ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #-16 მკურნალი #-16
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#-16 მკურნალი

როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, სწავლა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე შეიძლება, მაგრამ თავის მოვლის საკითხებში სასურველია წინამორბედთა გამოცდილება გავიზიაროთ.


შეცდომა I: არ მივაქციოთ ყურადღება კანის ტიპს

სანამ პრობლემები თავს არ იჩენს, ხშირად არც კი ვფიქრობთ იმაზე, როგორი ტიპის კანი გვაქვს, ამიტომ ხშირად ვყიდულობთ კოსმეტიკას, რომელსაც ჩვენი ნაცნობ-მეგობრები უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ კოსმეტიკის არჩევა ინტიმური საქმეა. ამ დროს მოდას კი არა, არამედ საკუთარ კანს უნდა მივუგდოთ ყური. თავად განსაჯეთ, რა მოხდება, თუ ცხიმიანი კანის პატრონები ვისარგებლებთ ცხიმიანი შემადგენლობის კრემებით, რომლებიც ფორებს სუნთქვისა და გაწმენდის საშუალებას არ მისცემს. დასკვნა: სასწრაფოდ გაიარეთ დიაგნოსტიკა, მიმართეთ კონსულტაციისთვის სპეციალისტს.

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. მისი ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), სახამებელს, ჩ ვიტამინს (60 მგ-მდე), ცილებს, ასევე - კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებსა და მინერალურ მარილებს. გამოიყენება როგორც უმი, ასევე შემჭკნარი და გამხმარი - ე.წ. ნედლი ჩირი. მისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, ცუკატს, მარმელადს, ხდიან წვენს, რომლისგანაც აკეთებენ "თაფლს" - ბექმეზს, რომელშიც შაქრის შემცველობა 60%-ია. ნესვის თესლის 25-30% საჭმელი ზეთია. ნესვის ხუთასამდე ჯიში არსებობს. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა - სფეროსებრიდან გველივით კლაკნილის ჩათვლით. ზომა 3-4 სმ-დან 2 მ-მდე მერყეობს, წონა - 20 კგ-მდე. ქერქის შეფერილობაც სხვადასხვაა და რბილობისაც. თესლი თეთრი ან კრემისფერია, 11 მმ-მდე სიგრძის.

თხილამურებით სრიალი შესანიშნავი საშუალებაა მოხდენილი ფიგურისა და მტკიცე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

რა უნდა იცოდეს მოთხილამურემ სამთო კურორტებზე სრიალისას და როგორ მოვემზადოთ ფიზიკურად თხილამურებით სასრიალოდ?



როგორ გავხდეთ
სიმსუქნე ზაფხულში ერთიორად თვალში საცემი ხდება. მე მისგან თავის დაღწევაში დამეხმარა საზღვარგარეთ მცხოვრები და, რომელმაც იქაური ექიმის რჩევა-დარიგებით მომხიბვლელობაც დაიბრუნა და ჰიპერტენზიისა და ვენების დაავადებისგანაც გათავისუფლდა. ვისაც გახდომა სურს, უნდა მისდიოს აქტიურ ცხოვრების წესს, ერიდოს მაღალკალორიულ საკვებსა და ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს - თეთრ პურს, საკონდიტრო ნაწარმს, მაკარონს, კარტოფილს, ტკბილ ხილს, შაქარს, თაფლს, მურაბას. არც სითხის უზომოდ სმაა რეკომენდებული, განსაკუთრებით - ალკოჰოლიანი სასმელებისა. ახალი თეთრი პურის ნაცვლად ჯობს ორცხობილა მიირთვათ, ისიც - ზომიერად. ხილი არ გაფცქვნათ. რძე მხოლოდ ნაღებმოხდილი სვით. კვერცხი, ხორცი და თევზი კი არ შეწვათ, მოხარშეთ.

ორსულობის მიწურულს ქალების უმეტესობა ამჩნევს, რომ უვიწროვდება ფეხსაცმელები, უჭირს ბეჭდის გაკეთება და მოხსნა... ეს ყველაფერი შეშუპებაზე მიუთითებს. ნორმაა ეს თუ პათოლოგია, ხოლო თუ პათოლოგიაა, რამდენად საშიშია? ამ კითხვაზე ექიმი მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი გვიპასუხებს:


ვარ 49 წლის მამაკაცი. მაქვს ზედმეტი წონა. მეუღლე სულ მსაყვედურობს და თან მაშინებს, რომ სიმსუქნე უამრავ პრობლემას შემიქმნის. რა საფრთხე მემუქრება?

დღეს ზედმეტი წონა აქტუალურ პრობლემად იქცა. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ სიმსუქნის ტენდენცია ბავშვობიდანვე შეიმჩნევა.  სიმსუქნე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ სიმსუქნესა და სიკვდილიანობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მაგალითად, 55 წლის მამაკაცებში, რომელთა წონაც ნორმას 20%-ით აჭარბებს, სიკვდილიანობაც საშუალოზე 20%-ით მეტია. ხოლო როცა წონა 35%-ით მეტია, სიკვდილიანობის პროცენტი 40%-ით იზრდება. 

მყავს ორი წლის ბავშვი. მინდა, დასასვენებლად მის გარეშე წავიდე. დამტოვებლები მყავს - ბებია და ძიძა, მაგრამ მაინც ვღელავ. რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის დედასთან თუნდაც ერთი-ორი კვირით განშორება? რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი ამ დროს?






ვერ უარვყოფთ, რომ ყველა დედას სურს, ძალიან ნიჭიერი შვილი ჰყავდეს. რა მოხდება, თუ ბავშვმა მოლოდინი არ გაამართლა? საინტერესოა, რომ პასუხი შეკითხვებზე "არსებობენ თუ არა საშუალო მონაცემების ბავშვები?" და "არსებობენ თუ არა საშუალო მონაცემების უფროსები?" შეიძლება ორგვარი, ურთიერთგამომრიცხავი და ამავე დროს სწორი იყოს. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველა პიროვნება უნიკალურია, რომ უნიჭო ადამიანი უბრალოდ არ არსებობს, ხოლო მეორენი სერიოზულად უარყოფენ ამ აზრს და სათანადო არგუმენტიც მოჰყავთ. "სადავოც არ არის, რომ სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს გენიოსებთან შედარებით საშუალო მონაცემები აქვთ", - ამბობენ ისინი. ხოლო როცა საქმე ბავშვებს ეხება, დისკუსია შეიძლება ცხარე კამათში გადაიზარდოს.

ზაფხულმა სითბოსა და სინათლესთან ერთად საზრუნავიც უხვად მოგვიტანა. ახალგაზრდა მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზაფხულის სიცხეში ბავშვის კვებაა. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.


- არის შემთხვევები, როცა ბავშვს ერთ წლამდე მხოლოდ დედის რძით კვებავენ. დასაშვებია თუ არა ეს?
- ცნობილია, რომ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საუკეთესო, უფრო სწორად, შეუცვლელი საკვები დედის რძეა. ბავშვის ძუძუთი კვება მშობელს უამრავ საზრუნავს აცილებს თავიდან. დედის რძე, გარდა იმისა, რომ შემადგენლობით შეუცვლელია და საუკეთესოა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ამავე დროს ძალიან მოხერხებული, სტერილური და ეკონომიურია. მაგრამ ბუნებრივი კვება გარკვეული პერიოდის შემდეგ ითხოვს სათანადო მართვას, კორექციას. აი რას ვგულისხმობ - მაშინაც კი, როცა დედას რძე საკმარისი აქვს, ბუნებრივი კვება ხუთ-ექვს თვემდე უნდა გაგრძელდეს.

ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.

ახალი ფორმულა გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის გამოსათვლელად
ამერიკელმა მეცნიერებმა ქალებისთვის გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის გამოსათვლელი ახალი და საკმაოდ ზუსტი ფორმულა გამოიყვანეს. გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირე (გშმს) პულსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომლის მიღწევაც კი შესაძლებელია დატვირთვის დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად. მას გამოთვლიან ფიზიკური ვარჯიშის დროს ოპტიმალური დატვირთვის შესარჩევად, ასევე - გულის დაავადებათა დიაგნოსტირებისას ფიზიკურ დატვირთვაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის შესაფასებლად. აქამდე ქალებში გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის გამოსათვლელად მამაკაცებისთვის გამოყვანილ ფორმულას იყენებდნენ.

ევოლუციის პროცესში ადამიანის ორგანიზმმა თავდაცვის მრავალი რთული მექანიზმი გამოიმუშავა. მაგრამ ყველაზე ძნელი დასაჯერებელი ის იყო, რომ ბუნება თავად ქმნიდა ისეთ "დაავადებებს", რომლებიც სხვა დაავადებათა წინააღმდეგ იყო მიმართული და ამით თავის გადარჩენაში გვეხმარებოდა. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ნამგლისებრი ანემია. იგი ბუნებამ შექმნა, რათა მეორე დაავადებისგან - მალარიისგან დაგვეცვა თავი. კავშირი ორ დაავადებას - მალარიასა და ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას შორის პირველად ბრიტანელმა გენეტიკოსმა ენტონი ელისონმა შეამჩნია: ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია უფრო ხშირი იყო იმ რეგიონებში, სადაც წლების განმავლობაში მალარია მძვინვარებდა.

ზაფხულში განსაკუთრებით დიდია საფრთხე, გველმა ან მორიელმა დაგვკბინოს. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ამაზე სასაუბროდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ტოქსიკოლოგს, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილ წევრს, თსსუ-ის ას. პროფესორს თემურ კობიძეს ვეწვიეთ.

ძაღლები, კატები და მათი `საჩუქრები~ ჩვენი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრები სითბოსა და სიხარულთან ერთად ზოგჯერ დაავადების გამომწვევებსაც გვჩუქნიან. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? ამაზე ექიმი ინფექციონისტი მანანა კეთილაძე გვესაუბრება.




სიფრიფანაფრთიანი მწერებიდან ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია ბუზი, კოღო, ბუზანკალი, ფუტკარი, კრაზანა, კელა და ბზიკი.


ბუზი
საქართველოს ტერიტორიაზე ბუზების მრავალრიცხოვანი ოჯახის 70-მდე წარმომადგენელი ბინადრობს და რა გასაკვირია, რომ მათ ყველგან შეხვდებით. ბუზების სხეულის სიგრძე 1-დან 55 მმ-მდე მერყეობს. მათი საკონტაქტო ორგანო დაუნაწევრებელი ხორთუმია. ფეხებზე 2-3 მისაწოვარი აქვთ, რაც გლუვ ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას აძლევთ.

პარაზიტების, მწერების, მღრღნელების, ქვეწარმავლებისა და ობობასნაირების მოულოდნელი სტუმრობა საკმაოდ უსიამოვნოა, უწინარეს ყოვლისა, იმ დიდი ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას. სად შეიძლება შევხვდეთ მათ?




"ჭიები განავალში" - უფროს თაობას ამ სიტყვებზე საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჩატარებული

ჭიაყელა გამონაზარდი - ეს ცალი მხრიდან დახშული ღრუ მილია, რომელიც ბრმა ნაწლავს უერთდება და ფორმით მართლაც ჭიაყელას ჰგავს. მისი ანატომიური სახელი, აპენდიქსი, ნიშნავს "დანამატს, რომელიც ჭიაყელას ჰგავს".


რა არის აპენდიციტი?
აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის ანთებაა. მიიჩნევა, რომ აპენდიციტი მაშინ იწყება, როცა იხშობა ჭიაყელა ნაწლავსა და ბრმა ნაწლავს შორის არსებული ხვრელი. დახშობა შეიძლება მოხდეს ბრმა ნაწლავიდან აპენდიქსის შიგნით სქელი ლორწოს ან განავლოვანი მასის მოხვედრის გამო. ლორწო და განავლოვანი მასები მაგრდება, ქვასავით მკვრივდება და აპენდიქსის ხვრელს ახშობს.

გთხოვთ გვითხრათ, რა სამკურნალო თვისებები აქვს ზღვის წყალსა და კლიმატს ან რომელი დაავადების დროს ზღვის რომელი კურორტია უმჯობესი. ისიც აგვიხსენით, როგორ გავირუჯოთ სწორად.


ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა
ზღვის წყალს საკმაოდ რთული შემადგენლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის მენდელეევის პერიოდული სისტემის პრაქტიკულად ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადიც), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებები.

ექინოკოკოზი საქართველოში საკმაოდ  გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. იგი უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, სადაც უპირატესად მეცხოველეობაა განვითარებული. რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები, ამაზე სასაუბროდ დამსახურებულ ქირურგს, მედიცინის დოქტორს, ბატონ გიორგი ცანავას ვესტუმრეთ.


სამწუხაროდ, მაწანწალა ძაღლებისა და კატების პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელია. შესაბამისად, არც ცოფის საკითხი კარგავს აქტუალობას. როგორი დახმარება უნდა გავუწიოთ შინაური თუ გარეული ძაღლების მიერ დაკბენილ ადამიანებს, რას წარმოადგენს ანტირაბიული ვაქცინაცია, რა გართულებები ახლავს მას, რას გულისხმობს საზოგადოდ იმუნიზაცია? - აი, რა აინტერესებს ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველს. ამ საკითხებთან დაკავშირებით რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, არ წყდება ზარები, ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი შეტყობინებები. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ქირურგ-რაბიოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, თსსუ რაბიოლოგიის სასწავლო კლინიკური პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ თეიმურაზ გოგიძეს - ადამიანს, რომელმაც ანტირაბიული სამსახურის დაარსებასა და  სრულყოფას 27 წელი შეალია.

ზოგიერთს, ალბათ, სათაურის წაკითხვისთანავე უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლება. არადა ინფორმაცია ამ საშინელი მწერების შესახებ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ტილები, ტკიპები და რწყილები, სხვა პარაზიტების მსგავსად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც სიამოვნებით სტუმრობენ სანატრელ მასპინძელს - ადამიანს და კვლავინდებურად დიდ საშიშროებას უქადიან.

mkurnali.geძალიან მინდა, თქვენგან მივიღო რჩევა, რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვპოულობ. ვარ 36 წლის. სამი წლის წინ ქმარს გავეყარე. მისგან მყავს 10 წლის გოგონა. ბავშვი დღემდე ძალიან განიცდის მშობლების დაშორებას, თუმცა სისტემატურად ხვდება მამას და ნათესავებს მამის მხრიდან. მე ხელს არ ვუშლი, პირიქით, ვუხსნი, რომ მამა მუდამ მამად დარჩება. ყოფილ ქმართან თავადაც ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ორი წლის წინ ყოფილ თანაკლასელს შევხვდი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, სკოლის მერხიდან ვყვარებივარ. სკოლაში ყურადღებას არ ვაქცევდი, ვერც მის გრძნობას ვამჩნევდი, ახლა კი ჩვენ შორის რომანი გაჩაღდა. მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს.

დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად