ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #19 (314) მკურნალი #19 (314)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#19 (314) მკურნალი
შემჩნეულია, რომ ზედმეტად აგრესიულ ადამიანებს სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად დაბალი აქვთ. რა თქმა უნდა, ამ კავშირის არსებობას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ მეცნიერთათვის ცხადია, რომ ქოლესტერინთან ხელჩართული ბრძოლა ზოგჯერ ზედმეტია.

ვიცვლით სტრატეგიას

ექიმის ფრაზა: “ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ”, - ჩვენთვის განაჩენივით ჟღერს. გვინიშნავენ უმკაცრეს დიეტას და მაღალეფექტურ აბებს, წარმოსახვა კი ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვის კედლის საშინელ სურათებს გვიხატავს.

ფსიქიკური და ნევროლოგიური პათოლოგიების გასაღები პრობიოტიკებში იმალება
ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - მოხალისეებს, რომელთაც ნორმალური წონა ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ უმასპინძლდებოდნენ “ცოცხალი” იოგურტით, მერე კი ემოციასა და ტკივილთან დაკავშირებული ტვინის უბნების აქტიურობას უმოწმებდნენ. გაირკვა, რომ ასეთი რაციონი ტვინის ამ უბნების აქტიურობას აქვეითებს, ხოლო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი უბნებისას ზრდის.

ზაფხულში ზღვაზე არ წავედი, რადგან ზედმეტი წონის გამო დისკომფორტს განვიცდი. დიეტას ვიცავ. მინდა, ხავერდოვან სეზონზე მაინც მოვახერხო დასვენება. იქნებ რაიმე ეფექტური დიეტა მირჩიოთ.

სექტემბერია, თუმცა მზის მცხუნვარება ჯერ კიდევ არ მინელებულა. ზღვის სანაპიროზე და საცურაო აუზების ირგვლივ კვლავ უამრავი ხალხია. გსურთ, მოხდენილი სხეულით მოიწონოთ თავი? ყურადღება მიაქციეთ კვებას, დაიცავით დიეტა, ოღონდ აუცილებლად ჯანსაღი.

მამაკაცი საქმიან შეხვედრებზე უნაკლოდ და შთამბეჭდავად რომ გამოიყურებოდეს, საჭიროა, იცავდეს ჩაცმის გარკვეულ წესებს. ნებისმიერი დარგის პროფესიონალს უნდა შეეძლოს სწორად ჩაცმა. „თავისუფალი ხელოვანის” სტილი ბიზნესმენისთვის შეუფერებელია. საქმიანმა კოსტიუმმა მამაკაცურად და წარმოსადეგად უნდა წარმოგაჩინოთ.

უმაღლესი ხარისხის შალის ქსოვილის კოსტიუმით ყოველდღე სიარული სულაც არ არის საჭირო. როგორც შარვალს, ისევე პიჯაკს სჭირდება საკიდზე “დასვენება”. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ 2-3 კოსტიუმი როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონისთვის.

მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კვება. სპეციალისტთა დაკვირვებით, არსებობს საკვები, რომელიც დიდ როლს ასრულებს ონკოდაავადებების პროფილაქტიკაში. ამ პროდუქტებს შორის არიან ნამდვილი “რეკორდსმენებიც”, რომლებსაც ანტისიმსივნურ პროდუქტებსაც უწოდებენ.

მაკიაჟის გაკეთება  ნამდვილ ხელოვნებას მოითხოვს, რომელიც ყველა ქალმა უნდა აითვისოს.

კანის მოვლა

* სახის კანი სუფთა და ჯანსაღი რომ იყოს, ყოველ დილა-საღამოს უნდა გავისუფთაოთ. მას უნდა მოვეპყროთ ნაზად. არ შეიძლება გაჭიმვა ან უხეში მოძრაობებით გასუფთავება - ამან შესაძლოა კანის გაღიზიანება და ნაადრევი ნაოჭების გაჩენა გამოიწვიოს.
* გაწმენდის შემდეგ კანი უნდა გამოვაცოცხლოთ შესაბამისი ტონიკით.

ატამი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. მის გვარში 6 სახეობაა. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი. დანარჩენ სახეობებს უმთავრესად დეკორატიულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიში არსებობს. ნაყოფის წონა 250 გ-მდე აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი - მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, შებუსული ან გლუვი (ვაშლატამა), რბილობი - თეთრი ან ყვითელი.

პეტი - პოზიტრონემისიური ტომოგრაფია - რადიოიზოტოპური დაიგნოსტიკის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ზრდის ონკოლოგიური, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტურობას და პროცესის კონტროლირების საშუალებას იძლევა.

პეტის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის შინაგანი ორგანოების არა მარტო მდგომარეობის შეფასება, არამედ მეტაბოლიზმის გამოკვლევაც.

მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ძალზე მნიშვნელოვანია ფიბროზისა თუ ციროზის არსებობის დადგენა. ეს საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ პროგნოზი და დავადგინოთ პროცესის პროგრესირების ტემპი ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა C ჰეპატიტი და არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი. სადღეისოდ ღვიძლის კანგავლითი (პერკუტანული) ბიოფსიით მიღებული ქსოვილის მიკროსკოპიული შესწავლა ფიბროზის ან ციროზის არსებობის დასადგენ ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ღვიძლის ბიოფსიას თან ახლავს მცირედი რისკი -  პროცედურა ინვაზიურია, შესაძლოა გართულდეს სისხლდენით.

ჩვენ გარშემო სამყარო სწრაფად იცვლება. იმან, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიგვაჩნდა, დღეს ხორცი შეისხა. მეცნიერთა აზრით, სამეცნიერო-ფუნდამენტურ, ტექნიკურ სფეროებში და მათთან ერთად - მედიცინაშიც კაცობრიობის პროგრესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რაც უდავოდ ემსახურება ცხოვრების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. თანამედროვე მედიცინა, ტექნიკური პროგრესი, ფარმაკოლოგიური კვლევები, გარღვევები გენეტიკის სფეროში, ნანოტექნოლოგიები და კვლევები ადამიანის ორგანიზმის მიკროსამყაროს ირგვლივ - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთა გარეშეც თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.

სტომატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და სტომატოლოგთა არსენალი ისეთი საშუალებებით გამდიდრდა, რომლებსაც დიდი უპირატესობა აქვს ადრინდელ ანალოგებთან შედარებით და ერთნაირად მისაღებია როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვისაც. სტომატოლოგიურ სიახლეებზე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტ-ლაინის” ექიმი სტომატოლოგი ქეთევან მაისურაძე გვესაუბრება.

მედიცინა მთელ მსოფლიოში გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ, რაც უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასაც უწყობს ხელს. მოდი, უახლოეს მომავალში შეხედვა ვცადოთ. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ ისეთი ტექნოლოგიები დაგვხვდება, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი ვიოცნებებდით.

მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატები შედარებით ახალი სიტყვაა სიმსივნური დაავადების მკურნალობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ უკვე იყენებენ ამ ჯგუფის პრეპარატებს, მათი მეშვეობით მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების ეფექტურობა და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგები.

დენსიტომეტრია დღესდღეობით ოსტეოპოროზის სადიაგნოზო ერთადერთი მეთოდია. ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, მისი მიმდინარეობისა და ხარისხის სარწმუნოდ შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ დენსიტომეტრი, გამოკვლევისთვის განკუთვნილი აპარატი, სულ ახალი შექმნილია, დენსიტომეტრიას როგორც კვლევის მეთოდს 60-წლიანი ისტორია აქვს. საყურადღებოა ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოსტეოპოროზი 21-ე საუკუნის ახალ ეპიდემიად არის დასახელებული.

მკითხველს ალბათ არ გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ კარდიოქირურგია ნაბიჯებით კი არა, ნახტომებით მიიწევს წინ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამერიკასა და ევროპაში მილიონობით დოლარი იხარჯება ადამიანთა გადასარჩენად - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ხომ გავრცელების მიხედვით მთელ მსოფლიოში უწინდებურად პირველ ადგილზეა. სხვა საქმეა, როგორ ერთვება საქართველო სიახლეთა ფერხულში, როგორ ახერხებს მოწინავე მეთოდების დანერგვას.

ორგანოთა გადანერგვა - მოვლენა, რომელიც ამ სიტყვებით აღინიშნება, დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მართლაც, რაოდენ დიდი მიღწევაა მედიცინის ისე განვითარება, როცა ექიმს ძალუძს ამოიღოს ადამიანის დაზიანებული ორგანო და საღით შეცვალოს. დიახ, გეთანხმებით, რომ საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სახის გადანერგვა წარმოებს, მაგრამ, კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე, გვჯერა, არც ისე შორია დღე, როცა ჩვენს ქვეყანაში ყველა ის ტრანსპლანტაციური ოპერაცია შესრულდება, რომლებიც სადღეისოდ წარმატებით არის აპრობირებული მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

ტესტი მოიცავს 60 დაუმთავრებელ წინადადებას, საქს-სიდნეის მეთოდის ვარიანტს. წინადადებები დაყოფილია 15 ჯგუფად, რომლებიც ახასიათებს მოზარდთა დამოკიდებულებას მშობლებისადმი, მეგობრებისადმი, კლასის დამრიგებლისადმი, სკოლის დირექტორისადმი, საკუთარი წარსულისადმი, მომავლისადმი და ა. შ. წინადადებათა ყოველი ჯგუფისათვის გამოიყენება დახასიათება “კონფლიქტის არარსებობა” (-) და “კონფლიქტის არსებობა” (+), თუ წინადადება შეიცავს უარყოფით აზრს. მაგალითად, “როდესაც კლასის დამრიგებელი მიახლოვდება, მუხლები მიკანკალებს”. ტესტის შევსების შემდეგ დააჯამეთ მინუსები. თუ ოთხი წინადადებიდან სამი ან ოთხი უარყოფითი აზრის მატარებელია, კონფლიქტი აშკარაა.

კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას, ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ის განსაკუთრებით ადვილი ასათვისებელია. მისი შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია - კვერცხი ხომ ბუნების მიერ ფრინველთათვის სიცოცხლის მისაცემად არის შექმნილი! კვერცხის ცილა მიღებიდან სამ საათში მთლიანად აითვისება და ორგანიზმს ძვირფასი საკვები ნივთიერებებით ავსებს. მისი ენერგეტიკული ღირებულება სულ 45 კკალორიას შეადგენს. ამასთან, კვერცხის ცილა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით.

ზოგიერთი წამლის მოქმედება შესაძლოა გაანეიტრალოს ან შეასუსტოს ამა თუ იმ საკვებთან კომბინაციამ, მაშინ როდესაც გონივრული და რაციონალური კვებით შესაძლებელია წამლის მოქმედების გაძლიერება და მისი სამკურნალო ეფექტის გაზრდა.

ანტიბიოტიკები

ტეტრაციკლინი, ბიომიცინი და ამ ჯგუფის სხვა წარმომადგენლები ყველაზე კონფლიქტური ანტიბიოტიკებია. მათი მიღებისას რეკომენდებულია რაციონიდან ამოიღოთ რძე და რძის ნაწარმი - ისინი პრაქტიკულად ანეიტრალებენ ჩამოთვლილი პრეპარატების ეფექტს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, შეზღუდეთ მჟავე საკვები, წვენები, გაზიანი სასმელები, მშრალი ღვინო და ძმრით შეზავებული კერძები.

პროპოლისის კარაქი წყლულს კურნავს
წლების განმავლობაში მაწუხებდა კუჭის ტკივილი. დამისვეს წყლულის დიაგნოზი. რით არ ვიმკურნალე, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე იყო. ერთხელ, აფთიაქში მორიგი წამლის საყიდლად რომ შევედი, გამყიდველმა მითხრა, წყლულის კარგ წამალს გასწავლი, ვისაც კი ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც გიშველოსო. თქვენ წარმოიდგინეთ, ვცადე და მოხდა სასწაული, კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებს.

არცთუ დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ჩვილისთვის მატყუარა საწოვარა სასარგებლო კი არა, მავნებელი იყო - ხელს უშლიდა კბილების სწორ განვითარებას. დღეს ეს მოსაზრება მოძველებულად მიიჩნევა და პედიატრები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მატყუარა გაჭირვეულებული პატარას დასამშვიდებლად, ჭამის დრომდე მის შესაქცევად, დაძინების გასაადვილებლად.

მაღაზიის თაროებზე მრავლად არის წითელ-ყვითელი, ხილის ფორმისა თუ რულეტივით დახვეული, შაქარში ამოვლებული თუ შოკოლადით მოჭიქული მარმელადი. ეს ტკბილეული უმალვე იტაცებს თვალს და დაგემოვნების სურვილს გვიჩენს. მაგრამ სასარგებლოა თუ არა იგი ბავშვის ორგანიზმისთვის? ამ კითხვით პედიატრ მანანა ანდღულაძეს მივმართეთ.

უცხოელი სპეციალისტები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ გლობალიზაცია თანამედროვე სტუდენტებს აუცილებელ მოთხოვნებს უყენებს - სასწრაფოდაა საჭირო იმ უნარების განვითარება და იმ ცოდნის დაუფლება, რომელიც 21-ე საუკუნეში მათ ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას მოუტანს. მშობლები, განათლების მუშაკები, დამსაქმებლები, კანონმდებლები ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ კრიტიკული აზროვნება, შეეძლოთ, შემოქმედებითად მიუდგნენ ამოცანათა გადაწყვეტას და იმუშაონ გუნდურად. სწორედ ამ ჩვევების გამომუშავებაა განსაკუთრებით რთული.

ვიწყებთ განვითარების ფსიქოლოგიისა და მიჯაჭვულობის თეორიის ცნობილი სპეციალისტის, გორდონ ნიუფელდის სტატიების ბეჭდვას. ნიუფელდი გვთავაზობს მკვეთრ და გასაგებ მოდელს, რათა გვიჩვენოს, როგორი პირობებია აუცილებელი ბავშვის წარმატებით გაზრდისა და დამოუკიდებელ პიროვნებად მისი ჩამოყალიბებისთვის. ვიმედოვნებთ, მკითხველს მისი მოსაზრებები დააინტერესებს.

მედიცინის წინსვლა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კვლევის უახლესი მეთოდებით როდი შემოიფარგლა - მან ბავშვის მოვლა-აღზრდაშიც თქვა ახალი სიტყვა და თითქმის თავდაყირა დააყენა ჩვენი ბებიების წარმოდგენები და გამოცდილება. გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

- ვიდრე პატარა დედის რძით იკვებება, წყალი შეიძლება არ ვასვათ, მაგრამ დამატებით კვებაზე გადასვლასთან ერთად ვითარება იცვლება. რა ხდება ამ დროს?

ჩემი 6 წლის შვილი ფულისადმი უკვე იჩენს ინტერესს. როგორ მოვიქცე, რომ მისდამი სწორი დამოკიდებულება ჩამოვუყალიბო?

განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვისთვის ფულის მნიშვნელობა უცნობი და გაუგებარია. ის, რომ ფული ცხოვრებისთვის საჭირო რამ არის, ბავშვმა მშობლებისგან უნდა გაიგოს, რათა მისდამი სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.

დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად