ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #24 (267) მკურნალი #24 (267)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#24 (267) მკურნალი
კვერცხის შენახვისა და მოხმარების წესები
კვერცხის შენახვისას მთავარია:

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის კვება მოზრდილთა საკვებით? რა უნდა იყოს პირველი დამატებითი საკვები - ფაფა თუ ბოსტნეულის პიურე? ასევე, გთხოვთ აგვიხსნათ, როგორ მოვამზადოთ ჩვილისთვის კერძი.


დაახლოებით 6 თვიდან ჩვილს ზრდა-განვითარებისთვის აღარ ჰყოფნის დედის რძითა თუ ხელოვნური საკვები ნარევებით მიღებული ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. მზარდი ორგანიზმი განიცდის ც, ა, დ, ბ ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, იოდის, თუთიის, სპილენძის, სელენის, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმისა და სხვა მიკროელემენტების ნაკლებობას.

ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი სტრუქტურაა. მის გარეშე ადამიანი ვერც სიარულს შეძლებს, ვერც დგომას. ხერხემლის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ზურგის ტვინის დაცვა. ხერხემლის დაავადებების უმეტესობა მას შემდეგ განვითარდა, რაც ადამიანმა ორ ფეხზე სიარული დაიწყო. ხერხემლის დაავადებათა მიზეზებსა და მექანიზმებზე, ასევე - მათი მკურნალობის გზებზე გვესაუბრება აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ხერხემლის განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა აზმაიფარაშვილი.

გულდასმით მოვლა და დატენიანება მარტო სახის კანსა და თვალების ირგვლივ მიდამოს კი არა, ტუჩებსაც სჭირდება, თუმცა ბევრს ეს ავიწყდება. ამასთან, ტუჩებზე კანის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება სახის სხვა ნაწილებისგან, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც. ტუჩების კანს პრაქტიკულად არ გააჩნია ცხიმოვანი ჯირკვლები. ის ძალზე ნაზი და მგრძნობიარეა. სისხლძარღვები მის ზედაპირზე ზერელედ არის განლაგებული. ყოველივე ამის გამო ტუჩები ხშირად შრება და იქერცლება. ზოგჯერ სკდება კიდეც და ნახეთქებიდან სისხლი დის. ამიტომ ტუჩებს გულისყურით უნდა მოვუაროთ. მით უმეტეს, ტუჩები, ისევე როგორც თვალები, სახის ყველაზე გამორჩეული ნაკვთია, რომელიც პირველ რიგში იპყრობს ყურადღებას.

მართალია, ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანება არცთუ ისე ხშირია (მათ წილად მოდის ტრავმების საერთო რაოდენობის 1-4%), მაგრამ სიმძიმე და ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებელი ამ სახის ტრავმებს ყველაზე მძიმე და სოციალურად მნიშვნელოვან დაზიანებათა რიცხვში აქცევს. ხერხემლის ტრავმების, მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი, მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი ლევან თოფურიძე.

კვერცხის შენახვისა და მოხმარების წესები
კვერცხის შენახვისას მთავარია:

  • მუდმივად შევინარჩუნოთ სიგრილე - 20 0 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს;
  • არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს, ამიტომ არაფრით არ შეიძლება შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა - ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭში იოლად იჭრება მიკრობები. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში ასევე შეიძლება შეიჭრან მავნე მიკრობები, შიგნით გამრავლდნენ და მოწამვლა გამოიწვიონ.

 

ჭიპლარის დაბადებისთანავე გადაჭრა ანემიის ალბათობას ზრდის
ტრადიციისამებრ,  მეანი ჭიპლარს ბავშვის დაბადებისთანავე ჭრის. რამდენიმე ხნის წინ შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამან შეიძლება რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს ახალშობილის ტვინს. BBC-ს ცნობით, სულ უფრო მეტი ექიმი ემხრობა იმ მოსაზრებას,  რომ ახალშობილის დაბადებიდან ჭიპლარის გადაჭრამდე რამდენიმე წუთი მაინც უნდა გავიდეს. მკვლევრები 400 ბავშვს აკვირდებოდნენ.

ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია. ეს არის ურთულესი კონსტრუქცია, რომლის წყალობითაც ადამიანი წელში გამართული დადის და ძლევს დედამიწის მიზიდულობის ძალას.


ადამიანის ხერხემალს სვეტის ფორმა აქვს და 31-32 მალისგან შედგება. მალები, მდებარეობისა და მორფოლოგიური ნიშნების კვალობაზე, 5 ჯგუფად იყოფიან:


პროფესიას უმთავრესად იმის მიხედვით ვირჩევთ, რამდენად მოთხოვნადი, პრესტიჟული და შემოსავლიანია ესა თუ ის სპეციალობა. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რა გავლენას მოახდენს ჩვენი არჩევანი ჩვენსავე ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი პროფესია დროთა განმავლობაში სხეულის იმ ნაწილების ცვეთასა და დაზიანებას იწვევს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვებზე მეტად იტვირთება. ხერხემალი და სახსრები ყველაზე ხშირად მათ უზიანდებათ, ვინც ფიზიკურ ჯაფას ეწევა. რომელი პროფესიაა ამ კუთხით ყველაზე სახიფათო და როგორ შევამციროთ ხერხემლის პროფესიული დატვირთვით გამოწვეული ზიანი? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნ.ი. მახვილაძის სახელობის შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორს, მედიცინის დოქტორს რუსუდან ჯავახაძეს ვესტუმრეთ.

ძველი აღმოსავლეთის სწავლულებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი მით უფრო ახალგაზრდაა, რაც უფრო მოქნილი და ჯანსაღი ხერხემალი აქვს. ამ სიტყვებში მართლაც დიდი სიბრძნე დევს. დღეს ყველამ იცის, რომ დაავადების მკურნალობას მისი თავიდან აცილება სჯობია. სხვა საქმეა, ვინ როგორ ახერხებს ამას. ფაქტია, რომ ხერხემლის დაავადებათა პროფილაქტიკა დღეს მეტად აქტუალური საკითხია. ჭარბი წონა, ჭარბი ფიზიკური (სპორტული თუ შრომითი) დატვირთვა, ცხოვრების მჯდომარე სტილი, საზოგადოდ, ჰიპოდინამია თუ ადინამია (უმოძრაობა) სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენს ხერხემალს.

რა არის ოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი (ოსტეო - ძვალი; პოროს - ნახვრეტი, ფორი) არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში რომ კოლოსალური გარდაქმნები მიმდინარეობს, ყველამ იცის. ეს ცხრა თვე მძიმე გამოცდაა მომავალი დედის ხერხემლისთვის. არანაკლებია დატვირთვა მშობიარობის შემდეგ... რა მოსდის ორსულისა და მეძუძური დედის ხერხემალს და როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე გართულებები, ამის თაობაზე მეან-გინეკოლოგი ირმა თედორაძე გვესაუბრება.


- ორსულები ხშირად პირველივე ტრიმესტრიდან უჩივიან ზურგისა და წელის ტკივილს. რა ხდება ამ დროს, რატომ განიცდის ხერხემალი ქალის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში ასეთ დატვირთვას?

ბავშვის ხასიათი და ნორმალური ფსიქოლოგიური თვისებები, რასაკვირველია, მხოლოდ დასჯის წყალობით არ ყალიბდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სასჯელი მაშინ არის ეფექტური, როცა ის იშვიათი და მოულოდნელია და, რაც მთავარია, სწორედ ქების ფონზე მიმართავენ. მშობლები ყურადღებას უმთავრესად შვილის ნაკლოვანებათა გამოსწორებას უთმობენ, ბავშვისთვის კი გაცილებით სასიამოვნო და შედეგიანია აღზრდა დადებითი ემოციების დახმარებით. აკრძალვა, შენიშვნა და სასჯელი უკიდურესი ზომა უნდა იყოს. ზოგიერთი მშობელი განზრახ არ ამჩნევს შვილის წარმატებებსა და ღირსებებს, რადგან ეშინია, ზედმეტი ქებით ბავშვი არ "გააფუჭოს".

მყავს 8 წლის ბიჭი. ძალიან გაუგონარია. მითითება თუ თხოვნა რამდენიმეჯერ უნდა გაუმეორო, რომ ყურადღება მოგაქციოს. ხშირად მიმართვაზე არც კი რეაგირებს. არ მინდა, სიმკაცრე გამოვიჩინო და დავსაჯო, მაგრამ არც ის ვიცი, როგორ დავიმორჩილო.


რატომ არ ასრულებს ბავშვი თქვენს თხოვნას? რატომ არ რეაგირებს მითითებაზე? თქვენ სთხოვთ, მიალაგოს თავისი კუთხე, მოშორდეს კომპუტერს და იმეცადინოს, ის კი, ვითომც არაფერიო, საქმიანობას განაგრძობს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშის კომპლექსის შერჩევისას? სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვის ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელებზე მეტად აქტიურობენ. ეს ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსია. ზრდის კვალდაკვალ მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ზედა კიდურების მომხრელების ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი ქრება, რაც ბავშვის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ფეხის კუნთების ჰიპერტონუსი. სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშებისა და მასაჟის კომპლექსის შერჩევისას.

ყველა ბავშვს აქვს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა. ამ ბუნებრივი თვისების წყალობით ის სიცოცხლის პირველ წლებში უამრავ ახალ ინფორმაციას ითვისებს. აუცილებელია ამ ცნობისმოყვარეობის სტიმულირება, რათა მან შემოქმედებითი ხასიათი მიიღოს. როცა მშობლები ამჩნევენ და სტიმულს აძლევენ ბავშვის სურვლს, დააგროვოს ცოდნა, პატარა ამ ყოველივეს ბეჯით მოწაფესავით აკეთებს. თუ მშობლები შეეცდებიან დათრგუნონ ბავშვის "კვლევითი საქმიანობა", იგი დაკარგავს მისი გაგრძელების სურვილს და ცოდნასაც ნაკლები გულმოდგინებით შეიძენს.

ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ფორმირება ორგანიზმის მთელი ზრდისა და განვითარების მანძილზე მიმდინარეობს და 20-22 წლის ასაკში სრულდება. ამდენად, ანატომიური და ფუნქციური მაჩვენებლებით ბავშვის ხერხემალი მოზრდილი ადამიანის ხერხემლისგან განსხვავდება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მდიდარია მისი ძვლოვანი ქსოვილი ხრტილოვანი ნივთიერებით. წლის ბავშვის ხერხემლის მალების ძირითად მასას ხრტილოვანი ნივთიერება შეადგენს.

იწვევს თუ არა ჭარბი წონა ბავშვებში ხერხემლის დაზიანებას?
ბავშვობაში ჭარბი წონა ხერხემლის ნაადრევ დეგენერაციას იწვევს. სამხრეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოებისა და ნიუ-იორკის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა ბავშვთა ასაკში სხეულის მასის ინდექსის ზრდასა და ხერხემლის ანომალიის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს. ჩაუტარდა გამოკვლევა 12-დან 20 წლამდე ასაკის 188 მოზარდს, რომლებიც ზურგის ტკივილს უჩიოდნენ (არატრავმული ხასიათის) და ამის გამო 4 წლის განმავლობაში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. პაციენტთა 52%-ს ხერხემლის ქვედა ან წელის ნაწილში ცვლილებები აღენიშნა.

კუჭსა და თორმეტგოჯას უხდება
ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე მეწყებოდა კუჭის ტკივილი და გულძმარვა. ტკივილი განსაკუთრებით მშიერ კუჭზე მაწუხებდა. მივედი ექიმთან, დამიდგინეს გასტროდუოდენიტი და მჟავიანობის მომატება. დავიწყე მკურნალობა წამლებით, მივაშველე ხალხური საშუალებებიც. რამდენიმე კურსის შემდეგ შვება ვიგრძენი. მინდა, თქვენც მოგაწოდოთ ეს რეცეპტები, იქნებ გამოგადგეთ.


ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის ჰორმონებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის მთელი ონტოგენეზის განმავლობაში. ამ ჰორმონთა ბიოლოგიური მოქმედება ორგანიზმის მრავალ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე ვრცელდება. ისინი განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. მათი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს ქსოვილების, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინის ქერქის დიფერენცირება, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება, ბიოენერგეტიკული და მეტაბოლური პროცესები, ხორციელდება რეპროდუქციული ფუნქციები, ხდება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაცია (განახლება).

მაქვს მაღალი პროთრომბინი. რით შეიძლება დავწიოთ? მხოლოდ მცენარეული რეცეპტით, რადგან ჰეპატიტი მაწუხებს და ვერიდები ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას.


რა არის პროთრომბინი?
პროთრომბინი არის რთული ცილა, რომელიც სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობას ასახავს. ის თრომბინის - თრომბის წარმოქმნის სტიმულატორი ცილის - წინამორბედია.



დავა იმის შესახებ, რა არის სასარგებლო და რა - მავნებელი, ხშირად წარმოშობს მითებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ვენდოთ თუ არა მათ? ეჭვი და მუდმივი შიში მრავალ ჩვენგანში არასწორ დამოკიდებულებას იწვევს ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის მიმართ. ზოგჯერ მღელვარება უსაფუძვლოა, თუმცა ზოგი რამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ.



არ შუახნის ქალი, ქუსლებზე მაქვს ნახეთქები და გაუხეშებული კანი, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. გთხოვთ, ხალხური საშუალებებიდან რამე მირჩიოთ სამკურნალოდ.


დახეთქილი ქუსლები მხოლოდ უსიამოვნო შესახედავი კი არ არის, არამედ ფიზიკურ დისკომფორტსაც იწვევს. ტკივილის გამო ადამიანს ზოგჯერ სიარულიც კი უჭირს. ქუსლები, ჩვეულებრივ, კანის მომეტებული სიმშრალის გამო სკდება.

როცა მეუღლემ მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო, მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს თავში ურო ჩამცხეს. მივხვდი, რომ მამობისთვის მზად არ ვიყავი... მერე კი არაადეკვატური რეაქციისა ძალიან შემრცხვა.


"მალე მამა გახდები" - ყოველთვის რეაგირებენ თუ არა ქმრები ამ სიტყვებზე ისე, როგორც ამას ცოლები ისურვებდნენ? საერთოდ, რა შეიძლება მივიჩნიოთ ადეკვატურ რეაქციად?

არის შემთხვევები, როცა ჩემი გარეგნობის გამო დისკომფორტს ვგრძნობ; ზოგჯერ ქალური ჩივილები მაქვს. ასეთ დროს ინტიმურ სიახლოვეზე უარს ვამბობ, მაგრამ ვატყობ, რომ მეუღლე უკმაყოფილო რჩება. როგორ მოვიქცე?


გარეგნობას სქესობრივ ურთიერთობასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამას სექსოლოგებიც ადასტურებენ. ამა თუ იმ ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ისინი ყოველთვის ეკითხებიან, კმაყოფილნი არიან თუ არა საკუთარი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს არ მოსწონს საკუთარი თავი, მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს და ამიტომ უარს ამბობს სქესობრივ ურთიერთობაზე.

მაქვს ძალიან პატარა ბინა, ვზივარ ჩემს პაწაწინა ბუდეში და ლამაზ ცხოვრებაზე ვოცნებობ. მესმის, რომ ეს გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ძალიან მინდა, ბევრი ფული ვიშოვო და მდიდრულ ვილაში დავსახლდე. როცა ჩემს ვიწრო ბინას შევყურებ, სევდა მიპყრობს... არადა ექთანი ვარ, საიდან მოვიტანო იმდენი ფული, ჩემი ოცნების ასასრულებლად რომ არის საჭირო? მარი, 29 წლის




დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად