ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #2 (297) მკურნალი #2 (297)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#2 (297) მკურნალი

ბოლო ხანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად აქტუალურ პრობლემად იქცა. სწორედ მათ შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ სამედიცინო ცენტრ “იუნონას” ექიმ ენდოკრინოლოგ ეკა უჩანეიშვილს.


- ქალბატონო ეკა, რა არის ჩიყვი? რამდენად სწორად ესმის საზოგადოებას ამ ცნების მნიშვნელობა?

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი იოდი სჭირდება. წარმოიდგინეთ, რა ცოტაა! და ამავე დროს ამ მიკროელემენტის ნაკლებობის გამო მსოფლიოში უამრავ ხალხს ჯანმრთელობა შერყეული აქვს.


რისკის ზონაში
იოდზეა დამოკიდებული ჰორმონული და იმუნური სისტემების გამართული  მუშაობა, აზროვნება და მეხსიერება, ამიტომ რისკის ზონაში ხვდებიან გონებრივად მომუშავენი, მწეველები, მუდმივ სტრესში მყოფები, ღამით მომუშავენი, ალკოჰოლის მომხმარებლები, ორსულები და პატარა ბავშვები.


თქვენ გგონიათ, ცხოვრებაში ყველაფერს თვითონ წყვეტთ? ცდებით! ჩვენი ქცევა ხშირად ნაკარნახევია... ჰორმონებით! თუ წარმოვიდგენთ, რომ ორგანიზმი მოლეკულების, ატომებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ხმაშეწყობილი ორკესტრია, დირიჟორის როლს მასში უდავოდ შეასრულებენ ჰორმონები. სწ­ორედ ისინი წყვეტენ, ვინ “ვიოლინოა”, ვინ - “დასარტყამი ინსტრუმენტი” და ვინ შეასრულებს სოლო პარტიას, ამიტომ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ. ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორი ცენტრალური ნერვული სისტემაა, სადაც თავის ტვინის ქერქი ბატონობს. მეორე მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც ბიოლოგიურად მეტად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ჰორმონები გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებენ მას. ამ ჯირკვლების მოქმედება კი, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენას ექვემდებარება.

ზამთარში კანის მოვლა ძალზე აქტუალური საკითხია. მით უმეტეს, რომ სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება.


როგორ მოვუაროთ მშრალ კანს
ამ ტიპის კანი სიცივეში იქერცლება. მის გასაწმენდად უნდა ვიხმაროთ რბილი საშუალებები - გამწმენდი რძე ან ნაღები, რომელიც აღადგენს კანის მჟავატუტოვან წონასწორობას და აქვს მსუბუქი დამატენიანებელი ეფექტი. ამ პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული ლოსიონის ხმარება - ის აშრობს კანს.

ბოლო დროს ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი პათოლოგიები შესამჩნევად გახშირდა. დაავადებული ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ ვერ ფუნქციობს, ამიტომ სისხლში მისი ჰორმონების დონე მკვეთრად არის დაქვეითებული. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოზი ეწოდება. რა იწვევს მას და რას გვიქადის თავად? ამის შესახებ ენდოკრინოლოგი თეა ხუროძე გვესაუბრება.

ლამინარია
ზღვისპირა ქვეყნებში, იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, ზღვის კომბოსტოს დიდი ხნის წინათ იყენებდნენ სამკურნალოდ. ძველი შუმერული ლეგენდის თანახმად, მეფე გილგამეში სწორედ წყალქვეშ ეძებდა უკვდავების წამალს, რომელიც ბოლოს იპოვა კიდეც - ეს ზღვის კომბოსტო გახლდათ. 500 წლის წინათ ლამინარიის სამკურნალო თვისებები საყოველთაოდ გახდა ცნობილი. იმპერატორ კანსის ზეობისას ჩინეთში მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმადაც ყოველ ჩინელს ყოველწლიურად 5 გირვანქა ლამინარია უნდა ეჭამა. არსებობდა სპეციალური ჯგუფებიც, რომლებიც ენდემური რეგიონების მოსახლეობას სახელმწიფოს ხარჯზე ამარაგებდნენ ამ პროდუქტით.

ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. მდებარეობს კისრის არეში, ხორხის ოდნავ ქვემოთ, ტრაქეის წინ. მასში წარმოიქმნება ჰორმონები თიროქსინი და ტრიიოდთირონინი. სწორედ მათი სინთეზისთვის სჭირდება ფარისებრ ჯირკვალს მიკროელემენტი იოდი. დასახელებული ჰორმონები კომპლექსური ნაერთებია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში გროვდება და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო დოზებით გადმოიტყორცნება სისხლში.
სისხლში მოხვედრილი ჰორმონები:


ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოს გამოკვლევისა თუ დაავადების დიაგნოსტიკისთვის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტიკისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია ავადმყოფობის ისტორიის დეტალური შესწავლა და გასინჯვა (ფიზიკალური გამოკვლევა), რომლითაც ფასდება არა მარტო ფარისებრი ჯირკვლის, არამედ თვალების, კანის, გულ-სისხლძარღვთა თუ ნერვული სისტემების მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით უდავოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, დღეს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების გარეშე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა წარმოუდგენელია.


ფარისებრი ჯირკვლის მედულარული ავთვისებიანი სიმსივნე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეთა ერთ-ერთი მემკვიდრეობითი ფორმაა. დადგენილია, რომ ამ სიმსივნის ასიდან 20-30 შემთხვევა მემკვიდრეობითია. მისი მიზეზი გენ RET-პროტოონკოგენში მომხდარი მუტაციაა.


ფარისებრი ჯირკვლის მედულარული ავთვისებიანი სიმსივნე ორგვარი სახით გვხვდება: როგორც დამოუკიდებელი დაავადება, რომელსაც ოჯახური ხასიათი აქვს და როგორც მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის მეორე ტიპის სინდრომი. ემართებათ უმეტესად შუახნის და ხანდაზმულ, ჩვეულებრივ, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს. დაავადების მემკვიდრეობითი ფორმების გამოვლენა უკანასკნელ ხანს გამარტივდა, რადგან გაჩნდა გენ RET-პროტოონკოგენის პირდაპირი მოლეკულური გენეტიკური ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა გახშირება ჩვენი დროის სამწუხარო რეალობაა. მათთან ერთად გახშირდა ოპერაციული ჩარევაც ამ ორგანოზე. ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გვესმის: “ჩიყვის ოპერაცია გაიკეთა”, “ჩიყვი ამოიკვეთა”, “ჩიყვიდან კვანძი ამოიჭრა” და სხვა. რას გულისხმობს ჩიყვის ოპერაციული მკურნალობა, რა ჩვენებით ხდება ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევა, რას ითვალისწინებს პოსტოპერაციული თერაპია? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკების: “მედინვესტის”, “გრინმედის”, “კუზანოვის”, - ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი  მაკა კვირიკაშვილი.

უშვილობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, აქტუალური პრობლემაა. ადრე, თუ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, ამას მხოლოდ ქალის რეპროდუქციული სისტემის არასწორ მუშაობას აბრალებდნენ. არადა, საკმაოდ ხშირია უნაყოფობა მამაკაცებში და ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალის გამოკვლევა და მისი მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს. ამჯერად სწორედ მამაკაცის უშვილობის მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.


ზოგადი დახასიათება და ძირითადი სიმპტომები
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი მოზრდილებზე ხშირად პატარებში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებში, გვხვდება. შეგახსენებთ, რომ შუა ყური დაფის ღრუსა და სასმენი ლულისგან შედგება. შუა ყურთან განიხილავენ აგრეთვე დაფის ღრუში მდებარე სასმენ ძვლებსა და მის გარეთა კედელს - დაფის აპკს. ინფექცია დაფის ღრუში ხვდება მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, ქუნთრუშას, წითურას და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს. შუა ყურში ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, ზოგადი ინფექცია და ორგანიზმის იმუნური სტატუსის დასუსტება.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მრავალ დაავადებას უდებს სათავეს. ერთ-ერთი მათგანია პოდაგრა. იგი საკმაოდ “ასაკოვანია” - მას შუა საუკუნეებშიც იცნობდნენ, განსაკუთრებით - არისტოკრატები და შეძლებული ვაჭრები, რომლებიც ყოველდღე მიირთმევდნენ ხორცს, ცხიმიან თევზსა და სპირტიან სასმელებს.


პურინული ცვლა
ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პურინები. ამ ნივთიერებათა უდიდესი ნაწილი ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, მცირე კი აქვე წარმოიქმნება. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტი შარდმჟავაა, რომელიც ორგანიზმიდან თირკმელების გზით გამოიდევნება.

რა გავლენის მოხდენა შეუძლია ოჯახურ ტრადიციებს მომავალ თაობაზე? მე შვილები მყავს და მაინტერესებს, რა როლს ასრულებს ტრადიციები ბავშვების პიროვნების ჩამოყალიბებაში.


ოჯახს აქვს შინაგან დამოკიდებულებათა მრავალწახნაგოვანი სისტემა. ამ დამოკიდებულებათა ხასიათი დიდ გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. მათთვის ყველაზე ნაყოფიერია ისეთი შიდაოჯახური ურთიერთობები, რომლებიც ქმნის მზრუნველობის, ყურადღების, გულისხმიერებისა და ადამიანური სიახლოვის ატმოსფეროს.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.


ჩვენი ჟურნალის ამ და მომდევნო ნომრებში დავასრულებთ წინა ნომრებში დაწყებულ საუბარს, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების საქმიანობის სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. რუბრიკის ერთგულ მკითხველთა თხოვნით, რომლებიც მითითებულ ტელეფონის ნომერზე ხშირად გვეხმიანებიან, განვმარტავთ: როგორია სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში; ვინ და რა სახით ახორციელებს მათი ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე; როგორი წესით ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა; რით განისაზღვრება მისი საქმიანობა, უფლება მოვალეობები და სხვა. დაპირებისამებრ, აქვე ვუპასუხებთ მკითხველთა შეკითხვებს.


ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან მიმაქვს. განსაკუთრებით განვიცდი, თუ ჩემდა უნებურად  ვინმეს ვაწყენინე. ამ რამდენიმე ხნის წინ ძალიან ვატკინე გული მეგობარს. როგორ ვითხოვო პატიება, რომ ჩემი საქციელი სწორად აღიქვან?


როცა მეგობართან უსიამოვნება მოგივიდათ, არც კი დაფიქრებულხართ, რას ეუბნებოდით - საწყენი სიტყვები გაბრაზებულ გულზე მიახალეთ და ამით ორმაგად ატკინეთ გული. ახლა კი, როცა ვნებები დაცხრა, მიხვდით, რომ საჭიროა პატიების თხოვნა, ურთიერთობის გარკვევა, მისი აღდგენა, უთანხმოების მიზეზებზე დაფიქრება; გსურთ გამო­ასწოროთ შეცდომა, ჩამოაყალიბოთ სა­თქმელი, შეარჩიოთ საჭირო სიტყვები, მაგრამ რატომღაც თავში არაფერი მოგდით.

ყურთასმენის გასაუმჯობესებლად
რაც 60 წელს გადავაბიჯე, შევამჩნიე, რომ სმენა ნელ-ნელა დამიქვეითდა. ექიმთან მისვლამდე ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე, რომელმაც ასეთი რეცეპტი მასწავლა:

* აიღეთ 100 გრამი პროპოლისი, 100 გრამი 96%-იანი სპირტი და 400 გრამი არარაფინირებული ზეთი. კარგად აურიეთ და სიბნელეში დადგით. ამ მიქსტურაში დაასველეთ  ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში. ასე  იმკურნალეთ 1 თვის განმავლობაში. სმენა გაგიუმჯობესდებათ.

ქრისტესისხლა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. იქ მას “რუსულ ჟენშენს” უწოდებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მისი მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მაისსა და ივნისში, ყვავილობისას, აუცილებლად მშრალ ამინდში. ქრისტესისხლას ტოტებს აჭრიან ან ამტვრევენ მიწიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.


ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.

ერთფეროვანი საკვები მოსაბეზრებელიც არის და არც სასარგებლოა, ამიტომ ეცადეთ, თქვენი და თქვენი ოჯახის რაციონი მრავალფეროვანი იყოს, ხოლო სუფრა - ლამაზი და მადის აღმძვრელი.




ჩემს ქმარს თევზზე ალერგია აქვს. ბავშვსაც ექნება თუ არა ალერგია ამ პროდუქტზე? სამი წლისაა და თევზი ჯერ არ მიგვიცია. შეიძლება გავასინჯოთ? ის ხომ ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია…


ათიდან შვიდ შემთხვევაში ალერგიისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მემკვიდრეობითი განწყობის მქონე ადამიანს აუცილებლად განუვითარდება ალერგიული დაავადება. არცთუ იშვიათად ასეთი განწყობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ რეალიზდება.

თებერვალი ვერაგი თვეა - ზამთარი იწურება, ორგანიზმი გადაღლილია და იმუნურ სისტემას უჭირს, თავი გაართვას თავის მისიას. ამიტომ არის, რომ ზამთრის მიწურულს პატარები უფრო ხშირად ავადმყოფობენ. როგორ მოვახდინოთ ორგანიზმის დამცველობითი ძალების მობილიზება? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი, ინფექციონისტი ნინო გაბისონია გვიპასუხებს.


რა არის კარგი და რა - ცუდი საკეისრო კვეთის შემთხვევაში? ვიდრე ოპერაციის გაკეთებას გადავწყვეტდე, მინდა გავიგო, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.


თავდაპირველად საკეისრო კვეთა ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა და მხოლოდ იმ ქალებს უტარდებოდა, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზით, ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეეძლოთ. დღეისათვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულებითაც კეთდება და ახალგაზრდა დედების მოთხოვნითაც, მოსალოდნელი ტკივილისთვის თავის ასარიდებლად. ზოგიერთი ექიმი, იცავს რა პიროვნების თავისუფლებას, ოპერაციას ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე აკეთებს. მაგრამ ყველა მშობიარემ არ იცის, რომ საკეისრო კვეთამ დასრულებისთანავე შეიძლება ბევრი სირთულე წარმოშვას, მაგალითად, ნაწლავური გაუვალობა, პერიტონიტი, შარდის ბუშტის ტრავმები... კიდევ რის გამოა სახიფათო საკეისრო კვეთა?


ჩემი 5 წლის ბავშვი ფეხს იტკივებდა - აღმოჩნდა ჩაზრდილი ფრჩხილის ბრალი. გამიგონია, შეიძლება გამეორდესო. რა ვიღონო, რომ ფრჩხილი აღარ ჩაუბრუნდეს?


სწორად შეურჩიეთ ფეხსაცმელი
ფრჩხილის ჩაბრ­უნება უმეტესად ფე­ხსაცმლის ბრალია. თუ ფეხსაცმ­ე­ლი ვიწროა, მო­­უხერ­ხებელი, ფრჩხილი არასწორი მიმართულებით იზრდება. ნუ ჩააცმევთ პატარას უფროსი და-ძმის გამონაცვალ ფეხსაცმელს. ტერფის ფორმა ყველას თავისებური აქვს; სხვისი ნახმარი ფეხსაცმელი ძველი პატრონის ტერფის ფორმას იმეორებს და ახალი მფლობელისთვის მოუხერხებელია.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად