ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #3 (298) მკურნალი #3 (298)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#3 (298) მკურნალი

დადგა კბილების ამოჭრის დრო. რა პრობლემებს ვაწყდებით ამ დროს და როგორ შევუმსუბუქოთ პატარას მდგომარეობა? ამ და სხვა კითხვებზე სტომატოლოგი თამარ წერეთელი გვიპასუხებს.

 

- პირველი კბილის ამოჭრის ასაკი ინდივიდუალურია. ზოგს ის უკვე მე-4 თვეს ამოეჭრება, ზოგს - ერთი წლისთვის, უმეტესად კი პირველი კიჭი 6-8 თვის ასაკში ამოყოფს თავს. თუ ამ პერიოდში პატარას სწრაფად ეცვლება ხასიათი, გუნება-განწყობა, ხშირად ღიზიანდება, ერევა ძილის რეჟიმი, მადა უფუჭდება, ადვილი შესაძლებელია, მიზეზი კბილების ამოჭრა იყოს - ეს პროცესი ხომ საკმაოდ მტკივნეულია.


ბავშვი თამაშობს, უეცრად იატაკზე ჯდება და ასე აგრძელებს თამაშს ან სულაც თავს ანებებს გართობას და წამოწვება. მშობლის თვალს არ გამოეპარება მისი უეცარი ცვლილება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? გვესაუბრება პედიატრი ნანა მღებრიშვილი.


- რას უნდა ნიშნავდეს ბავშვის ადვილად დაღლა?

დაღლილობა ყველასთვის კარგად ნაცნობი გრძნობაა. იგი ადამიანს გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ეუფლება. მისი მიზეზია კუნთებისა და ნერვული სისტემის გამოფიტვა, ორგანიზმის ერთგვარი ინტოქსიკაცია ნივთიერებებით, რომლებიც კუნთებსა და სხეულის სხვა ნაწილებში გროვდება და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. ორგანიზმის ძირითადი საწვავი ადენოზინტრიფოსფორმჟავაა (ატფ). იგი ენერგიის უნივერსალური წყაროა, რომელსაც ყველა ტიპისა და შენების ქსოვილი მოიხმარს. მისი უკმარისობისას ორგანიზმი ანაერობული ენერგიის მოხმარებაზე გადადის, ანუ ნახშირწყლებისა და ცხიმების ჟანგვას იწყებს, ამის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას კი სხვადასხვა მიზნით იყენებს.  ნახშირწყლებისა და ცხიმების ბიოქიმიური ჟანგვა საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც უხვად წარმოიქმნება ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტები. მათ “დაღლილობის ინჰიბიტორებს” უწოდებენ, რადგან სისხლში მათი კონცენტრაციის მომატება ინტოქსიკაციას და დაღლილობას, მოთენთილობას იწვევს.

შესაძლოა, თავად საკითხის ასე დასმაც კი უცნაური მოგვეჩვენოს - რომელ დაავადებას არ ახლავს თან დაღლილობა და სისუსტე?! თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ზოგიერთი მაგანისთვის ეს მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. სისუსტისა და დაღლილობის გამომწვევი დაავადებების შესახებ საუბარი არ არის იოლი, ვინაიდან მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ცხადია, სისუსტესა და დაღლილობას ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის შემდეგ. ეს ჩივილები მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ანომალიად, თუ ქრონიკულია, მეტისმეტად მძიმე ან ხანგრძლივი. ამ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ დაავადება, რომელიც სისუსტით და დაღლილობის შეგრძნებით იჩენს თავს.

როგორც ირკვევა, ადამიანი არა მარტო ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც შეიძლება გადაიღალოს. ამ დროს იგი გრძნობს დაღლილობას, ემოციურ დაძაბულობას, გარშემო მყოფები აღიზიანებენ, საყვარელი სამუშაოც კი ზიზღს ჰგვრის. კოლეგები ამჩნევენ, რომ მისი ნერვული სისტემა წესრიგში არ არის. ემოციური გადაღლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. იგი სახიფათოა მათთვის, ვისაც სამსხურებრივად უხდება ადამიანებთან ურთიერთობა. მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის.

20-დან 25 წლამდე
ყველა ქალს სურს, დიდხანს შეინარჩუნოს სილამაზე და ახალგაზრდული იერი. ამისთვის საჭიროა, მოზარდი ასაკიდანვე დავიწყოთ სახის კანის რეგულარული და სწორი მოვლა. ამასთან, მოვლის წესი ასაკს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან კანს ყოველ ასაკში სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს. უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომელი ტიპისაა კანი. როგორც ცნობილია, არსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული. ცხადია, კარგი იქნება, თუ თქვენი კანის ტიპს კოსმეტოლოგი განსაზღვრავს, მაგრამ თუ მასთან მისვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ამ ამოცანას შეიძლება თავი გავართვათ სახლის პირობებშიც. დაიბანეთ პირი და ნახევარი საათის შემდეგ დაიდეთ სახეზე მშრალი ქაღალდის ხელსახოცი. თუ ხელსახოცზე არ დარჩა ცხიმის კვალი, ე.ი. ნორმალური კანი გაქვთ.  თუ ხელსახოცი დაიფარა ცხიმის ლაქებით, კანი ცხიმიანია.

ზოგადი დახასიათება
მატიტელა ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ბაცი მწვანე ფოთლები და თეთრი ან მოვარდისფრო წვრილი ყვავილები. ჩვეულებრივ, 10-20 სმ-მდე იზრდება, თუმცა მისმა სიმაღლემ შეიძლება 50 სმ-საც მიაღწიოს. მატიტელა ივლისიდან ყინვების დაწყებამდე ყვავილობს. აქვს მცირე ზომის კაკლისებრი ნაყოფი. ყვავილობის შემდეგ მცენარის ღერო მკვრივდება. არავინ იცის, სად არის მატიტელას სამშობლო, რადგან ის პრაქტიკულად ყველგან ხარობს, გარდა შორეული (უკიდურესი) ჩრდილოეთისა, უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოებისა.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. უკანასკნელ ხანს მასზე ბევრს წერენ, ლაპარაკობენ თანამედროვე საზოგადოებისთვის მის გლობალურ მნიშვნელობაზე, აშშ-ში ქრონიკული დაღლილობის ნაციონალური ცენტრიც კი შეიქმნა. რა არის პათოლოგიის არსი, ანდა შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე მე-12 პოლიკლინიკის ნევროპათოლოგი ნანი მანაგაძე გვიპასუხებს.

გადაღლა ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქრონიკული ფიზიკური ან ფსიქიკური გადაძაბვის გამო ყალიბდება ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემის ფუნქციური დარღვევის კლინიკური სურათი. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის დროს შეინიშნება აღგზნებითი ან, პირიქით, შემაკავებელი პროცესების გადაძაბვა, თავის ტვინის ქერქში მათი თანაფარდობის დარღვევა. ამის გამო ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის პათოგენეზი ნევროზების პათოგენეზის ანალოგიურად განიხილება. პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს ენდოკრინული  სისტემაც, კერძოდ, ჰიპოფიზი და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრე.

ორსულობა - ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც თქვენში ახალ შეგრძნებათა მოზღვავებით იჩენს თავს. და ეს შეგრძნებები - ძილიანობა, დაღლილობა, ემოციური აღმაფრენა და დაცემა, გაოცება და სიხარული - არაჩვეულებრივი აკომპანემენტია იმ იდუმალი გარდაქმნებისა, თქვენს ორგანიზმში რომ მიმდინარეობს. დაღლილობა ორსულობისას... რისი ბრალია ეს და საყურადღებოა თუ არა? როდის უნდა მივმართოთ ექიმს?  ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმს, მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს.

რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მსოფლიო დაღლილობისა და სევდისგან ეხსნათ და საიდუმლო ლაბორატორიებში გამოიყვანეს “ჯადოსნური” ფორმულა - სმარტ დრინკ. ასე გაჩნდა ენერგოტონიკების მიქსი - ჯინი ბოთლში. ღირს თუ არა მისი გამოშვება? მოდი, გავარკვიოთ. დღეს ენერგეტიკულ სასმელებს ეტანებიან ახალგაზრდები, მოზარდები, ღამის კლუბების მოყვარულები და ყველა, ვისაც სურს, იყოს მხნედ. ენერგეტიკული სასმელი (ენერგეტიკი, ენერგოტონიკი) უალკოჰოლო ან სუსტი ალკოჰოლური სასმელია. ის ადამიანს მატებს ენერგიასა და მხნეობას, უქრობს დაღლილობას და აფხიზლებს. გემოთი ენერგეტიკული სასმელები უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება ჩვეულებრივი გაზიანი სასმელებისგან, მაგრამ მწარმოებლები მათში ვიტამინებს, ნახშირწყლებსა და კოფეინს ამატებენ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ცხოვრებით დაღლილმა ადამიანმა ძალა მოიკრიბოს და ცხოვრებისადმი ინტერესი ისევ იგრძნოს.  როგორც ცნობილია, გემოვნებაზე არ დავობენ, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, რომელი ენერგოსასმელი გასინჯოთ და, საერთოდ, გასინჯოთ თუ არა.

სინუსიტი ცხვირის დანამატ ღრუებში აღმოცენებული ანთებითი პროცესია. მისი მიზეზების ნუსხა მრავალფეროვანია. ისეთი ბანალური დაავადებაც კი, როგორიც კარიესია, შეიძლება მწვავე სინუსიტის მიზეზად იქცეს. თვით მწვავე სინუსიტი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობასაც უამრავი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. დროული დიაგნოსტიკისა და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში კი მწვავე სინუსიტი ადვილად იკურნება. სინუსიტის განვითარების მიზეზებზე, მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ამბულატორიული განყოფილების უფროსი ექიმი ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი:

წითელი ქარი კანის ბაქტერიული ინფექციაა და მას სტრეპტოკოკი იწვევს (იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა). ამ დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ - ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს ეგვიპტელი მკურნალი არჩენდა ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს. ძველად დაავადება უმთავრესად სახეზე იყო გამოხატული, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ლოკალიზაცია შეიცვალა და ამჟამად უფრო ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. შესაძლოა, თავსა და სახეზეც იჩინოს თავი, მოიცვას ტუჩების, სასის, ხახის ლორწოვანი გარსებიც კი.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადების ლოკალიზაციის ასეთი ცვლილება წითელი ქარის რისკის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას უკავშირდება.

დაავადების ზოგადი დახასიათება
პნევმონია, ფილტვის ანთება, დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა დაავადებასაც დაერთოს გართულებად. მას იწვევს ბაქტერიები (პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და ვირუსები (გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი), რომლებიც ფილტვებში უმთავრესად ბრონქებიდან ხვდება. პნევმონია ზოგჯერ ინფექციის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით (ანუ ლიმფითა და სისხლით) გავრცელების შედეგადაც ვითარდება.

შარდის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ცისტიტი - ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც 20-დან 45 წლამდე ასაკის ქალების დაახლოებით 35%-ს აწუხებს. მამაკაცებში დაავადება შედარებით იშვიათია, რაც ქალისა და მამაკაცის შარდსადინარების განსხვავებული ანატომიური აგებულებით აიხსნება: ქალის შარდსადინარი გაცილებით მოკლე და განიერია, ამიტომ ინფექცია აღმავალი გზით ადვილად აღწევს შარდის ბუშტამდე. გარდა ამისა, ქალის ანალური ხვრელი და საშოს შესავალი ერთმანეთთან ახლოსაა, ამიტომ ინფექციიის გამომწვევი ანალური ხვრელიდან საშოში ასევე ადვილად ხვდება. ცნობილია დაავადების მწვავე (ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია) და ქრონიკული (საშარდე გზების გართულებული ინფექცია) ფორმები. ცისტიტის მეორე ფორმა საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს პიელონეფრიტთან ერთად.


რამდენიმე წლის წინ კბილების მკურნალობა დამჭირდა. ექიმი ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა, საკმაოდ სიმპათიური, ელეგანტური და გალანტური. პირველი შეხვედრისთანავე ძალიან მომეწონა, ისიც სიმპათიით განეწყო. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, ზოგი კბილის ჩასმაც დამჭირდა, თერაპიასაც დიდი დრო დაუთმო ექიმმა. ერთხანს ეჭვიც შემეპარა, რომ მკურნალობის პროცესს შეგნებულად ახანგრძლივებდა. მეც მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ მიღებას. მოხიბლული ვიყავი მისით, ისიც გამოტყდა, რომ ჩემთან შეხვედრა სიამოვნებდა. ერთხელაც ექიმის კაბინეტში ახალგაზრდა თეთრხალათიანი გოგონა დამხვდა. მითხრა, რომ პრაქტიკანტი იყო. ექიმი კი მისი მამა აღმოჩნდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამხელა ქალიშვილი თუ ეყოლებოდა და საერთოდ, ცოლშვილიანი არც მეგონა. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. იმ დღის შემდეგ აღარაფერი მახარებდა. მკურნალობაც დამთავრდა. უმიზეზოდაც ვეღარ მოვახერხებდი ნახვას. ოცნება თავზე დამემსხვრა. გვიან მივხვდი, რომ პაციენტი ქალისა და ექიმის ურთიერთობა არასერიოზული და იმთავითვე განწირულია. ემოციებს ვერაფერს ვუხერხებ, ყველაფერი შავბნელი მეჩვენება. როგორ დავივიწყო წარსული? ლელა, 27 წლის

გარქოვანებული კანის დასარბილებლად
კარგა ხანია, შევადგინეთ ხალხური რეცეპტების რამდენიმე რვეული. ზოგჯერ გადავხედავ ხოლმე თქვენს “სამკურნალო წერილებსაც”. მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველს გარქოვანებული ქუსლებისა და კოჟრების ერთი შესანიშნავი წამალი ვასწავლო.

 

შობა-ახალმა წელმა ჩაიარა და ალბათ ტრადიციული საახალწლო კერძებიც მოგბეზრდათ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რეცეპტს.





უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ჰიპერაქტიური ბავშვების რაოდენობამ. ზოგიერთ ქვეყანაში მათი რიცხვი 30%-საც კი აღწევს. როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში ჰიპერაქტიური პატარა გვყავს - დავსაჯოთ? ვუმკურნალოთ? სწორად უნდა ვკვებოთ - ასეთია ამ კითხვაზე სპეციალისტთა პასუხი. სულ უფრო მეტი სამეცნიერო გამოკვლევა და ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ საკვები და მისი ხარისხი ბავშვის ქცევაზე უშუალო გავლენას ახდენს.

 

როცა სათამაშოს ვყიდულობ, ყოველთვის ვცდილობ, ისეთი შევარჩიო, რომ გარეგნობითაც კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს პატარაზე, თუმცა ყოველთვის ვერ ვაღწევ მიზანს, ბავშვი სათამაშოს მიმართ გულგრილი რჩება. როგორ უნდა შევარჩიო სათამაშო ბავშვისთვის, რა უნდა გავითვალისწინო?


სათამაშოს შეძენისას იხელმძღვანელეთ არა მისი ფერით ან კონსტრუქციით, არამედ ბავშვის ასაკით.  როგორც პატარა, ისე უფროსი ასაკის ბიჭუნებისთვის ყველაზე საყვარელ სათამაშოდ მანქანა ითვლება.

საწოვარას გამოყენების თაობაზე უამრავი აზრი არსებობს. მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც თავ-თავიანთი არგუმენტები აქვთ. ცხადი ის არის, რომ ბავშვების უმრავლესობას გარკვეულ ასაკში ძალიან მოსწონს საწოვარას წოვა. ეს მოთხოვნილება თანდაყოლილი რეფლექსითაა განპირობებული. ულტრაბგერითი გამოკვლევისას ზოგჯერ კარგად ჩანს, რომ პატარა მუცლად ყოფნის პერიოდშივე წოვს თითს. ხშირად საწოვარაა ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ატირებულ ბავშვს აჩუმებენ. თუმცა არსებობენ ისეთი პატარებიც, რომლებსაც სრულიადაც არ მოსწონთ ეს სატყუარა და საწოვარას პირში ჩადებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.

ყველა ბავშვი ოცნებობს, მალე გახდეს დიდი. არანაკლებ აღელვებთ ეს   მათ მშობლებსაც. მრავალი მათგანი ცდილობს, ხელი შეუწყოს შვილის სწრაფ ზრდას. რა ახდენს გავლენას ბავშვის სიმაღლეზე?


მემკვიდრეობა
თუ ბავშვის მშობლები დაბლები არიან, ძნელი წარმოსადგენია, მათი შვილი მაღალი იყოს.


დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად