ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #11 (254) მკურნალი #11 (254)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#11 (254) მკურნალი

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სოკოვანი დაავადებები საგრძნობლად გახშირდა, რაშიც მრავალ ფაქტორს მიუძღვის ბრალი, მათ შორის - სამედიცინო პრაქტიკაში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტებისა და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ფართო გამოყენებას. ამ ტენდენციის გამო გაიზარდა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებზე მოთხოვნაც.

კანის სოკოვანი დაავადებები ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემების რიცხვს ეკუთვნის. ისინი ყველა კონტინენტზე გვხვდება და, სტატისტიკას თუ ვენდობით, მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს აქვს. მათი გავრცელების მიზეზებზე აღარ შევჩერდებით, პირდაპირ პროფილაქტიკისა და მკურნალობის გზებზე გადავალთ, ხოლო ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველგვარი დაავადების საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღი ცოდნაა. მაშ, მოდი, შევიტყოთ მეტი და დავიცვათ არცთუ ისე რთული ჰიგიენისა და პროფილაქტიკის წესები. ამრიგად, სოკოვანი დაავადების თავიდან აცილება ჩვენს ხელთაა, მკურნალობით კი მას ექიმმა სპეციალისტმა უნდა უმკურნალოს, კანის მიკოზების შემთხვევაში - დერმატოლოგმა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მიკოზი, განსაკუთრებით - ფრჩხილისა, საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატებით ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, ამიტომ ბევრს ბოლომდე ვერ მიჰყავს მკურნალობა და გარშემო მყოფთათვის დაავადების წყაროდ რჩება. კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ნინო კოხრეიძე.

კვლავ გამოუძინებელი ხართ, დილით მეუღლეს ეკამათეთ, ხელმძღვანელმა შვებულებაზე უარი გითხრათ, ხელფასის მომატების პერსპექტივა არ ჩანს, სამსახურში სირთულეები არ ილევა, ახლობლებთან ურთიერთობა აგეწეწათ, გზაში ყოველდღე საცობში გიწევთ დგომა, ამინდი კვლავ ჭირვეულობს... ერთი სიტყვით, ცხოვრებას სიხარული აღარ მოაქვს! დეპრესია ხშირად ფეხაკრეფით მოგვეპარება ხოლმე და მთელ სამყაროს ნაცრისფრად მოგვაჩვენებს. თავდაპირველად გვგონია, გადავიღალე, ეს არის და ეს, დავისვენებ და უგუნებობაც გაივლისო, მაგრამ გადის დრო და თავს უფრო და უფრო უარესად ვგრძნობთ. ძლიერდება აპათია, დგება მომენტი, როდესაც არაფრის კეთება აღარ გვინდა, აღარც ფიქრი, აღარც რამის შეგრძნება.

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. რა იწვევს მას, როგორ გადაედება ან რა საფრთხეს უქადის სასქესო სისტემას, ამის თაობაზე სასაუბროდ გინეკოლოგ მერი ვახტანგიშვილს ვესტუმრეთ.


- რომელი მიკროორგანიზმი იწვევს სასქესო ორგანოთა სოკოვან დაავადებას?

შაქარი აძლიერებს წამალგამძლე ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტს
აღმოჩნდა, რომ შაქარი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მოქმედებას. აღმოჩნდა, რომ შაქრის კომპონენტები, გლუკოზა და ფრუქტოზა, ინფექციის გამომწვევს ასუსტებენ და უფრო მგრძნობიარეს ხდიან ანტიბიოტიკების მიმართ. არის შემთხვევები, როცა პათოგენური მიკროორგანიზმები ისე ეთვისებიან ანტიბიოტიკებს, რომ მათი მოქმედებისადმი პრაქტიკულად რეზისტენტულნი (შეუვალნი) ხდებიან. ასეთ დროს ინფექციური დაავადება არ იკურნება - მკურნალობის შედეგად შეიძლება რემისიის სტადიაში გადავიდეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ გამწვავდეს.

მიკრობულ სოკოთა სამეფო დაახლოებით 100 ათას სახეობას აერთიანებს. ამათგან პათოგენური, ანუ დაავადების გამოწვევის უნარის მქონე, 100-მდე სახეობაა. მათი უმრავლესობა ადამიანის სხეულზე წლობით ცხოვრობს, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი არ მოაქვს. სოკოვანი დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც:

* ორგანიზმი რომელიმე სახეობის წარმომადგენლებზე კონტროლს კარგავს;
* სოკო სხეულზე გარემოდან ხვდება;
* ხელშემწყობ ფაქტორთა გავლენით სოკოები ინფექციურ პროცესს უდებენ სათავეს.

სქელი ყვითელი ფრჩხილები, სახეცვლილი კანი, საშოს ქავილი და გამონადენი, თმის ცვენა - ეს არასრული ჩამონათვალია სოკოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, რომელთაც აუცილებლად ვამჩნევთ. ისინი ძალაუნებურად გვაწუხებენ და ჩვენს ყურადღებას იპყრობენ. ამრიგად, სოკოვანი დაავადების ნიშნები საკმაოდ თვალსაჩინოა. ამავე დროს, ცნობილია, რომ სოკოები მხოლოდ კანსა და ფრჩხილებს არ აზიანებენ. საინტერესოა, რა ცვლილებებს იწვევს სოკოვანი დაავადება შინაგან ორგანოებში, როგორ იცვლება მათი ფუნქცია ამ დროს. შინაგან ორგანოთა სოკოვან დაავადებას ღრმა მიკოზს უწოდებენ. ღრმა მოკოზების დროს შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანო და ქსოვილი დაზიანდეს, პროცესი კი მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექციის სახით. ზოგჯერ მიკოზები თვეობით, წლობით გრძელდება, ზოგიერთი მიკოზი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძლევა რეციდივს. ღრმა ანუ სისტემურ მიკოზებთან დაკავშირებული დაავადებებია ახალშობილთა სოკოვანი მენინგიტი, კანდიდემია, შინაგან ორგანოთა კანდიდოზი, ფილტვების, ტვინისა და შუა ყურის ასპერგილოზი, ქრომობლასტომიკოზი და სპოროტრიქოზი და სხვა.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება რძიანა. თუმცა უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით - არაერთხელ. რძიანას გამომწვევი, როგორც უკვე იცით, ჩანდიდა-ს ტიპის საფუარისმაგვარი სოკოა - ერთი შეხედვით სრულიად უვნებელი მიკროორგანიზმი, რომელიც ყოველი ქალის ორგანიზმში მოიძევება (უმეტესად - საშოში, პირის ღრუში, ნაწლავებში, კანზე) და ადამიანის ბუნებრივი მიკროფლორის შემადგენელ სხვა მიკროორგანიზმებთან ერთად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ისიც იცით, რომ ზოგიერთი ფაქტორის გავლენით სოკო კანდიდა ძალზე აგრესიული ხდება და სერიოზულ უსიამოვნებას გვაყენებს. როგორ ავიცილოთ თავიდან რძიანა ან როგორ დავაღწიოთ მას თავი? ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, კარგად უნდა ვიცნობდეთ დაავადებას. ვეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს, რომლებსაც ჩვენი მკითხველები ყველაზე ხშირად გვისვამენ.

სადღეისოდ სოკოს ასი ათასამდე სახეობაა ცნობილი. ისინი ფართოდ არიან გავრცელებულნი ჩვენ გარშემო და შუალედური ადგილი უკავიათ მცენარეებსა და ბაქტერიებს შორის. ადამიანისთვის პათოგენურად სოკოს მხოლოდ ზოგიერთი სახეობა მიიჩნევა. ესენი არიან მიკროსკოპული, თუმცა ბაქტერიებზე დიდი ზომის ორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებზე უკეთ არიან დაცულნი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისგან და კარგად არიან შეგუებულნი გარემოს. როდის ხდება სოკო საშიში ორგანიზმისთვის და რა ზიანი შეუძლია მოუტანოს მან ბავშვის ორგანიზმს, ამის თაობაზე პედიატრი მანანა ანდღულაძე გვესაუბრება.

ბუნებაში სოკოს 120 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ამათგან 100-მდე სახეობა პათოგენურია და ადამიანის ინფექციურ დაავადებებს იწვევს. სოკოები ბინადრობენ ნიადაგში, ჰაერში, წყალში. ზოგიერთი მათგანი ბინადრობს ჩვენს ორგანიზმშიც. ისინი კარგად გრძნობენ თავს ორგანიზმის "ნესტიან" ადგილებში: პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასქესო ორგანოების, შარდსასქესო სისტემის ლორწოვან გარსებში, კანის ნაოჭებში... ჩვეულებრივ პირობებში ჩვენი იმუნური სისტემა ფხიზლად არის და სოკოს ინტენსიური გამრავლების საშუალებას არ აძლევს, იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში კი სოკო უკონტროლოდ მრავლდება, ადამიანის ორგანიზმში სიმბიოზურად მცხოვრები მიკროფლორის წარმომადგენლებს მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოდან აძევებს, იკავებს მათ ადგილს, იწყებს ინტენსიურ ცხოველქმედებას და გამოყოფს ტოქსინებს, რაც საბოლოოდ ინფექციური პროცესის ჩამოყალიბებითა და ინფიცირებული ორგანოს ფუნქციის დარღვევით გამოიხატება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არტერიული ჰიპერტენზია უფრო მეტად იმ ადამიანებს ემართებათ, რომელთაც შინაური ცხოველები არ ჰყავთ. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებზე განსაკუთრებით სასიკეთო გავლენას ახდენენ კატები. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის უნივერსიტეტში, კი დაადგინეს, რომ როცა ადამიანი ძაღლს ეფერება, მის ორგანიზმში ორმაგდება ბუნებრივი ანტიდეპრესანტის - სეროტონინის დონე. ცხოველთა სამყაროსთან ურთიერთობის ასეთ ფორმას "არამიმართული ანიმალთერაპია" უწოდეს. თანდათანობით ცდების მეშვეობით შემუშავებულ იქნა ზოგიერთი ცხოველის წვრთნის სპეციალური პროგრამა, რათა მათი გამაჯანსაღებელი ეფექტი მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული. როცა საქმე ბავშვს ეხება, ანიმალთერაპიის მთავარი მიზანია:

ჩემი 6 წლის ბიჭუნა გამუდმებით რაღაცას თხზავს. ჰყავს წარმოსახვითი მეგობრები, რომლებსაც ხმამაღლა ესაუბრება. ცოტა არ იყოს, მეშინია - რატომ აქვს რეალობისგან მოწყვეტის მოთხოვნილება? რამე პათოლოგია ხომ არ არის ეს?


ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა, რომელიც ბავშვის წინაშე დგას, წარმოსახვისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევაა. როცა პატარა პირველ ნაბიჯებს დგამს მოზრდილთა სამყაროსკენ, მას ესმის, რომ ის ადამიანია, თუმცა არა ყოვლისშემძლე. საკუთარ შესაძლებლობათა შეზღუდულობის აღიარება კი ძნელია. აი, სწორედ აქ გვევლინება დამხმარედ ფანტაზია. სახელდობრ, რაში ეხმარება პატარას წარმოსახვა?


ანტიბიოტიკებით უსაფუძვლო მკურნალობას შეუძლია, ბავშვის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოს. როდის არის აუცილებელი მათი გამოყენება და როდის - სარისკო, ამის თაობაზე გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმი, ინფექციონისტი ვიტალი ხარაშვილი.


- პედიატრები ამბობენ, რომ ბავშვების ანტიბიოტიკებით მკურნალობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. რას გულისხმობს ეს?

უცნაურია, მაგრამ ბავშვების უმეტესობა ცდილობს, "ძალიან მაგარი" იყოს. რა თქმა უნდა, მათ არ ჰყავთ ფეშენებელური მანქანები, არ დადიან დასასვენებლად ძვირადღირებულ კურორტებზე, მაგრამ მათ დიდ ნაწილს აქვს დაუძლეველი სურვილი, ნებისმიერ კონფლიქტში გაიმარჯვოს. ასეთი პატარები არავის არაფერს უთმობენ და რაც მთავარია, ცდილობენ, სამაგიერო გადაუხადონ მეტოქეს. რატომ არის ასე? როგორ მოვაშლევინოთ ბავშვს ეს არცთუ ისე სასიამოვნო თვისება? იქნებ შევურიგდეთ, იმ იმედით, რომ გაიზრდება და თავისთავად გაუვლის?

გაზაფხულზე, სანამ ახალი ხილი შემოვა, შეიძლება თუ არა, ვაჭამოთ პატარას ჭარხალი? თუ შეიძლება, რა სახით?


ჭარხალი ძირხვენების დედოფალია. მის გარეშე როგორ მომზადდება ბოსტნეულის წვნიანი ან ვინეგრეტი? არადა, მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარხალი ზამთარში და ადრე გაზაფხულზე, როცა ხილი ცოტაა - მას შეუძლია, ორგანიზმი ვიტამინებითა და სხვა ნივთიერებებით მოამარაგოს. მით უმეტეს, რომ დიდხანს შენახულიც არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ის გაცილებით მეტ ორგანულ მჟავას, მინერალსა და საკვებ უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ბევრი სხვა ბოსტნეული.

მიკროსკოპული სოკოებით გამოწვეული დაავადებები, მიკოზები, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიკოზურმა ინფექციებმა ინფექციურ პათოლოგიათა ჯგუფში გამორჩეული ადგილი დაიკავა, ხოლო ერთ-ერთი გამომწვევი ჩანდიდა ალბიცანს მიკოზების ხუთეულში ლიდერობს. ადამიანის ყველა ძირითადი მიკოზი თავ-თავისი გამომწვევითურთ XIX-XX საუკუნეებში დაწვრილებით იქნა აღწერილი. ცნობილ მეცნიერთა - ვირხოვის, გრუბის, რემარკის, შენლეინის, შემდგომ კი საბუროს სახელები მჭიდროდ არის დაკავშირებული სამედიცინო მიკოლოგიის განვითარებასა და, საზოგადოდ, ისტორიასთან. ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გამო XX საუკუნის მეორე ნახევარში მიკოზებით ავადობამ განსაკუთრებით იმატა. დღეს ზრდასრული მოსახლეობის 10-20% მიკოზებით არის დაავადებული.

ადამიანის სოკოვანი პათოლოგიების კლინიკური სურათი პოლიმორფულია, სხვადასხვანაირია, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. მიკოზების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის იყენებენ კვლევის მიკროსკოპიულ, ლუმინესცენტურ, კულტურალურ, იმუნოლოგიურ (ალერგოლოგიური და სეროლოგიური) მეთოდებს, ასევე - ექსპერიმენტებს ცხოველებზე. კლინიკურ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ, ინფიცირებული მასალის მიკროსკოპიულ და კულტურალურ გამოკვლევებს სჯერდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ემატება იმუნოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევები. სწორედ მიკოზების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითად პრინციპებზე გვესაუბრება შპს "საოჯახო მედიცინის" #3 ცენტრის კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ექიმი ლაბორანტი თინათინ მაისაძე:

ცხვირის ღრუს პოლიპების დროს
ცხვირში პოლიპი აღმომაჩნდა და რა გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, მე თვითონ, უოპერაციოდ მოვირჩინე. ამაში ქრისტესისხლა დამეხმარა.


* აიღეთ თანაბარი რაოდენობის ქრისტესისხლა და გვირილა, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე.


1 საათი და გაწურეთ. გამოივლეთ ცხვირში.

სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა, აუტანლად ეჭვიანი გახდა. ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, დღეში რამდენჯერმე მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და რას ვაკეთებ. როგორ მოვიქცე? ანასტასია, 27 წლის
 

როგორც ჩანს, თქვენი მეუღლისათვის მნიშვნელოვანი იყო "შემომტანის", "ოჯახის მარჩენალის" სტატუსი. ახლა, როცა სამსახური დაკარგა, ეჩვენება, რომ თქვენს თვალში დაიმცრო, ამიტომ გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა, სხვა მამაკაცმა მოგხიბლოთ. მოიკრიბეთ ძალა, რათა საყვარელ ადამიანს ამ რთული პერიოდის გადატანაში დაეხმაროთ. იყავით უფრო ყურადღებიანი, თქვენ თვითონ დაურეკეთ, ხშირად უთხარით, როგორ გიყვართ და როგორ გჯერათ მისი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულებულ შემთხვევებში, ზოგჯერ - მაშინაც, როცა დიეტით, რეჟიმით, წამლებითა და სხვა საშუალებებით მკურნალობა შედეგს არ იძლევა, კეთდება ქირურგიული ოპერაცია, უმეტესად - კუჭის რეზექცია, ე.ი. მისი ნაწილის ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ მკვეთრად ქვეითდება კუჭის წვენის და მარილმჟავას გამომუშავება და ამგვარად ისპობა ლორწოვანი გარსის დაწყლულების პირობები. უნდა ითქვას, რომ კუჭის რეზექცია საკმაოდ მძიმე ოპერაციაა, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ ინვალიდობამდე მიჰყავს. თანამედროვე ფარმაკოლოგიური პრეპარატებით მკურნალობამ მხოლოდ ოდნავ შეამცირა ქირურგიული ჩარევის სიხშირე. მარტო წამალი ვერ უშველის ადამიანს, მან თავად უნდა უშველოს თავს. ვგულისხმობთ ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს, ნორმალურ კვებას, მჟავე, ცხარე, მწარე და მლაშე საკვებზე უარის თქმას და ა.შ. არანორმალური (დღეში ერთხელ ან ორჯერ, დიდი ულუფებით) კვება კი ჩვენს თანამოქალაქეებს, სამწუხაროდ, ჩვევად ექცათ.

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს - შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მათი ბუნებრივი კომბინაციის წყალობით არის, რომ ამ ხილს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს.

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. ზეთისხილის გვირგვინით ამკობდნენ ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებს. ფარაონებსა და მეფეებს კურთხევის დროს შუბლზე ზეთისხილის ზეთს სცხებდნენ. ბიბლიური გადმოცემით, მტრედმა ნოეს წარღვნის შემდეგ ნისკარტით ზეთისხილის რტო მიუტანა. სწორედ ამგვარად შეიტყო ნოემ, რომ წყალმა იკლო და მცენარეულობა გამოჩნდა. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ ზეთისხილს ადამიანი განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდა.

გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.


მემკვიდრეობის სამართლებრივ საკითხებზე საუბრის დროს არაერთი მკითხველი გამოგვეხმაურა. მათ უმრავლესობას აინტერესებს, რა არის სამკვიდრო და როგორი წესით ხდება მისი გახსნა, ამიტომ ამჯერად სწორედ აღნიშნულ საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის, სამკვიდროს წარმოადგენს, ამიტომ მემკვიდრეობის სამართალში ყველაზე აუცილებელ კომპონენტად სწორედ სამკვიდრო ითვლება.

ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს - თავდაუზოგავად ვმუშაობ, სანამ არ აღმოვაჩენ, რომ მძიმე სამუშაოს კიდურებზე არასასიამოვნო კვალი დაუტოვებია. როგორ მოვიშორო ეს უსიამოვნო შენაძენი?


კოჟრებს ტერფებზე მჭიდრო, მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი - არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, მით უმეტეს - როცა ადამიანი ხელთათმანების გარეშე საქმიანობს, ასევე - სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა. ამ უსიამოვნების პროვოცირება შეიძლება ბრტყელტერფიანობამაც გამოიწვიოს: ამ დროს ტერფზე დაწოლა განაწილებულია არაზომიერად, არათანაბრად და პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით "პასუხობენ".

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად