ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #15 (310) მკურნალი #15 (310)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#15 (310) მკურნალი
მხედველობა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მხედველობის განვითარებისათვის კრიტიკული პერიოდია დაბადებიდან
“ძალიან მინდა, რომ ჩემს პატარა შვილს ადრეული ასაკიდანვე შევასწავლო ინგლისური ენა, შემდეგ კი - სხვა უცხო ენაც.
რედაქციაში უამრავი კითხვა მოდის ორსულობისა და ექსტრაგენიტალური პათოლოგიების შესახებ. დიდ ინტერესს იწვევს ორსულობისას მწვავე აპენდიციტის  მკურნალობის საკითხი. რა გართულებაა მოსალოდნელი ამ დროს, როდის უნდა ვიეჭვოთ ეს დაავადება, როდის მივმართოთ ქირურგს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მეან გინეკოლოგს ქეთევან ადამიას.

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს შორის განსხვავება დაახლოებით 2 წელი ან ცოტა ნაკლებია. როცა ისინი იმ ასაკს მიაღწევენ, დამოუკიდებლად რომ უნდა ჩაიცვან, ჭამონ, პირი დაიბანონ, ერთად წყნარად ითამაშონ, შეიძლება, თქვენმა ნაცნობებმა თქვან, რომ ეს ძალიან კარგია, როცა ორივე პატარა ერთად წამოიზრდება და დედას ძალიან პატარა აღარ ჰყავს მოსავლელი. ამ დროს აღარავის ახსოვს ის დღეები, რომელთა გავლაც დედას ამ პერიოდამდე უწევს.

ხურტკმელის ნაყენი სანაღვლე გზების ანთებისგან გიხსნით
რამდენიმე თვ­ის წინ დამეწყო სხვადასხვა სახის ჩივილი: ტკივილი მუცლის მა­რჯვენა მხარეს, განსაკუთრებით, როდესაც საჭმელს შევჭამდი, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნებაც მაწუხებდა. წავედი ექიმთან, რომელმაც გამოკვლევების შედეგად დამისვა სანაღვლე გზების ანთების დიაგნოზი. დიეტის და მკურნალობის პარალელურად ვეძებდი ამ დაავადების სამკურნალო ბუნებრივ საშუალებებსაც. როდესაც წამლებს მოვრჩი, გადავწყვიტე, ჩემი ჯანმრთელობა ხურტკმელის ნაყენისთვის მიმენდო.

სხვადასხვა დაავადების დროს მნიშვნელოვანია სამკურნალო კვება. არსებობს სხვადასხვაგვარი დიეტა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში კვებით რაციონს.

სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს
ჰიპერტონიის დროს უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

მზით დამწვრობა კანის ანთებითი დაზიანებაა, მასზე დიდი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით გამოწვეული. ანალოგიური დამწვრობა შესაძლოა განვითარდეს სოლარიუმშიც. ულტრაიისფერი სხივები მავნებელია არა მხოლოდ კანისთვის, არამედ თვალებისთვისაც. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მზეზე დამწვრობას ზაფხულში, განსაკუთრებით ზღვაზე ან მაღალმთიან რეგიონებში, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს, რადგან არ იცის, მზეზე დამწვრობა მომავალში როგორი სერიოზული პრობლემების სათავედ შეიძლება იქცეს. პირველ რიგში, ეს ზრდის კანის კიბოს განვითარების ალბათობას. ამასთან, ულტრაიისფერი სხივები კანზე აჩენს ჭორფლს, პიგმენტურ ლაქებს, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ზრდის კატარაქტისა და  მაკულოდისტროფიის განვითარების რისკს, რაც, თავის მხრივ, სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია.

ვარცხნილობის შერჩევის პრობლემა პრაქტიკულად ყველა ადამიანს აღელვებს, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს. როგორია ვარცხნილობის შერჩევის ძირითადი პრინციპი? არსებობს სილამაზის ერთგვარი კანონები, ანუ არსებობს პროპორციები, რომელთა დაცვის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ “ეს ლამაზია”. ცხადია, ამ კანონებიდან უმნიშვნელო გადახრები სავსებით დასაშვებია, მაგრამ პროპორციების უხეში დარღვევისას ძნელია, ადამიანს ლამაზი უწოდო.

შვედმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კალციუმის დიდი დოზით ხანგრძლივი მიღება ქალთა სიკვდილიანობას ზრდის. კვლევის შედეგების თანახმად, დღეში 1 გ-ზე მეტი კალციუმის მოხმარება ქალებში ზოგიერთი დაავადების, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა სისტემის სასიკვდილო პათოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კალციუმი შეიძლება მიეწოდოს ორგანიზმს როგორც წამლის, ისე სხვადასხვა საკვები დანამატის სახით.

საკვები პროდუქტების სწორად შერჩევას, საკვებ რაციონსა და კვების რეჟიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სპორტით და ზოგადად რეგულარული ვარჯიშით არის დაკავებული. შეჯიბრების წინ შემწვარ-მოხრაკულის მირთმევა რომ არ არის მიზანშეწონილი, ამას ბევრი აცნობიერებს. ისიც იცის, რომ სპორტსმენის კვების რაციონი და რეჟიმი განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის რაციონისგან. მძიმე და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, აქედან გამომდინარე - ცალკეული ორგანოების ფუნქციებისადმი წაყენებული სპეციფიკური მოთხოვნები, საკვები რაციონის თავისებურ შერჩევას საჭიროებს.

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუღია დამწვრობა ცხელ საგანთან შეხებისას ან თუნდაც მზის გულზე ხანგრძლივად ყოფნის შედეგად. დამწვრობის ხარისხებზე, დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობასა და თავისებურებებზე გვესაუბრება ზურაბ თარგამაძე.

- ბატონო ზურაბ, რა არის დამწვრობა და რით შეიძლება იყოს იგი გამოწვეული?
- მოდი, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან დამწვრობა და დამწვრობითი დაავადება. დამწვრობა არის ის, რაც ყველას გვქონია დღეში რამდენჯერმეც კი, ისე, რომ არც მიგვიქცევია ყურადღება.

ბელადონა კავკასიასა და ყირიმში ფართოდ გავრცელებული 1-2 მეტრი სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს  მთავარი ფესურა, რომელიც 8 სანტიმეტრი დიამეტრის ცილინდრს მოგვაგონებს. ასევე - მძლავრი ფესვები, რომლებიც იტოტება. ბელადონა შხამიანი მცენარეა. შხამიანია მცენარის ყველა ნაწილი - ღერო, ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანები  ბელადონას ყვავილების მტვრისგან დამზადებული თაფლითაც კი მოწამლულან. ეს მცენარე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ამ “ცოფიანი ალუბლის” (როგორც მცენარეს სხვაგვარად უწოდებენ) სულ ორიოდე კენკრაც კი საკმარისია, რომ ბავშვი დაიღუპოს. აი, ფრინველები კი მას სიამოვნებით კენკავენ და არც არაფერი ემართებათ.

ძვირფასო რედაქციავ, ბოლო ხანს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საშიშია არა მხოლოდ ზოგადი სიმსუქნე, არამედ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუცლის გარშემოწერილობას. მე და ჩემს მეუღლეს ასაკთან ერთად ეს პრობლემაც დაგვემატა. თუ ადრე ადვილად ვხდებოდით, ახლა უფრო და უფრო გვიჭირს. ეგებ გვირჩიოთ რამე მუცლის “დასაგდებად”.

“სამსახურიდან ყოველთვის დაღლილი ვბრუნდები. ერთი სული მაქვს, როდის მოვდუნდები, საშინაო ტანსაცმელში გამოვეწყობი. არ ვაქცევ ყურადღებას, როგორ გამოვიყურები, მთავარია, დავისვენო. ჩემი დაქალი კი შინ სულ გამოპრანჭული და მოწესრიგებულია. ამბობს, რომ მის ქმარს ეს ძალიან მოსწონს. ნუთუ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვიყურები შინ, დასვენებისას? მე ხომ დაღლილი ვარ...” ქეთა, 27 წლის

ოჯახური თანაცხოვრების, ბავშვების ზრდისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მამას საკუთარი მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანები აქვს.

ცოლის ორსულობის დროს მამაკაცს შეიძლება მეტი დატვირთვა შეხვდეს, რათა ცოლს მიეცეს დასვენების საშუალება, შეძლონ ერთად სეირნობა და კაცმა იზრუნოს მის რაციონალურ კვებაზე. უკანასკნელ წლებში მამაკაცებს შეუძლიათ დაესწრონ ისეთ ინტიმურ პროცესს, როგორიცაა ბავშვის დაბადება, რითაც ცოლს ემოციურ და მორალურ მხარდაჭერას აგრძნობინებენ.

დამწვრობა ორგანიზმზე ქიმიური, თერმული ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანებაა. ეს დაზიანება თრგუნავს ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ დარტყმას აყენებს მის ფსიქიკასაც.

კანი გარემოს სხვადასხვა ზემოქმედებისგან ორგანიზმის დამცველი გარეგანი საფარველია. იგი სხვადასხვა დანიშნულებასაც ასრულებს - გარეთა გამღიზიანებლის აღქმის, სითბოს დაზოგვის, სითბოს გაცემის ფუნქციებს და სხვა.

დამწვრობა ბავშვებში ყველაზე ხშირი ტრავმაა. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა დამწვრობა მიიღო? ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს, როგორ გაუწიოს პირველი დახმარება ექსტრემალურ ვითარებაში. თემაზე გვესაუბრება პედიატრი ლალი ქორიძე.

- რა შეიძლება გახდეს დამწვრობის მიზეზი?
- დამწვრობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მაღალი ტემპერატურა - ცეცხლის ალი, ცხელი წყალი, ორთქლი, ცხელი საკვები. ასეთ დამწვრობას თერმულს უწოდებენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის შემთხვევათა უდიდესი წილი - 80% - ცხელი წყლით, საკვებით დამწვრობაზე მოდის, ხოლო მოზარდებში - 65% ცხელი წყლის ალით დამწვრობაზე.

დამწვრობის დროს აღმოცენებული პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული სხვადასხვა სახის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების, მათი სახეებისა და ოპერაციების ჩატარების ვადების შესახებ გვესაუბრება ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

- ბატონო გუგა, ახლა შუა ზაფხულია. მზის მცხუნვარებამ თითქმის პიკს მიაღწია და ალბათ, ამ პერიოდში უფრო ხშირია დამწვრობები...

ქიმიური დამწვრობა არის ქსოვილთა დაზიანება მათზე მჟავების, ტუტეების, მძიმე მეტალთა მარილების ან სხვა ქიმიური აგენტების ზემოქმედების შედეგად. ქიმიური დამწვრობა, როგორც წესი, უსაფრთხოების წესების დაუცველობის, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ტრავმების, უბედური შემთხვევების, სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობის შედეგია. ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა დაშლა-დაზიანების უნარი ბევრ ქიმიურ ნივთიერებას აქვს. ამგვარი თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევიან კონცენტრირებული მჟავები და ტუტეები.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

ვალდებულებით სამართალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას. იგი გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.

დასვენება და განტვირთვა აუცილებელია ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად. ზაფხული ხომ ის დროა, როცა ვცდილობთ, ყველა პრობლემა დავივიწყოთ, თუნდაც მცირე ხნით, და უზრუნველად გავატაროთ დრო. სიცოცხლის ხალისი და შრომის უნარი რომ შეინარჩუნოს და შექმნას რაიმე ღირებული, ადამიანს სჭირდება ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა, საკვები, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ უამრავი რამ, თუნდაც გართობა, განტვირთვა, სრულფასოვანი დასვენება.

ამბულატორიული მომსახურება:

* ოჯახის ან უბნის ექიმისა და ექთნის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში, მათი ბინაზე მომსახურება. ანაზღაურდება 100%-ით.

ექიმი-სპეციალისტების მომსახურება ოჯახის ან უბნის ექიმის დანიშნულებით, ანაზღაურდება 70-%-ით, კერძოდ:
განვითარების ფსიქოლოგიის კანადელი სპეციალისტის გორდონ ნიუფელდის აზრით, ბავშვები სკოლაში არა ადრე, არამედ უფრო გვიან უნდა მიდიოდნენ. ის აცხადებს, რომ ადრეული განვითარების პროგრამები პატარა ბავშვებს არავითარ უპირატესობას არ აძლევს. მაშინ რატომ ცდილობენ მშობლები, რომ პატარას ადრეულ განვითარებას შეუწყონ ხელი? “მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობა”, - იტყვის ერთი მშობელი. მეორე დასძენს: “ჩემს შვილს ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსი აქვს, კარგია, დროზე მიეჩვევა თანატოლებთან კონტაქტს!” მესამე კი იტყვის, რომ მისი შვილი ბაღში წასვლის შემდეგ შეიცვალა, უფრო კონტაქტური გახდა და მეგობრებთან ყოფნას არაფერი ურჩევნია.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად