვიტოს, რომ მისდამი ინტერესი დაკარგეთ, რასაც ხშირად ურთიერთობის და­ძაბვა მოსდევს.

26 მაისს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში, სასტუმრო Marriott Maarqius"-ის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაცია BID-"BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS" (პრეზიდენტი ხოსე პრიეტო)-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ სხვადსხვა ქვეყნებიდან შერჩეული კომპანიების სხვადსხვა ნომინაციებში დაჯილდოების ცერემონიალი. აღსანიშნავი ფაქტია ის , რომ საქართველოდან , ფარმაცევტულ კომპანია "კამელინს" ხვდა ჯილდოდ უმაღლეს კატეგორიათა შორის ერთერთი და მიენიჭა პრიზი "QUALITY SUMMIT"-ოქროს კატეგორია.

სურდოსთან ანტიბიოტიკებით ბრძოლა მიზანშეწონილი არ არის
რინიტის დროს ანტიბიოტიკების ეფექტიანობის დასადგენად ოკლენდის უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) მეცნიერებმა შეისწავლეს და გააანალიზეს სურდოიანი პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული რამდენიმე კვლევის შედეგები. კვლევის მონაწილეებს ჰქონდათ ცხვირიდან შეფერილი გამონადენი, რაც გაციების ერთ-ერთი ნიშანია. გაირკვა, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ ყოველი შვიდიდან მხოლოდ ერთ პაციენტთან გამოიღო შედეგი, დანარჩენებს კი სურდომ თავისთავად გაუარა.

წელის ტკივილი მეტად მრავალფეროვანი შეგრძნებაა. ზოგჯერ იგი ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური და შეტევითია, ზოგჯერ - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი. საჭირო მედიკამენტური თერაპიის შემდეგ მტკივნეული შეგრძნება იოლად ქრება, მაგრამ ისეთი ტკივილიც არსებობს, რომლის გაყუჩება ყველაზე ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და ანტისპაზმურ საშუალებებსაც კი არ შეუძლია. წელის ტკივილის დროს ვითარებაში გარკვევა ცოტა ძნელია. როდესაც ადამიანს წელი სტკივა, ამქვეყნად ყველაზე გამოცდილ და სწავლულ ექიმსაც კი არ შეუძლია, ერთი ხელის მოსმით დაადგინოს, რამ გამოიწვია ეს შეგრძნება.

თავის თმიან ნაწილზე კანის აქერცვლისა და სიწითლის გაჩენისას მაშინვე იბადება ეჭვი, რომ ეს ქერტლი ან ალერგიაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ამ სიმპტომების მიღმა სრულიად სხვა პრობლემა იმალებოდეს. ეს პრობლემა თავის კანის ჭარბი მგრძნობელობაა. თუ უმოქმედოდ დავრჩით ან თვითმკურნალობას მივყავით ხელი, შესაძლოა სერიოზული დაავადება მივიღოთ ან თმის დიდი ნაწილი უბრალოდ დავკარგოთ.

ლეგენდის თანახმად, მანგოს ნაყოფი ბუდასათვის გაუგზავნიათ დასამშვიდებლად, როცა იგი ადამიანთა ბედზე მძიმედ იყო ჩაფიქრებული. თუმცა მანგოს ნაყოფი არც კარგი განწყობილების დროს იქნება ზედმეტი.

როგორ შევარჩიოთ

ამ ეგზოტიკური ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობაა წაგრძელებული ფორმის პრიალა ნარინჯისფერკანიანი მანგო. მაღაზიებში ხშირად წააწყდებით მუქი მწვანე ფერის ლოყაწითელ ნაყოფს. ზრდასრული ნაყოფი უნდა იყოს რბილი და ყუნწთან ახლოს ჰქონდეს მცირე ჩაღრმავებები.

სტენდალის სინდრომი
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ხელოვნების უნიკალური ნიმუშები ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგჯერ ნეგატიურ გავლენას ახდენს. მდგომარეობას, რომელიც ადამიანს ერთად თავმოყრილი ხელოვნების ნიმუშების თვალიერებისას ეუფლება, იტალიელმა ფსიქიატრმა მაგერინმა 1979 წელს სტენდალის სინდრომი უწოდა. რატომ სტენდალის? იმიტომ, რომ თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში “ნეაპოლი და ფლორენცია” ფრანგი მწერალი ამ ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებთა თვალიერებისას სწორედ მსგავს სიმპტომებს აღწერს.

წელის არეში ტკივილი
შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებამ. ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ხშირად შეინიშნება მისი ტრანსლაცია ანუ გადაადგილება წელის არეში ღრმად მდებარე ორგანოებიდან. ადამიანს ეჩვენება, რომ წელი სტკივა, ჰგონია, მალე თავისით გაუვლის, სინამდვილეში კი ძირითადი პრობლემა ორგანიზმის სრულიად სხვა ნაწილშია და საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს.

ზურგისა და სახსრების ტკივილი ბევრისთვის კარგად ნაცნობი პათოლოგიური სიმპტომია. ცნობილია, რომ ვერტებროგენული ტკივილის სინდრომი გვხვდება მოსახლეობის 70-90%-თან და, წესისამებრ, ყველაზე შრომისუნარიან ასაკში. ეს მდგომარეობა ხშირად მიმზიდველ საკბილოდ აქცევს პაციენტს ათასგვარი დილენტატისა და შარლატანისთვის, რომლებიც ხალხური სამედიცინო საშუალებებითა თუ დამახინჯებული ტერმინოლოგიით თავბრუს ახვევენ ტკივილისაგან გაწამებულ ადამიანს და “დისკის ჩასწორებით” განკურნების დაპირებასაც უხვად არიგებენ. რისი ბრალია სინამდვილეში ზურგისა და სახსრების ტკივილი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა “ხერხემლის” ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ფალიანი-კაციტაძე.

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა ხშირად ორსულობის პერიოდში იჩენს თავს. შესაძლოა თუ არა, ქალი ყურადღებას არ აქცევდეს ორგანიზმში დუნედ მიმდინარე ცვლილებებს? როგორ გამოვავლინოთ დროულად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა? ამ და სხვა საკითხებზე ენდოკრინოლოგი თეა ხუროძე გვესაუბრება:

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

UICC-ის (The Union for International Cancer Control) მონაცემებით, კიბოს დიაგნოზით მსოფლიოში ყოველთვე კვდება 600 ათასი კაცი, რომელთა დაავადების პრევენცია ან მკურნალობა სწორი სკრინინგსტრატეგიის შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმატა კიბოს შემთხვევებმა; უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შეძლეს, სკრინინგცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ, ეს კი ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო იარაღია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლისას. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

განვაგრძობთ საუბარს საქართველოს ორგანულ კანონში, შრომის კოდექსში,  2013 წლის 4 ივლისიდან შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამჯერად ყველაზე მეტი კითხვა სამუშაო დროის განსაზღვრას, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, შვებულებას (მათ შორის - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო), შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის კანონიერებას, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს ეხება.

მყავს ორი წლის ბიჭუნა, რომელიც საერთოდ არ მიჯერებს. გამუდმებით ჭირვეულობს და ჩემს ყურადღებას ითხოვს, მისი გადამკიდე, შინ, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებ. თუ რამე ავუკრძალე, საშინელ ისტერიკას მართავს. მეგობრები მირჩევენ უფრო მკაცრად მოვექცე, მაგრამ არაფერი გამომდის... ქეთი, 30 წლის

ბიჭუნას რთული ასაკი აქვს: ის ამოწმებს ნებადართულის საზღვრებს, ცდილობს, თავისი მოთხოვნები წამოაყენოს და თავისი გაიტანოს, ამიტომ ხშირად ირჩევს ისეთ მომენტებს, როცა თქვენ დაკავებული ხართ და ითხოვს იმას, რის გაკეთებაც იმ დროს არ შეგიძლიათ.

უეცრად აღმოცენებული ტკივილი ყელში, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე და დიაგნოზიც ნათელია - ყელის ანთება! რატომ ვითარდება ანთება ყელში? დღეს შევეცდებით, ამ კითხვას გავცეთ პასუხი.

უმეტესად ყელის ანთების მიზეზია ხახის, ნუშურა ჯირკვლების ან ხორხის მწვავე ინფექცია. მედიცინაში ხახის ანთებას ფარინგიტი ეწოდება, ნუშურა ჯირკვლების ანთებას - ტონზილიტი, ხოლო ხორხის ანთებას - ლარინგიტი.

სალბი საოჯახო აფთიაქის მუდმივი ბინადარია
ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ სალბს კლიმაქსის, ჭარბი ოფლიანობის, შარდის ბუშტის ანთების, საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალოდ. მე მინდა გასწავლოთ სალბის გამოყენება ლარინგიტის დროს ძალიან ეფექტურია:

ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით. ზურგი მორუხო-მოცისფრო აქვს, გვერდები - ვერცხლისფერი, ზოგჯერ - წვრილი შავი ლაქებით დაწინწკლული. ორაგული საშუალოდ 5-30 კგ-ს იწონის, თუმცა გვხვდება 40-45 კგ წონის ინდივიდებიც. ორაგულის სიგრძე საშუალოდ 50-დან 150 სმ-მდეა. ამ თევზს მტკნარი წყლის სახეობებს მიაკუთვნებენ, რადგან პირველი სამი წლის განმავლობაში სწორედ ასეთ წყალში ბინადრობს. ორაგული მიგრაციული თევზია. ჩვენს ბაზარზე ის უმთავრესად კანადიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან შემოაქვთ.

ზამთრის ცივ დღეებში თბილად ვიცვამთ, ვათბობთ ოთახს. მოდი, ვიფიქროთ ორგანიზმის სხვა საშუალებით - თბილი საკვებით - გათბობაზეც. რომელი კერძია ზამთარში შეუცვლელი, თანაც დიდ-პატარისთვის ერთნაირად სასარგებლო? ამის შესახებ პედიატრი მანანა უბილავა გვესაუბრება.

- წლის ცივ პერიოდში საკვები ერთ ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს - ათბობდეს და სტრესისგან იცავდეს ორგანიზმს. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი თერმორეგულაციის ექსტრემალურ რეჟიმზეა გადაწყობილი, ამიტომაც ითხოვს ცხელ, ნოყიერ და სქელი კონსისტენციის საკვებს. ბავშვის ორგანიზმიც ანალოგიურად უნდა იკვებებოდეს მისთვის შესაბამისი კერძებით, რომლებიც იქნება ნაკლებად ნოყიერი და სანელებლებით ნაკლებად შეზავებული, ვიდრე მოზრდილებისა.

მყავს ორი შვილი - გოგონა და ვაჟი. ალბათ, ყველა ბავშვი ბაძავს მშობლებს, მაგრამ ჩემი შვილები ამ მხრივაც გამოირჩევიან. ჩემს ქმარს ამაზე ეცინება, მე კი მიმაჩნია, რომ მშობლებს მეტი ყურადღება და ქცევის კონტროლი მართებთ...

თაობათა ურთიერთობის საკითხი ყველა ეპოქაში უპირველესი პრობლემა იყო და ალბათ ყოველთვის ასე იქნება. მშობლები მუდამ თავიანთ ახალგაზრდობას მისტირიან, არ მოსწონთ შვილები და მათი მეგობრები...

“რა ესაქმება გოგონასთან ქალების ექიმს?” - ფიქრობს ზოგიერთი მშობელი. მოსარიდებელი არაფერია, საშიში - მით უმეტეს; პატარა გოგონას, მომავალში დედა რომ უნდა გახდეს, უდავოდ სჭირდება გინეკოლოგის კონსულტაცია. როდის არის ეს აუცილებელი, ამის შესახებ ექიმი დარეჯან შენგელია გვესაუბრება.

- სჭირდება კი პატარა გოგონას გინეკოლოგის კონსულტაცია? ან რამდენად ხშირია ბავშვებში გინეკოლოგიური პრობლემები?

მართალია, საახალწლო განწყობა ჯერ ბოლომდე არ განელებულა, მაგრამ უკვე დროა, მომავალი წლის გეგმებზე ვიფიქროთ. ბავშვის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საბავშვო ბაღში წასვლა - პირველი კონტაქტი საზოგადოებასთან, კოლექტივთან, თანატოლებთან. დღეს სკოლამდელ დაწესებულებებთან პატარა ბიჭების შეგუებაზე ვისაუბრებთ.

პატარა ბიჭი ბაღში მიდის. ვინ არის ის - დედიკოს ნებიერა თუ მომავალი მამაკაცი? ბიჭების მისამართით ხშირად გვესმის: “ბიჭია, დროა, დამოუკიდებელი გახდეს!”, “ნუ გყავს კალთაზე გამობმული, გაუშვი, დამოუკიდებლობის დროა!”, “უკვე სამი წლისაა, მაგრამ სულ დედის კალთაში უნდა ჯდომა, რა ეშველება!”, “გოგო შეიძლება სახლში გყავდეს, მაგრამ ბიჭისთვის ბაღი აუცილებელია, ის უნდა გამოიწრთოს!” ერთი სიტყვით, საზოგადოებას მიაჩნია, რომ ბიჭს არ აქვს უფლება, დღე დედასთან გაატაროს.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად