ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
ჟურნალის გვერდი
მკურნალი #10 (253) მკურნალი #10 (253)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#10 (253) მკურნალი

ჩვილობა დასრულდა, თქვენი შვილი წამოიზარდა, პირველი ნაბიჯები გადადგა, თქვენც ამოისუნთქეთ... ალბათ მალე თავს უფლებას მისცემთ, ბავშვი ცოტა ხნით ვინმეს დაუტოვოთ და შინიდან მარტო გახვიდეთ. შესაძლოა, რამდენიმე დღით ქალაქიდან გამგზავრების სურვილიც გაგიჩნდეთ. როგორი იქნება ბავშვის რეაქცია? მოდი, განშორებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე ვისაუბროთ.



მყავს სკოლამდელი ასაკის შვილიშვილები. ძალიან უყვართ მზესუმზირა და გოგრის თესლი. შეიძლება თუ არა პატარებისთვის მათი მიღება? თუ შეიძლება, რამდენის? რა სარგებლობა მოაქვთ მათ ორგანიზმისთვის? ვის არ უყვარს მზესუმზირა თუ გოგრის მოხალული თესლი, მაგრამ რამდენად სასარგებლოა იგი ბავშვებისთვის?

დედაშვილური კავშირი
დედაშვილობა საოცარი ფენომენია. დედაშვილური კავშირი მძლეთამძლეა. როგორ მოვიქცეთ, რომ ის არასოდეს დაირღვეს? გაიხსენეთ, პატარას დაბადებისთანავე რა აზრმა გაგიელვათ გონებაში: "მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა!.." მაგრამ შეცდით, ყველაფერი ახლა იწყება! იწყება სრულიად ახალი ცხოვრება - ცხოვრება შვილთან ერთად. ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში მთავარი ამოცანაა ძუძუთი კვება. დედის რძე - ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი, უნიკალური საკვები და წამალი თქვენი პატარასთვის. კვების მთავარი წესი ასეთია: ბავშვს აჭამეთ, როცა უნდა და რამდენიც უნდა. რძის სიმცირის შემთხვევაში ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიიწვინოთ მკერდზე, ისე, რომ ადვილად მისწვდეს ძუძუსთავს და მის ირვლივ მდებარე არეს - ორეოლას.

ადამიანი თავისი ცხოვრების არც ერთ სხვა საფეხურზე ისე ინტენსიურად არ ვითარდება, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში. განაყოფიერებული უჯრედისგან იგი რამდენიმე თვეში სრულყოფილ არსებად იქცევა, პატარა ადამიანად, რომელსაც გასაოცარი თვისებები და გარემოს შეცნობის დაუოკებელი სურვილი აქვს. ათასწლეულების განმავლობაში აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენდა ადამიანზე გამოცდილება, რომელსაც იგი დედის მუცელში ყოფნისას იღებდა. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ჩანასახს ჰქონდა შეგრძნებები. შუა საუკუნეების ევროპაში სწამდათ, რომ ნაყოფს დედის მუცელში აზროვნებაც კი შეეძლო. არავინ იცის, რა აზრები იბადება ჩანასახის ტვინუკაში, მაგრამ ის კი უდავოა, რომ სენსორული სისტემები დაბადებამდე გაცილებით ადრე იწყებენ მუშაობას. ნერვულ სისტემას შესწევს უნარი, გადაამუშაოს კანის, სმენითი, წონასწორობისა და შეხების გზით მიღებული ინფორმაცია, რომელსაც იგი დედის მოძრაობისას საშვილოსნოს კედლებიდან იღებს.

ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს. მათი ნახევარი მამისგან ერგება, ნახევარი კი დედისგან. აქედან გამომდინარე,  ამა თუ იმ ნიშან-თვისების განმსაზღვრელი გენი ჩვენს გენომში წარმოდგენილია მინიმუმ ორი ვარიანტით ანუ ალელით: დედისეულითა და მამისეულით. ადამიანის გენებს ბიალელური ექსპრესია ახასიათებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე გენი მოქმედებს. მაგრამ არსებობს გენები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მონოალელური ექსპრესია - ამ დროს მოქმედებს მხოლოდ ერთი, დედისეული ან მამისეული გენი, მეორე კი პასიურია. გენთა ასეთი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დომინანტურ-რეცესიულ ურთიერთქმედებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში გენის ინერტულობის მიზეზი სულ სხვა ბიოლოგიური მოვლენაა.

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი იყოს საზრიანი, ყურადღებიანი, კეთილი... იდეალური ბავშვის ღირსებათა სია უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ; მთავარია, როგორ მივაღწიოთ ამ სასწაულს. ბავშვის განვითარების ეტაპებსა და მშობლებთან ურთიერთობაზე გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთი მაყაშვილი.

 
- როგორ ვითარდება ბავშვი დაბადებიდან სკოლამდელ ასაკამდე?

ორსულობა ქალის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხანაა - მას ხომ ახალი სიცოცხლის დაბადება მოსდევს. ყველა მშობელს სურს, ჯანმრთელი და ლამაზი შვილი ჰყავდეს, მაგრამ ყველა როდი აცნობიერებს, რომ ამისთვის ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს. იმისთვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ქვეყნიერებას ჯანმრთელი, სათანადოდ განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია, მომავალმა დედამ და მის ირგვლივ მყოფებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ორსულობის შესახებ. რა გზას გაივლის ბავშვი დაბადებამდე, როგორ იზრდება და ვითარდება იგი, როდიდან უნდა დაიწყოს მშობელმა მასთან ურთიერთობა - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან გინეკოლოგს ირმა თედორაძეს ვესტუმრეთ.

...და არც "ღვთის რისხვაა". ეს მხოლოდ მორიგი დაბრკოლებაა ადამიანისთვის. როცა მძიმედ ხარ ავად, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ გრცხვენოდეს საკუთარი მდგომარეობისა და ჩაიკეტო საკუთარ თავში, თუნდაც მაშინ, როცა საზოგადოება შენგან პირს იბრუნებს და უფრო მეტიც - მისგან ყოველდღიურად "გხვდება", არ ღირს. შენ ძლიერი ადამიანი ხარ! შენ აუცილებლად გაუმკლავდები შექმნილ მდგომარეობას! ძნელია, როცა მშობლებს უნარშეზღუდული შვილები ჰყავთ, ანდა, პირიქით, შვილები უვლიან მოხუცებულობისგან დაუძლურებულ ან მძიმე ავადმყოფ მშობლებს. ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ბევრი შესაძლოა აღშფოთდეს - როგორ შეიძლება, შვილმა მშობელზე ან მშობელმა შვილზე უარი თქვასო, მაგრამ ნუთუ არასოდეს გაგიგონიათ, "ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო", და ამას მძიმე ავადმყოფზე ხშირად უახლოესი ადამიანები ამბობენ...

ამბობენ, რომ მშობლებისთვის შვილები მუდამ პატარები რჩებიან და რომ შვილისთვის მშობელი არასოდეს ბერდება, თუმცა სიცოცხლეს თავისი კანონები აქვს და როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ მას, სიბერე გარდაუვალია. სხვა საქმეა, ვინ როგორ განიცდის სიბერეს, როგორ იცვლება ასაკთან ერთად. მშობლების დაბერება შვილებისთვისაც არანაკლებ მტკივნეულია. სიბერე და ამით გამოწვეული პრობლემები, ასაკოვანი მშობლები და მათთან ურთიერთობა - აი, ამ საკითხების შესახებ ვთხოვეთ კომენტარი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს მაია კალანდარიშვილს.

რა გვანდომებს შოკოლადსა და ნამცხვარს
მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ იპყრობს ზოგჯერ ადამიანს, მაგალითად, ნამცხვრის ან შოკოლადის (და არა, მაგალითად, ვაშლის) ჭამის დაუოკებელი სურვილი - საქმე ის არის, რომ ამგვარად ორგანიზმი პატრონს მიახვედრებს, რა სჭირდება სინამდვილეში. ტკბილეულისადმი ამგვარი ლტოლვის საწყისები თურმე ევოლუციაში, ფსიქოლოგიურ ფაქტორებში (სტრესი, ბედნიერების დეფიციტი) და რომელიმე ელემენტის უკმარისობაში უნდა ვეძებოთ.



როგორ ჩავრთოთ მამა აქტიურად პატარა ბავშვის მოვლაში? ეს კითხვა ისეთივე მარადიულია, როგორიც სამყარო. სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეორე დედას ეჩვენება, რომ მეუღლე იმაზე ნაკლებად ეხმარება, ვიდრე საჭიროა. ინტერნეტფორუმებზე ახალგაზრდა დედები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. კატეგორიულ კომენტარებსაც წააწყდებით. ერთნი ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც საკუთარი შვილის მოვლა ეზარება, საერთოდ არ არის საჭირო, მეორენი კი ძველ დროს იხსენებენ, როცა მამაკაცი "შემომტანი" იყო, ქალი კი ოჯახს და ბავშვებს ისე უვლიდა, რომ ქმარს საერთოდ არ აწუხებდა. რეალურად კი ახალბედა მშობლები მაინც აღწევენ შეთანხმებას. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი, ამიტომ მოდი, რამდენიმე რჩევა დავიხსომოთ.

მყავს მოზარდი შვილი. მეტისმეტად ფიცხია, სუსტი ნებისყოფა აქვს, გამუდმებით ცრუობს, რაღაცებს იგონებს, ფანტაზიორობს. ბევრი მეუბნება, რომ ინფანტილიზმისკენ არის მიდრეკილი. გთხოვთ, ამიხსნთ, რას ნიშნავს ინფანტილიზმი.


ინფანტილიზმი ნიშნავს ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერებას ბავშვობის საფეხურზე. დაახლოებით 125 წლის წინ მედიკოსებმა პირველად აღწერეს განსაკუთრებული დარღვევა, რომელსაც ფსიქიკური ინფანტილიზმი უწოდეს. მას უმეტესად მამაკაცებში აღნუსხავდნენ და დღესაც მამაკაცთა პრობლემად მიიჩნევა.

ავთვისებიანი სიმსივნე, კიბო - ამ დიაგნოზის გაგონებისთანავე პაციენტთა უმრავლესობისთვის ცხოვრება აზრს კარგავს. ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთა ხვედრითი წილი დაავადებებს შორის ოცდამეერთე საუკუნეში სულ უფრო და უფრო იზრდება, ჯერჯერობით უკურნებელ პათოლოგიად მიიჩნევა, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დროულად დაწყებული მკურნალობა ადამიანს ამ საშინელი სენისგან იხსნის. ავთვისებიან სიმსივნეებს სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ: ქირურგიული გზით, ქიმიოთერაპიით, სხივური თერაპიითა და ჩამოთვლილთა კომბინირებით. დროდადრო პრესასა თუ ტელევიზიაში გაიელვებს ინფორმაცია ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ამა თუ იმ პრეპარატის აღმოჩენის შესახებ.

ბავშვი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. სიცოცხლის ყოველ ეტაპზე ის განსაკუთრებულ მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის. ამ ცვლილებათა შესახებ პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.


- რომელ ძირითად საფეხურებს გაივლის ბავშვი განვითარების პროცესში?
- ადამიანის განვითარებაში ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდი გამოიყოფა:

შაქრიანი დიაბეტი რომ რთულდება და სისხლძარღვებს, თვალებს, თირკმელებს, გულს, ღვიძლს აზიანებს, საყოველთაოდ ცნობილია. ამ გართულებათა შესახებ ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია. დიაბეტის კანისმიერ გამოვლინებებზე კი ხალხმა ბევრი არაფერი იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ, შაქრიანი დიაბეტის დროს მოსალოდნელ კანის დაზიანებაზე გესაუბროთ. რუბრიკის სტუმარია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ლია ჭითანავა.

- ქალბატონო ლია, შაქრიან დიაბეტს კანის დაზიანება თუ ახასიათებს?
- დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 30-50%-ს დროთა განმავლობაში კანი უზიანდება. თუ კანისმხრივ გამოვლინებათა წაშლილ ფორმებსაც გავითვალისწინებთ, მაგალითად, ისეთებს, როგორიც არის ფრჩხილების, სისხლძარღვებისა და კანის შემაერთებელი ქსოვილის ნაკლებად გამოხატული ცვლილებები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. კანის დაზიანებას უმეტესად უკვე დიაგნოსტირებული დიაბეტის ფონზე ამჩნევენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს ცვლილებები დიაგნოზის დასმამდეც გახდეს თვალსაჩინო. ამრიგად, შესაძლოა კანის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის ადრეული ნიშანი იყოს.

ადამიანის გარეგნობის მიხედვით შეიძლება მის სქესობრივ ქცევასა და სექსუალურ პოტენციალზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მანამდე აუცილებელია გავარკვიოთ, რას გულისხმობს სექსუალურობის ცნება. სექსოლოგები სექსუალობას "სქესობრივ კონსტიტუციად" მოიხსენიებენ, რაც იმის აღმნიშვნელია, რა დონეზე სჭირდება სქესობრივი ურთიერთობა ამა თუ იმ პიროვნებას და როგორია მისი სქესობრივი უნარი. ბევრი სექსუალურად მიიჩნევს ლამაზ, მოწესრიგებულ, ღრმა დეკოლტესა და მინი ქვედაკაბაში გამოწყობილ ქალს, ან საზოგადოების გულსა და სულს, მოდურად ჩაცმულ, ლაღ, იუმორით აღსავსე მამაკაცს.

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

თუ თქვენი მეუღლე, საქმრო, მეგობარი თქვენთვის ძვირფასია, ხოლო მისი აზრი - მნიშვნელოვანი, ეცადეთ, არ გამოამჟღავნოთ ისეთი თვისებები, რომლებსაც ის ვერ იტანს.


მამაკაცების უმრავლესობას მხოლოდ ღვინის, ლუდის, ფეხბურთის სიყვარული როდი აერთიანებს; ისინი ვერ იტანენ ქალის ზოგიერთ იმ თვისებას, ურომლისოდაც სუსტი სქესის არსებობა წარმოუდგენელია. ეს თვისებებია:



მშობლებს მე და ჩემი ქმარი ისევ პატარები ვგონივართ. მართალია, სხვა ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ ტელეფონით განაგრძობენ ჩვენს აღზრდას. ხან გვიჩიჩინებენ, დროა, რემონტი გააკეთოთო, ხან იმის გამო გვაკრიტიკებენ, რომ არასწორად ვიკვებებით. ზოგჯერ მოთმინებას ვკარგავთ და ყვირილს ვიწყებთ, მერე კი გვრცხვენია. როგორ ავუხსნათ, რომ უკვე დიდები ვართ? ეკა, 32 წლის




მცენარეები ღრძილებსაც მოგვიშუშებენ
ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და, აქედან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობის შიში - ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა. ერთ დღესაც თავს შევუძახე, ავადმყოფობას თავი არ დააჩაგვრინო-მეთქი და სამკურნალო მცენარეების შესახებ წიგნების კითხვას მივყავი ხელი. უამრავი სასარგებლო რეცეპტი ამოვიწერე, ცხადია, არამარტო ღრძილებისთვის. თქვენ კი მინდა გაგაცნოთ ის საშუალებები, რომლებმაც ღრძილების დაავადებისგან განმკურნა და ხალხთან ურთიერთობა ისევ შემაყვარა:

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.


არის თუ არა კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა მიიღოს?

- დიახ, კანონით დადგენილია დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა მიიღოს. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამასთანავე, გათვალისწინებულია ამ ვადის გაზრდის შესაძლებლობა. პირს, რომლის სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, შეუძლია სამკვიდრო მიიღოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ თუ ამ ვადის ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები ხანია დარჩენილი, შეიძლება მისი გაგრძელება სამ თვემდე.

უძილობა
ჯერ მხოლოდ დილის 10 საათია, თქვენ კი ფეხზე ძლივს დგახართ, თუმცა უკვე 3 ფინჯანი ყავა მიირთვით. საინტერესოა, რას აკეთებდით მთელი ღამე! რას და თვალებდაჭყეტილი იწექით და წრიალებდით. იცით, რომ ინკვიზიციის დროს უძილობა ყველაზე საშინელ წამებად ითვლებოდა? დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: თვითონვე ისჯით თავს, როცა სრულფასოვან ძილს ღამის კლუბებზე, კაზინოებსა და ინტერნეტზე ცვლით.

დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად