ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #-25 მკურნალი #-25
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#-25 მკურნალი

სტრეპტოკოკური ინფექცია ანუ სტრეპტოკოკოზი გულისხმობს ფართო სპექტრის კლინიკურ გამოვლინებებს, რომელთა გამომწვევია სტრეპტოკოკი. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია, კანისა თუ კანქვეშა ქსოვილების მსუბუქი დაზიანებიდან დაწყებული, მძიმე გენერალიზებული ფორმებით (სეპტიცემია, სეპტკოპიემია) დამთავრებული. სტრეპტოკოკურ ინფექციას მიეკუთვნება ქუნთრუშა, წითელი ქარი, რევმატიზმი, მწვავე გლომერულონეფრიტი, ოსტეომიელიტი. ყველა აღნიშნულ ფორმას შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ბავშვისას. ამდენად, მნიშვნელოვანია დაავადების დროული ამოცნობა და სწორი მკურნალობა. გვესაუბრება ინფექციონისტი მაკა შარაშენიძე.- ცნობილია, რომ არსებობს სტრეპტოკოკების რამდენიმე ჯგუფი. რომელი მათგანია ადამიანისთვის ყველაზე საშიში?

კანის სიჯანსაღე დიდხანს რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია მისი მუდმივი მოვლა. კანზე გროვდება ოფლი, ცხიმი და ჭუჭყი, რომელიც ფორებს აცობს და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს.


კანის მოვლის ძირითადი საშუალება წყალია. განსაკუთრებით კარგია წვიმისა და თოვლის წყალი - ე.წ. რბილი წყალი. ხისტი წყალი შეიცავს კალიუმის, მაგნიუმისა და სხვა მინერალურ მარილებს, ამიტომ მასში საპონი სუსტად ქაფდება. საზოგადოდ, თუ საპნით იბანთ, უმჯობესია ისეთი სახისა გამოიყენოთ, რომელშიც ცოტაა მავნე (ტუტოვანი) ნივთიერება. არსებობს სპეციალური საშუალებებიც - პირსაბანი ქაფები, საშხაპე ჟელეები...

რუბრიკის სტუმარია ექიმი თერაპევტი ვახტანგ გოსტაშაბაშვილი

Laughing ექიმის მამაკაცმა მიმართა განმეორებითი კონსულტაციისათვის. ”ექიმო, უძილობა წინანდებურად მაწუხებს, თავს ვერაფრით მოვერიე...” ”მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ იქნებ შემახსენოთ, წინა კონსულტაციის დროს რა გირჩიეთ?” ”ცხვრების დათვლა, ექიმო, მაგრამ ამან არ მიშველა!” ”მაშ, მოდი, ასე მოვიქცეთ: დაე, თითოეულმა ცხვარმა რამე გიამბოთ...”

ბუასილის დროს წაბლის ქერქი გამოგადგებათ
მძღოლი ვარ და, ბუნებრივია, დღის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ვატარებ. რამდენიმე ხნის წინ შემაწუხა შეკრულობამ, უკანა ტანის ქავილმა, ტკივილმა, სისხლდენამ კუჭის მოქმედების დროს. მივედი ექიმთან - დამისვეს ბუასილის დიაგნოზი. ისე ვიყავი გაწამებული, მჟავეს, ცხარეს, ალკოჰოლს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი. გარდა ამისა, მირჩიეს დეფეკაციის შემდეგ უკანა ტანის ნელთბილი წყლით დაბანა, ხოლო დაწოლამდე 1 საათით ადრე - 1 ჩაის ჭიქა კეფირის დალევა 20 გრამ მზესუმზირას ზეთთან ერთად.

სამედიცინო და ინფორმაციული მეცნიერებების ტელეკომუნიკაციებთან მჭიდრო კავშირმა საფუძველი დაუდო ტელემედიცინის - მედიცინის ახალი მიმართულების - განვითარებას. ტელემედიცინა სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფაა, რომელსაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს. მისი მიზანი დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისთვის ინფორმაციის გაცვლაა. ტელემედიცინა საშუალებას იძლევა, მომენტალურად მოხდეს კრიტიკული სიტუაციის შეფასება და მასზე სათანადო რეაგირება. დღეს მსოფლიოში ტელემედიცინა ფართოდ გამოიყენება მედიცინის თითქმის ყველა დარგში. საქართველოში ტელემედიცინის მიღწევებზე, მათ გამოყენებაზე, კერძოდ კი კარდიოტელემეტრიის შესაძლებლობებზე გვესაუბრება შპს "ტელემეტრიული მედიცინის სისტემები - კარდიო SOS"-ის ექიმი, კარდიოლოგი ნათია წინამძღვრიშვილი.

ყოველ წელს ვაკეთებ კონსერვებს, რადგან ზამთრობით თავი ძირითადად ამით გაგვაქვს. არადა ტელევიზორში ხშირად აცხადებენ ბოტულიზმის შესახებ. ეგებ აგვიხსნათ, რა დაავადებაა ეს და საიდან ხვდება ჩვენს საკვებში, როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტი, რომ ბოტულიზმს  გადავურჩეთ.





თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, გარდა სამსახურისა და ოჯახისა, არსებობს გართობაც. ბოლო დროს ღამის კლუბები ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, არა მარტო ცეკვის, არამედ მეგობრებთან შეხვედრის და, უბრალოდ, სასიამოვნო დროსტარების ადგილად იქცა. მოდურად რომ გამოიყურებოდეთ და ყურადღება მიიქციოთ, არ არის აუცილებელი, ყოველ საღამო ახალი სამოსით წარუდგეთ საზოგადოებას. საკმარისია გქონდეთ ტანსაცმლის საბაზისო კომპლექტი და ისინი საინტერესოდ შეუხამოთ ერთმანეთს.

მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად გავატარე. ხან მთაში, ხანაც ზღვაზე ვისვენებდით. ძირითადად მზა საკვებს მივირთმევდით კაფეებსა და რესტორნებში. ასეთი რეჟიმის წყალობით კუჭ-ნაწლავის მოქმედება ამერია. მირჩიეს ორგანიზმის გაწმენდა, რათა კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება აღდგეს. არც კანი მაქვს კარგ დღეში. როგორ მოვიქცე?


კუჭ-ნაწლავი უნიკალური სისტემაა. მის ჯანმრთელობაზე უშუალოდ არის დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. მისი მუშაობის დარღვევა პირდაპირ აისახება კანზე. საკვებმა, რომელიც ვნებს კუჭს, შეიძლება დისბაქტერიოზი და ალერგიაც გამოიწვიოს.

ორი წელია, გათხოვილი ვარ. შვილიც მყავს. ჩემი ქმარი მუშაობს და შინ ძალზე დაღლილი ბრუნდება. რამდენიმე თვეა, მის ყურადღებასა და ალერსს ვეღარ ვგრძნობ. როცა მე თვითონ ვცდილობ მის მოფერებას, დაღლილობას იმიზეზებს... ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე.


როგორც ჩანს, თქვენი ქორწინება კრიზისს განიცდის. ეს ურთიერთობის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. მისი გადალახვა მოგიწევთ, რათა კვლავ გაგიჩნდეთ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა და ფაქიზი გრძნობები.

პოდიატრია
პოდიატრია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი დარგია. მისი მიზანი ტერფის დეტალური შესწავლაა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ანატომიური წარმონაქმნის მნიშვნელობაზე. ადამიანის ყველაზე ბუნებრივი ფუნქცია, მოძრაობა, ავტომატური აქტია, რომელიც ჩონჩხის, კიდურების კუნთებისა და ძვლების კოორდინირებული მოქმედებით ხორციელდება. ტერფი სასიარულო აპარატის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურაა.

ადამიანს ტემპერამენტი დაბადებიდანვე დაჰყვება. მას ვერ შევუცვლით, მაგრამ მისი გაგება და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. ახალშობილი ამ ქვეყანას ნერვული სისტემის ჩამოყალიბებული თვისებებით ევლინება. სწორედ ნერვული სისტემის თავისებურებები განსაზღვრავს შემდგომ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას. ნერვული სისტემის თვისებების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტემპერამენტის დამსახურებაა პაწაწინა ადამიანის ხასიათი, ემოციების გამოვლენის ხერხები, ახალი ცოდნის ათვისება, მიდრეკილება გარკვეული ტიპის საქმიანობისადმი, სწრაფვა მონოტონურობისკენ ან, პირიქით, ცვლილებებისკენ. ბავშვს ან ერთ-ერთი მშობლის ტემპერამენტი დაჰყვება, ან თანაბრად იღებს ორივე მათგანის თვისებებს. სწორედ ამიტომ იბადებიან ერთსა და იმავე ოჯახში განსხვავებული ხასიათის ბავშვები.

ახალ წლამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, მე კი მინდა, საყვარელ მამაკაცს განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო. რას მირჩევთ, რა უნდა გავითვალისწინო, როცა მამაკაცს რაიმეს ვუძღვნი?


როცა რამეს ვუძღვნით, ძალიან გვინდა, ჩვენმა საჩუქარმა სიხარული, გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ ის ჩვენი ერთადერთი მამაკაცისთვის არის განკუთვნილი. არსებობს 5 შეცდომა, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევისას. ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

ბევრი რამ დაწერილა ქალებში კლიმაქსით გამოწვეულ პრობლემებზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ მამაკაცებსაც ახასიათებთ და ზოგჯერ საკმაოდ მძიმე შედეგსაც იწვევს. ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს ალეკო ხელაიას.


- ბატონო ალეკო, რა ასაკიდან არის მოსალოდნელი მამაკაცებში კლიმაქსი და რატომ?

თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა ხმაურით, შხამიანი გამონაბოლქვითა და სტრესით, ადამიანს ძალიან უჭირს სულიერი წონასწორობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. ცხოვრებისეულ სირთულეებს შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჰყვება ცდუნებას და დაგროვილ დაძაბულობას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საშუალებით იხსნის. ამის შედეგი კი უმძიმეს სტატისტიკაზე აისახება: ალკოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

რა არის პარკინსონიზმი და შეიძლება თუ არა ვარჯიში ამ დაავადების დროს? პარკინსონის დაავადება თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც 1817 წელს აღწერა ინგლისელმა ექიმმა პარკინსონმა. პარკინსონით დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების კანკალი (ტრემორი), კუნთების რიგიდულობა, კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა, უჭირთ მოძრაობა და გადაადგილება. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, 60 წლის შემდეგ ვითარდება, თუმცა ცნობილია პარკინსონიზმით 50 წლამდე დაავადების შემთხვევებიც. პარკინსონიზმი პროგრესირებადი დაავადებაა, ანუ მისი სიმპტომები თანდათან მძიმდება და საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ, თუმცა დაავადება ნელა პროგრესირებს და დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი ბევრი წლობით განაგრძობს სრულფასოვან ცხოვრებას და შრომას.

სილამაზე უმსხვერპლოდ
ფრანგებს აქვთ ასეთი ხუმრობა: "ვინ მოიგონა მაღალი ქუსლები?" - "ქალმა, რომელსაც მუდამ შუბლზე ჰკოცნიდნენ". თუმცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნამდვილი ისტორია ასეთი საინტერესო არ არის. ის მრავალი საუკუნეა არსებობს. აი, წვრილქუსლა ფეხსაცმელი კი სულ ცოტა ხნის წინ, XX საუკუნის 50-იან წლებში შექმნა ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა როჟე ვივიემ. სწორედ მისგან დაიწყო სილამაზის, მოდისა და... ჯანმრთელობის ახალი ერა. მას შემდეგ, რაც ქალები მაღალ ქუსლებზე შედგნენ, მსოფლიოს ექიმები სამყაროს მშვენიერი ნახევრის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააფიქრა. მათი გამოთვლით, ქალების მესამედს წვრილქუსლა ფეხსაცმელი საგრძნობ ზიანს აყენებს.

ტერფებს რომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამის შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაწერილა. ჰიგიენის წესების სათანადო დაცვა, მავნე ფაქტორთა თავიდან აცილება, თანმხლებ თუ მაპროვოცირებელ დაავადებათა დროული მკურნალობა - ეს და ბევრი სხვა რამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ სურს, რომ ტერფებზე ჯანმრთელი კანი და ფრჩხილები ჰქონდეს. დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ხშირია კანისა და ფრჩხილების ინფექციური (უმეტესად სოკოვანი) პათოლოგიები, ქუსლის ნახეთქები, კოჟრები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ექიმი, დერმატოლოგი ნინო ჩაკაბერია.

ტერფის პათოლოგიებს შორის საკმაოდ დიდი ადგილი უკავია დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიურ მდგომარეობებს. მათ შესახებ გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის ექიმი, ენდოკრინოლოგი თეონა ღვალაძე.


- რა არის დიაბეტური ტერფი?
- შაქრიანი დიაბეტის ცნობილ გართულებებს შორის ყველაზე ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დიაბეტური ტერფის სინდრომი - ეს არის ინფექცია, წყლული და/ან ღრმა ქსოვილების დესტრუქციული ცვლილებები, გამოწვეული ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლით და ნეიროპათიული ცვლილებებით.

ჯანსაღ ტერფს, რომელიც განივი და გასწვრივი თაღებისგან შედგება, რკალისებური მოხაზულობა აქვს. თანდაყოლილ თუ შეძენილ მიზეზთა გამო ზოგჯერ ეს თაღები სწორდება, ბრტყელდება, შიგნით შებრუნდება ან გარეთ მიიქცევა. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი თამაზ გაბუნია.



დავდივართ და არც კი ვფიქრობთ იმაზე, როგორ დატვირთვას განიცდის, რა სამუშაოს ასრულებს ამ დროს ჩვენი ტერფი, მაგრამ უეცრად შეიძლება უცნაური ტკივილი ვიგრძნოთ და მაშინღა გავაცნობიეროთ, რაოდენ დიდია სხეულის ამ ნაწილის დატვირთვა და რარიგ კომფორტულია სიარული, როცა ტერფი ჯანსაღია. ტერფის რა სახის ტრავმული დაზიანებაა განსაკუთრებით ხშირი, რა უნდა ვიცოდეთ ტრავმისგან თავის დასაცავად, რა განაპირობებს ტერფის ხშირ დეფორმაციას? - ამ და სხვა კითხვებზე კლინიკა "ტრავმატოლოგის" ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა ჩადუნელი გვიპასუხებს.

ჩემი ახლობლები ბავშვისთვის ყოველ ახალ წელს იძახებენ თოვლის ბაბუას. მყავს 4 წლის შვილი. მინდა, მასაც მოვუწყო ასეთი სიურპრიზი. საჭიროა თუ არა ამ მოვლენისთვის ბავშვის წინასწარ მომზადება?

სახლის კართან "ნამდვილი" თოვლის პაპის გამოჩენა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, შეიძლება ითქვას, სასწაულია. ამისთვის ის აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ორთოპედიულ პაციენტებს შორის ყველაზე მეტია ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დაავადებების მქონე პაციენტი, კიდურთა განვითარების ანომალიები კი ამ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. განსაკუთრებით არის გავრცელებული ქვედა კიდურთა ანომალიები, რომელთა წილი 30,5%-ს შეადგენს, ხოლო ზედა კიდურთა ანომალიების წილი 13,1%-ს არ აღემატება.


mkurnali.geრუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

ჩვენი ჟურნალის მკითხველთათვის წინა ნომერში მიცემული პირობის თანახმად, ვაგრძელებთ საუბარს ანდერძით მემკვიდრეობის სამართლებრივ საკითხებზე. დღეს ანდერძის ფორმაზე გესაუბრებით. განვმარტავთ როგორც დახურული, ისე შინაურული და სანოტარო ფორმით ანდერძის შედგენის წესსა და პირობებს, ყურადღებას გავამახვილებთ სამკვიდროს დაცვის საკითხებზე და სხვა.

mkurnali.geოთხი წლის წინ დავშორდი საყვარელ მამაკაცს. მას შემდეგ ურთიერთობა არავისთან მქონია. დროდადრო ჩემ გარშემო ჩნდებიან მამაკაცები, რომლებიც ჩემდამი ინტერესს იჩენენ, მაგრამ მე მათ მიმართ ვერაფერს ვგრძნობ. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ გული კვლავ სიყვარულით ამიძგერდეს. რატომ გავხდი ასეთი გულგრილი მამაკაცების მიმართ? ნინი, 25 წლის

არ ღირს მამაკაცებთან ურთიერთობაზე უარის თქმა მხოლოდ იმის გამო, რომ მზად არ ხართ, უმალვე მკლავებში ჩაუვარდეთ. თუ საყვარელ მამაკაცთან განშორება მძიმედ განიცადეთ, საჭიროა გავიდეს დრო.

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად