ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #23 (318) მკურნალი #23 (318)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#23 (318) მკურნალი
შიში ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სულ სხვაა აკვიატებული, ავადმყოფური შიში - ფობია. ფობიებით დაავადებულია მოსახლეობის 10%-ზე მეტი. იმის გამო, რომ ამ დროს დომინირებს შიშის გრძნობა, აკვიატებული შიშები მეტად მრავალფეროვანია და ძალიან ხშირად გვხვდება.

ფობიის საფუძველი აკვიატებაა. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით და შიშებით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ უმეტესად ის ბავშვობაში იწყება. დაავადებულს მთლიანად მოიცავს აკვიატებული აზრები. მას ესმის მათი აბსურდულობა, ებრძვის მათ, მაგრამ არ შეუძლია, შეწყვიტოს აკვიატებული ფიქრი, მოქმედება, ქცევა. ეს აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზია - ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმძიმისაა.

კალციუმი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ძირითადი მიკროელემენტია, რომელიც უპირატესად ძვალსახსროვანი სისტემის ნორმალურ განვითარებას განაპირობებს, ამიტომ მშობლები დაბადებიდან და ზოგჯერ დაბადებამდეც გაძლიერებულად აწვდიან მას შვილს. არადა, ზომიერება ყველგან საჭიროა.


ვარჯიში ხელს უწყობს საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკას
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ფიზიკური ვარჯიშითა და ჯანსაღი კვებით შესაძლებელია საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკის დაწევა. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდ ბრიტანეთში საშვილოსნოს კიბოს შემთხვევათა თითქმის ნახევრის (წელიწადში დაახლოებით 3700 ახალწარმონაქმნის) თავიდან აცილება შეიძლებოდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ფიზიკური აქტივობის მეშვეობით.

თუ საკუთარი ჯანმრთელობა გადარდებთ, ჯანსაღად უნდა იკვებოთ და რძემჟავა პროდუქტების შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი. კულინარიულ სამყაროში დღემდე არ გამოჩენილა არაფერი, სასარგებლო თვისებებით რძის პროდუქტებს რომ აღემატებოდეს. რძის ნაწარმი შეიცავს ყველა ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის, ურომლისოდაც მას ნორმალური არსებობა არ შეუძლია: სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაორგანულ მარილებს, ვიტამინებს, ჰორმონებს და ე.წ. იმუნურ სხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

რა არის მამაკაცის იმიჯი და რაზეა ის დამოკიდებული, როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ იგი?

ზოგისთვის ის შესაძლოა განისაზღვრებოდეს იმით, რას ფიქრობენ მასზე ბიზნესპარტნიორები ან ქალები, ზოგისთვის - თვითშეგრძნებით და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის უნარით. როგორც ერთ, ისე მეორე თვალსაზრისს აქვს არსებობის უფლება, თუმცა თითოეულ მათგანს გააჩნია განმასხვავებელი მხარეც. მაგალითად, საქმიანი მამაკაცის იმიჯს ქმნის კარგი განათლება, კომპეტენტურობა, მოლაპარაკებათა წარმოებისა და ადამიანების გაერთიანების უნარი. ასეთმა ხელმძღვანელმა უნდა გამონახოს საერთო ენა ხელქვეითებთან, ისწავლოს ადამიანებისთვის თავის მოწონება, გამოირჩეოდეს ქარიზმულობით.

მრავალ თქვენგანს ეცნობა სიტუაცია, როდესაც კრემს უცნაური სუნი ასდის ან უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა ვადის გასვლამდე საკმაო ხანია დარჩენილი. რატომ ფუჭდება კრემები? კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები მყიდველთა ყურადღებას შენახვის წესებსა და ვადაზე ამახვილებენ, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქალებს კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისა და გამოყენების საკითხები უფრო აღელვებთ. ამ წესების უგულებელყოფა კი მხოლოდ მატერიალურ ზარალს - გაფუჭებულ კრემს, გამომშრალ ლაქს - კი არ გვიქადის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. კოსმეტიკური საშუალებების ყველაზე ეფექტური კონსერვანტებიც კი არ არის მარადიული, ხოლო კოსმეტიკურ საშუალებათა ინგრედიენტების (მათ შორის - თავად კონსერვანტების) დაშლის პროდუქტებმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს როგორც კანს, ისე მთელ ორგანიზმს. ამდენად, კოსმეტიკის შენახვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ოთხ ძირითად კრიტერიუმს: ადგილს, ტემპერატურას, შენახვის ვადას და წესს.

ვარ ძალიან მცივანა, შემოდგომისა და ზამთრის დადგომა არასოდეს მიხარია. კარგად რომ გავთბე, უამრავი რამის ჩაცმა მიწევს, ასე ჩაცმული კი მძიმედ  ვმოძრაობ, დისკომფორტს ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ გადავიტანო ეს ცივი თვეები ისე, რომ დეპრესიამ არ შემიპყროს. რით შეიძლება შევიმსუბუქო მდგომარეობა და გამოვიკეთო განწყობილება?

ყველა ერთნაირად როდი უძლებს სიცივეს. ზოგიერთი ზამთრის შვებულებას თბილ ქვეყნებში ატარებს, სადაც მცირე ხნით მაინც ივიწყებს თბილ ტანსაცმელს და მოსაწყენ ცივ საღამოებს. თუმცა სიცივეს, ყინვას, ქარს სხვაგვარადაც შეიძლება გავუმკლავდეთ. თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე რჩევას:

ჯანსაღი კვება რომ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველია, ყველამ ვიცით. სწორი და რაციონალური კვებით უამრავი ქრონიკული დაავადების, მათ შორის - სიმსივნურის, თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, პროფილაქტიკის მეთოდებს შორის ჯანსაღ კვებას ძალიან დიდი ადგილი უკავია. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტები ონკოლოგიური პროცესებისა და უჯრედთა გადაგვარებისგან დამცავ სულ უფრო მეტ პროდუქტს ასახელებენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოკლე დახასიათებას.

“პტოზი” ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დაწევა-ჩამოშვებას ნიშნავს. ამ ტერმინით აღინიშნება სხეულის რომელიმე ორგანოს ან ნაწილის დაწევა. შინაგან ორგანოთა დაწევა შეიძლება იყოს კონსტიტუციური (ანუ თანდაყოლილი) და შეძენილი. პირველ შემთხვევაში პრობლემა განპირობებულია მუცლის ფარისა და მენჯის კუნთოვანი აპარატის, ასევე ორგანოთა იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით (სუსტი განვითარებით). მეორე შემთხვევაში შინაგანი ორგანოები ადგილმდებარეობას იცვლიან კუნთოვანი და იოგოვანი აპარატის გაწელვა-მოდუნების, შესუსტების გამო. ამას ხელს უწყობს მძიმე ფიზიკური სამუშაო, გადაძაბვა, მძიმე ტვირთის ხშირი აწევა, მრავალი მშობიარობა, წონის მკვეთრი კლება და სხვა. თვეში 2-3 კგ-ზე მეტის დაკლება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

კანის სიმსივნური პროცესის დასაწყისი თითქოს არ უნდა იყოს ძნელი ამოსაცნობი, რადგან კანი სხეულის ხილული ორგანოა და მასზე მომხდარ ცვლილებებს იოლად ვამჩნევთ. რა გზით შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება, ამის შესახებ გვესაუბრება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების ონკოლოგი ნათია მამადაშვილი.

- ქალბატონო ნათია, ხალის რა სახის ცვლილებებია საყურადღებო და როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალი?

გარე სამყაროს კანცეროგენები საკვებ პროდუქტებში
ცივილიზაციის მონაპოვარმა და ტექნიკურმა პროგრესმა, გარდა იმისა, რომ დიდი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას, სერიოზული საფრთხეები და პრობლემებიც შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას. საკვები დღეს, როგორც არასდროს, დაბინძურებულია მავნე ნივთიერებებით, სასოფლო სამეურნეო შხამ-ქიმიკატებითა და გარე სამყაროში არსებული სხვადასხვა კანცეროგენით. ყველაზე ხშირად საკვებ პროდუქტებში გვხვდება კანცეროგენული პოლიციკლური ნახშირწყლები, ნიტროზოშენაერთები, მიკოტოქსინები, დიოქსინები, პესტიციდები და მძიმე მეტალები.

ართროსონოგრაფია სახსრებისა და პარაარტიკულური (ახლომდებარე) რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევის უახლესი და ძალზე მნიშვნელოვანი მეთოდია. ის განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და, ამის კვალობაზე, იზრდება დიაგნოსტიკის შესაძლებლობებიც, რაც ულტრაბგერითი კვლევის ტექნოლოგიის მუდმივ სრულყოფასთან არის დაკავშირებული. გვესაუბრება ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ გურგენიძე.

- რის გამოკვლევის საშუალებას იძლევა ართროსონოგრაფია?

რა აჩენს უროლოგიურ სიმსივნეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია, ხოლო კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ამა თუ იმ პაციენტს ამგვარი სიმსივნე - შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, არსებობს პირობები, როდესაც მეცნიერებს შეუძლიათ, მეტ-ნაკლები სიზუსტით ივარაუდონ მომავალში ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობა. მკითხველთა უკეთ ინფორმირებისთვის ეს სტატია სწორედ ამ თემას, ასეთ პირობებსა და რისკჯგუფებს მიეძღვნება.

შარდის ბუშტის კიბო
შარდის ბუშტის კიბოს წილად ყველა ლოკალიზაციის სიმსივნეთა 3% მოდის. რისკჯგუფში ხვდებიან ადამიანები, რომელთა ორგანიზმზე ხანგრძლივად ზემოქმედებს არომატული ამინები ან რომლებიც ქრონიკული ცისტიტით იტანჯებიან.

ჩემს შვილს ჰაიმორიტის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც კი ქარი წამოუბერავს, მაშინვე ეწყება სურდო, რომელიც კვირაობით და თვეობით უგრძელდება, სტკივდება სახე. ეგებ გაგვაცნოთ ეს დაავადება - რა იწვევს, როგორ დავიცვათ მისგან თავი, როგორ ვიმკურნალოთ...

სინუსიტი - პარანაზალური ანუ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში.

ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ბევრისთვის განაჩენის ტოლფასია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება გვიანდელ სტადიაზე დიაგნოსტირდება. დიაგნოზის დასმის შემდეგ პროგნოზის განსაზღვრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების სტადია - ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მკურნალობის სტრატეგია და ტაქტიკა, არამედ ცხოვრებისა და შრომის პერსპექტივაც მომავალში.

თუ კანზე სოკო დაგისახლდათ
ზღვის სეზონი რამდენადაც სასიამოვნოა, ზოგჯერ იმდენადვე უსიამოვნო საჩუქარს ტოვებს - სოკოს. მე ჩემებურად ვუმკლავდები “ზღვის ნობათს”:

* ბოლოკის თესლი დანაყეთ, დაასხით ცოტაოდენი წყალი - იმდენი, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა - და წაისვით დაავადებულ ადგილებზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 1-2-ჯერ 7-10 დღის განმავლობაში. კანი მოგირჩებათ.
მაია ლომსაძე, თბილისი

განვაგრძობთ საუბარს იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც შეიძლება შეეჯახოს ორი პატარას დედა.

თამაში და სათამაშო
თუ პატარებს შორის ასაკობრივი განსხვავება 2-3 წელია, იმ მომენტისთვის, როცა უმცროსი აქტიურად იწყებს გარემოს ათვისებას: ჩამოდის იატაკზე, იწყებს ცოცვას, სწავლობს წამოდგომას, - უფროსი ნანატრ სათამაშოებთან ურთიერთობის უფლებას იღებს. მას შეუძლია, ხელში დაიჭიროს ფლომასტერები, პლასტილინი, მოზაიკა, კონსტრუქტორი, საღებავები...

ფსიქოლოგები და ეთნოლოგები სოციალური იერარქიების შესახებ საუბრისას ხშირად ახსენებენ ალფა-პოზიციას. შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც გაუგონია გამოთქმა “ალფა-მდედრი” ან “ალფა-მამრი”. ეს ტერმინი აღნიშნავს დომინანტ არსებას, რომელიც გამუდმებით იცავს საკუთარ სტატუსს, ამ სტატუსის წყალობით კი მისთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო რესურსები. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ალფა-სტატუსის პირადი უპირატესობების აღწერისას ხშირად მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე ალფას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფუნქცია - ის გარემოება, რომ ალფა-პირი უზრუნველყოფს ჯოგის ან ადამიანთა ჯგუფის გადარჩენას. სწორედ ამ ჯგუფზე და მის ბედზეა პასუხისმგებელი ალფა. ალფა კმაყოფილია, როცა დაკმაყოფილებულია მთელი ჯგუფი; ის მომავლისკენ იყურება, მზადაა მიიღოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, აკონტროლებს რესურსთა სამართლიან განაწილებას, თავიდან იცილებს და აგვარებს კონფლიქტებს. ჯგუფის სხვა წევრები ენდობიან და ემორჩილებიან ყოჩს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობას, ზრდის ერთიანობას გარეშე მტერთან ბრძოლისას.

როდის დავიწყო ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა, როგორ გამოვუმუშაო საჭირო ჩვევები? მინდა, ჩემი შვილი ჭკვიანი და გონიერი გაიზარდოს...

ვის არ სურს ჭკვიანი და გონიერი შვილი, მაგრამ ამისთვის ძალიან ადრე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ჩვილი ასაკიდან იწყება, ამიტომ მის განვითარებაზე მშობლებმა პირველივე დღეებიდან უნდა იზრუნონ. ბავშვი სწორად რომ აღვზარდოთ, ასაკის შესატყვისად უნდა ვასწავლოთ. ბავშვს დაბადებიდანვე აქვს ტვინის უჯრედებისა და ნეირონების სრული კომპლექსი.

ამ დაავადების პირველი ნიშნები უმეტესად ბავშვთა ასაკში იჩენს თავს. როგორ ამოვიცნოთ ის, რომ დროულად დაისვას დიაგნოზი? გვესაუბრება პედიატრი ეკა ჩხარტიშვილი.

- რა არის ასთმა?
- ბრონქული ასთმა - ეს ბრონქების განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც მოიცავს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და მომატებულ მგრძნობელობას ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ (ინფექცია, მტვერი, მკვეთრი სუნი და ა.შ.), წვრილი ბრონქების შეშუპებისა და სპაზმის გამო თავისუფალი სუნთქვის დარღვევას, მწებავი ნახველის გამოყოფას.

მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. ჩემს პატარა ბიჭუნას (ორწლინახევრისაა) ჩუჩა არ ეწევა. მართლია, შარდვა არ უჭირს, მაგრამ მაინც მეშინია. საჭიროა თუ არა ჩუჩის გადაწევა? რას მირჩევთ?

ჩემს ბიჭს სათესლე ჯირკვალი ბოლომდე არ ჩამოუვიდა. როგორ მოვიქცეთ?


რა არის ფიმოზი
ფიმოზი ჩუჩის იმგვარი შევიწროებაა, რომლის დროსაც მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. მუცლად ყოფნის პერიოდში და სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია და განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური სივიწროვით, არამედ ასოს თავზე მისი მი­წებებით.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად