ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #-9 მკურნალი #-9
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#-9 მკურნალი

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს დამოუკიდებლობა ვასწავლოთ. ეს თვისება მას ცხოვრების გზაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ბავშვის აღზრდისას მზრუნველი მშობლები ცდილობენ, მას მხოლოდ საუკეთესო მისცენ, დაიცვან ყოველგვარი პრობლემისა და საზრუნავისგან. მიგვაჩნია, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და იმის საშუალებასაც კი არ ვაძლევთ, რაც მას ნამდვილად შეუძლია და თანაც განვითარებისთვის აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გავიგოთ, რომ ბავშვი სულაც არ არის ისეთი უსუსური, როგორადაც გამოიყურება. ეს უნდა გავაცნობიეროთ და ბავშვს მივცეთ ახალი და საინტერესო მოქმედებების ათვისების საშუალება. მოდი, დავავალოთ პატარას, დაგვეხმაროს ხილის გარეცხვაში, ყვავილების მორწყვაში. მტვრის გადაწმენდაში. ერთი სიტყვით, ვაგრძნობინოთ, რომ უკვე დიდია და სულ მალე ბევრ რამეს თავად გააკეთებს...

ჭარბი წონა მარტო კი არ აუშნოებს ადამიანს, არამედ ჯანმრთელობასაც ვნებს. სპეციალისტები ჭარბ წონას უკავშირებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ოსტეოპოროზს, შაკიკს, დეპრესიას... ცხოვრების რიტმის აჩქარება, არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა, ფასთფუდი და, უბრალოდ, გემრიელი კერძები, რომლებზეც უარის თქმა მძიმე დღის შემდეგ ძალიან გვიჭირს, სიმსუქნისა და მისი თანამდევი პრობლემების მიზეზად იქცევა. ექსპერიმენტების შედეგად ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ კვების რაციონის შეცვლაც კი ჭარბი წონით გამოწვეულ დაავადებებს 30-40%-ით აიშვიათებს. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორი საკვებია აუცილებელი ორგანიზმის ოპტიმალური მუშაობისთვის და როგორს თავი უნდა ვარიდოთ.

ვისაც თამბაქოსთვის თავის დანებება სურს
სიგარეტს 16 წლიდან ვეწევი. ახლა 41 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში მქონია პერიოდები, როდესაც ამ მავნე ჩვევისთვის თავი 2-3 თვეც კი დამინებებია, მაგრამ შემდეგ რაღაც კვლავ მისკენ მიბიძგებდა. ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და მივყევი დინებას. ერთ ზამთარს ძლიერ გავცივდი. გრიპი ფილტვების ანთებით გამირთულდა, თანაც ისეთი ხარისხის ანთებით, რომ ორივე ფილტვის მესამედიღა ფუნქციონირებდა. ექიმებმა თამბაქოს მოწევა კატეგორიულად ამიკრძალეს. თავადაც ვხვდებოდი ამის აუცილებლობას და ავადმყოფობის პერიოდში სიგარეტს არ გავკარებივარ, გამოჯანმრთელებიდან 2 თვის შემდეგ კი, უკეთესობა ვიგრძენი თუ არა, კვლავ დავიწყე მოწევა.

მოდი, შევხედოთ მამაკაცს და ვთქვათ ის, რის აღიარებასაც კაცობრიობის ძლიერი ნახევარი გაურბის, განსაკუთრებით - ქალების, ბავშვებისა და ახლობლების თანდასწრებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მამაკაცებს არავითარი საიდუმლო არ აქვთ. მათი იდუმალება მოჩვენებითია. მრავალ მამაკაცურ "საიდუმლოს" საფუძვლად კომპლექსები უდევს. მამაკაცები ყველაზე მეტად შიშის შენიღბვას ცდილობენ. მათ დაბადებიდანვე უნერგავენ, რომ მამაკაცს არაფრისა არ უნდა ეშინოდეს. მშობლების სურვილი, აღზარდონ ძლიერი, საიმედო პიროვნება, სავსებით გასაგებია, მაგრამ შიში ბუნებრივი გრძნობაა ადამიანისათვის, და აი, იზრდება ბიჭუნა, რომელსაც, როგორც ყველას, ეშინია, მაგრამ ამას არავის უმხელს, საუკეთესო მეგობარსაც კი.

ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს. უმთავრესად ახალგაზრდებსა და მოზარდებს ემართებათ და სისხლის შემადგენლობის ცვლილებებს იწვევს. მართალია, სიკვდილიანობა იშვიათია, მაგრამ ავადმყოფობა 6-8 კვირა გრძელდება. ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილები, ლიმფური კვანძების შესამჩნევი გადიდება, ანგინა. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იწევს, ღვიძლი და ელენთა დიდდება, მოსალოდნელია სიყვითლე, მუცლის ტკივილები და სხვა. ძილიანობა, საერთო სისუსტე და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება.

ვარ 69 წლის ქალი. პროთრომბინის მაღალი მაჩვენებლის გამო ჭრილობა დროულად არ შემიხორცდა. ჩამომიყალიბდა ტროფიკული წყლული. დაახლოებით ორ თვეში ჭრილობა დაიხურა და მის გარშემო დარჩა მოყავისფრო პიგმენტური ლაქები. გთხოვთ ამიხსნათ: ამ შეხორცების შემდეგ ტროფიკული წყლული განკურნებულად ითვლება თუ კვლავ შეუძლია მოახდინოს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება?

ტროფიკული წყლული კანისა და ლორწოვანი გარსის დეფექტია. ის სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილთა ინერვაციის დარღვევის შედეგად ვითარდება. ხანგრძლივი მიმდინარეობა და გამწვავების პერიოდები ახასიათებს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

ლაპარაკის (და არამარტო ლაპარაკის) დროს ხშირად მეხრინწება ხმა. არც კი ვიცი, ჰქვია თუ არა ამას ხმის ჩახრინწვა (ხრინწი). ყელში (არ ვიცი, ეს საყლაპავ მილში ხდება თუ სასუნთქში) თავს იყრის ნახველის მსგავსი რაღაც და თუ არ ჩავახველე, ხმა ძალიან ხრინწიანი მიხდება. ფიზიკურადაც მაწუხებს და უხერხულ მდგომარეობაშიც მაგდებს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ამომდის ჩახველებისას პირის ღრუში ნახველის მსგავსი რაღაც (არ ვიცი, საყლაპავიდან არის თუ ბრონქებიდან). ბოდიშს გიხდით, ასე დაწვრილებით რომ აღვწერ. იქნებ ამიხსნათ, რა არის და რამე მირჩიოთ.

დიდი ხანია, თმას ვიღებავ. ადრე ქერად შეღებვა ვცადე და დამეწვა. მას შემდეგ მუქი ფერის საღებავებს ვხმარობ, მაგრამ თმას ძველებური სხივი ვერ დავუბრუნე.

გაზაფხულზე ბევრი ქალი იცვლის თმის ფერს, ბევრიც, უბრალოდ, ნატურალური ფერის გახალისებას ცდილობს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევიღებოთ თმა ისე, რომ სინაზე და ბზინვარება არ დავუკარგოთ.


რა ასაკიდან შეიძლება ჩავსვა პატარა კენგურუში ან რამდენი ხნით? აქვს თუ არა მას უკუჩვენება?

ვიდრე ბავშვს კენგურუში ჩასვამდეთ, გირჩევთ, ორთოპედს აჩვენოთ. მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ შეიძლება კენგურუს გამოყენება. საქმე ის არის, რომ არსებობს თანდაყოლილი პათოლოგია - მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სხვაგვარად - ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. თუ პატარას ეს დაავადება აქვს, კენგურუში მისი ხშირად და დიდხანს ჩასმა მიზანშეწონილი არ არის. კენგურუში ჯდომისას ბავშვს ტერფები გარეთ განეზიდება, მისი ხშირი გამოყენება კი ტერფების მყარ განზიდვასა და ვალგირებას (გარეთ გამრუდებას) განაპირობებს. ამის თავიდან ასაცილებლად პატარა სეირნობის შემდეგ მუცელზე ისე დააწვინეთ, რომ ტერფები საწოლიდან (ლეიბიდან, მაგიდიდან) გადმოკიდებული ჰქონდეს.

სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ჩვილის ინტერესს სხვადასხვა ასაკში სრულიად სხვადასხვანაირი საგნები და მოვლენები იპყრობს. ეს კანონზომიერება მშობლებისთვისაც უდავოდ საინტერესო იქნება. სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის ყურადღებას შავ-თეთრი საგნები იპყრობს. ისინი კონტრასტული და თვალში საცემია. ჩვილი მზერას ბრჭყვიალა საგნებზეც აფიქსირებს. თანდათან იხვეწება მის მიერ გარესამყაროს აღქმა. ერთ წლამდე ძალზე მნიშვნელოვანია გემოვნებითი, სმენითი და ტაქტილური შეგრძნებების განვითარება. შეარჩიეთ ფორმით, ფერით, ფაქტურითა და ხმიანობით განსხვავებული რამდენიმე სათამაშო. დააკვირდით, რომელი მათგანი მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.

წითელი ღვინო ტვინს ინსულტისგან იცავს
აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინო ტვინს ინსულტის ნეგატიური შედეგებისგან  იცავს. მეცნიერები ლაბორატორიულ თაგვებს ჭამიდან 2 საათის შემდეგ რესვერატროლის მცირე დოზას აძლევდნენ (რესვერატროლი ნივთიერებაა, რომელსაც წითელი ყურძნის კანი და კურკა შეიცავს), შემდეგ კი მათში იშემიურ ინსულტს იწვევდნენ. შეგახსენებთ: ამ დროს ტვინში სისხლის მიწოდება წყდება. მღრღნელებს, რომლებსაც რესვერატროლი ჰქონდათ მიღებული, თავის ტვინი უფრო ნაკლებად დაუზიანდათ. ფარმაკოლოგების თქმით, რესვერატროლი ზრდის იმ ფერმენტის დონეს, რომელსაც უნარი შესწევს, ტვინის ნერვული უჯრედები დაზიანებისგან დაიცვას.

მოზრდილთა უმრავლესობას მოსწონს, როცა ბავშვი უსიტყვოდ ემორჩილება და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს თვისება მათ შვილს შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაჰყვეს. ბავშვები პარადოქსული არსებები არიან. მათ ერთდროულად იტაცებთ ურთიერთსაპირისპირო საგნები და მოვლენები, უყვართ დამოუკიდებლობა და ამავე დროს დამჯერენიც არიან. ადვილია, უფროსებს დაუჯერო - ასე თავიდან აიცილებ კონფლიქტს იმათთან, ვისაც ოჯახში "ძალაუფლება ეკუთვნის" და შესაძლოა, ქებაც კი დაიმსახურო... საბედნიეროდ, პატარები საკმაოდ მოქნილი არსებები არიან. მათ უმრავლესობას ჰყოფნის გამჭრიახობა,  შეახამოს ურთიერთსაპირისპირო ტენდენციები - არც უფროსებთან მოუვიდეს კონფლიქტი და ამავე დროს საკუთარი თავისუფლებაც დაიცვას, თუმცა ასეთ "ოქროს შუალედს" ყველა ვერ აღწევს. ზოგი ბავშვი აბსოლუტური კონფორმისტია. ისინი ყოველთვის უსიტყვოდ ემორჩილებიან უფროსებს. ჩვენ - მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს - ასეთი პატარები ძალიან მოგვწონს, ვაქებთ, სხვებს მაგალითად ვუსახავთ და აზრადაც არ მოგვდის, რომ პატარას ასეთი საქციელი კი არ უნდა გვახარებდეს, არამედ უნდა გვაშფოთებდეს.

ჩემი შვილი ითხოვს, ყველაფერი დამოუკიდებლად აკეთოს - ჩაიცვას, ჭამოს... გამუდმებით გაიძახის: "მე თვითონ!" მე იმდენი დრო არ მაქვს, მის ჭირვეულობას ავყვე, - მირჩევნია, თავად ჩავაცვა, ვაჭამო და ამით დრო მოვიგო, - მაგრამ მეუბნებიან, რომ სწორად არ ვიქცევი...

ორი წლის-ორწლინახევრის ბავშვის ყოველ მოქმედებას თან სდევს სიტყვები: "მე თვითონ!" - და ის ამაყად იცვამს ფეხზე წინდების ნაცვლად ხელთათმანებს, შემდეგ კი იცდის, როდის შეუკრავთ თასმებს, ღილებს, როდის აჭმევთ კოვზით... ჭირვეულობაა? სიჯიუტე? სრულიადაც არა. პირიქით, ბავშვი გაიზარდა და მიაღწია განვითარების მომდევნო ეტაპს - ის მზადაა, ისწავლოს ყველაფრის "ერთად" კეთება ანუ თანამშრომლობა. სულ ადვილად შეიძლება, ბავშვს საქმის ერთად კეთების სურვილი გავუქროთ. საკმარისია, ერთი-ორჯერ ვუთხრათ: "არა, თვითონ გააკეთე, ხომ გინდოდა, ჰოდა, გააკეთე. ივარჯიშებ და უკეთ გამოგივა!" - და ბავშვის აღტკინებაც ჩაქრება. ის კი ისეთი მნიშვნელოვანი იყო!..

გულის კუნთი განსაზღვრული ტემპითა და რიტმით იკუმშება. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა რიტმულია და ვინაიდან ავტომატური პროცესია, ნაკლებად არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე. ისე რომ, ჯანმრთელი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, როგორ მუშაობს მისი გული, მაგრამ თუ რიტმში დარღვევები გაჩნდა, უმალვე ვიგრძნობთ. "გული მიფრიალებს, ექიმო!" - ხშირად შესჩივიან პაციენტები კარდიოლოგს. გულის "ფრიალის" მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, არიტმიაა. რა იწვევს მას ან რამდენად საშიშია იგი? ამ და სხვა კითხვებით ექიმ კარდიოლოგს ნინო ჯიბლაძეს მივმართეთ. 

იწვევს თუ არა სმა პროსტატის კიბოს
სპირტიანი სასმელების ჭარბი გამოყენებისას იზრდება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმების განვითარების რისკი, - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ფრედ ჰატჩინსონის ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევის ცენტრში (აშშ) მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ ალკოჰოლი ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების ხელის შემშლელი პრეპარატის - ფინასტერიდის ეფექტს. გამოკვლევაში 10 000 მამაკაცი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც კვირაში ხუთი დღე მაინც იღებდა 50 გრამ სუფთა სპირტს (ან შესაბამისი ოდენობის სხვა სპირტიან სასმელს), პროსტატის აგრესიული კიბოს განვითარების ორჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ, არამსმელებსა და ზომიერად მსმელებს შორის კი დაავადების გამოვლენის სიხშირე ერთნაირი იყო.

ყავა ამცირებს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების რისკს
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა, განურჩევლად იმისა, კოფეინიანია თუ უკოფეინო, ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. ბოსტონის ლაბორატორიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ყავა დადებით გავლენას ახდენს ინსულინის, გლუკოზისა და სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმზე. მათ შეისწავლეს 50 ათასზე მეტი იმ მამაკაცის მონაცემები, რომელთაც 1986-2006 წლებში პროსტასტის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გაირკვა, რომ ყავის მოყვარულებს შორის პროსტატის კიბოს აგრესიული და ლეტალური ფორმები გაცილებით იშვიათი იყო.

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის მრავალი დარღვევა, რომლებიც გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ მჟღავნდება, ამიტომ მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად მიიჩნევა. როგორია სქესის ჩამოყალიბების გენეტიკური მექანიზმი, რომელი გენეტიკური ანომალიებია ცნობილი და როგორ შეიძლება მათი გამოვლენა და დიაგნოსტირება? ამ კითხვებით პედიატრ ელზა მაზმიშვილს მივმართეთ.


ის პრობლემები, რომელთა გამოც მამაკაცები სექსოპათოლოგებს მიმართავენ, სქესობრივი ურთიერთობისას აღმოცენებულ ერექციის, ეაკულაციის, ლიბიდოსა და ორგაზმის დარღვევებს უკავშირდება.


ერექციული დარღვევები
ერექციულ დისფუნქციას დიდხანს იმპოტენციად იხსენიებდნენ. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან შესაძლოა, სავსებით პოტენტურ მამაკაცს რაიმე პრობლემის გამო ერექცია დაერღვეს, მასზე კი ნამდვილად არ ითქმის იმპოტენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია სქესობრივი აქტის საკმარისად გახანგრძლივებისა და პარტნიორის დაკმაყოფილების უნარი.

სრულფასოვან სქესობრივ ურთიერთობას ყოველი ნორმალური მამაკაცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარღვევები ხშირად სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. მოზრდილი ადამიანის სექსუალური დაკმაყოფილება და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ბევრად არის დამოკიდებული იმ მორალურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე, რომელშიც მისმა ბავშვობამ გაიარა. ურთიერთობა მშობლებთან, რომელიც ნდობაზეა დამყარებული, განსაკუთრებით დედასთან, ზოგადი ემოციური გახსნილობა და ღია ოჯახური ურთიერთობები, მკვეთრი ვერბალური აკრძალვების არარსებობა, მშობლების მზაობა ღიად იმსჯელონ დელიკატურ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ - ყველა ეს ფაქტორი ბავშვს - მომავალ მამაკაცს - სექსუალური ურთიერთობებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უადვილებს.

მამაკაცთა პრობლემებს შორის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს რომ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, გასაკვირი როდია. გასაკვირი ის არის, რომ, მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით მასობრივ ხასიათს ატარებს. ამ კუთხით არაერთი საკითხია განსახილველი. ყოველ მათგანზე დაწვრილებით საუბარი ჟურნალის ერთ ნომერში შეუძლებელია, ამიტომ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჯერად კი "ავერსის კლინიკის" ექიმი დერმატოვენეროლოგი რუსუდან კახიძე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ გვესაუბრება:

მამაკაცის ცხოვრებაში სამ ძირითად პერიოდს გამოყოფენ: ბავშვობას, სქესობრივი მომწიფების ხანას და მოწიფულობას. სიბერის თანამდევია ანდროპაუზა. თითოეულ მათგანს განსაზღვრული ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები ახასიათებს, რომლებიც მამაკაცის სასქესო ორგანოთა სისტემის ფუნქციობით არის განპირობებული.

სასქესო სისტემის აგებულება
მამაკაცის სასქესო ორგანოები შინაგან და გარეგან ნაწილებად იყოფა. გარეგანია სასქესო ორგანო და სათესლე პარკი, შინაგანი კი სათესლე ჯირკვლები, მათი დანამატები, თესლგამომტანი სადინარი, სათესლე ბუშტუკები, წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა) და შარდსადენი მილი (ურეთრა).

გვითხარით, როდის და რატომ ჩნდება სხეულზე სტრიები, რატომ აქვთ სხვადასხვა ფერი და რატომ რჩება ის ადგილები გარუჯვის შემდეგაც თეთრი.

* სასქესო ორგანოს ჩუჩის ქვეშ პერიოდულად მიგროვდება მარილების მსგავსი რაღაც. იქნებ მითხრათ, რა არის და როგორ ვიმკურნალო.

პოსტინდუსტრიული ეპოქის ელვისებურმა რიტმმა მძიმე დაღი დაასვა ადამიანის ჯანმრთელობას. წარმოიშვა ახალი დაავადებები და სინდრომები,

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ რძე აუცილებელია პატარასთვის და არა მხოლოდ მისთვის: რძე უნდა შედიოდეს დედის რაციონში, ყოველი მოზარდის ყოველდღიურ მენიუში. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი რძეზე უარს ამბობს? შეიძლება თუ არა მისი სხვა პროდუქტით შეცვლა? გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- მერწმუნეთ, არაფერია იმაზე ძნელი, ბავშვს ყოველდღე თითო ჭიქა რძის დალევა აიძულო, მაგრამ პატარებმა რომ იცოდნენ, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს რძე, ალბათ ასე არ გაჯიუტდებოდნენ. რძის შემადგენლობაში შედის ყველა ის ნივთიერება, რაც კი სჭირდება მზარდ ორგანიზმს ნორმალური განვითარებისთვის. ესენია:

სათესლეები - ეს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები მამაკაცის სათესლე პარკის შესაბამის ნახევრებშია მოთავსებული. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული.
mkurnali.geალბათ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროსტატა ანუ წინამდებარე ჯირკვალი, იმ ორგანოთა რიცხვს ეკუთვნის, რომლის დაავადებებიც პაციენტთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რა როლი ენიჭება მას მამაკაცის ორგანიზმში, რომელი დაავადებების აღმოცენებაა მოსალოდნელი, როგორია მათი გამოვლინების თავისებურებები და მკურნალობის პრინციპები? დღეს ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციისა და კლინიკური კვლევების ოფისის წევრი, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სტიპენდიანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი.

mkurnali.geმაქვს უთანხმოება შეყვარებულის დედასთან - მომავალ დედამთილთან. მას თავისი რძალი წარმოედგინა სერიოზულ ქალიშვილად, კარგ დიასახლისად, მე კი მისი წარმოდგენისგან განვსხვავდები: სხეულზე ტატუირება მაქვს, ცხვირზე - პირსინგი, არც სამზარეულოში ტრიალი მეხერხება... ჰოდა, ჩემი სადედამთილოც გამუდმებით ჩასჩიჩინებს შვილს, რომ მე მის ოჯახს არ შევეფერები. საბედნიეროდ, ჩემი საქმრო სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ დაქორწინება, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ დედამისი მაინც შეეცდება ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას. როგორ მოვიქცე? ელენე, 22 წლის

 

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად