ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #7 (250) მკურნალი #7 (250)
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#7 (250) მკურნალი
მენსტრუალური ციკლის რომელ დღეს არის შესაძლებელი ჩასახვა, რა არის ოვულაცია და რას ნიშნავს ბაზალური ტემპერატურა?

ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა, რომელიც დღესაც ზოგადსაკაცობრიო პრობლემას წარმოადგენს.

ქვემოთ მოყვანილი კითხვების მეშვეობით ვეცდებით გავარკვიოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კოჭ-წვივის სახსრის არეში.


1. ხომ არ აღმოცენდა ტკივილი დაცემის ან კოჭ-წვივის სახსარში კიდურის უეცარი გადაბრუნების შემდეგ?
თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მეოთხე კითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

ვერ გადამიწყვეტია, ვაჭამო თუ არა ჩემს შვილს ანანასი. გაზაფხულზე ვაშლის გარდა ხილი არ არის, ისიც გამომშრალი და გემოდაკარგულია. შეიძლება თუ არა ჩემს 2 წლის შვილს ვაჭამო ანანასი? ერთგული მკითხველი


ანანასითა და სხვა ეგზოტიკური ხილით მორთული მარკეტებისა თუ ბაზრის დახლები ნამდვილად იქცევს ჩვენს ყურადღებას. მაგრამ რამდენად სასარგებლოა იგი ორგანიზმისთვის და მით უფრო ბავშვისთვის, მოდით, ერთად გავარკვიოთ.

რა კავშირი აქვს სპერმის ხარისხს ძვლების მდგომარეობასთან?
ამერიკელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სპერმის ხარისხი ძვლების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჯერარდ კარსენტის ხელმძღვანელობით გამოკვლევაც კი ჩატარდა. მკვლევრებმა შეისწავლეს ჰორმონ ოსტეოკალცინის გავლენა თაგვების რეპროდუქციულ სისტემაზე. ოსტეოკალცინს ძვლების ახალგაზრდა უჯრედები, ოსტეობლასტები, ასინთეზებს. ეს ჰორმონი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის განვითარებაში, ასევე არეგულირებს ინსულინის გამომუშავებას და ზრდის უჯრედების მგრძნობელობას მის მიმართ. მეცნიერებმა ოსტეობლასტები თაგვების საკვერცხეებიდან და სათესლეებიდან აღებული უჯრედების კულტურაში მოათავსეს. შედეგად მამრობითი სასქესო ჯირკვლების უჯრედებში შემჩნეულ იქნა მამრობითი სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის, გამომუშავების სამჯერადი მატება, რაც აუცილებელია სპერმის ნორმალური მომწიფებისთვის.

"სიმჭლის, ანუ ხორცმოკლებულთა (გამხდართა) სენი" - ასეა განმარტებული ჭლექი, იგივე ტუბერკულოზი, სულხან-საბას ლექსიკონში. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება მართლაც უპოვართა სნეულებად მიიჩნეოდა. მისი წარმოშობა და გავრცელება ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე, კვების რაციონზე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფილებაზე, მაგრამ დღეს იგი უკვე შეძლებულთა და სოციალურად უზრუნველყოფილთა დაავადებადაც იქცა.


გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაავადება, პრაქტიკულად, დამარცხებულად მიიჩნეოდა, მაგრამ 20-25 წლის შემდეგ იგი უფრო აგრესიული, გაძლიერებული და ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მდგრადი ფორმით დაუბრუნდა კაცობრიობას. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:

ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა იგი ადამიანის სხვა ორგანოებსა და ქსოვილებსაც ემტერება: ძვლებს, თვალებს, კანს, შარდსასქესო სისტემას, ნაწლავებს და სხვა. ფილტვგარეთა ფორმას ერთი თავისებურება ახასიათებს - გვიანი გამოვლინება  (დაავადების დაწყებიდან 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც განაპირობებს გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს - 80%-ს.


ფორმები
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:

მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. რბილი გარსის ანთებას ლეპტომენინგიტი ეწოდება, ქსელისებრი გარსის ანთებას - არაქნოიდიტი, ხოლო მაგარი გარსის ანთებას - პაქიმენინგიტი. ტერმინ "მენინგიტით" აღინიშნება რბილი გარსის ანთება, იგივე ლეპტომენინგიტი. ეტიოლოგიის ანუ გამომწვევი მიზეზის კვალობაზე მენინგიტი შეიძლება იყოს მენინგოკოკური, პნევმოკოკური, სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, ვირუსული, ბრუცელოზური, ტუბერკულოზური, სიფილისური, ინტოქსიკაციური და სხვა. განასხვავებენ ასევე პირველად და მეორეულ მენინგიტს. თავ-ზურგის ტვინის სითხის ცვლილების შესაბამისად კი განარჩევენ მენინგიტის სეროზულ (ტუბერკულოზურ, სიფილისურ, ბრუცელოზურ, ვირუსულ), ჩირქოვან (მენინგოკოკურ, პნევმოკოკურ, სტრეპტოკოკურ, სტაფილოკოკურ) და ჰემორაგიულ ფორმებს.

ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული, ტუბერკულოზისა და ორსულობის თანაარსებობა ექიმთა ყურადღებისა და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებების საგანია. ძველი ფთიზიატრების გამოთქმისამებრ, "ტუბერკულოზით დაავადებული გოგონა არ უნდა დაორსულდეს, ორსულმა შვილი არ უნდა გააჩინოს, ხოლო დედამ არ უნდა აწოვოს ძუძუ". რასაკვირველია, ტუბერკულოზი ორსულობისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ნუთუ მართლა ასე ცუდად არის საქმე? ამის შესახებ სასაუბროდ საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეანს, ბატონ ალეკო დიაკონიძეს მივმართეთ.


- რეპროდუქციული ასაკის ქალებში ბოლო ხანს ტუბერკულოზით ავადობის მატება შეინიშნება. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

გასული საუკუნის 80-იან წლებში ტუბერკულოზის პრობლემა მსოფლიოსთვის უკვე აღარ იყო პრიორიტეტული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფრთხეს არ გაუვლია, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამ უძველესმა სენმა კვლავ შეგვახსენა თავი - ტუბერკულოზით ავადობამ მთელ მსოფლიოში იმატა. ავადმყოფობენ ბავშვებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ამ დაავადებასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულებები - დაავადებულთა გამოვლენა და იმუნიზაცია. გვესაუბრება საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის DOST სტრატეგიის კოორდინატორი, პედიატრი ლალი ჯანაშია.


- რამ გამოიწვია ტუბერკულოზის შემთხვევათა მატება?

ავადმყოფობის დროს ადამიანს ფიზიკურ სისუსტესთან ერთად უგუნებობა, შიში, შფოთი, დეპრესია იპყრობს. ზოგჯერ აგრესიულიც ხდება. მოკლედ, ყალიბდება განსაზღვრული ფსიქოტიპი.


ტუბერკულოზი კაცობრიობის მზარდი საშიშროებაა. ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. ფილტვის დაავადებათა თანამდევი სიმპტომია ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს უხვი სისხლიანი, ლორწოვანი და მყრალი ნახველი, რაც დისკომფორტს უქმნის როგორც თვით ავადმყოფს, ისე მის გარშემო მყოფებს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, მძიმედ განიცდიან თავიანთ მდგომარეობას, გრძნობენ, რომ მათთან კონტაქტს ერიდებიან, არც თვითონ სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ფილტვის დაავადებები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, გადამდები არ არის, მაგრამ მცდარი ინფორმაციის გამო ხალხი ასეთ ავადმყოფებს გაურბის, რითაც მათ ტკივილს აყენებს.

პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრისას, მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, სამწუხაროდ, პატიმართა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაც იკვეთება. ამა თუ იმ დაავადებით მათი დასნებოვნების საშიშროება, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პირობებით პატიმართა უზრუნველყოფა, სათანადო სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა  და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი საკითხია აქტუალური სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ შორის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ტუბერკულოზით ავადობაა. სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა პრობლემებზე და, საზოგადოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სად-ის ტუბერკულოზის პროგრამის კონტროლის სამსახურის უფროსი მიხეილ მაძღარაშვილი.

მამაკაცი ოდითგანვე ფიზიკური ძლიერების სიმბოლო იყო, ხოლო ქალი - მშვენიერების. რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაში შინაგანი ჰარმონიაა. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებაში გარეგნობას? ბიჭებისთვის რა როლს ასრულებს ამ კუთხით ფიზიკური ძლიერება? ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ამ ფაქტორებს არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარი მაინც ინტელექტია. ძალა? გარეგნობა? ეს ჩვენს დროში სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ პირველყოფილი ადამიანები ხომ არ ვართ! ჩვენ ცივილიზებული, XXI საუკუნის მოქალაქეები ვართ! სინამდვილეში მშობლები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ცდებიან.

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ბავშვების გრძნობების მიმართ? რა არის სწორი - ირონია თუ თანაგრძნობა? გუშინ პატარა პირველ ნაბიჯებს დგამდა, დღეს კი საბავშვო ბაღთან მიახლოებისას თანაჯგუფელის დანახვაზე წითლდება. საღამოს ბიჭი გულებს და ყვავილებს ხატავს, დილით კი დედას მძივს სთხოვს, რომ თიკას აჩუქოს... აშკარაა, ბავშვი შეყვარებულია!


ცოტა ადრე ხომ არ არის?
ხშირად პატარა იმ ასაკში აცხადებს, რომ შეყვარებულია, როდესაც ირგვლივ მყოფებში მხოლოდ სიცილს იწვევს. ასეთი სიცილი და უტაქტო გამონათქვამები ხშირ შემთხვევაში ბავშვის გულჩათხრობილობის მიზეზი ხდება. ის იღებს გადაწყვეტილებას, არასოდეს მოუყვეს მშობლებს საკუთარი განცდების შესახებ, აღარ გაუზიაროს გეგმები...

გთხოვთ მიპასუხოთ, რა ეტაპიდან უნდა დავიწყო ჩვილის გონებრივი განვითარებისთვის ზრუნვა, როგორ გამოვუმუშაო სხვადასხვა უნარ-ჩვევა. მინდა, რომ ჩემი პატარა ჭკვიანი და გონიერი იყოს.


რომელ დედას არ სურს, მისი პირმშო ჭკვიანი და გონიერი გაიზარდოს? ამისთვის ძალიან ადრე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ექიმებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ჩამოყალიბება, მისი პიროვნების განვითარება ჩვილობიდან იწყება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამაზე ზრუნვას მშობლები პირველივე დღეებიდან უნდა შეუდგნენ. იმისათვის, რომ ბავშვი სწორად აღვზარდოთ, მისი ასაკის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

მყავს ახალშობილი შვილი. პირის ღრუში გაუჩნდა რძიანა. მითხრეს, სოკოაო. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? საერთოდ, როგორ ავადდება ახალშობილი სოკოთი?

ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა სოკოვანი ინფექციით ბავშვების, მათ შორის - ახალშობილების ავადობა. ახალშობილს სოკოვანი ინფექცია სამშობიარო გზებში გავლისას ხვდება, როდესაც დედა თავად არის ინფიცირებული სოკოვანი ინფექციით.


როგორ ვლინდება დაავადება
კანის, ლორწოვანი გარსების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფიცირება ვლინდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გაჩენილი გამონაყარით, პირღებინებით, დიარეით, ხოლო გავრცობილი პროცესის შემთხვევაში - სეფსისითა და მენინგიტით.

ოცდამეერთე საუკუნის ზღურბლზე ტუბერკულოზი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინფექციად, რომელიც დიდ საფრთხეს უქადის სახელმწიფოთა უმრავლესობის მოსახლეობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ბოლო ხანს მისი ზრდის ტენდენცია პრაქტიკულად ყველგან შეინიშნება. ტუბერკულოზი ხდება მეტად დიდი საფრთხის შემცველი ინფექცია, რომელსაც ყველა სხვა ინფექციურ დაავადებაზე გაცილებით მეტი ხალხი ეწირება.


ცოტა რამ ისტორიიდან
კაცობრიობის ეს უბედურება, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება, "მეოცე საუკუნის ჭირად" იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ ჭლექმა (როგორც მას ძველად უწოდებდნენ), ასახვა პოვა დოსტოევსკისა და ჩეხოვის, ჩარლზ დიკენსისა და ალექსანდრ დიუმას ნაწარმოებებში, ვერდისა და პუჩინის ოპერებში.

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ანუ კოხის ჩხირით. თანამედროვე, უახლესი ქიმიოთერაპიული მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ამ დაავადების მკურნალობა ხანგრძლივია და თან ყოველთვის ეფექტური არ არის. უშედეგო მკურნალობის ერთ-ერთი მიზეზი კი ჩვენი ორგანიზმის თავდაცვითი სისტემის და მისი მოქმედების მექანიზმთა დეფიციტია, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი გენებით არის განპირობებული. თუმცა მარტო ეს არ გახლავთ ტუბერკულოზის ბაქტერიის დაუმარცხებლობის მიზეზი: საქმე ის არის, რომ ამ ბაქტერიის გენებს სწრაფი მუტაციის უნარი შესწევს, რის გამოც იგი რეზისტენტული ხდება სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ და აქტიურად განაგრძობს გავრცელებას.

ანემია არის სისხლში პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ერითროციტების ნაკლებობა. ანემიის დიაგნოსტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს სამი მაჩვენებლიდან ნებისმიერის დაქვეითება.

ეს მაჩვენებლებია:

* ჰემოგლობინი (Hb);
* ჰემატოკრიტი (Hct), რომელსაც დალექილი ერითროციტების მოცულობასაც უწოდებენ;
* ერითროციტების რაოდენობა.

გთხოვთ ამიხსნათ, რას ნიშნავს კანდიდამიკოზი და ბლასტომიკოზი, როგორია მათი მკურნალობის მეთოდები.

კანდიდამიკოზი (იგივე კანდიდოზი, კანდიდიაზი, მონილიაზი) არის კანის, ლორწოვანი გარსებისა და შინაგანი ორგანოების ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს კანდიდას ტიპის საფუარისმაგვარი საპროფიტი სოკოები (Candida s. Monilia albicans). კანდიდას ტიპის სოკოები პირობითპათოგენურ ორგანიზმებს მიეკუთვნება. ისინი, ჩვეულებრივ, ჩვენ გარშემო არსებულ საგნებზე ცხოველმყოფელობენ და ასოცირდებიან ადამიანის კანისა და ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორად.

"- ვარ 24 წლის, მსუქანი, ძალიან მინდა გავხდე და ზედმეტი კილოგრამები მოვიშორო. მაგრამ მაწუხებს ის, რომ ჩემი ბებიაც, დედაც, დეიდაც მსუქნები არიან, ალბათ ეს გენეტიკურია. ლამის არის ხელი ჩავიქნიო. ნუთუ იმედი არ უნდა მქონდეს, რომ გავხდები?" თაკო, 24 წლის

ხშირად გაიგონებთ: "ეჰ, გენებს ვერაფერს მოვუხერხებ, გენეტიკას ვერ შევცვლი!" - ეს საკუთარი ინერტულობისა და სიზარმაცის ძალიან მოხერხებული გასამართლებელი საბუთია. გაჩნდება თეძოებზე ცხიმი და ქალები ოხრავენ: "ეჰ, ვერაფერს ვიზამ, დედაც და ბებიაც ხომ ფუმფულები არიან, აბა, მე ვის დავემსგავსებოდი?" ან "ვაი, სისხლში შაქრის დონე მომატებული მაქვს, ამას ვერ გავექცევი, ბაბუას ხომ დიაბეტი ჰქონდა!" შეწყვიტეთ თავის მართლება.

არაფერია ახალი იმაში, რომ მამაკაცების უმეტესობას არ სურს, ცოლს წარმატებული სამსახურებრივი კარიერა ჰქონდეს. მაინც რისი ეშინია კაცობრიობის ძლიერ ნახევარს? მოდით, ამასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მამაკაცურ ფობიებზე გავამახვილოთ ყურადღება.


"ის ჩემზე ჭკვიანია"
როგორ ფიქრობთ, რატომ შექმნეს მამაკაცებმა მითი ქალების უჭკუობაზე ან მუდმივად რატომ ჰყვებიან ანეკდოტებს ქალ მძღოლებზე? ყველაფერი მძაფრი კონკურენციით აიხსნება. ძლიერი სქესი თითქოსდა ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქალებს მათზე დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. მამაკაცის ყველაზე დიდი შიში დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი საყვარელი ქალი შეიძლება მასზე უფრო ჭკვიანი და წარმატებული აღმოჩნდეს.

- 2 წლის ბიჭუნა მყავს. საერთოდ არ მიჯერებს. მგონია, რომ ძალიან რთულად მაქვს საქმე. გამუდმებით ითხოვს ჩემს ყურადღებას, არ მაძლევს საოჯახო საქმეების გაკეთების საშუალებას. თუ რაიმეს ვუკრძალავ, ნამდვილ ისტერიკას მართავს. მეგობრები მირჩევენ, უფრო მკაცრად მოვექცე, მაგრამ არაფერი გამომდის...  ქეთი, 31 წლის

ბიჭუნას რთული ასაკი აქვს. ის ამოწმებს ნებადართული ქმედების საზღვრებს და ცდილობს თავისი მოთხოვნები წამოაყენოს, "თავისი გაიტანოს". სწორედ ამიტომ ხშირად ირჩევს ისეთ მომეტებს, როცა თქვენ დაკავებული ხართ და ითხოვს იმას, რაც თქვენ იმ დროს არ შეგიძლიათ. მოიკრიბეთ მოთმინება და ისწავლეთ რბილად, მაგრამ დაჟინებით "არა"-ს თქმა. აუხსენით, რატომ ეუბნებით უარს და შესთავაზეთ რაიმე ალტერნატივა.

მარილებისგან იასამანი მოგარჩენთ
იასამანი ყვავილებიდან განსაკუთრებით მიყვარს, ამიტომ როდესაც მარილებისგან გაწამებულმა ამ წამლის ამბავი გავიგე, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე მოვამზადე:


* უნდა მოაგროვოთ 20 გრამი იასამნის ყვავილი და გააშროთ ჩრდილში, შემდეგ დაასხათ 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10-თან და 8-10 დღის განმავლობაში დადგათ სიბნელეში თავდახურული ჭურჭლით.


10 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. უნდა მიიღოთ 30-30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ. პარალელურად ამ ნაყენით დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივანი და მარილოვან-წანაზარდებიანი ადგილები. ნაყენით გამოწვეული დადებითი ეფექტი 3-4 კვირაში უნდა იგრძნოთ.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი მედიცინის მეციერებათა დოქტორი მალხაზ ასათიანი.

Laughing "რა მოგივიდა? ავად ხარ?" - ეკითხება ერთი მამაკაცი მეორეს. "გავცივდი: სიცხე მაქვს, სურდო, ყელიც მტკივა..." "კარგი იქნებოდა საუნაში წასულიყავი!" "უკვე ვიყავი..." "ერთხელ წასვლა არ კმარა, კიდევ უნდა წასულიყავი, თუმცა შეგიძლია საბნის ქვეშ კარტოფილის ნახარშით ინჰალაცია გაიკეთო. ისე, თუ ჩანგალსაც აიღებ, შაშხს და არაყს, - საუნაში შეგიძლია აღარ წახვიდე".

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად