ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #25 (268) მკურნალი #25 (268)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#25 (268) მკურნალი

ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებს, თუ მისი თითოეული უჯრედი განუწყვეტლივ არ მომარაგდა სისხლით. სწორედ ეს ევალება სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემას. გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი, ფაქტობრივად, ადამიანის ჩასახვისთანავე იწყებს მუშაობას და მხოლოდ მისი გარდაცვალებისას ჩერდება. ამ ორგანოს ხშირად ადარებენ ძლიერ ტუმბოს, რომლის განუწყვეტელი მოქმედების შედეგად სისხლი მუდმივად გადაიტყორცნება სისხლძარღვებში, ამასთან, არა მხოლოდ გულის ქვევით, არამედ მის ზევით მდებარე ორგანოებშიც.


ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ესაუბრება "აინო კომპლემენტარული მედიცინის ცენტრის" ექიმი ადა მჭედლიძე.


- ქალბატონო ადა, რომელი დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონი და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის?


რატომ არის, რომ ზოგჯერ თავს დილიდანვე შესანიშნავად ვგრძნობ, ზოგჯერ კი აპათია, გაღიზიანება, უგუნებობა მთელი დღე მიმყვება? გამიგონია, რომ ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ "საათობრივ განრიგს" ემორჩილება, რომელსაც უმეტესად ჩვენი შინაგანი საათი განსაზღვრავს. მართლა ასეა?


ქრონობიოლოგები - სპეციალისტები, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ ციკლებს შეისწავლიან - ამას ასე ხსნიან: ჩვენი ორგანიზმი, როგორც საათის მექანიზმი, განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება, ხოლო როცა მაღვიძარას რომელიმე ზამბარა მწყობრიდან გამოდის, მთელი საათის სვლა ირღვევა. ასეა ადამიანის შემთხვევაშიც:

დიასახლისთა უმრავლესობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სამზარეულო კომფორტულად ჰქონდეთ მოწყობილი და მოხერხებული გაზქურა ედგათ. დღეს ბაზარზე ამ ნივთის ფართო არჩევანია. თანამედროვე მოდელების უმრავლესობა ნამდვილად სრულყოფილია და მრავალმხრივ აღჭურვილი. თუ უპირატესობას ელექტროქურებს ანიჭებთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.


ელექტროქურებს განსაკუთრებული ფუნქციები აქვთ, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ: ბავშვებისგან დაცულობა, ელექტრონული მართვა მეხსიერებითა და ტაიმერით, ჰაერღუმელი ორმაგი მინითა და რამდენიმე სახის გრილით (შესაწვავი მოწყობილობით).

ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პროდუქტი კოლიბაქტერიას შეიცავს.


რა არის კოლიბაქტერია?
კოლიბაქტერიების ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლას მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში იწვევენ, კერძოდ, მაშინ, როდესაც საკვებთან ან წყალთან ერთად ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში.

ფიზიკური დატვირთვა საძილე აბების ნაცვლად
ბელარმინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს 18-დან 85 წლამდე ასაკის 2600 ადამიანი და დაადგინეს: ღამით უკეთესად რომ გვეძინოს, ხოლო დღისით უფრო მხნედ ვგრძნობდეთ თავს, დღეში 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ ვარჯიშს. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ იმ საკვლევ პირებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ღამით ღრმად ეძინათ, ხოლო დღისით არ უჩიოდნენ მოთენთილობას. მიღებული შედეგები მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის ეპიდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა.

რა არის გულის მანკი გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის - დარღვევას იწვევს.


რა ფუნქცია აკისრია სარქვლოვან აპარატს
როგორც იცით, გულის ოთხივე ღრუს აქვს სარქვლები, რომელთა ნორმალური ფუნქციობა უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინაგულებიდან პარკუჭებისკენ. სისხლის პირუკუ დენა დაუშვებელია.

ბავშვის დაბადება ბედნიერებაა, თუმცა დიდ სიხარულს ზოგჯერ მწუხარებაც ახლავს თან: ბავშვს შესაძლოა განვითარების თანდაყოლილი დეფექტი აღმოაჩნდეს. ყველაზე მეტად ნერვული სისტემის მანკებია გავრცელებული, მეორე ადგილი კი გულისა და სისხლძარღვების თანდაყოლილ დეფექტებს უკავია. მათ შესახებ კარდიოლოგი ლია ჯიმშიტაშვილი გვესაუბრება.


- გულის თანდაყოლილი მანკი გულის და/ან მსხვილი სისხლძარღვების სტრუქტურული დეფექტია, რომელიც ბავშვის დაბადებისთანავე იჩენს თავს. მანკების უდიდესი ნაწილი სისხლის მიმოქცევის დიდ (გულიდან მთელ ორგანიზმში მიმავალ) ან მცირე (გულიდან ფილტვებში მიმავალ) წრეში სისხლის ნაკადის ფიზიოლოგიურ მიმართულებას არღვევს.

ექოსკოპიურ გამოკვლევას გულის მანკების დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ გზით აღმოაჩენენ გულის როგორც სტრუქტურულ, ისე ფუნქციურ ცვლილებებს. კვლევის ამ მეთოდის თავისებურებებისა და საინტერესო დეტალების შესახებ გვესაუბრება შპს "კარდიოექსპრესდიაგნოსტიკის" ექიმი მატა გუჯაბიძე.


- რას ისახავს მიზნად და რას ავლენს გულის ექოსკოპიური გამოკვლევა?

გულის შეძენილი მანკი ის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი დაბადების შემდეგ, ორგანიზმზე ამა თუ იმ მავნე ფაქტორის ზემოქმედების შედეგად იძენს. გულის შეძენილ მანკებს მკურნალობენ კონსერვატიულადაც, ანუ მედიკამენტებითაც, და ქირურგიულადაც. როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევა და ტარდება თუ არა საქართველოში გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა? ამ და სხვა კითხვებზე კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად ბახუტაშვილი გვიპასუხებს.


- ბატონო ზვიად, როდის შეიძლება დაისვას გულის შეძენილი მანკის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ორსულთა ექსტრაგენიტალურ დაავადებებს შორის. სადიაგნოზო და სამკურნალო მეთოდებისა და საშუალებების სრულყოფა გულის მანკით დაავადებულ ქალებს, რომლებიც ადრე უშვილობისთვის იყვნენ განწირულნი, შესაძლებლობას აძლევს დაორსულდნენ, ბავშვები გააჩინონ და დედობის სიტკბო იგრძნონ. რა გავლენას ახდენს გულის მანკი ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის მდგომარეობაზე, ამის შესახებ ქალთა მე-10 კონსულტაციის ექიმი მზია დევდარიანი გვესაუბრება.

გარდატეხის ასაკში ორგანიზმის არც ერთ სისტემას ისეთი დიდი მოთხოვნები არ წაეყენება, როგორიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ამ პერიოდში, ორგანიზმის სწრაფი განვითარებისდა კვალად, სისხლის მიმოქცევის სისტემაში სამი ძირითადი თავისებურება იჩენს თავს.


პირველი თავისებურება ის არის, რომ გარდატეხის ასაკში გული სწრაფად იზრდება. 10-დან 16 წლამდე გულის მასა ორმაგდება, მოცულობა კი 2,4-ჯერ იმატებს.

გულის სარქვლების პროთეზირება კათეტერის დახმარებით
ამერიკის შეერთებული შტატების მედიკამენტებისა და სურსათის სამმართველომ (FDA) დადებითად შეაფასა გულის სარქვლის ახალი პროთეზი, რომლის გამოცვლაც შესაძლებელია არა ღია გულზე, არამედ კათეტერის დახმარებით. მსგავსი პროთეზების გამოყენება უკვე იყო ნებადართული, მაგრამ ისინი გამიზნული გახლდათ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი სარქვლებისთვის - ისეთებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ფილტვის არტერიის სარქველი. პროთეზი შაპიენ კომპანია Edwards Lifesciences-მა შეიმუშავა. ეს პირველი პროთეზია, რომელიც აორტის სარქვლის შემცვლელად მოიაზრება. დღეს აორტის სარქვლის პროთეზირება მოითხოვს რთულ ოპერაციას ღია გულზე.

სათამაშო ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას მხოლოდ გართობა როდი აკისრია - ის ბავშვის ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. ხშირად საყვარელი თოჯინა ბავშვისთვის მისაბაძ ობიექტად იქცევა - პატარა მას თავის იდეალად წარმოიდგენს და ცდილობს, მას დაემსგავსოს. უცნაურია, მაგრამ ბარბის შემყურე პატარა გოგონები ხშირად უკმაყოფილონი არიან თავიანთი აღნაგობით, თუმცა კარგად არც კი ესმით, რას ნიშნავს ეს. მაგალითად, ხუთი წლის გოგონამ შეიძლება თქვას: "მინდა, უფრო გამხდარი და დედასავით უფრო პუტკუნა ვიყო!" დიახ, პატარა ბავშვი ახლობლებთან - დედასთან, მამასთან, ბებიასთან, ბაბუასთან ერთად თოჯინებსაც ბაძავს! პატარა გოგონებს ხშირად სურთ, ბარბისავით გრძელი და ქერა თმა, ნაირ-ნაირი ვარცხნილობა, ცისფერი ან მწვანე თვალები, ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჰქონდეთ, ხოლო ბიჭებს სურთ ადამიან-ობობას ან სუპერმენს ჰგავდნენ.

ვარჯიშთა კომპლექსი ბავშვის ზრდის კვალდაკვალ ფართოვდება. მასში ერთვება მოძრაობები, რომლებიც პატარას აქტიური ცხოვრებისთვის ამზადებს, ეხმარება დაეუფლოს ცოცვას, ჯდომას, დგომას, სიარულს. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას ალერსიანად უნდა ვესაუბროთ. 3-6 თვის პატარებში ეს საპასუხო რეაქციას იწვევს, ხოლო 6-12 თვის ბავშვები პასუხად ბგერებსა და ცალკეულ მარცვლებს წარმოთქვამენ. 4-5 თვიდან ბავშვს ყოველი მოძრაობის წინ უნდა მივუთითოთ: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომკიდე ხელი" და ა.შ. რიტმული მოძრაობისას ხმამაღლა ვითვალოთ: "ერთი, ორი, სამი..." როცა ვარჯიშთა კომპლექსი სწორად ტარდება, ბავშვი კარგ გუნებაზეა, იცინის, ღუღუნებს. 4-5 თვის ასაკში იწყება ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ფეხების პასიური მოძრაობები - აწევა, მონაცვლეობით მოხრა; ასევე - ქვედა კიდურების, ზურგის, მუცლისა და ტერფების მასაჟი. თუ ბავშვი მშვიდად წევს და არ წუხს, შეგვიძლია, ამას ზედა კიდურების მასაჟიც დავუმატოთ.

პირველი დამატებითი საკვები ჩვილისთვის ბოსტნეულის პიურე და სუპ-პიურეა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მეორე დამატებითი საკვები - ფაფა უნდა მიიღოს. ფაფა ნოყიერი კერძია, რომელსაც ბურღულეულისგან ამზადებენ. ბურღულეული შეიცავს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნახშირწყლებს. ფაფის გადამუშავებას ბავშვის კუჭი დიდ დროს ანდომებს. ეს დრო საჭიროა, რათა ორგანიზმმა დახარჯული ენერგია აღიდგინოს. გარდა ამისა, ბურღული შეიცავს ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მცენარეულ ცილებს.

ჩემი შვილი პირველკლასელია. უკვე მოასწრო და სკოლაში ბევრი ცუდი აითვისა. ხომ შეიძლება, ეს მავნე ჩვევები მთელი ცხოვრება გაჰყვეს... რას უნდა მივაქციო ყურადღება ასაკის მატებასთან ერთად? დალი, 26 წლის


სკოლაში ბევრ კარგთან ერთად ბავშვები ცუდსაც სწავლობენ, უმთავრესად - სხვა ბავშვების გავლენით. პირველი კლასი, პირველი სასკოლო წლის დასაწყისი (განსაკუთრებით - პირველი 6 თვე) არც ისე მარტივია.

ექინაცეა
ექინაცეის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. თუმცა როგორც სამკურნალო და დეკორატიული კულტურა, ის დღეს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ. მათ შორის - რუსეთსა და საქართველოშიც. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ექანაცეის როგორც ყვავილი, ასევე ფოთოლი და ფესვი.


შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები. ექინაცეის იმუნომოდულაციურ თვისებას მის შემადგენლობაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სიმრავლე განაპირობებს.

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეთ, გაცილებით დიდი უსიამოვნება გელით: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, რა მინიმალური ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი გასაყიდად გამოტანილი სურსათის ეტიკეტზე. კერძოდ, ეტიკეტს უნდა ჰქონდეს ქართული წარწერა შემდეგი ინფორმაციით:






თმის ცვენას ხახვი შეგიჩერებთ
ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე... ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის.



გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების "ფუძემდებელი".

ბადურა ძალზე სათუთი ორგანოა. მის პათოლოგიაში შეიძლება გადაიზარდოს არაერთი ზოგადი და სისტემური დაავადება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. ზოგიერთი ინფექციური დაავადება, მათ შორის - გრიპი, ასევე შეიძლება გართულდეს ბადურას პათოლოგიით. გარდა ამისა, ბადურა შეიძლება დაზიანდეს თვალის ტრავმის, ქალა-ტვინის ტრავმის დროს. ბადურას დაავადებებზე გვესაუბრება თვალის დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მიწვეული პედაგოგი ელენე მირზიაშვილი.

წამწამები სახის მნიშვნელოვანი დეტალია. ის იცავს თვალებს მტვრისა და სხვადასხვა დაზიანებისგან, ხაზს უსვამს თვალების ფორმას. ზოგჯერ ლამაზი წამწამები ცვლის გარეგნობას, ხოლო მათი ჩრდილი განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს მზერას. წამწამები და წარბები ადამიანებს სხვადასხვა სიგრძისა და ფერისა აქვთ: ქერებს - უფრო ბაცი და მოკლე, ვიდრე შავგვრემნებს. ბუნებისგან წამწამები თვალების დასაცავად გვაქვს ბოძებული, სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ განსაკუთრებული მოვლა.

არასოდეს არავინ წერს სტატიას სათაურით "მამაკაცი და კარიერა". რატომ? იმიტომ, რომ მამაკაცისთვის კარიერა თვითრეალიზაციის აუცილებელი და ხშირად ერთადერთი სფეროა, ქალმა კი არჩევანი უნდა გააკეთოს სიყვარულს, ბავშვებს, ოჯახსა და სამსახურს შორის, ანდა მათი ერთმანეთთან შეთავსება მოახერხოს. მთავარია, ჰქონდეს საკუთარი ძალების რწმენა და არ მიაქციოს ყურადღება მოსაზრებას, თითქოს ქალს არ შეეძლოს ღირსეული კარიერის გაკეთება. მანამდე კი რამდენიმე მითი უნდა გავაცამტვეროთ.

ჩემი ქალიშვილი ძალიან თავდაჯერებულია. 13 წლისაა. ბოლო ხანს გაუჩნდა მოთხოვნილება, თავისი მეგობრები მართოს. რატომღაც მიაჩნია, რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას სურს, ყველამ მისი ბრძანება უნდა შეასრულოს. თავდაპირველად თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს არც ისე ცუდია, მასში თავი იჩინა ლიდერის თვისებებმა, ახლა კი მივხვდი, რომ ამ ზღვარგადასული თავდაჯერებულობის გამო შეიძლება ყველა მეგობარი დაკარგოს. ხათუნა, 39 წლის



დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად