ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #19 (262) მკურნალი #19 (262)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#19 (262) მკურნალი

თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ

იშვიათია ბავშვი, წვენი რომ არ უყვარდეს. მაგრამ საინტერესოა, რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია

თირკმელი უმნიშვნელოვანესი ორგანოა ჰომეოსტაზის - ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის - შესანარჩუნებლად. თირკმელები უზრუნველყოფენ სითხის მოცულობის მუდმივობას (იზოვოლემია), ოსმოსურ კონცენტრაციას (იზოტონია), იონურ შემადგენლობას (იზოიონია), წყალბადის იონების კონცენტრაციას (იზოჰიდრია). მათი ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა მითითებული მაჩვენებლების ცვლილებები გამოიწვიოს. თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე სასაუბროდ ვეწვიეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ნეფროლოგ ქეთევან ცანავას.

მედიცინისგან საკმაოდ შორს მდგომმა ადამიანებმაც კი მშვენივრად იციან შინაგანი ორგანოების შესახებ: თავის ტვინი, გული, ფილტვები, კუჭი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელები, საშვილოსნო, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი - პროსტატა, ფარისებრი ჯირკვალი, საკვერცხეები, სათესლეები - ეს ის ორგანოებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას აძლევს.

გული და ფილტვი ორი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელთა ფუნქციების შენარჩუნებას კრიტიკული მდგომარეობის დროს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ. ხანდაზმული ასაკი ხშირად სწორედ მათი ფუნქციების დარღვევასთან ასოცირდება. მოდი, გავარკვიოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და ფილტვის ფუნქციათა დარღვევა, რა ცვლილებები ვითარდება ამ დროს და რა შეიძლება ვიღონოთ გულისა და ფილტვის ნორმალური ფუნქციობის რაც შეიძლება მეტხანს შესანარჩუნებლად. გულის ფუნქციის დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, მისი კუმშვითი ფუნქციის დაქვეითებას და გულის როგორც ტუმბოს ფუნქციის მოშლას გულისხმობს.

ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.


მალათაშუა დისკოს დაზიანება, ოსტეოქონდროზი
დღეს მალათაშუა (მალათაშორისი) დისკოს დაზიანებას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები; ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რასაც მათი გაუწყლოება მოჰყვება. ამის გამო დისკო მყიფდება და მცირედი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი, ოსტეოქონდროზი, მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა განსაზღვრულ ფაქტორებს უნარი შესწევთ, ის დააჩქარონ ან შეანელონ.

მეხსიერება ქცევის წარმმართველ ტვინის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. მიზანდასახული ქცევის განხორციელებისთვის ადამიანი მუდმივად სარგებლობს წარსულში მიღებული გამოცდილებით. შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ადეკვატური ქცევის რეალიზაციისა და აზროვნებისთვის ვიყენებთ. ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ გაგებით ქცევის ფსიქოფიზიოლოგიაში "დასწავლა" და "მეხსიერება" ერთმანეთისგან განუყოფელია.

გრძნობათა ორგანოების დაზიანებას ბევრი სათანადოდ არ აფასებს, რადგან ეს სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს არ უქმნის. არადა, გრძნობათა ორგანოები უდიდეს როლს ასრულებენ გარემოს აღქმაში. ამიტომაც განიცდის ადამიანი ასე მწვავედ მათი ფუნქციის დაქვეითებას ან გაქრობას.


მხედველობა
თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
1. კატარაქტა, რომელიც ადრე 50-55 წელს გადაცილებულთა პრობლემად მიიჩნეოდა, ახლა კი 40 წლის ასაკშიც გვხვდება;
2. გლაუკომა. ის შეუქცევად სიბრმავეს იწვევს და მთელ მსოფლიოში იმდენად არის გავრცელებული, რომ სოციალურ პრობლემადაც კი მიიჩნევა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი რთული აგებულების ორგანოთა კომპლექსია. მისი მთავარი დანიშნულება ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით მომარაგებაა. საკვები ორგანიზმში გარემოდან ხვდება, მაგრამ მასთან ერთად ხვდება უამრავი გამღიზიანებელიც, რომლებიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და მრავალ პათოლოგიას უდებს სათავეს. როგორ მოვუაროთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემას, როგორ დავიცვათ იგი კიდევ უფრო ძლიერი დაზიანებისგან პათოლოგიური პროცესის არსებობისას, - ამ და სხვა საკითხების შესახებ ექიმი ელზა ჯიქურაშვილი გვესაუბრება.


მყავს 4 წლის გოგონა. გვთხოვს ყურების გახვრეტას. შეიძლება თუ არა ამ ასაკში ყურების გახვრეტა? ძლიერი სტრესი ხომ არ იქნება ეს ორგანიზმისთვის?


ბევრი მშობელი შეშფოთებით კითხულობს, ხომ არ მიაყენებს ტრავმას ყურების გახვრეტა მის პატარას. არადა, მასაც უნდა გაპრანჭვა, თანატოლებთან ლამაზი საყურეებით თავის მოწონება.

 

ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ ჯანმრთელობისათვის კარგი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ წლამდე პატარას ნახევარი დღე-ღამე სძინავს და სრულფასოვანი ძილი ჰაერივით სჭირდება. ნორმალური ძილი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის ჰარმონიულ ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას.




თქვენი პატარა სულ აცრემლებული დადის. თუ ასე გაგრძელდა, სათანადო მეტსახელსაც მიიღებს... მაინც რატომ ჭირვეულობს და ტირის ბავშვი?


პატარა ბავშვები ათასი რამის გამო ჭირვეულობენ. ბავშვის ტირილის ყველა მიზეზი რომ შევკრიბოთ, ალბათ მრავალტომიანი ენციკლოპედია გამოგვივა. ეს არ არის გასაკვირი - პატარა ბავშვს ჯერ არ შეუძლია სათანადოდ ახსნას, რა სურს. თუ სასურველი ნივთი ხელში ვერ ჩაიგდო, მისი მიღების ყველაზე სარწმუნო გზა ტირილია. ატირდება ბავშვი და მთელი სამყარო მის ირგვლივ იწყებს ტრიალს, ყველა მის გამხიარულებას ცდილობს.


ყველა მშობლის ბუნებრივი სურვილია, შვილს საუკეთესო პირობები შეუქმნას. თავდაპირველად - კარგი საკვები და ხარისხიანი პამპერსი, შემდეგ - სათამაშოები, განვითარება... და ბოლოს საბავშვო ბაღის დროც დგება. არჩევანს ვაკეთდებთ, რეგისტრაციას გავდივართ და სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის დაწყების დროც ახლოვდება. ნეტავ როგორ შეეგუება ბავშვი საბავშვო ბაღს?



ჩემი შვილი სკოლაში მიდის. ვიცი, რომ წინ უამრავი სირთულე გველის - მისთვის ხომ ეს ყველაფერი უცხოა, ახალია. როგორ მოვიქცეთ, რომ სასწავლო პროცესში ადვილად ჩავერთოთ?


ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება მნიშვნელოვანი მომენტი: ის თამაშიდან სწავლაზე უნდა გადავიდეს, ფეხი შედგას ახალ, შეუცნობელ სამყაროში, რომელიც უამრავ სიახლეს ჰპირდება. პირველ კლასთან ადაპტაციის პროცესის სწორად წარმართვა ძალზე მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანაში.


დღეს სპეციალისტს დახმარებისთვის მიმართავს იმ მამაკაცთა მხოლოდ 15%, რომლებსაც სქესობრივი ხასიათის პრობლემები აწუხებთ. არადა, ექიმი ხომ ის ადამიანია, რომელიც პროფესიულ დახმარებას გაგიწევთ და შიშისა თუ კომპლექსებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი ჯანმრთელობა, რა ვიღონოთ, რომ პოტენცია დიდხანს იყოს "მოწოდების სიმაღლეზე"? ამ და სხვა საკითხებზე სექსოლოგიური კლინიკა "ლიგას" დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი არჩილ ბაქრაძე გვესაუბრება.


ალკოჰოლი სუსტ სქესს ასაკობრივი პრობლემებისგან იცავს
შუახნის ქალებისთვის დღეში 1-2 ბოკალი ღვინო აუცილებელი ყოფილა. თუ სუსტი სქესის წარმომადგენლები 50 წლამდე დაიცავენ ასეთ რეჟიმს, თავიდან აიცილებენ კიბოს, გულის დაავადებებს, შეინარჩუნებენ მახვილ გონებას, მოქნილ ტანს და ჯანსაღ ფსიქიკას. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეისწავლეს, რამდენ ალკოჰოლიან სასმელს სვამდა 120 000 ექთანი შუახნის ასაკში და 70 წლის შემდეგ. მონაწილეთა საშუალო ასაკი გამოკვლევის დასაწყისში 58 წელი იყო.

ყურადღებიანი დედა ამჩნევს, როგორ იცვლება ახალშობილი დღიდან დღემდე, როგორ ვითარდება და იზრდება. რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ დროულად გამოავლინონ და აღკვეთონ თუნდაც მცირედი ცვლილება, რომელმაც მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ შვილს? როგორ შევაფასოთ პატარას კუნთოვანი სისტემის სიჯანსაღე? ამ და სხვა საკითხებზე პედიატრი თინა იმერლიშვილი გვესაუბრება.




კლასიკური გენეტიკის კანონების თანახმად, ჩვენს გენომში ყველა გენს მისთვის მკაცრად განსაზღვრული ადგილი უნდა ეკავოს. გენთა უმრავლესობა ამ კანონს ემორჩილება, თუმცა ხანდახან საერთო კანონზომიერებიდან გადახრაც ხდება: ზოგიერთ გენს სტაბილური ადგილსამყოფელი არ აქვს, ისინი დროდადრო "ამოხტებიან" ხოლმე თავიანთი ადგილებიდან და სხვაგან "გადახტებიან". დნმ-ს ასეთ უბნებს მობილური გენეტიკური ელემენტები ანუ ტრანსპოზონები ეწოდება. მობილური გენეტიკური ელემენტები ამერიკელმა მეცნიერმა ბარბარა მაკკლინტოკმა 1947 წელს აღმოაჩინა, მაგრამ ამ აღმოჩენამ აღიარება დიდხანს ვერ პოვა - ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ გენი თავის ადგილს ტოვებდა და გენომში გადაადგილდებოდა.

გენერიკები - ეს სიტყვა არცთუ ისე დიდი ხანია ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრდა და, მარტივად რომ ვთქვათ, იმ წამლებს აღნიშნავს, რომლებსაც ის ქვეყნები აწარმოებენ, რომელთაც მის შესაქმნელად, შესასწავლად და ბაზარზე დასამკვიდრებლად კაპიკიც არ გადაუხდიათ. სწორედ ამიტომ გენერიკები ორიგინალურ პრეპარატებთან შედარებით იაფი ღირს. მსოფლიოში, კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში, გენერიკების არსებობა მიღებული და დაშვებულია, მაგრამ, ამასთანავე, იქ ძალზე მკაცრად აკონტროლებენ წამლების ხარისხს, ჩვენს ქვეყანაში კი ეს სფერო მოიკოჭლებს.

ვარ სტუდენტი. ლექციების შემდეგ ხშირად ვსეირნობ მეგობრებთან ერთად. სეირნობისას კრეკერებს, ჩიპსებს და სხვა სასუსნავს შევექცევით. ვიცით, რომ მავნებელია, მაგრამ რა ვქნათ, თუკი ყოველ ნაბიჯზე იყიდება... როგორ გავუძლოთ ცდუნებას? ანი, 21 წლის


როცა მორიგი შეკვრის შეძენას დააპირებთ, დაფიქრდით: რატომ აკეთებთ ამას? გშიათ? აიძულეთ საკუთარი თავი, შეიძინოთ რაიმე უფრო სასარგებლო. როცა სხვა პროდუქტების შესაძენად მიდიხართ, შეეცადეთ, სუპერმარკეტში გვერდი აუაროთ იმ თაროებს, სადაც ჩიპსები და ორცხობილა აწყვია.


წითელი ქარი შინაური საშუალებითაც შეიძლება მოვირჩინოთ
რამდენიმე თვის წინ ფეხი ვიტკინე, მერე კი წითელი ქარი დამემართა. მომცა მაღალი სიცხე, ფეხი დამიწითლდა, შემიშუპდა, საშინლად მტკიოდა. ისე ცუდად ვიყავი, დაუხმარებლად საპირფარეშომდეც კი ვერ მივდიოდი. დამინიშნეს ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების ნემსები. სიცხემ კი დამიწია, მაგრამ ფეხზე კანი კვლავ წითელი, გაღიზიანებული და მტკივნეული დამრჩა. ბოლოს მეზობელმა მასწავლა წამალი, რომელმაც ანთება მომირჩინა. გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:


რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.


მფლობელობის შეწყვეტა გულისხმობს ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტას, განურჩევლად იმისა, როგორია მფლობელობაზე უფლების ხანგრძლივობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მფლობელობა ყოველთვის მასზე უფლების დასრულებისთანავე არ წყდება. მაგალითად, დამქირავებელი, რომელიც ხელშეკრულების დასრულების შემდეგ უკანონოდ რჩება ბინაში, მაინც ბინის მფლობელად განიხილება. ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობა, წესისამებრ, მფლობელის გარდაცვალებით წყდება და ამ აზრით არაგადაცემადია.

შოკოლადი თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკების უძველესი კულტურის წიაღში წარმოიშვა. აცტეკებს კაკაო მოჰყავდათ და მისი ნაყოფისგან გასაოცარ ფხვნილს იღებდნენ. ამ ფხვნილისგან მომზადებული სასმელი მათ ძალას, მხნეობასა და ენერგიას მატებდა. ეს სასმელი განსაკუთრებით მამაკაცებს იზიდავდა. მისი სახელწოდებიდან - "ჩოკოლატლ" - წარმოიშვა თანამედროვე სიტყვა "შოკოლადი".


დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად