ბოლო სამ წელიწადში CO-თი თბილისში 82 ადამიანი გარდაიცვალა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
ბოლო სამ წელიწადში CO-თი თბილისში 82 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო სამ წელიწადში CO-თი თბილისში 82 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი თბილისში 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა , - ამის შესახებ კომპანია ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს 125 ადამიანია მოწამლული და 29 გარდაცვლილი.

"პრევენციის მიზნით, კომპანიამ დაიწყო კამპანია "მეტი უსაფრთხოებისთვის". ჩვენი თანამშროლები წელიწადში ერთხელ ვალდებულებულნი არიან ყველა ჩვენ აბონენტთან მივიდნენ და შეამოწმონ, თუ როგორ მიმდინარეობს გაზის დანადგარების ექსპლუატაცია, მისცენ შესაბამისი მითითება, ჩახსნან არასწორად დამონტაჟებული დანადგარები. ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად,მოსახლეობის 30-40% არ ითვალისწინებს ჩვენს გაფრთხილებას და
აგრძელებენ ისევ არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების მოხმარებას. ეს არის ძირითადად ღია წვის კამერიანი გამათბობლები, რაც კატეგორიულად იკრძალება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ნებისმიერი დანადგარის შეძენის, მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 2 404004 ან 114-ზე და მისცემენ შესაბამის მითითებებს", - განაცხადა ლეფსვერიძემ და დასძინა, რომ ინტოქსიკაცია ძირითადად
ხდება გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში.

"როდესაც საცავში გროვდება co ნახშირჟანგი, დაახლოებით, საცავში დაგროვებული 1% 2-3 წუთში იწვევს ადამიანის მოწამვლას და ფატალურ შედეგს. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ქირაობს ან გირაობს ბინას, აუცილებლად დაუკავშირდეს კომპანიას და შეამოწმებინოს გაზის დანადგარები", - განაცხდა ლეფსვერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ბრიგადები შემოწმებას 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
ნახშირჟანგი, იგივე მხუთავი აირი (ქიმიური ფორმულა - CO) ორგანულ ნივთიერებათა არასრული წვის პროდუქტია.
28-11-2014
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
საკანალიზაციო მილების გასაწმენდი საშუალება "კროტი" იყიდება სითხის ან ფხვნილის სახით და შეიცავს მეტად აქტიურ
ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე:
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული