ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #16 (259) მკურნალი #16 (259)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#16 (259) მკურნალი

მაღალი, პროპორციული სხეული ყველას იზიდავს. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რა ახდენს გავლენას ადამიანის ზრდა-განვითარებასა და სხეულის ფორმირებაზე? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია.


- ქალბატონო ეკატერინე, რა ახდენს გავლენას ადამიანის სიმაღლეზე?

მედიცინაში კონსტიტუციის ცნება გულისხმობს ადამიანის გენეტიკური ფაქტორებით განპირობებულ ნიშან-თვისებებს, რომელთა შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. არსებითად, კონსტიტუცია ინდივიდის იმ ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებათა კომპლექსია, რომლებზეც არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებისადმი პიროვნების ადაპტაცია, დაავადებებისადმი განწყობა და მათი მიმდინარეობის ხასიათი.


ქალის სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები ზოგჯერ უნაყოფობის, სამშობიარო ძალების სისუსტის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, მუცლადყოფნის პერიოდში სიკვდილიანობის მატების (განსაკუთრებით - თუ ორსულობა არ მიმდინარეობს მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობით) მიზეზად იქცევა. ზოგიერთი მათგანი ორსულობას ხელს არ უშლის, ზოგჯერ კი ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ხდება შესაძლებელი. განვითარების ამ ანომალიებს ხშირად ორსულობის დროს აღმოაჩენენ. მათ მიეკუთვნება საშვილოსნოს ტიხარი, ერთრქიანი და ორრქიანი საშვილოსნო, გაორებული საშვილოსნო და გაორებული საშო. რა პრობლემებს უქმნის ქალებს ეს პათოლოგიები? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს სოფიო ჯაშს ვესტუმრეთ.

ნანიზმი, იგივე ჯუჯობა, ძვალთა სისტემის ზრდა-განვითარების დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ნანიზმს მრავალი მიზეზი აქვს: ის გენეტიკურადაც შეიძლება იყოს განპირობებული და ამა თუ იმ ენდოკრინული დაავადებითაც; შესაძლოა, თავის ტვინის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანების გამო დაირღვეს ზრდის ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმების მოქმედება და ორგანიზმმა ზრდა შეწყვიტოს, ან ემბრიონული განვითარების დარღვევებმა გამოიწვიოს ნაყოფის ზრდის შეჩერება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. შედეგად ყალიბდება ჯუჯობა - ანომალიური მდგომარეობა, როდესაც მამაკაცის სიმაღლე არ აღემატება 130 სმ-ს, ხოლო ქალისა - 120-ს.

ორგანიზმის ზრდას ტვინის დანამატში - ჰიპოფიზში გამომუშავებული სომატოტროპული ჰორმონი განაგებს. ზრდის დარღვევები უმთავრესად სომატოტროპული ჰორმონის მოშლილობასთან არის დაკავშირებული. თუ ზრდის ჰორმონის გამომუშავება ნაადრევად შეწყდა, ადამიანი ზრდას ბავშვობაშივე წყვეტს. ეს არის ჰიპოფიზური ჯუჯობა, ქონდრისკაცობა, ნანიზმი. ამ დროს ორგანიზმი ინარჩუნებს ბავშვური გარეგნობის თავისებურებებს, თუმცა გონებრივი განვითარებით არ ჩამორჩება. ზრდის ჰორმონის ჭარბი და გახანგრძლივებული გამომუშავების შედეგად ზრდა 20-25 წლამდე გრძელდება და ვითარდება გიგანტიზმი.

ფიზიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლების ცვლილება ორგანიზმზე გარეგანი და შინაგანი არასასურველი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. უმეტესად სწორედ ნორმიდან გადახრაა ამა თუ იმ დაავადების პირველი გამოვლინება და იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვის ყოველმხრივი გამოკვლევაა საჭირო. რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ დროულად მიაქციოს ყურადღება ამა თუ იმ მაჩვენებლის ცვლილებას? გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.

ამ პრობლემას ალბათ ყველა დედა შეჯახებია: დათუნია დაისვარა, მაგრამ პატარა გვერდიდან არ იშორებს საყვარელ სათამაშოს. რასაკვირველია, სათამაშო უნდა გავწმინდოთ, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთით ეს სწორად? გარდა ამისა, როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვმა დათუნიას გარეშე არ მოიწყინოს? ყველაზე ოპტიმალური გზაა, პატარასაც მივაღებინოთ მონაწილეობა სათამაშოს გასუფთავებაში, მაგალითად, დათუნიას დავარცხნა დავავალოთ.


ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ვითარდება ბავშვი ერთიდან ორ წლამდე, საკმაოდ მწირია. ფსიქოემოციური განვითარების ეს პერიოდი თითქოს პედიატრთა კომპეტენციაში არ შედის, ხოლო ფსიქოლოგების დიდი ნაწილი ბავშვებთან მუშაობას 3 წლიდან იწყებს. არც სპეციალურ ლიტერატურაში მოიპოვება მდიდარი ინფორმაცია ცხოვრების ამ საინტერესო პერიოდის შესახებ. ამის გამო ზოგიერთ მშობელს ეუფლება განცდა, თითქოს მათ გარკვეულ დრომდე ხელიხელჩაკიდებულებს ატარებდნენ, მერე კი უცაბედად მიატოვეს...

ზაფხული ხილისა და ბოსტნეულის სიუხვით გვანებივრებს, მაგრამ ზაფხულშივე ხშირდება ნაწლავური ინფექციებიც: სალმონელოზი, ეშერიხიოზი, შიგელოზი, ფსევდოტუბერკულოზი... როგორ გადავურჩეთ ამ ინფექციებს ისე, რომ ბავშვს სასარგებლო საკვები არ მოვაკლოთ? ამის თაობაზე ინფექციონისტი მაკა მაისურაძე გვესაუბრება.


- მომხმარებელთა უფლებების დაცვის ამერიკული საზოგადოების მონაცემებით, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში საკვებისმიერი მოწამვლის მიზეზებს შორის პირველი ადგილი ხილსა და ბოსტნეულს უკავია. როგორ ხვდება ხილსა და ბოსტნეულზე დაავადების გამომწვევი ბაქტერიები?

მყავს 4 წლის ბიჭუნა, ნიკა. ამას წინათ ძაღლს ეთამაშებოდა და უხეშად მოექცა, ძალიან ატკინა. ბავშვი დავიჭირე, უკან შემოვარტყი კიდეც და ვუთხარი: "შე ცუდო, ბოროტო ბიჭო! გადი მეორე ოთახში, შენი დანახვა აღარ მინდა!" მეორე ოთახში შევაგდე და კარი მივუხურე... მეორე დღეს შვილთან ერთად ეზოში ჩავედი. რაღაცნაირად სევდიანი მომეჩვენა... მე სკამზე დავჯექი, ნიკა ქვიშაში თამაშობდა. უცბად ვიღაც ბიჭუნა გამოჩნდა, ხელში ლამაზი სათამაშო მანქანა ეჭირა. ნიკამ ახედ-დახედა და მანქანას წაეტანა. იმან არ მისცა. ეს იყო და ნიკა გაავებული დააცხრა ბიჭუნას.

ზაფხულში ბავშვებიც და მათი მშობლებიც ცდილობენ, დაისვენონ, ენერგიით აივსონ. ამისათვის საუკეთესო საშუალება ქალაქგარეთ დასვენებაა. მთავარია, ამ დროს ავად არ გავხდეთ. ნამდვილად არ არის სასურველი ლოგინში წოლა, როცა სხვები ქვიშის კოშკებს აშენებენ, მდინარეში ბანაობენ და ხილს მიირთმევენ. ამ პერიოდში ყველაზე მეტად კუჭ-ნაწლავის დაავადებებია გავრცელებული. სად არიან ჩასაფრებულნი მათი გამომწვევები და როგორ გადავურჩეთ მათ?

ადამიანის სიმაღლეში ზრდას გენეტიკურთან ერთად მრავალი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს. ესენია გეოგრაფიული გარემო, კლიმატური პირობები, კვების რაციონი, საზოგადოდ, ცხოვრების რეჟიმი და სხვა. ინფექციური დაავადებები, გულის მანკი, ძვლოვანი სისტემის ქრონიკული პათოლოგიები ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევას იწვევს და მრავალ სხვა პროცესთან ერთად სიმაღლეში ზრდასაც აფერხებს. ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები. ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია: რაციონალური კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ფიზკულტურითა და სპორტით სათანადოდ დატვირთვა.

"სათესლე ჯირკვლები, წესისამებრ, ერთნაირი ზომისაა, მაგრამ ყოველგვარ წესს აქვს გამონაკლისი; ზოგჯერ ჯირკვლები ზომით ერთმანეთისგან განსხვავდება: ერთი ოდნავ პატარაა, მეორე - ოდნავ დიდი, მაგრამ როცა ამ განსხვავებას თან არ სდევს ტკივილი ან რაიმე სხვა პათოლოგიური გამოვლინება, ეს ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა. მათი ფორმა კი, როგორც წესი, ერთნაირია. რაც შეეხება ასოს, ის შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს. აქვე - ერთი გადახვევა, რომელიც, ვფიქრობ, მრავალ მამაკაცს დააინტერესებს: ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. პარტნიორის სქესობრივ დაკმაყოფილებას ცოდნა სჭირდება და არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ზომისაა სასქესო ორგანო.

ასთმას ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებით მკურნალობენ
ბოტოქსს ნაოჭების გასაქრობად დიდი ხანია იყენებენ, ახლა კი მეცნიერებს ასთმის სამკურნალოდ მისი გამოყენება აქვთ განზრახული. მელბურნის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევა ჩატარდა: ასთმის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებს მოხრჩობის შეტევების დროს ხმის იოგებში ბოტოქსს - ბოტულინის ტოქსინს - უკეთებდნენ. შედეგი დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყდა მსოფლიოში პირველი კლინიკური კვლევის ჩატარება პრეპარატის ამ თვისების შესასწავლად. კვლევა რამდენიმე თვე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 30 კაცი.

ცხვირის დაპატარავება, მისთვის ფორმის შეცვლა პლასტიკური ქირურგიისთვის დღეს ძალზე მარტივი რამ არის. მედიცინის ეს დარგი დღეს უკვე სხვა მწვერვალებს იპყრობს, ისეთ რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ოპერაციებს გვთავაზობს, რომლებზეც წინათ მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. თქვენ ოღონდ მოინდომეთ და თხემით ტერფამდე თავიდან აგაწყობენ. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ცხვირის ოპერაცია ტარდება და მისი ტექნიკა და მეთოდიკა იმდენად დახვეწილია, რომ ხშირად ვერც კი გაარჩევ, ადამიანს ბუნებრივი ცხვირი აქვს თუ პლასტიკური ქირურგის მიერ ახლად შექმნილი. სწორედ ამ საინტერესო ოპერაციებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინს" და მისი პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პლასტიკურ ქირურგ ალექსანდრე კალანტაროვს გავესაუბრეთ.


ისტორიულ ცნობებს, მითებსა და ლეგენდებს თუ გადავხედავთ, აუცილებლად მოვიძიებთ ისეთ ამბებს, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ დედამიწაზე გვერდიგვერდ გიგანტები და ცეროდენა ადამიანები. ბოლო დრომდე მსგავსი ინფორმაცია მეცნიერებში ღიმილს იწვევდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ ისინი საგონებელში ჩააგდო - არქეოლოგებმა ზედიზედ აღმოაჩინეს ადამიანის ბარძაყისა და წვივის ძვლები, რომელთა პატრონები არანაკლებ ორმეტრნახევარი მაინც უნდა ყოფილიყვნენ... მსოფლიოში მრავალი ერი არსებობს, და ისინი ერთმანეთისაგან კულტურით, თვალსაწიერით და გარეგნული ანთროპოლოგიური ნიშნებით განსხვავდებიან.

სიტყვა "პანკრეატიტი" პანკრეასის ანთებას ნიშნავს. პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, არის ორგანო, რომელიც მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების მონელებაში. პანკრეასი ორი ჯგუფის ნივთიერებებს გამოიმუშავებს - საჭმლის მომნელებელ სეკრეტებსა და ჰორმონებს. საჭმლის მონელებელი სეკრეტებია ფერმენტები და ბიკარბონატები. ისინი პანკრეასის სადინარით გამოიყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში. აღნიშნული ფერმენტები მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების გადამუშავებაში, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ამ ნივთიერებების შეწოვა.

ნაღვლის ბუშტის ექოსკოპია რომ გავიკეთე, კენჭების ნაცვლად პოლიპები აღმოჩნდა. ექიმმა მითხრა, ეგენი კენჭებზე საშიშია და ნაღვლის ბუშტი უნდა ამოიკვეთოო. გთხოვთ, რამე მირჩიოთ და თან ამიხსნათ, რისგან ჩნდება პოლიპები ნაღვლის ბუშტში.


რა ჩივილები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც კუჭის პოლიპოზი აწუხებს და შესაძლებელი თუა ოპერაციის გარდა სხვა მკურნალობა?

 

სალბი - კლიმაქსის წამალი
50 წლისას კლიმაქსი დამეწყო. წამოხურებებმა ძალიან შემაწუხა. ხალხში გამოჩენისა მრცხვენოდა - როცა ყველას სციოდა, მე, გაწითლებული და ოფლიანი, გრილი ჰაერისა და ცივი წყლის ძებნაში ვიყავი. კლიმაქსის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმხანად მათი ყიდვის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ხალხური მეთოდები მოვსინჯე და მივაგენი ერთ მეთოდს, რომელმაც ცხოვრება საგრძნობლად გამიადვილა.



რამდენიმე დღის წინ სამსახურში უფროსის დაბადების დღე აღვნიშნეთ. მან ზედმეტი დალია და არშიყი დამიწყო. მას შემდეგ მასთან ურთიერთობა მიჭირს, მეშინია მასთან პირისპირ დარჩენისა, განსაკუთრებით - მის კაბინეტში, ის ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. ყოველდღე სამსახურში უფრო და უფრო დაძაბული მივდივარ. როგორ მოვიქცე? ქეთი, 24 წლის



ზაფხულში, დასვენების პერიოდში, ყოველთვის ვიმატებ წონას, ამიტომ ვცდილობ, როგორმე დავიკლო აკრეფილი კილოგრამები: არ ვჭამო 6 საათის შემდეგ, უარი ვთქვა პურსა და მარილზე... წონის დაკლების მსურველთათვის ეს აქსიომაა. მაგრამ სწორია თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით?


საყოველთაოდ ცნობილი წარმოდგენები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მართლაც შეიძლება მითები აღმოჩნდეს. აი რამდენიმე მათგანი:



ამბობენ, რომ დამქირავებელი კადრს არჩევს რეზიუმეს (CV) გამო, სამუშაოზე იღებს ტანსაცმლისა და ღიმილის გამო, მაგრამ აწინაურებს მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების გამო. მნიშვნელოვანია ასევე პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც შრომის ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. ამის მეოხებით თქვენ როგორც სპეციალისტს და ახალბედა თანამშრომელს განსაკუთრებულად დაგაფასებენ. რა სურს დამქირავებელს ჩვენს დროში?




თვალების ირგვლივ კანი ყველაზე თხელი და მგრძნობიარეა. სტრუქტურულად ის დიდად არ განსხვავდება დანარჩენი კანისგან, მაგრამ მის ქვეშ პრაქტიკულად არ არის კუნთები და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ამიტომ უფრო იოლად ეშვება და პირველი ნაოჭებიც სწორედ მას უჩნდება.


ქუთუთოები ფასდაუდებელ ფუნქციას ასრულებენ - თვალში აკავებენ ცრემლს, რითაც მას მტვრის ნაწილაკებისა და სინათლის სხივებისგან იცავენ. ამისთვის თვალი დღეში 24 000-ჯერ ხამხამებს, ამიტომ მის ირგვლივ ნაზი კანი სხეულის სხვა უბნებზე მეტად იტვირთება.

დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად