ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #17 (312) მკურნალი #17 (312)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#17 (312) მკურნალი
დიეტა მშვენიერი სქესის პრივილეგიაა. სწორედ ის ზრუნავს უნაკლო გარეგნობაზე. მამაკაცები კი კვების შეზღუდვაზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხმდებიან.
ამჯერად განათლებისა და აღზრდის იმ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომლებითაც უცხოელი სპეციალისტები
გაუთვალისწინებელი შემთხვევები ზაფხულობით აგარაკზე უფრო ხშირია, ვიდრე ქალაქში. როგორ დავეხმაროთ პატარას ამ დროს? გვესაუბრება პედიატრი დარეჯან შენგელია.

- ქალაქიდან აგარაკზე ჩასული პატარა, სრულ თავისუფლებას მოწყურებული, ხან რას დაიშავებს, ხან - რას. როგორ მოვუაროთ, თუ რამე გაიკაწრა ან გაიჭრა?

უკანასკნელი წლების განმავლობაში სქესობრივი აღზრდის შესახებ შეხედულებები სულ უფრო ურთიერთსაპირისპირო გახდა. ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ აუცილებელია, ბავშვებს სქესობრივი საკითხებისადმი სწორი დამოკიდებულება განვუვითაროთ, მაგრამ მოსაზრებები იმის შესახებ, რა უნდა ვასწავლოთ და ვინ უნდა იყოს ამით დაკავებული, ისევ და ისევ ურთიერთსაპირისპიროა.

ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი სისტემის, ლიმფური სისტემის, განსაკუთრებული ფუნქცია იმუნური ზედამხედველობაა. ადამიანის ორგანიზმში ყოველ წამს რამდენიმე მილიონი უჯრედი მუტაციას,  გადაგვარებას განიცდის, ანუ იცვლება და რომ არ არსებობდეს იმუნური სისტემა და მისი უნარი, ამოიცნოს თუნდაც ერთი შეცვლილი უჯრედი, ორგანიზმი დაიღუპებოდა.

ამოიცნობს თუ არა იმუნური სისტემა გადაგვარებულ უჯრედს, უმალვე ანადგურებს მას და გამოაძევებს ორგანიზმიდან. სისტემის ძირითადი ელემენტი ლიმფოციტია, რომელიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება.

ლიმფური სისტემა ორგანიზმის თხიერი გარემოს შემადგენელი ნაწილია. იგი მოიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებშიც გამუდმებით მოძრაობს ლიმფა - უჯრედშორისი სითხე. იგი ორგანოებიდან გამოედინება და ვენურ კალაპოტში ჩაედინება. ლიმფური სისტემის კალაპოტში ლიმფის მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს.

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის მცენარეა, ბახჩის კულტურა, ცრუ ნაყოფი. სხვაგვარად მას “სამხრეთის ლამაზმანს” უწოდებენ. ნესვის სამშობლოდ შუა და მცირე აზიას, აფრიკასა და ინდოეთს მიიჩნევენ. ცნობილია, რომ მას ძველ ეგვიპტეშიც ზრდიდნენ. ევროპაში ეს კულტურა ანტიკურ პერიოდში მოხვდა. ველური ნესვი დღეს პრაქტიკულად აღარსად გვხვდება, კულტურული ჯიშები კი გადარჩევის გზით არის მიღებული აზიური საველე სახეობებიდან. ნესვს ძირითადად უმს, გათლილს მიირთმევენ, თუმცა მისი ქერქი და თესლი რბილობზე არანაკლებ სასარგებლოა. არ შეიძლება ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.

მინდა, ჩემი გასაჭირი შემოგჩივლოთ. ჩემი მეუღლე ძილის დროს ხმამაღლა ხვრინავს, ისე, რომ ვერც მე და ვერც ბავშვები ვერ ვიძინებთ. ეგებ თქვენი ჟურნალი ამ თემასაც შეეხოს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას, იქნებ იყოს რაიმე საშველი?

რა არის ხვრინვა

ხვრინვა ძილის დროს სუნთქვის ნორმალური პროცესის დარღვევაა. ეს არის ხმოვანი ფენომენი, რომელიც წარმოიშობა ხახის რბილ ქსოვილებში, შევიწროებულ სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლისას და რომელსაც თან ახლავს ხორხისა და ცხვირ-ხახის ვიბრაცია.

ეს ხუთი წელია, საწოლიდან წამოდგომისას გამუდმებით მეკრუნჩხება მარცხენა ფეხი. სანამ არ გამივლის, იატაკზე ვერ ვადგამ, ვზივარ ასე ფეხჩამოკიდებული 15-20 წუთი. რისი ბრალია, როგორ უნდა ვიმკურნალო?

ხელები სულ დაბუჟებული მაქვს და, რაც მთავარია, ხშირად მეკრუნჩხება, იქნებ მირჩიოთ რამე, ვარ 52 წლის ქალი.


ზაფხულობით, ვცდილობ, კარგად დავისვენო, აღვიდგინო მთელი წლის განმავლობაში დახარჯული ძალა, მაგრამ ამ პერიოდში ყოველთვის ვიმატებ წონას. მინდა, შვებულებიდან დაბრუნებამდე დავიკლო ჭარბი კილოგრამები. წონის დაკლების მსურველებმა ვიცით, რომ არ უნდა ვჭამოთ 6 საათის შემდეგ, შევზღუდოთ პური და მარილი... რამდენად მართებულია ეს რეკომენდაციები?

მაკიაჟის გაკეთების დროს სახის განუმეორებლობის შენარჩუნება ადვილი არ არის, საამისოდ საჭიროა დრო და გარკვეული ძალისხმევა. ცხადია, არც შეცდო მებისგან ვართ დაზღვეული. ყველაზე გავრცელებული შეცდომების ნუსხა, რომლებიც მაკიაჟის გაკეთების დროს შეიძლება მოგვივიდეს, ასე გამოიყურება:

“ყოველდღე ვალაგებ სახლს, ყველაფერს ვაწესრიგებ, მაგრამ უშედეგოდ. მყავს ორი პატარა გოგონა და მოზარდი ბიჭი. ყოველი დილა დალაგებით იწყება, მაგრამ შუადღისთვის ყველაფერი თავდაყირაა, არც ერთი ნივთი თავის ადგილზე არ დევს. ბავშვებისთვისაც და ჩემი ქმრისთვისაც სულ ერთია, სახლში სისუფთავეა თუ სიბინძურე, წესრიგია თუ ზედახორა. მე კი უამრავ ძალასა და ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ ამას არავინ ხედავს და აფასებს. რა შევცვალო?” ნინო, 34 წლის

დაავადებასთან საბრძოლველად ორგანიზმს საკუთარი იარაღი აქვს. ეს იარაღია იმუნური სისტემა. როგორ რეაგირებს ბავშვის იმუნური სისტემა ამა თუ იმ დაავადებაზე, ამის შესახებ ინფექციონისტი, თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მაკა მაისურაძე გვესაუბრება.

- როგორ ყალიბდება ბავშვის იმუნური სისტემა?

წითელი წიწაკა - ფარული იარაღი ჰერპესის წინააღმდეგ
უინსტონის ლაბორატორიის (Winston Laboratories) მეცნიერებს სჯერათ, რომ ნაზალური სპრეი, რომელსაც მათ მიერ მწარე წიწაკისგან მიღებული ნაერთი დაედო საფუძვლად, ჰერპეს ზოსტერით გამოწვეულ ძლიერ ტკივილს დააამებს. სპრეი სამწვერა ნერვზე მოქმედებს და ტკივილის სიგნალებს ბლოკავს. ჰერპეს ზოსტერი, როგორც დღემდე მიიჩნევა, ჩუტყვავილას ვირუსით არის გამოწვეული. ის ნერვებში იდებს ბინას არააქტიური ფორმით და იმუნური სისტემის მიერ კონტროლდება.

ადამიანის ორგანიზმში 1,5-2 ლიტრი ლიმფაა. ის უფერო, თითქმის გამჭვირვალე სითხეა. შედგება ლიმფოპლაზმისა და მასში შეტივტივებული ფორმიანი ელემენტებისგან. ლიმფოპლაზმას სისხლის პლაზმის ანალოგიური შემადგენლობა აქვს, თუმცა გაცილებით ნაკლებ ცილას შეიცავს. ფორმიანი ელემენტებიდან აღსანიშნავია ლიმფოციტები და თრომბოციტები. ერითროციტები ჯანმრთელი ადამიანის ლიმფაში, ჩვეულებრივ, არ არის. ლიმფა შეიცავს ფიბრინოგენს, ამიტომაც შედედების უნარი აქვს. ლიმფის შედედებისას ფაშარი, სუსტად მოყვითალო ლეკერტი ანუ შენადედი წარმოიქმნება.

ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის შესახებ, ფილტვის ტუბერკულოზისგან განსხვავებით, ბევრს არც კი გაუგონია, თუმცა პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმი ფთიზიატრი ქეთევან ბარბაქაძე.

- ქალბატონო ქეთევან, რამდენად გავრცელებულია ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი?

ორსულობის დროს ძალიან მოვიმატე წონა. მინდა, დავიკლო, მაგრამ არ ვიცი, როდიდან შეიძლება შევუდგე ვარჯიშს. მუცელი და მკერდი მომეზარდა და მომეშვა. გთხოვთ, მითხრათ, როდის შეიძლება დავიწყო დატვირთვა და რა ტიპის ვარჯიშების შესრულება შეიძლება ჩემთვის.

მთელი ცხრა თვის განმავლობაში თქვენი ორგანიზმი მასში მიმდინარე ცვლილებებს ეგუება. ამის შემდეგ ემზადებით სასიხარულო მოვლენისთვის - ბავშვის დაბადებისთვის.

ვიდრე ეგზოტიკურ ქვეყნებში სამოგზაუროდ წახვიდოდეთ, კარგად დაფიქრდით, გაძლევთ თუ არა ჯანმრთელობა ამის უფლებას. უცხო ქვეყანაში კლიმატიც, საკვებიც, წყალიც და თვით დაავადებებიც უცხოა, ამიტომ წასვლის წინ სასურველია, ხშირად - აუცილებელიც, ექიმთან კონსულტაციის გავლა (პროფილაქტიკური შემოწმება). ექიმის რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ქრონიკულად დაავადებულებმა, ორსულებმა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა.

პორფირია ფართოდ გავრცელებული დაავადება არ არის, თუმცა მაინც საინტერესოა ამ პათოლოგიის გაცნობა, რომლის შესახებაც ტატიშვილის ცენტრის და “Geosviss” კლინიკის ექიმი-დერმატოლოგი ლია ჭითანავა გვესაუბრება.

- ქალბატონო ლია, რა დაავადებაა პორფირია?

დიეტოლოგები გვირჩევენ, მხოლოდ შინ, საკუთარი ხელით მომზადებული კერძები მივირთვათ, თავი ვარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას, რადგან არ ვიცით, რას მივირთმევთ ამ დროს, რამდენად ჯანსაღია საკვები, რომელსაც იქ გვთავაზობენ, დაცულია თუ არა სანიტარიული ნორმები. შინ, საკუთარ სამზარეულოში, ამას უკეთ მოახერხებთ. საჭიროა მხოლოდ, პროდუქტების გონივრულად შერჩევა შეგეძლოთ. ჯანსაღი კვება არც ისე ძვირია. თუ მაცივარს ასეთი საკვებით ავავსებთ, ფულსაც დავზოგავთ და ჯანმრთელობასაც. სასურველია, შინ ყოველთვის გქონდეთ:

ზაფხულის სამუშაოები აღარ გადაგღლით
ყოველ ზაფხულს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სოფელში ჩასულს, რამდენიმე დღის შემდეგ ძლიერი სისუსტე მეუფლებოდა. თითქოს ენერგია აღარც კი წარმოიქმნებოდა ჩემს ორგანიზმში. ამით შეშინებულმა, ჯერ ენდოკრინოლოგს მივმართე და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ჩავიტარე, მერე თერაპევტის კონსულტაციაც გავიარე, ბოლოს კი ერთმა გონიერმა ადამიანმა მირჩია, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი საშუალებები მეცადა.

მყავს 7 წლის, მეორეკლასელი შვილი. ვიცი, რომ ზაფხულში ბავშვმა კარგად უნდა დაისვენოს, ძალ-ღონე აღიდგინოს, მაგრამ არც ის მინდა, პასიურად გაატაროს საზაფხულო არდადეგები. რით გავართო აგარაკზე, რომ დრო საინტერესოდ გაატაროს? რა მოვიფიქრო მისი გონებრივი განვითარებისთვის? ნათია, 25 წლის

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად